27 ივლისი, შაბათი, 2024

„თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი“ – გამომცემლობები „დედაენასთან“ დაკავშირებით კანონპროექტს გამოეხმაურენ

spot_img

როგორც ცნობილია, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც „დედაენის“ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს. სპეციალურად შექმნილი კომისია ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ცვლილება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, აღნიშნულმა ინიციატივამ, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა სისტემაში უკვე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არსებობას, გამოიწვია კითხვები, თუ რამდენად შეზღუდავდა სხვა სახელმძღვანელოების დაშვებას სასწავლო პროცესში.

„აღნიშნული ინიციატივით არსებული სახელმძღვანელოების შეზღუდვა არ მოხდება, თუმცა ინიციატივაში არ იყო მითითებული სხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ჩანაწერი. კომისიამ, რომელიც შესაბამისი ექსპერტებით იქნება წარმოდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის – იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის სახელმძღვანელოს რედაქტირება და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მოახდინოს. შეგვიძლია, ამავე კომისიას მივანიჭოთ შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული სახელმძღვანელოები შეაფასოს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მათი შესაბამისობა დაადგინოს“ განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გამომცემლობები„ბაკურ სულაკაური“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“ „დედაენასთან“ დაკავშირებით კანონპროექტს გამოეხმაურენ.

„ჩვენთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებისთვის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“), გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 1 აპრილს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატომა მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა მისი და კომიტეტის წევრის, ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლილი ვერსია, რომლის თანახმადაც, არამატერიალური კულტურის ძეგლის, ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“, გადასამუშავებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც, ერთი მხრივ, თავად გადაამუშავებს „დედაენას“, ხოლო მეორე მხრივ, შეაფასებს ავტორთა სხვა ჯგუფების მიერ „დედაენის“ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობას გოგებაშვილისეულ პრინციპებთან.

ჩვენი აზრით, თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი, რისი დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, კომისიამ შეიმუშავოს „დედაენის“ ერთადერთი გადამუშავებული ვერსია, რომლის ავტორად იაკობ გოგებაშვილი იქნება დადგენილი, მაშინ, როდესაც ავტორის სიცოცხლეში სახელმძღვანელოს არაერთი გამოცემა იყო დასტამბული.

სასურველია, კომისია შეიქმნას ერთი მიზნით შეიმუშავოს ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სხვადასხვა ავტორთა ჯგუფების მიერ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობის დადგენა გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან და მეთოდთან, ხოლო ასეთ სახელმძღვანელოებს დაეწეროს – შედგენლია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით.

ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ იმისათვის, რათა არ დაირღვეს სხვა ავტორთა ჯგუფების ინტერესები და ყველა ჯგუფი იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ვერსია, რომელიც კომისიისგან მიიღებს შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სახელმძღვანელოს სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გრიფირების პროცესში“ ნათქვამია განცხადებაში.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები