12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა და თვით­შე­ფა­სე­ბა

spot_img

თა­მარ გა­გო­ში­ძე

ფსი­ქო­ლო­გი

ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მი­წევს შე­ხე­ბა და სა­ო­ცა­რია ის, თუ რო­გორ ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი თვი­თონ­ვე და­აბ­რ­კო­ლოს სა­კუ­თა­რი წინ­ს­ვ­ლა, უნა­რე­ბი, ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც მას გა­აჩ­ნია. რა­ტომ არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შთა­ა­გო­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს, რომ ისი­ნი რა­ღა­ცას ვერ შეძ­ლე­ბენ, ვერ გა­ა­კე­თე­ბენ, რა­ტომ აქვთ ადა­მი­ა­ნებს ში­ში იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წე­ვენ ან პი­რი­ქით — რა­ტომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­რი­ტი­კო­ნი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ.

თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა არ ნიშ­ნავს ეფექ­ტუ­რო­ბას. ეფექ­ტუ­რია ის, რაც ობი­ექ­ტუ­რად ეფექ­ტუ­რია, ის, რა­საც მო­აქვს შე­დე­გი, რა­საც მო­აქვს პრო­დუქ­ტი, ანუ გარ­კ­ვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი. თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი რწმე­ნაა, გვჯე­რა იმის, რომ ჩვენ შევ­ძ­ლებთ კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას და გვჯე­რა, რომ შევ­ძ­ლებთ ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რას.

ჩვე­ნი ამ თვი­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მის შე­სა­ხებ გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას ალ­ბერტ ბან­დუ­რას უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. რას ნიშ­ნავს ეს რწმე­ნა იმი­სა, რომ მე შე­მიძ­ლია გა­ვუმ­კ­ლავ­დე კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას. ამის სა­ფუძ­ვე­ლი და ფეს­ვე­ბი ჩვენს ბავ­შ­ვო­ბა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ. უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი თა­ვი, რო­ცა ვი­ყა­ვით პა­ტა­რე­ბი და რო­დე­საც ვი­ძი­ებ­დით გა­რე­მოს, ვცდი­ლობ­დით პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი გა­დაგ­ვეჭ­რა, რო­დე­საც შევ­ყუ­რებ­დით ჩვენ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იყ­ვ­ნენ. ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მარ­ცხი, მა­თი პა­ტა­რა რეპ­ლი­კა ამ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბის მი­მართ კარ­გად გვახ­სოვს და ხში­რად გვახ­სოვს ნე­გა­ტი­უ­რად: „რა არის, შე ბო­თე, ვერ მო­ა­ხერ­ხე..“, „ხომ იცი, რომ არ გა­მოგ­დის…“, „ხომ იცი, რომ ჩა­მო­ვარ­დე­ბი…“, „ხომ იცი, რომ ხე­ლი არ უნ­და მო­კი­დო…“ და ა.შ. რო­დე­საც შენ, პა­ტა­რა არ­სე­ბა, ცდი­ლობ გა­რე­მო შე­ის­წავ­ლო, აით­ვი­სო, შენ­თ­ვის პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი გა­დაწყ­ვი­ტო, მხო­ლოდ შენს რწმე­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამას მო­ა­ხერ­ხებ თუ არა. ნელ-ნე­ლა გი­ყა­ლიბ­დე­ბა გან­ც­და იმი­სა, რომ შენ, სხვის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ახერ­ხებ გარ­კ­ვე­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რას და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა გა­რე­მო ამა­ში ხელს გიწყობს იმით, რომ წა­გა­ხა­ლი­სებს, მხარს გი­ჭერს და გე­უბ­ნე­ბა, რომ შენ მო­ა­ხერ­ხებ ამის გა­კე­თე­ბას, თუ ვერ მო­ა­ხერ­ხებ, მე შენ და­გეხ­მა­რე­ბი და ამა­ში არ არის პრობ­ლე­მა.

ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა არ ნიშ­ნავს სა­კუ­თა­რი თა­ვის ისეთ უკი­დე­გა­ნო რწმე­ნას, რომ შენ ყვე­ლა­ფე­რი შე­გიძ­ლია. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სია. თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა ნიშ­ნავს, რომ მე ზუს­ტად ვი­ცი რი­სი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია და რი­სი გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია, რა რე­სურ­სი გა­მაჩ­ნია. მე მაქვს რწმე­ნა იმი­სი, რომ შევ­ძ­ლებ რა­ღა­ცე­ბის დაძ­ლე­ვას, რა­ღა­ცებ­ზე კი დამ­ჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? იმი­ტომ, რომ ჩვენ, ზო­გა­დად, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა არ გვიყ­ვარს. იმი­ტომ, რომ გვგო­ნია, ამით ჩვენს რე­პუ­ტა­ცი­ას შევ­ლა­ხავთ. არ გვიყ­ვარს იმის აღი­ა­რე­ბა, რომ რა­ღა­ცას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ ან რა­ღა­ცის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნა გვაქვს. არა­სო­დეს ვა­ღი­ა­რებთ იმას, რომ არ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი გარ­კ­ვე­ულ სა­კითხ­ში, მაგ­რამ სხვა სა­კითხებ­ში ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და აი, აქ არის ზუს­ტად ის მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა ჰქვია. თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა ზუს­ტად ეს არის, რო­ცა ჩვენ, ერ­თი მხრივ, გვჯე­რა იმი­სი, რომ მო­ვა­ხერ­ხებთ კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ებს და გა­დავ­ჭ­რით ამ პრობ­ლე­მას და ამას­თა­ნა­ვე, ვი­ცით ჩვე­ნი საზღ­ვ­რე­ბი, ზუს­ტად ვი­ცით, სა­დამ­დე გვე­ყო­ფა ეს კომ­პე­ტენ­ცია და რო­დის დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა სხვა რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა სირ­ცხ­ვი­ლის გა­რე­შე, თვით­დამ­ცი­რე­ბის გა­რე­შე, იმის გა­რე­შე, რომ თა­ვი მო­ვაჩ­ვე­ნოთ ვი­ღა­ცას, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­გვიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ვიცით და ყვე­ლა­ფერ­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რები ვართ. აი, აქ არის ზუს­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი. გა­რე­დან ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნი უკ­რი­ტი­კოა და აქვს მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნა თა­ვის თავ­ზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია (ჩვენ ვიც­ნობთ ასეთ ადა­მი­ა­ნებს), თუმ­ცა, თუ ძა­ლი­ან ღრმად ჩა­ვი­ხე­დავთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიღ­რ­მე­ებ­ში, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ეს დაც­ვის რე­აქ­ციაა, კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლი რე­აქ­ცია, რო­ცა მე ვცდი­ლობ ამით ჩე­მი და­ბა­ლი თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის და­ფარ­ვას, სადღაც ღრმად მჯე­რა იმის, რომ არ ვარ კომ­პე­ტენ­ტუ­რი, მაგ­რამ სხვებ­მა ეს არ უნ­და და­ი­ნა­ხონ, სხვებ­მა უნ­და იფიქ­რონ, რომ მე ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია და აი, აქ იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დია.

ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მი­წევს შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენ­ტ­თან, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და ყვე­ლა­ზე კარ­გად თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რომ შენ შე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არას­წო­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი რწმე­ნა გაქვს, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩანს. ასე­ვე მი­წევს შე­ხე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და ვხე­დავ, რო­გორ აბ­რ­კო­ლებს ბავ­შ­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბა, სტუ­დენ­ტის, უკ­ვე ყმაწ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნის, შე­ხე­დუ­ლე­ბა და რწმე­ნა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ მის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას. ვხე­დავ, რო­გორ ეში­ნი­ათ ბავ­შ­ვებს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის, აზ­რის გა­მოთ­ქ­მის, თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის დაც­ვის იმი­ტომ, რომ არ იცი­ან რა რე­აქ­ცია წა­მო­ვა გა­რე­მო­დან. მათ აქვთ ცუ­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩე­მი დას­კ­ვ­ნა ეს არის, ცუ­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­რე­მოს რე­ა­გი­რე­ბი­სა. რე­ა­ლუ­რად, თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ც­და ზუს­ტად თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე მოქ­მე­დებს — არ იფიქ­როს არა­ვინ, რომ მე ვარ სუ­ლე­ლი, რომ მე არ შე­მიძ­ლია, რომ მე შე­მე­შა­ლა. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრა­გე­დიაა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

თვი­თე­ფექ­ტურ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ აქვს საკ­მა­რი­სი კომ­პე­ტენ­ცია, გა­უმ­კ­ლავ­დეს კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნია. მან იცის კარ­გად, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მას წყვეტს, მი­სი ცოდ­ნის­თ­ვის ახალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძი­ებს, შეც­დო­მის­გან დაზღ­ვე­უ­ლი არ არის და ამის გა­მო მის თვით­შე­ფა­სე­ბას არა­ფე­რი არ მოს­დის.

აი, აქ ჩვენ გა­დავ­დი­ვართ მე­ო­რე ცნე­ბა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში — თვით­შე­ფა­სე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბა წარ­მოდ­გე­ნაა სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე და ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი ცნე­ბაა. თვით­შე­ფა­სე­ბაც მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ასა­კი­დან ყა­ლიბ­დე­ბა. ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჩვენ თავ­ზე, არა მარ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ჩვენს სხე­ულ­ზე, ჩვენს პი­როვ­ნულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა, ძა­ლი­ან რთულ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და გა­ნუ­ყო­ფე­ლია ჩვე­ნი მე-სგან — მე ვარ მე და რო­გო­რი ვარ მე, რო­გო­რი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს ჩემს თავ­ზე. აი, ეს მათლი­ა­ნი სუ­რა­თი შე­დის ჩემს თვით­შე­ფა­სე­ბა­ში, რო­გორ ვუ­ყუ­რებ ჩემს თავს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, რო­გორც მოქ­მედს, რო­გორც გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის სხე­უ­ლის მა­ტა­რე­ბელს და ა.შ. აქ ეს კავ­ში­რი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ მე, რო­მე­ლიც არ ვა­ღი­ა­რებ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა და­ვუშ­ვა, არც იმას ვა­ღი­ა­რებ, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს პრობ­ლე­მა პირ­ველ ჯერ­ზე­ვე ვერ გა­დავ­ჭ­რა და მო­ტი­ვა­ცია და­მე­კარ­გოს, მა­შინ­ვე ჩე­მი თვით­შე­ფა­სე­ბა მი­ვარ­დე­ბა, შე­ხე­დუ­ლე­ბა ჩე­მი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თუ ფა­სე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ეცე­მა. ეს მე­ქა­ნიზ­მი სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბის ასა­კი­დან ყა­ლიბ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს სას­წავ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ეს ჩანს მოს­წავ­ლე­ებ­ში, სტუ­დენ­ტებ­ში. ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენ­თან, ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­დი­ან მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ვი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ, რომ ის არის უმო­ტი­ვა­ციო, უინ­ტე­რე­სო, ზარ­მა­ცი და ა.შ. აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ბავშვს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი რე­სურ­სის მქო­ნე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ამას არ ამ­ჟ­ღავ­ნებს. არ ამ­ჟ­ღავ­ნებს სწო­რედ იმის გა­მო, რომ მას თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ჩახ­შო­ბის ძა­ლი­ან ცუ­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს — კითხ­ვა დას­ვა და დას­ცი­ნეს, აზ­რი გა­მოთ­ქ­ვა და თუ არ და­ამ­ცი­რეს, სა­ერ­თოდ იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო მი­სი ეს აზ­რი, არ წა­ა­ხა­ლი­სეს, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, არ წა­ა­ხა­ლი­სეს იმა­ში, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი შეც­დო­მა, პი­რი­ქით, ბავ­შ­ვი ყო­ველ­თ­ვის არის შიშ­ში, რომ მის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, იქ­ნე­ბა ეს მშო­ბე­ლი თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას ცუ­დად შე­ა­ფა­სებს, და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და ბავ­შ­ვის თვალ­საზ­რი­სით, ეს მის თვით­შე­ფა­სე­ბას ღი­რე­ბუ­ლე­ბას უკარ­გავს. ის ფიქ­რობს, რომ აღარ არის ღი­რე­ბუ­ლი არც მას­წავ­ლებ­ლის და არც მშობ­ლის თვალ­ში და ჰგო­ნია, რომ აღარ ეყ­ვა­რე­ბათ. ფრა­ზას „მე არა­ვის არ ვუყ­ვარ­ვარ“ მოზ­რ­დილ ასაკ­ში ჩვენ აღარ ვამ­ბობთ, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობთ ასე და ეს ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის ექოა, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ „შენ არა­ვის არ უყ­ვარ­ხარ, შენ ხარ ყვე­ლა­ზე უსა­ხუ­რი, უფე­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი“. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა კი ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვერ იტანს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი და მე­რე იწყე­ბა თავ­და­ვიწყე­ბა — ან ერთ პო­ლუს­ზე გა­და­ვარ­დ­ნა, რო­დე­საც ბავ­შ­ვი იძუ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნას, არა­რე­ა­ლის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა და რწმე­ნა ­ი­მი­სა, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და ან ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა, ესეც ძა­ლი­ან აზა­რა­ლებს მის პი­როვ­ნულ ზრდას. ორი მო­მენ­ტია, ორი პო­ლუ­სია, ერ­თი, რომ მე არ ვაქ­ტი­უ­რობ იმი­ტომ, რომ მე­ში­ნია, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის, მე ეს შე­მიძ­ლია, მაგ­რამ არ ვა­კე­თებ. ეს ორი­ვე პო­ლუ­სი ურ­ტყამს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. ერ­თი პო­ლუ­სი — იმის გა­მო, რომ და­ბა­ლი თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა მაქვს, ნა­ბიჯს არ გა­დავ­დ­გამ და მე­ო­რე — იმის გა­მო, რომ და­ბა­ლი თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა მაქვს, ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა მაქვს, კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლი, ცხა­დია, მა­ინც არ გა­დავ­დ­გამ ნა­ბიჯს, რად მინ­და, მე ხომ ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ვი­ცი და ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა, რო­მელ­საც არც აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში არ ვაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას და არც შემ­დ­გომ­ში, უკ­ვე სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე ის უსი­ა­მოვ­ნო ქვა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ფე­ხი წა­მოკ­რას და ამან მის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ სჯე­რათ, რომ ისი­ნი შე­იც­ვ­ლე­ბი­ან და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ისი­ნი შე­იც­ვ­ლე­ბი­ან. ეს გან­წყო­ბა ზრდა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც ზუს­ტად უწყობს ხელს ადა­მი­ა­ნის თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მი­სი დას­წავ­ლი­ლი უსუ­სუ­რო­ბის ელი­მი­ნა­ცი­ას. ეს ჩე­მი მო­გო­ნი­ლი ტერ­მი­ნი არ არის, არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი — კა­რელ დვე­კი, ფსი­ქო­ლო­გი, რომ­ლის გა­მოს­ვ­ლე­ბი სწო­რედ გან­ვი­თა­რე­ბის გან­წყო­ბას ეხე­ბა. და მარ­თ­ლაც, ჩვენ გარ­შე­მო აღ­მო­ვა­ჩენთ არა­ერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ ასე­თი და­ი­ბა­და და ასე­თი იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რად­გან ნი­ჭი გან­საზღ­ვ­რავს ყვე­ლა­ფერს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მოწყ­ვ­ლა­დია სწო­რედ ასე­თი აზ­რე­ბის გა­მო. ჩვენ გვჯე­რა, რომ ნი­ჭი ყვე­ლა­ფერს გან­საზღ­ვ­რავს. არ ვა­ფა­სებთ ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხ­მე­ვას, ნე­ბის­ყო­ფას, მის სწრაფ­ვას იქით­კენ, რომ შე­იც­ვა­ლოს და ბევ­რი რა­ღაც შეც­ვა­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში, თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, ჩვენ ვა­ფა­სებთ ადა­მი­ა­ნის ნიჭს და ეს ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქ­მა, ფორ­მუ­ლა — ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ ზარ­მა­ცი, დღემ­დე ძა­ლი­ან მო­და­შია. რო­გორ ვა­ქებთ ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს — შვი­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს? რა ნი­ჭი­ე­რია, რო­გო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. ამ დროს, არ ვაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას იმას, რა ძა­ლის­ხ­მე­ვა ჩა­დო ადა­მი­ან­მა თა­ვის შე­დეგ­ში, თა­ვის პრო­დუქ­ტ­ში, თა­ვის მიღ­წე­ვა­ში. ისევ ჩე­მი პრო­ფე­სი­ის გა­მო, მი­წევს და­ვაკ­ვირ­დე სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­მო­დი­ან პირ­ველ კურ­ს­ზე, ამ­თავ­რე­ბენ ბა­კა­ლავ­რი­ატს, მე­რე ჩემ­თან მო­დი­ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე, და­ბო­ლოს, ამ­თავ­რე­ბენ მა­გის­ტ­რა­ტუ­რას — ეს რო­გო­რი გარ­და­სახ­ვაა, იცით, რო­გორც (შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი მა­გა­ლი­თია) ლა­მა­ზი პე­პე­ლა რომ გა­მო­დის ჭუპ­რი­დან, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა განვითარების სტა­დი­ე­ბი და რო­გორ გა­მოფ­რინ­დე­ბა ბო­ლოს ლა­მა­ზი პე­პე­ლა. მე თვი­თონ ვერ ვცნობ ამ ადა­მი­ა­ნებს იმი­ტომ, რომ მათ მო­ა­ხერ­ხეს თა­ვი­ან­თი რე­სურ­სე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ რომ გვე­ძა­ხა, რომ შენ ხარ ნი­ჭი­ე­რი ან გვეთ­ქ­ვა, ეს ნი­ჭი­ე­რია, შენ კი უნი­ჭო ხარ (ასე არ ვე­უბ­ნე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი ქცე­ვით ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებთ ხოლ­მე, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა), ასე არ მოხ­დე­ბო­და და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში — ჩვენ ხელს ვუწყობთ ზრდა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამე­რი­კულ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში სწო­რედ ბან­დუ­რას სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რი­ა­ზე, სკო­ლებ­ში (შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად ეთი­კუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ბავ­შ­ვებ­ზე), მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი იყო ასე­თი, მას­წავ­ლებ­ლებს აძ­ლე­ვენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის IQ-ს შე­სა­ხებ, ინ­ტე­ლექ­ტე­ბის შე­სა­ხებ და ეს ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლია — ვი­საც ჰქონ­და და­ბა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ინ­ტე­ლექ­ტის ტეს­ტებ­ში, მათ შე­სა­ხებ მას­წავ­ლებ­ლებს მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მის­ცეს და პი­რი­ქით. ზუს­ტად ერთ თვე­ში, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა — წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­დ­ნენ „შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი“, ძა­ლი­ან პა­სი­უ­რე­ბი, უინ­ტე­რე­სო­ე­ბი და დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და ეს ორო­სა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უეც­რად გარ­და­იქ­მ­ნენ. რა მოხ­და? მას­წავ­ლე­ბელს შე­ეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ ვერც ვგრძნობთ, უფ­რო­სე­ბი, ჩვე­ნი ტო­ნით, ფრა­ზით, თუნ­დაც სხე­უ­ლის ენით, რო­გორ გავ­ლე­ნას ვახ­დენთ მოს­წავ­ლე­თა თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, რო­გორ ვა­ყა­ლი­ბებთ მათ ნე­გა­ტი­ურ და ძა­ლი­ან და­ბალ გან­წყო­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ. ძა­ლი­ან ბევ­რი მსგავ­სი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა, იქ­ნე­ბა ეს მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მშო­ბე­ლი, ხე­ლი შე­უწყოს თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რწმე­ნის გა­ჩე­ნას, რომ მე ვარ კომ­პე­ტენ­ტუ­რი, კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მე შევ­ძ­ლებ მოქ­მე­დე­ბას, თუ ვერ შევ­ძ­ლებ, ისიც მე­ცო­დი­ნე­ბა, სად ვერ ვიქ­ნე­ბი კომ­პე­ტენ­ტუ­რი, ამის გა­მო გუ­ლი არ გა­მის­კ­დე­ბა და თვით­შე­ფა­სე­ბა არ და­მე­წე­ვა. აი, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მა­ვა­ლი   პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

დღეს ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს თა­ვი­ან­თი რე­სურ­სე­ბი, ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბი­საც არც გარ­შე­მომ­ყო­ფებს სჯე­რათ, არც იცი­ან, რომ მათ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ. ასე­ვე ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ნინგ-კრუ­გე­რის ეფექ­ტით არი­ან შეპყ­რო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან   და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში — არა­ფე­რი, ესეც ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ექ­ს­პერ­ტებს, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ექ­ს­პერ­ტე­ბი არ არი­ან, ვუ­ყუ­რებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან დი­დი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ თა­ვი­ანთ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ისი­ნი დი­დად კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბი­ან, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვუ­ყუ­რებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ვერ იყე­ნე­ბენ. აი, ეს არის სწო­რედ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­დე­გი, რო­მელ­შიც მე­რე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან დიდ ფასს იხ­დის, რად­გან ეს ნიშ­ნავს და­მა­ხინ­ჯე­ბულ ცხოვ­რე­ბას, უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნებს. „მე არა­ვის არ ვუყ­ვარ­ვარ“ — ამას ამ­ბობს ისიც, ვი­საც უკ­რი­ტი­კოდ მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა აქვს და ისიც, ვი­საც კრი­ტი­კუ­ლად და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა აქვს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­სო­დეს არი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და ეს უკ­ვე გა­და­დის მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მა­ში, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­კითხი ხდე­ბა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის, მენ­ტო­რის ყუ­რადღე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მი­მართ, რომ მათ თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე, ზრდა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ. რა­ტომ არის, რომ ძა­ლი­ან ბევრს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვი არ მოს­წონს, სხე­უ­ლი არ მოს­წონს, არა­ფე­რი არ მოს­წონს და ჩვენ კი­დევ, ჩვე­ნი რეპ­ლი­კე­ბით, ვუმ­ძაფ­რებთ ამ გან­ც­დას, ვე­უბ­ნე­ბით: „შენ ინ­ტე­რე­სი არ გაქვს“, „შენ არა­ფე­რი არ შე­გიძ­ლია“, „არა­ფერს შენ არ აკე­თებ“ და ა.შ. არ ვინ­ტე­რეს­დე­ბით, რა მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი აქვს ამ ადა­მი­ანს. ძა­ლი­ან ხში­რად, მშო­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბა: არ ვი­ცო­დი, ეს თუ აინ­ტე­რე­სებ­და. არ იცის მშო­ბელ­მა, რა აინ­ტე­რე­სებს მის შვილს, სა­მა­გი­ე­როდ, თვი­თონ იცის, რაც აინ­ტე­რე­სებს, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სით ცდი­ლობს შვი­ლის წარ­მარ­თ­ვას. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი ინ­ტე­რე­სი არ არის შვი­ლის ინ­ტე­რე­სი და მშო­ბე­ლი ჩი­ვის, რომ მას არა­ფე­რი არ მოს­წონს, არ უნ­და. წა­ვიყ­ვა­ნე, მა­გა­ლი­თად, ჭი­და­ო­ბა­ზე და ორ თვე­ში გა­მო­ვი­და, წა­ვიყ­ვა­ნე ცი­გუ­რებ­ზე — ორ თვე­ში გა­მო­ვი­და, წა­ვიყ­ვა­ნე ხატ­ვა­ზე — ორ თვე­ში გა­მო­ვი­და. რა­ტომ? ან არ სჯე­რა, რომ რა­მე გა­მო­უ­ვა, ან შე­ე­ჯა­ხა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას, დაბ­რ­კო­ლე­ბას (მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცამ შე­ნიშ­ვ­ნა, სპორ­ტის ან ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად ხმა­მა­ღა­ლი ტექ­ს­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე მოს­წავ­ლე­ებს, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით), არ მო­ე­წო­ნა და გა­მო­ვი­და. შე­ნიშ­ვ­ნე­ბი პირ­და­პირ ურ­ტყამს მის თვით­შე­ფა­სე­ბას და არ უნ­და, რომ ყო­ველ­თ­ვის ამ შე­ნიშ­ვ­ნე­ბის სა­მიზ­ნე იყოს, არ უნ­და, რომ თა­ვის თავ­თან აღი­ა­როს ის, რომ პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე, შე­იძ­ლე­ბა, არ გა­მო­უ­ვი­დეს რა­ღაც და ამას სჭირ­დე­ბა ძა­ლის­ხ­მე­ვა. ეს მას არა­ვინ არ ას­წავ­ლა ბავ­შ­ვო­ბი­დან და ჩვენ ვხე­დავთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იწყებს საქ­მეს და არ ამ­თავ­რებს, პა­ტა­რა დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დე­ბა თუ არა, ეგ­რე­ვე თავს ანე­ბებს დაწყე­ბულ საქ­მეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვაქვს ნა­ხევ­რად შემ­დ­გა­რი და არ­შემ­დ­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც აქვთ ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი რე­სურ­სე­ბი, მაგ­რამ ეს არა­ვინ არ იცის, მა­თი­ვე ჩათ­ვ­ლით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვებს და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი, პო­ზი­ტი­ურდ შე­ვა­ფა­სოთ ისი­ნი. რას ნიშ­ნავს ეს? სულ ვა­ქოთ და პო­ზი­ტი­ურ მხა­რე­ებ­ზე ვე­ლა­პა­რა­კოთ? არა, იმი­ტომ, რომ, ჩვენ არ ვცხოვ­რობთ ბამ­ბა­ში, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ყვე­ლა არა­სო­დეს არ შეგ­ვა­ქებს, ყვე­ლას არა­სო­დეს მო­ვე­წო­ნე­ბით და რა სა­ჭი­როა, რომ ყვე­ლას მო­ე­წო­ნო და ყვე­ლამ შე­გა­ქოს.

ბავ­შ­ვო­ბა­ში ეგო­ცენ­ტ­რუ­ლი არ­სე­ბე­ბი ვართ და გვაქვს გან­ც­და, რომ ჩვენ ვართ დე­და­მი­წის ცენ­ტ­რი და ყვე­ლა ჩვენ გარ­შე­მო უნ­და ტრი­ა­ლებ­დეს. ნელ-ნე­ლა, ამ ილუ­ზი­ას ვკარ­გავთ. ამ ილუ­ზი­ის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ და­კარ­გ­ვა­ში, ჩვე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ჩვე­ნი თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სწო­რედ უფ­რო­სებ­მა, მო­წი­ფულ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა უნ­და შეგ­ვიწყონ ხე­ლი, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ, რომ ჩვენ გვჯე­რო­დეს, რომ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის და ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში. თუ არა ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, შეგ­ვიძ­ლია, გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ ჩვენ­თ­ვის უც­ნობ სი­ტუ­ა­ცი­ას და ამის­თ­ვის შეგ­ვიძ­ლია, ვითხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა, მო­ვი­ძი­ოთ რე­სურ­სე­ბი ისე, რომ არ და­ე­ცეს ჩვე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბა და არ გაგ­ვი­უ­ფა­სურ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვი.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

წყარო – აზროვნების აკადემია

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები