27 ივლისი, შაბათი, 2024

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი

spot_img

? საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს, გამომფენებისა და ვიზიტორების რეგისტრაციას თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება!

?? პანდემიიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ახალი წესების შემუშავება და წიგნების გამოფენა-გაყიდვისა და ღონისძიებების სივრცის ერთმანეთისგან გამიჯვნა. იმისათვის, რომ ვიზიტორებმა მე-11 პავილიონში, გამოფენა-გაყიდვის სივრცეში შეძლონ მოხვედრა, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge და პავილიონის შესასვლელში ელექტრონული ან ბეჭდური ბილეთის წარდგენა. ფესტივალზე რეგისტრაცია უფასოა.

? რეგისტრაცია ვიზიტორებისათვის მიმდინარეობს ბმულზე: https://tbilisibookfestival.ge/reg2.php?l=ge

? რეგისტრაცია გამომფენებისათვის მიმდინარეობს ბმულზე: https://tbilisibookfestival.ge/reg1.php?l=ge

?? ფესტივალზე ვიზიტორის სტატუსით დარეგისტრირება შეგიძლიათ ფესტივალის მხოლოდ ერთ დღეს, დროის თქვენ მიერ შერჩეულ შუალედში. აღნიშნული რეგულაცია აუცილებელია პავილიონში სტუმართა ნაკადების გადასანაწილებლად და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. თუმცა ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება შეგიძლიათ ყოველ დღე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. წიგნების შეძენა საფესტივალო ფასებად შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ, ვებგვერდზე.

‼ რეგისტრაცია ბავშვებისთვის საჭიროა 10 წლიდან.

?? თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოუთმენლად გელით

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები