27 ივლისი, შაბათი, 2024

„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების ბოლო წლების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს“ – პრემიერის განცხადებით ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

spot_img

ცვლილებები ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში, კერძოდ, ცალკე გამოიყოფა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც მომზადებულია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ჩვენი ცხოვრების ის უძვირფასესი ნაწილი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ისევე როგორც სპორტის მიმართულება. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების ბოლო წლების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები