19 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

თვითმოტივაციის წახალისება სასკოლო ცხოვრებაში

spot_img
მაია ქობულაძე
სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

შინაგანი მოტივაცია მოსწავლეებს „აიძულებს“ მათთვის ეფექტიანი აქტივობების განხორციელებას. გამოცდების შემსწავლელი ექსპერტი ალესია კეროლი, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, გვირჩევს როგორ წავახალისოთ მოსწავლეებში თვითმოტივაცია.

თვითმოტივაციის წახალისება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. კეროლი, სტატიაში How to Encourage Self-Motivation in Students: 5 Strategies for Success, იკვლევს მოსწავლეებში მოტივაციის კონცეფციას და გვთავაზობს 5 სტრატეგიას თვითმოტივაციის წახალისებისთვის.

მოსწავლეთა მოტივირება განათლებაში გადამწყვეტი ფაქტორია.  ის იწვევს ან აძლიერებს სწავლისადმი ინტერესს, რაც აუმჯობესებს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას.

მოსწავლეებს შორის თვითმოტივაციის აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დავალებების უმეტესობა, რომლებსაც მასწავლებლები სთხოვენ აღსაზრდელებს, არსებითად სასიამოვნო არ არის. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოტივაციური სტრატეგიების ინტეგრირებას სწავლებისა და სწავლის პროცესებში.

დავსვათ კითხვა, რა არის მოტივაცია?  არაერთი პასუხი გვაქვს. მოტივაცია არის რთულ გარემოებებთან გამკლავების პროცესი. შინაგანი ან გარეგანი სტიმულის არარსებობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მოტივაციის საპირისპირო ცნება.

პოზიტიური თვითშეფასების გრძნობა აღძრავს მოსწავლეებში უკეთ სწავლის სურვილს. აუმჯობესებს კლასში ქცევას და აძლიერებს აკადემიურ მოსწრებას. სამწუხაროდ, მონაცემები და მრავალი პედაგოგის გამოცდილება აჩვენებს, რომ დაბალი მოტივაცია გავლენას ახდენს ჩვენი მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილზე.

მოტივაციის მიზანია აჩვენოს მოსწავლეებს მიმართულება, რომელსაც უნდა მიჰყვნენ. სწორად ამიტომ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროცესში.

მოტივაციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები: მაგალითად, მოსწავლეები სწავლისთვის მაქსიმალურად არ იყენებენ შესაძლებლობებს.

მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა-წახალისება

ბავშვების მოტივაციის წახალისება, ან დათრგუნვა შესაძლებელია მცირე ასაკიდანვე, მათ ცხოვრებაში ზრდასრული, გავლენიანი ფიგურების მეშვეობით. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აკადემიური მოტივაცია ჩვეულებრივ გვხვდება, როდესაც არსებობს შემდეგი ოთხი ფაქტორიდან ერთი ან მეტი:

  1. როდესაც ისინი დარწმუებულები არიან, რომ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებენ;
  2. თუ ისინი ხედავენ, როგორ უწყობს ხელს მათი ქმედებები უშუალოდ შედეგს;
  3. როდესაც ისინი იპოვიან დავალების ღირებულებას ან ინტერესს მის მიმართ;
  4. დავალების შესრულებას მოაქვს მოწონების გრძნობა.

მკვლევრებმა მოტივაცია რამდენიმე კუთხით შეისწავლეს, მაგრამ მათ მიერ აღიარებულია  მოტივაციის ორი ძირითადი ტიპი: შინაგანი და გარეგანი.

♦ შინაგანად მოტივირებული ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებს.

♦ გარეგანი მოტივაცია მომდინარეობს სურვილიდან, რომ არ გააკეთოთ რაღაც სიამოვნებისთვის, არამედ რაღაც კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

ამ ორს შორის განსხვავებები უფრო ჰგავს სპექტრს, ვიდრე გაყოფას; ნებისმიერი ქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების კომბინაციით. ერთსა და იმავე ადამიანსაც კი ექმნება განსხვავებული მოტივაცია, გარემოებიდან გამომდინარე.

მოტივაციაზე გავლენას ახდენს მოსწავლეთა რწმენა. თუკი ბავშვი გრძნობს, რომ მისთვის წარმატება მიუღწეველი რამაა, ან  მისი სწავლის უნარი შეზღუდულია, იწყება დემოტივაცია. მოსწავლეები, რომლებიც განიხილავენ ინტელექტს, როგორც ფიქსირებულ რაოდენობას, რომელსაც ფლობს ან არ ფლობს ადამიანი, იშვიათად არიან მოტივირებულები.

მოსწავლეებში მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორები
  1. კლასი და სასწავლო გეგმის სტრუქტურა

ბავშვები ვითარდებიან სტრუქტურირებულ გარემოში, მაგრამ არასტრუქტურირებულ გარემოში იბრძვიან განვითარებისთვის. როდესაც მოსწავლეები გრძნობენ ან აკვირდებიან, რომ კლასები სტრუქტურირებულია, სასწავლო გეგმა და კლასის მასალები წინასწარ არის მომზადებული, ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ. დაცულობის შეგრძნება ძირითადი მოთხოვნილებაა. როდესაც ეს შემოთავაზებულია სასწავლო გარემოში, მოსწავლეებს შეუძლიათ მთლიანად კონცენტრირება მოახდინონ მასალაზე.

  1. სწავლების მეთოდები

მოსწავლეები ინარჩუნებენ მოტივაციას, თუ პედაგოგები სწავლების სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებენ. ერთი კლასი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებს. ამრიგად, მასწავლებლები უფრო მეტად დააკმაყოფილებენ მოსწავლეთა საჭიროებებს სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

  1. სასწავლო გარემო

სკოლის გარემომ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სწავლების მოტივაციაზე.

სკოლის პოზიტიურ კლიმატში, მოსწავლეები თავს დაცულად გრძნობენ. უზრუნველყოფილნი არიან ისეთი აუცილებელი საჭიროებებით, როგორიცაა ყოველდღიური კვება. ასევე, ეძლევათ შესაძლებლობა დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა თანაკლასელებთან.

  1. შეფასება

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტიზებული შეფასება ამაღლებს მიღწევის სტანდარტებს, მას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეების მოტივაციაზე. განსაკუთრებით დაწყებით და საშუალო საფეხურზე.

ფინეთი არ ატარებს ტესტებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინელ ბავშვებს არ აქვთ შეფასება, მათი აკადემიური მოსწრება უფრო მაღალია. გარდა ამისა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები დემოტივირებას იწყებენ. ხშირი და მძიმე ტესტირებები არ იძლევა შედეგების მიღწევის განცდას და აქვეითებს სწავლის მოტივაციას.

მოსწავლეებში თვითმოტივაციის წახალისების სტრატეგიები (მუქი შრიფტით გთავაზობთ კონკრეტულ, ჩემეულ ხედვებს):
  1. სტიმულის შეთავაზება

იმისათვის, რომ წაახალისოთ მოსწავლეები, აუცილებელია დასახოთ რეალისტური მოლოდინები, მიზნები და დააყენოთ გონივრული მოთხოვნები.

მოსწავლეებისთვის მცირე წახალისება მათ შრომის მოტივაციას უქმნის და სწავლას სახალისოს ხდის. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჯილდოები“ სკოლის/მასწავლებლის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ჩემს მოსწავლეებს, ძირითადად, მოსწონთ სიტყვიერი აღიარება, პოზიტიური უკუკავშირი, შეცდომის გამოსწორებაში მხარდაჭერა.

  1. მიეცით მოსწავლეებს არჩევანი, თუ როგორ უნდათ ისწავლონ. რაიმე სასწავლო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მრავალი გზით: მაგალითად, შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს არჩევანი, თუ როგორ მიაღწიონ მათ. იმის ცოდნამ, თუ რატომ სწავლობენ, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ბავშვთა თვითმოტივაციაში. ხშირად ვაძლევ უფლებას მოსწავლეებს, თავად აირჩიონ დავალების ფორმატი (მხატვრული, არამხატვრული, ციფრული, მატერიალური…) და გააზიარონ ის გზა, რომლითაც დავალების შესრულება გაუდვილდათ.
  2. გაასაჯაროეთ მიზნები, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს ანგარიშვალდებულების შენარჩუნებაში. თქვენი მიზნებისადმი ერთგულება ძლიერდება, როდესაც მათ სხვებისთვის ხილულს ხდით. ჩემს მოსწავლეებს თემის შესწავლის წინ ვთავაზობ შუალედურ მიზნებს, რა გვექნება გასაკეთებელი, მაგალითად, დასაწერი იქნება ანალიტიკური მასალა ან ნაწარმოების გაგრძელება…
  3. წაახალისეთ მოსწავლეები

მოსწავლეები ენთუზიაზმით ისწავლიან, თუ იგრძნობენ, რომ მათი ნამუშევარი ფასდება და აღიარებულია მასწავლებლების მიერ. თქვენი მოსწავლეები ყოველთვის აფასებენ მადლიერებას. თქვენც დააფასეთ მათი წვლილი. ჩემთვის „ნამდვილი“ პედაგოგობა არის ის, როცა ნამუშევარში არ ეძებენ შეცდომებს, არამედ – შეცდომების მოგვარების გზებს.

  1. დროული გამოხმაურება

ჩვენი მოსწავლეები თანდათან გაიგებენ  სწავლის მნიშვნელობას, მაშინ როცა  ჩვენ ვაჩვენებთ მათ, რომ ვზრუნავთ იმაზე, რასაც ბავშვები აფასებენ და ვმუშაობთ მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მზრუნველი და კეთილგანწყობილი მასწავლებელი ყოველთვის ეფექტიან ადამიანურ რესურსად მოიაზრება.

მოტივირებული ადამიანები, განაგრძობენ სწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოსწავლეთა წახალისება მოტივაციის ასამაღლებლად საუკეთესო მეთოდია, მათი მომავალი წარმატების უზრუნველსაყოფად.

წყარო:

https://www.teachingexpertise.com/classroom-ideas/motivation-activity-for-students/

Finding It In Themselves – (მოტივაციის) პოვნა საკუთარ თავში

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები