27 ივლისი, შაბათი, 2024

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

spot_img

მაისის ბოლოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრადიციულად, ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ამ ღონისძიებას, ყოველწლიურად, ათიათასობით მკითხველი მოუთმენლად ელის. თუმცა, წელს მსოფლიო პანდემიამ ასოციაციას ფესტივალთან დაკავშირებული გეგმები შეაცვლევინა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ტრადიციულ დროს ჩატარდება, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

30 და 31 მაისს პირველად გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

ფესტივალის მისამართია https://www.facebook.com/tbilisibookfair/

უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება. ეს გადაწყეტილება ასოციაციამ ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან კინსულტაციის შედეგად მიიღო.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები