15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად ირმა რატიანი აირჩიეს

spot_img

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი, პროფესორი ირმა რატიანი ხელახლა აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. ირმა რატიანი აღნიშნულ ინსტიტუტს 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და ამ ხნის განმავლობაში ინსტიტუტმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ირმა რატიანი თსუ ჰუმანიტარულ მენიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებასაც ხელმძღვანელობს. მისი სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფეროებია: ლიტერატურის თეორიული და შედარებითი ლიტერატურული კვლევები ფართო კულტურულ კონტექსტში. მას ეკუთვნის უახლესი კვლევები ქართული ლიტერატურული კანონისა და ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის შესახებ; მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სამეცნიერო პრემია: საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი, ნიზამი განჯელის მედალი, ტარას შევჩენკოს ორდენი და სხვა.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი უძველესი ქართველოლოგიური სამეცნიერო-კვლევით ცენტრი საქართველოში, რომელიც ახორციელებს კვლევებს ქართული ლიტერატურის ისტორიის, ფოლკლორისტიკის, ტექსტოლოგიის, ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.

2007 წლიდან, ინსტიტუტის მთავარი მიზანი იყო შრომების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, რაც წარმატებით შესრულდა საერთაშორისო ფორუმების ორგანიზების, უცხოური გამოცემების განხორციელებისა და ჟურნალების ინდექსირების გზით. ამჟამად, ინსტიტუტი აფართოებს მუშაობას ინტერდისციპლინური კვლევებისა და ციფრული ლიტერატურის მიმართულებით.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები