4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

თუ ისტორიის სწავლებას იყენებ როგორც ინსტრუმენტს, მაშინ ასწავლი ობიექტურ ისტორიას

spot_img

 

ეკა­ტე­რი­ნე მა­ი­სუ­რა­ძე

თბი­ლი­სის №133 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კულ­ტუ­რის კვლე­ვე­ბის დოქ­ტო­რან­ტი

 

 

☑️ ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, ოქ­ტომ­ბერ­ში ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მონ­ტე­ნეგ­რო­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით. პირ­ველ რიგ­ში, გვი­ამ­ბეთ ამ სე­მი­ნა­რის შე­სა­ხებ – რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ქვეყ­ნე­ბის მიწ­ვე­ვა?

• ოქ­ტომ­ბერ­ში, მონ­ტე­ნეგ­როს ქა­ლაქ ბუდ­ვა­ში, გა­ი­მარ­თა ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რი – „ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა აკა­დე­მია“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან, მოლ­დო­ვა­დან და უკ­რა­ი­ნი­დან. სე­მი­ნა­რის პირ­ვე­ლი დღე სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყო­ფი­ლი იუგოს­ლა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ზი­ა­რებ­დ­ნენ გა­მოც­დი­ლე­ბას. შეხ­ვედ­რა ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯა­მე­ბა იყო იმ პრო­ექ­ტის, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ჩა­ტარ­და ის­ტო­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი „ის­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და“. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვეს­წ­რე­ბო­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ებ­მაც საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს ის­ტო­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში „გა­ყალ­ბე­ბა – პრო­პა­გან­დის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი“, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც შე­ეძ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს 16 წლი­დან ზე­მოთ. მეც ვუთხა­რი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს (შარ­შან­დელ მე­ა­თეკ­ლა­სე­ლებს), რომ ასე­თი კონ­კურ­სი იგეგ­მე­ბო­და. ერთ-ერ­თ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. რო­ცა თე­მის შერ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა საქ­მე, უბ­რა­ლოდ ვურ­ჩიე, ხომ არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და თე­მით –  „პი­ო­ნე­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გორც საბ­ჭო­ე­თის ერთ-ერ­თი პრო­პა­გან­დის იარა­ღი“. მე თვი­თონ საბ­ჭო­თა მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, პი­ო­ნე­რიც და შე­ეძ­ლო, პირ­ველ­წყა­როდ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ჩე­მი ნა­ამ­ბო­ბი. ისიც კი ვუთხა­რი, თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­და, ჩა­ვე­წე­რე რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი, რად­გან ცოცხალ ის­ტო­რი­ას მო­ვუყ­ვე­ბო­დი, თუ რა ხდე­ბო­და საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში პი­ო­ნე­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

ამ იდე­ით ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა ნი­კო­ლოზ სხირ­ტ­ლა­ძე და შე­ვუ­დე­ქით მუ­შა­ო­ბას. დღეს ნი­კო­ლო­ზი უკ­ვე №133 სკო­ლის მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლია. ვა­მა­ყობ, რომ მის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ვი­დე­ორ­გოლ­მა პი­ო­ნე­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აიღო.

 

კონ­კურ­სან­ტ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს (23-27 ოქ­ტომ­ბერს), ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც EUSTORY (ის­ტო­რი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი არ არის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია, რაც ეს კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა, ინი­ცი­ა­ტო­რია გერ­მა­ნი­ის სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უწევს გერ­მა­ნი­ის კორ­ბე­რის ფონ­დი (Korber Foundation) და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად, მოლ­დო­ვა, სომ­ხე­თი და უკ­რა­ი­ნა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თა­ვის­თა­ვად, სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა თე­მაა ინი­ცი­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, წი­ნა წლებ­ში, მთა­ვა­რი თე­მა იყო „ჩე­მი წი­ნა­პა­რი ჩემს ასაკ­ში“. ძი­რი­თა­დად, საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბია შერ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­ხით იბეჭ­დე­ბა და ონ­ლა­ინ ვერ­სი­ე­ბი ქვეყ­ნ­დე­ბა.

☑️ რა იყო სე­მი­ნა­რის წლე­ვან­დე­ლი თე­მა­ტი­კა?

• სე­მი­ნარს უძღ­ვე­ბო­და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მი­რე მლა­დე­ნოვ­ს­კი, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, ამ პრო­ექ­ტ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პიროვ­ნე­ბაა. ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ კონ­კურ­სამ­დე მი­ვი­დო­დით, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოგ­ვი­წია. მა­გა­ლი­თად, მსურ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის (რო­გორც ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან, ისე ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის) ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორც პრო­პა­გან­დის მა­გა­ლი­თებ­ზე საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში, ასე­ვე იმა­ზე, თუ რო­გორ უნ­და და­ე­წე­რა ბავშვს სა­კონ­კურ­სო თე­მა. ამა­ვე პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი იყო სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კვლე­ვა. კვლე­ვის პრო­ცეს­ში მეც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. გა­მო­ვიკ­ვ­ლიე, თუ რო­გორ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში პრო­პა­გან­დის მა­გა­ლი­თე­ბი კულ­ტუ­რულ-იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვიკ­ვ­ლი­ეთ რო­გორც საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (რა­ზეც მიგ­ვიწ­ვ­და ხე­ლი), ასე­ვე დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­და  სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე, რო­მელ­საც სწო­რედ მი­რე ვლა­დე­ნოვ­ს­კი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ კვლე­ვა­ში აისა­ხა, თუ რო­გო­რი იყო ის­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის მა­გა­ლი­თე­ბი ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში.

       

კვლე­ვა ჩა­ტარ­და ის­ტო­რი­ულ რუ­კებ­ზეც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და დას­კ­ვ­ნა და­წე­რა ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა, ქ-ნმა მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძემ; მო­ეწყო ფო­კუს-ჯგუ­ფე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­ვად­გი­ნეთ კითხ­ვა­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რია პრო­პა­გან­დის რო­ლი ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ასეთ შრო­მა­ტე­ვად და, ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს მო­ი­ცავ­და პრო­ექ­ტის საწყი­სი ეტა­პი. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ი­დან იყო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქ-ნი ნა­ნა ცი­ხის­თა­ვი.

ამის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზეთ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბიც თა­ვად უნ­და შე­ერ­ჩი­ათ, რა თქმა უნ­და, მთა­ვა­რი თე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რებ­ში ის­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის მა­გა­ლი­თე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბავ­შ­ვებ­მა სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქა აირ­ჩი­ეს, მა­გა­ლი­თად, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი – გმი­რი, თუ ან­ტიგ­მი­რი, ვი­კი­პე­დია, რო­გორც პრო­პა­გან­დის სა­შუ­ა­ლე­ბა და სხვა. რო­გორც გითხა­რით, ჩემს მოს­წავ­ლეს პი­ო­ნე­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბ­უ­ლი ვი­დეო, რო­მელ­მაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ აიღო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, პრი­ზიც (ფუ­ლა­დი პრე­მია (ვა­უ­ჩე­რი) ალ­ტას ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში) და­იმ­სა­ხუ­რა და სა­მიტ­ზეც გა­ემ­გ­ზავ­რა რი­გა­ში.

☑️ ზო­გა­დად, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, რა­საც სწავ­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნებთ?

•  მსგავ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის პირ­ველ რიგ­ში, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მხრივ, არც წლე­ვან­დე­ლი „ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა აკა­დე­მია“ იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი.

აკა­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ძი­რი­თა­დად, გან­ხი­ლუ­ლი იყო საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ში­და კონ­ფ­ლიქ­ტებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მი­რე ვლა­დე­ნოვ­ს­კის სე­მი­ნა­რი თე­მა­ზე: „ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა, რო­გორც იარა­ღი თუ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი?“ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად, რად­გან, ესა თუ ის მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას, რო­გორც იარა­ღი, რო­მელ­შიც უფ­რო მე­ტად სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და ეს სწო­რედ უარ­ყო­ფით პრო­პა­გან­დას წარ­მო­შობს და ხელს უშ­ლის პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბას. იარა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს მუ­ქა­რით ან ომის ენით სა­უ­ბარს, რომ შენ ხარ დო­მი­ნან­ტი და შე­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. მაგ­რამ, თუ­კი ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბას იყე­ნებ, რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენტს, ამით ას­წავ­ლი რე­ა­ლურ, ობი­ექ­ტურ ის­ტო­რი­ას და შენს მოს­წავ­ლეს აძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ი­აზ­როს, თა­ვად შე­ა­ფა­სოს მულ­ტი­პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ხედ­ვე­ბით. მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ის­ტო­რია და­ი­ნა­ხოს, ასე ვთქვათ, ორი­ვე პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან, შე­ა­ფა­სოს ობი­ექ­ტუ­რად და გა­მო­ი­ტა­ნოს სწო­რი, ლო­გი­კუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბი.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, გან­ხ­ილუ­ლი იქ­ნა მრა­ვა­ლი სენ­სი­ტი­უ­რი თე­მა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ,  ყო­ფი­ლი იუგოს­ლა­ვი­ის დაშ­ლის შე­დე­გად წარ­მოქ­მ­ნი­ლი ქვეყ­ნებ­ში ში­და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მრა­ვა­ლი კე­რა აღ­მო­ცენ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი მო­ვის­მი­ნეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ხალხს კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის ქარ-ცეცხ­ლ­ში მო­უ­წია გავ­ლა. და­ი­ღუ­პა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გურ­და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის არა­ერ­თი კე­რა. ამ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, თუ  რო­გორ ცდი­ლო­ბენ ასეთ რთულ რე­გი­ონ­ში მოს­წავ­ლე­ებს ელა­პა­რა­კონ არა ომის, არა­მედ მშვი­დო­ბის ენით, რომ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი აღარ გაღ­ვივ­დეს და ორი­ვე მხა­რის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ხედ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და­ე­ფუძ­ნოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მე­გობ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ,  ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე ოთხი­ვე პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის­თ­ვის, რად­გან, რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ყვე­ლა გა­ყი­ნუ­ლი  კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის რე­გი­ონ­ში ვართ. მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვენ­თ­ვის, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოსუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის ფონ­ზე, ასე­თი ტი­პის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას. რე­ა­ლუ­რად, ეს იყო კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, თუ რო­გორ აღ­ვ­ზარ­დოთ თა­ო­ბე­ბი ისე, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან მტრის ხა­ტი არ შექ­მ­ნან, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას წა­ად­გე­ბა. ამ ვი­ზი­ტებს, ვგუ­ლის­ხ­მობ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს,  კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლას­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი მხა­რეც აქვს – ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზი­ტო­რის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბა და შეს­წავ­ლა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბა იყო,რად­გან ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მონ­ტე­ნეგ­რო (რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ნა­ხე­ვა­რია, არა­თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი) ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ლა­მა­ზი ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და და ასე იცავ­და თა­ვის კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და მცდა­რია ჩვენ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა, თით­ქოს „ევ­რო­პა წაგ­ვარ­თ­მევს იდენ­ტო­ბას და ფა­სე­უ­ლო­ბებს“ – სწო­რედ ეს არის არას­წო­რი პრო­პა­გან­დის გა­მო­ძა­ხი­ლი. მონ­ტე­ნეგ­რო, ეს სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნა, ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია. არ­ც­თუ დი­დი ხნის წინ, 2006 წელს მო­ი­პო­ვა მან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ამ მოკ­ლე დრო­ში, ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც პა­ტა­რაც არის და მცი­რეც, მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შეძ­ლო თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვაც და გან­ვი­თა­რე­ბაც – რე­ა­ლუ­რად ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით მოწყო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნე­ბით, თბი­ლი   და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ხალ­ხით.

☑️ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ – რა გა­მოწ­ვე­ვე­ბია დღეს ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით? გვერდს ვერ ავუვ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მას, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ოპო­ნენ­ტი ჰყავს ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. რა არის ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? თქვენ რა ხარ­ვე­ზებს ხე­დავთ?

• აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვმა­ლავ და ამ თე­მა­ზე ხში­რა­დაც ვსა­უბ­რობ კონ­კ­რე­ტულ ად­რე­სა­ტებ­თან, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა, რაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს, ეს არის ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი, უზო­მოდ დი­დი მა­სა­ლა. ბავ­შ­ვის­თ­ვის მთა­ვა­რი იარა­ღი მა­ინც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, იქი­დან იღებს ძი­რი­თად მა­სა­ლას, თე­მის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მას ეყ­რ­დ­ნო­ბა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე დი­დი ხარ­ვე­ზი, ამ დრო­ის­თ­ვის, რაც ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს აქვს, უზო­მოდ დი­დი მა­სა­ლაა. კი, ბევ­რი წყა­რო ახ­ლავს და ეს, რა თქმა უნ­და, პლუ­სია, მაგ­რამ მა­ინც. გარ­და ამი­სა, გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, მე არც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის გა­ყო­ფა მომ­წონს, არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და გეტყ­ვით რა­ტომ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას ვე­რაფ­რით ვერ ას­წავ­ლი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის კონ­ტექ­ს­ტის გა­რე­შე, გა­მო­რიცხუ­ლია იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო იყო და არის მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი. ნე­ბის­მი­ერ დიდ იმ­პე­რი­ას, რაც კი არ­სე­ბობ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ჰქონ­და შემ­ხებ­ლო­ბა, ამი­ტო­მაა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ მოს­წავ­ლეს „არა­ბო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ უნ­და ვას­წავ­ლო, რა თქმა უნ­და, ჯერ უნ­და ვას­წავ­ლო ვინ იყ­ვ­ნენ არა­ბე­ბი, რა სა­ხელ­მ­წი­ფო შექ­მ­ნეს და ა.შ. თუ­კი ყვე­ლა ეს სა­კითხი ერთ წიგ­ნ­ში იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, ამით რა შავ­დე­ბა? ეს ნამ­დ­ვი­ლად არ და­აკ­ნი­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბას. იბ­ნე­ვი­ან ბავ­შ­ვე­ბი, იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში რა ის­წავ­ლეს და აქ – რა. ხში­რად, თე­მე­ბის დამ­თხ­ვე­ვაც არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ყე­ვი გაკ­ვე­თი­ლებს მე-11 კლას­ში, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში, ჯვა­როს­ნებ­ზე რომ ვართ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მონ­ღო­ლე­ბის თე­მა უნ­და გა­ი­ა­რო. გა­მო­დის, რომ ზო­გი­ერ­თი თე­მა კონ­ტექ­ს­ტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად უნ­და ის­წავ­ლოს ბავ­შ­ვ­მა. ისევ მას­წავ­ლებ­ლის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა უნ­და ჩარ­თო. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის თე­მებ­სა და ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან კავ­შირ­ში ვას­წავ­ლით.

☑️ რო­გო­რია უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა? მა­გა­ლი­თად, რო­გორ ის­წავ­ლე­ბა ის­ტო­რია რო­მე­ლი­მე მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში?

• ხარ­ვე­ზე­ბი იქაც არის. ის­ტო­რია სა­გა­ნია, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კას­თან აქვს კავ­ში­რი და მა­ინც პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. წარ­სუ­ლის მა­გა­ლი­თებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან აკავ­ში­რებ, პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებ, სხვაგ­ვა­რად ვერ იქ­ნე­ბა. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის ტექ­ნი­კა, რო­გორ მო­არ­გებს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს ამ პრო­ცესს. ზო­გა­დად, ასე იყო ყო­ველ­თ­ვის, თუნ­დაც „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა“ რომ ავი­ღოთ, სხვა არა­ფე­რია თუ არა პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რია, ომე­ბის, მე­ფე­თა ის­ტო­რია. იქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ფი­თი ფრაგ­მენ­ტე­ბი არ გვხვდე­ბა. დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე ვა­კე­თებთ, სხვა ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შეს­წავ­ლი­სას, იქ­ნე­ბა ეს ევ­რო­პა, აზია თუ სხვა, წარ­სულს აწ­მ­ყოს­თან აკავ­ში­რებ. ბუ­ნებ­რი­ვია, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას, ხარ­ვე­ზე­ბი მარ­ტო ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას არ აქვს და ვერც ექ­ნე­ბა, ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შიც არ არის უხარ­ვე­ზო და უნაკ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.

☑️ რო­გო­რია ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად?

• თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, ბევ­რად დახ­ვე­წი­ლია, იმი­ტომ რომ, რო­გორც გითხა­რით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბია შე­მო­ტა­ნი­ლი. ბავშვს შე­უძ­ლია, კონ­კ­რე­ტუ­ლად ერთ წყა­რო­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით კი არ იმ­ს­ჯე­ლოს, არა­მედ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლოს, მულ­ტი­პერ­ს­პექ­ტი­უ­ლო­ბა და­ი­ნა­ხოს, სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს გა­ეც­ნოს და  ლო­გი­კუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბიც ამის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თოს. ამის ფუ­ფუ­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას, აქაც საკ­მა­ოდ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ფო­ტო­ე­ბი, რუ­კე­ბი, სქე­მე­ბი. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თა­ნაც კი ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რუ­კე­ბით ვმუ­შა­ობ (გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მელ­შიც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძის რუ­კე­ბია შე­ტა­ნი­ლი). ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან – რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ მოს­წავ­ლეს ვთხო­ვე, დი­ა­ო­ხის და კოლ­ხას შე­სა­ხებ ესა­უბ­რა. ცო­ტა და­იბ­ნა. მა­შინ­ვე ვუთხა­რი, ლი­ზი­კო, რუ­კა გა­და­შა­ლე და ის და­გეხ­მა­რე­ბა. გა­და­შა­ლა და მარ­თ­ლაც, ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს მო­ვი­და და მითხ­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლო, წიგ­ნ­ში ისე აბ­და­უბ­და წე­რია, რომ კარ­გად ვერ გა­ვი­გე და რო­ცა რუ­კა­ში ჩა­ვი­ხე­დე, თქვე­ნი ახ­ს­ნი­ლი გაკ­ვე­თი­ლიც გა­მახ­სენ­და, რუ­კას თვა­ლი მი­ვა­დევ­ნე  და  ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ი­ოლ­დაო. ასე რომ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში აუცი­ლე­ბე­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით  კი რუ­კე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას, დი­დი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს რუ­კას. ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ მი­სი დახ­მა­რე­ბით შე­უძ­ლი­ათ სივ­რ­ცე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა. გულ­წ­რ­ფე­ლად უნ­და ით­ქ­ვას, რომ ხში­რად უჭირთ ბავ­შ­ვებს რუ­კა­ზე მუ­შა­ო­ბა, ჰო­რი­ზონ­ტის მხა­რე­ე­ბის გან­საზღ­ვ­რა, „რუ­კის ლე­გენ­და­ზე“ და­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით რუ­კის წა­კითხ­ვა, მაგ­რამ ჩვენ, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვცდი­ლობთ, რომ ეს ხარ­ვე­ზი მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მოვ­ფხ­ვ­რათ, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია,100%-იანი შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

☑️ აქ­ვე გკითხავთ, რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ზე­გავ­ლე­ნის­გან, ანუ ის­ტო­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რო­გორც იარა­ღი?

• პრო­პა­გან­და შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბით კონ­ტექ­ს­ტ­შიც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. დღეს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლია პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა კი­დევ არის ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მელ­საც დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ წი­ნა პე­რი­ო­დის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან გა­ვავ­ლებთ პა­რა­ლელს, აშ­კა­რად პროგ­რე­სია.

☑️ რო­გორ ფიქ­რობთ, რა უშ­ლის ხელს უკე­თე­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნას?

• ვფიქ­რობ, უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად მას­წავ­ლე­ბელ­მა იცის, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში რა სა­კითხი რო­გორ იმუ­შა­ვებს, რა დრო შე­იძ­ლე­ბა და­ჭირ­დეს მის და­მუ­შა­ვე­ბას, შეს­წავ­ლას. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლის ტექ­ნი­კა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ბავ­შ­ვის­თ­ვის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არის წიგ­ნი. არც ამ­დე­ნი კითხ­ვაა სა­ჭი­რო ერთ გაკ­ვე­თილ­ში. ფი­ზი­კუ­რად წა­კითხ­ვა-გა­აზ­რე­ბა­საც ვერ ას­წ­რე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ვერც კლას­ში და ვერც სახ­ლ­ში. მაშ რა სა­ჭი­როა? მე­რე იმის გან­ც­და უჩ­ნ­დე­ბათ, რომ რა­ღაც გა­მო­ტო­ვეს, რა­ღაც და­ვა­კე­ლით. მოკ­ლედ, ეს სა­კითხი კი­დევ მო­ითხოვს გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

ისევ შე­კითხ­ვას რომ და­ვუბ­რუნ­დე, მას­წავ­ლებ­ლებ­თან უნ­და ხდე­ბო­დეს კონ­სულ­ტა­ცია, თუნ­დაც ერ­თი წლის შემ­დეგ გვკითხონ: რა ხარ­ვე­ზი და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ იმუ­შა­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ან პი­რი­ქით. თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრაქ­ტი­კა­ში არ გა­მოს­ცა­დე, მის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზე­და­პი­რუ­ლი იქ­ნე­ბა. მეს­მის, რომ ეს გარ­კ­ვე­ულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ამ გზით რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით აუცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ შე­დე­გს და ის­ტო­რია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გახ­დე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­ნი. სა­ბო­ლო­ოდ კი ეს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უფ­რო სრულ­ყო­ფილს გახ­დის.

☑️ ბო­ლო წლებ­ში, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, არ­ჩე­ვით საგ­ნებს შო­რის, ის­ტო­რია ერთ-ერთ ლი­დერ პო­ზი­ცი­ა­ზეა, ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირ­ჩევს ჩა­სა­ბა­რებ­ლად. რას უკავ­ში­რებთ ასეთ ტენ­დენ­ცი­ას და, ამის ფონ­ზე, რო­გო­რია აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა შე­დე­გე­ბი ის­ტო­რი­ის სა­გან­ში?

• ირ­ჩე­ვენ იმი­ტომ, რომ მა­თე­მა­ტი­კა რთუ­ლია. ძა­ლი­ან უჭირთ მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბა და თუ მარ­თ­ლა არ ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მო­ე­რე­ვი, რა თქმა უნ­და, არ აირ­ჩევ. შე­დე­გე­ბი? რომ გითხ­რათ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, არა. ამა­ში, იცით, რა უშ­ლით ხელს? ისევ და ისევ, დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს გა­ვა­კე­თებ და ბო­ლოს მო­ვემ­ზა­დე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი მიდ­გო­მა არ დებს კარგ შე­დეგს. რო­გორც რე­პე­ტი­ტო­რი გეტყ­ვით, თუ ჩემ­თან მო­დის აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა აქვს და შემ­დეგ მას­ზე ვა­შე­ნებ ახალ ცოდ­ნას, რა თქმა უნ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­დეგ­ზე გავ­დი­ვარ. მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თან, რო­მე­ლიც ცა­რი­ე­ლი ფურ­ც­ლი­დან იწყებს (სა­ერ­თოდ რომ არ იცის ის­ტო­რია), კარგ შე­დეგს ვერ ვაღ­წევ. ბა­რი­ერს ყვე­ლა გა­და­ლა­ხავს, ყვე­ლა ჩა­ა­ბა­რებს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია კარგ შე­დეგ­ზე. აი, ამი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სკო­ლა­ში, თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლით, სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სით და, რაც მთა­ვა­რია, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით.

☑️ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში რო­გო­რია ის­ტო­რი­ის სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი?

• თა­ნა­მედ­რო­ვეა გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ბევ­რად უფ­რო მე­ტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, რე­სურ­სი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ფილ­მე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც გაკ­ვე­თილ­ზე მთა­ვა­რი რო­ლი ბავშვს უკა­ვია – ეს ყვე­ლა­ფე­რი ამარ­ტი­ვებს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებს. ზო­გა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ ბევ­რად უფ­რო იოლად აღ­ქ­მა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფ­რო ში­ნა­არ­სი­ა­ნი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. სხვა­თა შო­რის, ჩვენს სკო­ლა­ში ამის ფუ­ფუ­ნე­ბა გვაქვს. კლა­სებ­ში პრო­ექ­ტო­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ვაჩ­ვე­ნებთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტებს, ფრაგ­მენ­ტებს ფილ­მე­ბი­დან, ვაწყობთ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი­სა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ა­მარ­ტი­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დის­კუ­სი­ის რო­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვი­სას და მი­ხა­რია, რომ მოს­წავ­ლე­ებს მოს­წონთ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, დის­კუ­სი­ის გა­მარ­თ­ვა. არა­ვინ იზღუ­დე­ბა გა­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა, ვა­რა­უ­დი. პი­რი­ქით, ვა­ხა­ლი­სებთ, იყ­ვ­ნენ უფ­რო თა­მა­მე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი.

☑️ რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ შე­სუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის სწავ­ლე­ბა და თუ ესა­უბ­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე თქვენს მოს­წავ­ლე­ებს? მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ო­კუ­პა­ციო ვი­თა­რე­ბა­ზე, ჩვე­ნი დრო­ის გმი­რებ­ზე და ა.შ. რამ­დე­ნად იყე­ნებთ ის­ტო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პრო­პა­გან­დას სწო­რი მო­ქა­ლა­ქის ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის?

• რა თქმა უნ­და, ვი­ყე­ნებ და ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ აქ­ცენტს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­შიც გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ანა­ლო­გი­უ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რი­ი­დან, რაც ხში­რად მე­ორ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვინ­და თუ არა, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან მა­ინც გვაქვს შე­ხე­ბა, მა­ინც გვი­წევს ამ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბა. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი აზ­რი არ მო­ახ­ვი­ოს თავს მოს­წავ­ლე­ებს. პი­რი­ქით, სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მივ­ცეთ მათ ობი­ექ­ტუ­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხონ მოვ­ლე­ნე­ბი, იმ­ს­ჯე­ლონ, შე­ა­და­რონ,პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლონ, შე­ა­ფა­სონ, თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი წა­ი­კითხონ, მა­თაც ესა­უბ­რონ, მო­უს­მი­ნონ და დას­კ­ვ­ნე­ბიც თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნონ.

☑️ და­ბო­ლოს, ის­ტო­რი­ის სა­გა­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან ერ­თად, უპი­რო­ბოდ არის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მიდ­გო­მე­ბია სა­ჭი­რო?

• თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, ამ თვალ­საზ­რი­სით, ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, პირ­ველ ად­გილ­ზე დგას. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი­დევ სხვა სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას და  პატ­რი­ო­ტულ მუხტს აყა­ლი­ბებს მოს­წავ­ლე­ში, მაგ­რამ ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა უმნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იმის­თ­ვის, რომ შე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქედ, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რულ, ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის დამ­ც­ველ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე.თუ მათ ეყ­ვა­რე­ბათ, თუ ისი­ნი მო­უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, მის ხელ­ყო­ფას უცხო ვე­ღარ გა­ბე­დავს. აი, თუნ­დაც, ზოგ­ჯერ ჰგო­ნი­ათ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წაყ­ვა­ნა, მხო­ლოდ გა­სარ­თო­ბა­დაა მო­გო­ნი­ლი, მაგ­რამ არა, თუ ბავ­შ­ვ­მა ად­გილ­ზე არ ნა­ხა, ად­გილ­ზე არ შე­იც­ნო და შე­იგ­რ­ძ­ნო ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე, ის თა­ვი­სად ვერ აღიქ­ვამს მას და მი­სი დაც­ვის სურ­ვი­ლიც ნაკ­ლე­ბად გა­უჩ­ნ­დე­ბა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ  იმი­ტომ კი არ უნ­და ის­წავ­ლონ ის­ტო­რია, რომ ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნია, არა­მედ იმის­თ­ვის, რომ შეძ­ლონ მსჯე­ლო­ბა, ანა­ლი­ზი, მოვ­ლე­ნე­ბის სა­ღად შე­ფა­სე­ბა.  რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმ­ს­ჯე­ლო დღე­ვან­დელ პრო­ცე­სებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის მტკივ­ნე­ულ სა­ო­კუ­პა­ციო სა­კითხებ­ზე, ილა­პა­რა­კო რუ­სე­თის როლ­ზე ამ პრო­ცე­სებ­ში და არ გა­ი­აზ­რო, რას წარ­მო­ად­გენ­და ეს უზარ­მა­ზა­რი იმ­პე­რია, თუ არ იცი რა გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან. ვი­ღაც რომ მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იტყ­ვის: დი­ახ, ერეკ­ლეს ბრა­ლია, რომ რუ­სეთს მიგ­ვა­ერ­თა, თო­რემ ვიქ­ნე­ბო­დით ბედ­ნი­ე­რა­დო… თუ არ იც­ნობ რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ბუ­ნე­ბას, ვერც სწორ დას­კ­ვ­ნებს გა­ა­კე­თებ. ამი­ტომ არის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, მაგ­რამ სწავ­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად გა­უ­ყალ­ბე­ბე­ლი და რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის. რა­ღაც ფაქ­ტე­ბი და თა­რი­ღე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­გა­ვიწყ­დეს, მაგ­რამ და­ლე­ქი­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სად წა­ვა. სწო­რედ ეს აქ­ცევს მო­ზარდს სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები