27 ივლისი, შაბათი, 2024

თბილისის საჯარო ბაღები 5 ნოემბრიდან გაურკვეველი ვადით დაიხურება

spot_img

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ბაგაბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ბაღებში სოციალური პროექტი ისევ გაგრძელდება და  მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონს სახლში წაღებენ. მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები