27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

თუ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰყავს თა­ნა­მო­აზ­რე სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მი­სი ყვე­ლა სწრაფ­ვა ამაო იქ­ნე­ბა

spot_img

ლა­ლი მარ­გი­ა­ნი
სსსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ხო­ჯორ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი

 

 

ჩა­ვი­ხე­დო თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სულ­ში, მა­თი თვა­ლე­ბით ვუ­ყუ­რო სამ­ყა­როს, გა­ვი­ზი­ა­რო თი­თო­ე­უ­ლის ემო­ცი­ე­ბი, გა­ვუ­ზარ­დო სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, ვას­წავ­ლო თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, თა­ნად­გო­მა – ეს ჩე­მი კრე­დოა და გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­მი ოც­ნე­ბა არა­ქარ­თულ თემ­თან მუ­შა­ო­ბა იყო და მე-7 წე­ლია ვას­წავ­ლი საზღ­ვ­რის­პი­რა სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სო­ფელ­ში, ჩემ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუ დე­და­ქა­ლაქ­თან ახ­ლოს (და­ახ­ლო­ე­ბით 80-100კმ) ენის ბა­რი­ე­რის და ინ­ფორ­მა­ცი­ის ისე­თი სიმ­წი­რე იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც დამ­ხ­ვ­და. ხში­რად ვი­მე­ო­რებ და აქაც ვიტყ­ვი, რომ პირ­ვე­ლად იქ ჩა­სულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ ვიგ­რ­ძე­ნი. გარ­და ამი­სა, თით­ქოს, რა­ღაც­ნა­ი­რი ში­ში და უნ­დობ­ლო­ბაც იყო, რად­გან მე პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“ კონ­სულ­ტან­ტი ვარ და პირ­ვე­ლი კონ­სულ­ტან­ტი ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში. რო­გორც სტა­ჟი­ან­მა კო­ლე­გა-კონ­სულ­ტან­ტებ­მა მითხ­რეს, ჩვენ სა­მი­ნის­ტ­როს აგენ­ტე­ბი ვგო­ნი­ვართ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მა­ლე, ერთ-ერ­თი კო­ლე­გა გა­მო­მიტყ­და, გაკ­ვირ­დე­ბით და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ჩან­ხა­რო. მა­შინ ბევ­რი რამ მიკ­ვირ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ძა­ლი­ან ცო­ტა (ან სულ არა­ფე­რი) სცოდ­ნო­დათ, სკო­ლას (კო­ლე­გებ­საც კი) არ ჰქო­ნო­და სოც­ქ­სე­ლი და არ გა­შუ­ქე­ბუ­ლი­ყო სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა. რო­დე­საც სკო­ლის ფბ გვერ­დი გავ­ხ­სე­ნი, იყო თურ­მე კითხ­ვე­ბი, რა­ტომ იყო ქარ­თუ­ლად და არა სომ­ხუ­რად. მე ავუხ­სე­ნი, რომ ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, აქა­ურ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბით და თუ სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თარ­გ­მანს მო­მაწ­ვ­დის ვინ­მე, ჩე­მი პოს­ტე­ბი სა­მე­ნო­ვა­ნი გახ­დე­ბო­და.

იყო ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, ზაფხულ­ში, რო­ცა სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა დავ­ხუ­რე, დას­კ­ვ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბას „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ მოჰ­ყ­ვა კო­მენ­ტა­რე­ბი, რა­ტომ არ იმ­ღე­რეს ბავ­შ­ვებ­მა სომ­ხუ­რად ან ლექ­სე­ბი არ თქვეს, ეს ხომ სომ­ხუ­რი სო­ფე­ლიაო. ბავ­შ­ვებს უპა­სუ­ხი­ათ, რომ ეს ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, რა­ზეც ისევ უპა­სუ­ხეს, რომ ჩვენ არ გა­ვუ­ნაწყენ­დე­ბო­დით, თუ ერთ-ორ ლექსს სომ­ხუ­რად წა­ი­კითხავ­დი­თო… თუმ­ცა, ამ ამ­ბამ­დე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე ჰქონ­დათ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი (დე­კემ­ბერ­ში – სსე­მას ბუკ­ლე­ტე­ბის პრო­ექ­ტ­ში, მა­ის­ში – ისევ სსე­მას ქსე­ლურ პრო­ექ­ტ­ში „ფსო­უ­ზე არეკ­ლი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბად“, ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბიც მქონ­და და სხვა პა­ტარ-პა­ტა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ნო­ვე­ლისტ დი­ნა მირ­ცხუ­ლა­ვა­საც იც­ნობ­დ­ნენ და გი­ორ­გი კი­ლა­ძე­საც, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს). სა­ზაფხუ­ლო სკო­ლამ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, გვსტუმ­რობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბელ-მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­რა­გა­უ­ლის ბა­ზა­ლე­თი­დან. ქარ­თ­ვე­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია-ინ­ტეგ­რა­ცია ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი გახ­და. ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ხში­რად, პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს ჰგავ­და. და რა­ტომ პო­ე­ზია, რო­გორც ბევ­რი არაფ­რად მით­ვ­ლის, ლექ­სით კითხ­ვის და სპე­ცი­ფი­კუ­რი ბგე­რე­ბის სწო­რად წარ­მოთ­ქ­მის უნა­რებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დ­ნენ. ამ მე­თოდ­მა ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თ­ლა მა­შინ. დი­დი მო­ტი­ვა­ცია იყო და არის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კონ­კურ­სებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

პირ­ვე­ლად სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში, 2018 წელს, ქარ­თულ ბა­ნა­კებ­ში (ანაკ­ლია, ქუ­თა­ი­სის რო­ბო­ტექ­ნი­კის ბა­ნა­კი, სა­ლი­ბა­უ­რის ქარ­თუ­ლი ენის ბა­ნა­კი) გა­ვუშ­ვით მოს­წავ­ლე­ე­ბი. შე­მო­ვი­ა­რეთ დმა­ნი­სი, ტან­ძია, სვა­ნე­თი, იმე­რე­თი, ლეჩხუ­მი, უფ­ლის­ცი­ხე. და­ვუ­მე­გობ­რდით წე­როვ­ნის №2, დის­ვე­ლის, ლა­ხა­მუ­ლას, ცა­გე­რის, რცხმე­ლუ­რის სკო­ლებს. შევ­ხ­ვ­დით ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს… ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი და ვცდი­ლობ, ჩე­მი სა­მე­გობ­რო აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან მად­გე­ბა. წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ ინ­ტეგ­რა­ცია-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე სწავ­ლე­ბას აზ­რი არ აქვს, რად­გან იქ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ და არ არის ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ან­ბა­ნით და მარ­ტი­ვი სა­სა­უბ­რო კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბით, სა­ლა­პა­რა­კო ენა და­უხ­ვე­წა­ვია და ის გაკ­ვე­თილ­ზე­ვე სრულ­დე­ბა, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ბავშვს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ქარ­თულ­თან.

ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თ­ვის სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ომის პე­რი­ო­დი. კოშ­მა­რუ­ლად მახ­სენ­დე­ბა ის დღე­ე­ბი. დი­დებ­ში არა, ბავ­შ­ვებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და რა­ღაც­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. რამ­დე­ნი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა უნ­და მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ სწო­რად გა­ე­გოთ, არ ეფიქ­რათ, რო­მე­ლი­მე მხა­რეს ვი­ყა­ვი.

გარ­და ენის ბა­რი­ე­რი­სა, რო­მე­ლიც უფ­რო გა­დაჭ­რა­დია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში, ინ­ტერ­ნე­ტის და კომ­პი­უ­ტე­რე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თუ­ლი მყავ­და ეკა წუ­ლუ­კი­ძის პრო­ექ­ტ­ში „STEAM სამ­ყა­რო“ და მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­ე­თი­შა, რად­გან სო­ფელ­შიც კი არ იყო ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი. ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის ლეპ­ტო­პი ბოლ­ნი­სი­დან ვითხო­ვე, რომ არ გა­მო­თიშ­ვო­და პრო­ექტს. საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში მო­გე­ბუ­ლი გრან­ტით ერ­თი ლეპ­ტო­პი შე­ვი­ძი­ნე და შე­და­რე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქეთ. ახ­ლა მე მქონ­და STEAM კლუ­ბი და ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნე­ტით ვა­მუ­შა­ვებ­დი კლუბს. ჩე­მი­ვე ინ­ტერ­ნე­ტით ჩა­ვერ­თე Cinedoc პრო­ექ­ტ­ში და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტია სა­ჭი­რო, ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნეტს ვხმა­რობ (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა), ან ზოგ­ჯერ დი­რექ­ტო­რის ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნეტს ვა­ზი­ა­რებ­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ელ­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უნ­და იფიქ­რო, მაგ­რამ რე­სურ­სებს თა­ვად ვქმნი და სა­ში­ნა­ოდ ვაძ­ლევ ხოლ­მე, რად­გან სახ­ლ­ში უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მათ­თ­ვის.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­რე­მოს დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მი­ჭირ­და, თუმ­ცა, ბო­ლო ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვა­ტა­რეთ და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბი. ჯერ კი­დევ არაა თე­მი მზად სა­ა­მი­სოდ, არის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი მშობ­ლე­ბის მხრი­დან, რა­ტომ უნ­და აიღოს მის­მა შვილ­მა სხვი­სი დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი. ვფიქ­რობ, აქ სა­მუ­შაოა არა ბავ­შ­ვებ­თან, არა­მედ მშობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­თა­ნაც კი. შარ­შან კამ­პა­ნია წა­მო­ვიწყე – ორე­ნო­ვა­ნი ბრო­შუ­რე­ბი დავ­ბეჭ­დეთ და სო­ფელ­ში ჩა­მო­ვა­რი­გეთ, ფოთ­ლე­ბის დაწ­ვის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ყო­ფი­ლა. ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ლა­გე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის „სა­და­გი“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, და­სუფ­თა­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვი აქ­ცია გვქონ­და. ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლიც. ერთ-ერ­თ­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა მად­ლო­ბაც გა­დაგ­ვი­ხა­და. მას მე­რე, ყო­ველ დი­ლით და სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვბო­ჭავ ქუ­ჩა­ში დაყ­რილ ნა­გავს და მი­მაქვს ურ­ნამ­დე. ერთ დი­ლით მოს­წავ­ლემ შე­ნიშ­ვ­ნა მომ­ცა, რა­ტომ აკე­თებთ, აქ მა­ინც ვერ გა­ი­გე­ბენ და მა­ინც დაყ­რი­ა­ნო. მე ვუთხა­რი, რომ მა­ნამ ავ­კ­რეფ სხვის დაყ­რილ ნა­გავს, ვიდ­რე არ იფიქ­რე­ბენ, რომ ეს არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია და ნა­გა­ვი, ქუ­ჩის მა­გი­ერ, ურ­ნა­ში უნ­და ჩა­ყა­რონ-მეთ­ქი.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, მათ ენის კურ­სი გა­ი­ა­რეს, ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი, ეც­ნო­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, სი­ახ­ლე­ებს ფე­ხი აუწყონ. თუ რა­მე გა­უ­გე­ბა­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რაც ვი­ცი გა­ვუ­ზი­ა­რო, რაც არ ვი­ცი, მო­ვი­ძიო, ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს და­ვე­კითხო და არც ერ­თი სა­კითხი არ დავ­ტო­ვო მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი.

ჩე­მი სკო­ლა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რია. ჩემ­თ­ვის, სკო­ლა­ში და სო­ფელ­ში ერ­თა­დერთი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის, მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა შე­გუ­ე­ბა და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რა­ო­დე­ნი სიფ­რ­თხი­ლით და ფა­ქი­ზად მიდ­გო­მა მჭირ­დე­ბო­და დიდ­სა თუ პა­ტა­რას­თან. თით­ქოს არა­ფე­რი, მაგ­რამ დღეს თვალს რომ ვავ­ლებ მა­ტი­ა­ნეს (ფო­ტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლას), მიკ­ვირს კი­დეც, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს ხდე­ბო­და. პან­დე­მი­ის დრო­საც კი, ონ­ლა­ინ, არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ და ჩვე­ნი ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ზე­იმს ჰგავ­და! ბო­ლო ზა­რი იმ წლის გა­მოშ­ვე­ბას ონ­ლა­ინ და­ვუ­რე­კე, რაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მათ­თ­ვის!

შე­და­რე­ბა არაა ექ­ვ­სი წლის წი­ნან­დელ ხო­ჯორ­ნის სკო­ლა­სა და დღე­ვან­დელს შო­რის. მე არ ვიტყ­ვი, რომ ეს მხო­ლოდ ჩე­მი დამ­სა­ხუ­რე­ბაა! თუ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰყავს თა­ნა­მო­აზ­რე და მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი (მე ამა­ში კი ნამ­დ­ვი­ლად მი­მარ­თ­ლებს, ლა­ხა­მუ­ლა­შიც ისე­თი დი­რექ­ტო­რი მყავ­და, ინატ­რებ­დი და, ზღაპ­რუ­ლი კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი­ვით, მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა სურ­ვილს მხარს უჭერ­და და ახ­დენ­და!), მას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს და მი­სი ყვე­ლა სწრაფ­ვა ამაო იქ­ნე­ბა! ხო­ჯორ­ნის სკო­ლას ჰყავს ისე­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლე­რო­ვან და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე კო­ლექ­ტივს ისე უძღ­ვე­ბა, ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თი კონ­ფ­ლიქ­ტიც კი არ ყო­ფი­ლა!

რაც დღემ­დე ვერ და­მიძ­ლე­ვია, მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. ჯერ ერ­თი, ენის ბა­რი­ე­რი და მე­ო­რეც, თუ დამ­რი­გე­ბე­ლი არ ხარ, მშობ­ლე­ბი შენ­თან არ ურ­თი­ერ­თო­ბენ და კი­დევ, ად­გი­ლობ­რი­ვი, სოფ­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გან­ზე დგო­მა ჩემ­თ­ვის გა­საკ­ვი­რია, რად­გან სკო­ლა სოფ­ლის მო­მა­ვა­ლია და ვფიქ­რობ, რწმუ­ნე­ბუ­ლი, დე­პუ­ტა­ტი მუდ­მი­ვად უნ­და იყოს სკო­ლის გვერ­დით, არა მხო­ლოდ სტუმ­რის სტა­ტუ­სით. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის მი­ზე­ზიც ის მგო­ნია, რომ არ ვარ ად­გი­ლობ­რი­ვი და ვარ ქა­ლი. დი­ახ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი რა­მი­სა, მენ­ტა­ლი­ტე­ტი მა­ინც მენ­ტა­ლი­ტე­ტია!

არც თუ ისე მცი­რეწ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მა­ნა­ხა, რომ მოს­წავ­ლე­ებს უხა­რი­ათ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა, ამი­ტომ, ვცდი­ლობ, არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ენის ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხოთ. ივ­ნის­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია მქონ­და, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბიც და­ვა­საქ­მე. მათ უნ­და მი­ე­ღოთ სტუმ­რე­ბი, და­ე­რე­გის­ტ­რი­რე­ბი­ნათ, გა­ე­წი­ათ გი­დო­ბა სკო­ლა­ში, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი მქონ­და — „ერ­თი ცის ქვეშ“ და სხვა­დას­ხ­ვა სოფ­ლის სკო­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.უნ­და გე­ნა­ხათ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, კულ­ტუ­რა და უკუ­კავ­შირ­ში ყვე­ლა წერ­და, რომ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი ცის ქვეშ მე­გობ­რუ­ლად, ერ­თ­სუ­ლოვ­ნად თა­ნაცხოვ­რე­ბა მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­სა!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები