1 დეკემბერი, პარასკევი, 2023

თანამშრომლობითი სწავლების ფორმის გამოყენება და ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა პრაქტიკაში

spot_img
ჯულიეტა პაპიაშვილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეჟბადინის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

 

 

⇑⇓ თანამშრომლობითი სწავლების ფორმის გამოყენება პრაქტიკაში

როგორც ვიცით, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდს ყოველდღიურ პედაგოგიურ საქმიანობაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და უდიდესი მნიშვნელობაც ენიჭება. მასწავლებლები აღნიშნულ ფორმას ხშირად ვიყენებთ, რაც ძალიან ამართლებს. ჩემი სწავლების პროცესი მთლიანად თანამშრომლობის ფორმაზე დაყრდნობით მიმდინარეობს. რადგან მუშაობა მიწევს არაქართველ ბავშვებთან, აზერბაიჯანულ სექტორზე, მათთან მუშაობას თან ერთვის გარკვეული სიფრთხილით მიდგომა და განსაკუთრებული დაკვირვება.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობითი სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯგუფურ მუშაობას, თითოეული მოსწავლის ჩართულობისა და გააქტიურების მიზნით. ჩემ შემთხვევაში, ამ მეთოდით მუშაობამ ძალიან გაამართლა აზერბაიჯანულ ჯგუფებთან. მე, როგორც არაქართული სკოლის პედაგოგი, აღნიშნული მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებით, ასევე, ვცდილობ უფრო მეტი დაინტერესება და სიმშვიდე დავნერგო კლასებში, რითაც მივაღწევ დასახულ მიზანს და გავალ დადებით შედეგზე.

თანამშრომლობითი სწავლების ფორმის ხარისხის ამაღლებაში, მოსწავლეებთან მუშაობის საწყის ეტაპზე, ძალიან დამეხმარა მათი ქცევის წესებისა და ნორმების გათვალისწინება. საერთოდ კი, მასწავლებელს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გაკვეთილის სწორი გზით წარმართვაში, ეს ჩემთვისაც ნათელია. თანამშრომლობითი სწავლების გაღრმავების მიზნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია დავსახე, რაც გულისხმობს ჩემს თანამშრომლობას კლასის დამრიგებლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. რითაც ბავშვებს უფრო მეტი სტიმული მიეცათ მეგობრული და თბილი დამოკიდებულებისა სასკოლო ცხოვრებაში, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფისათვის.

მაშასადამე, თანამშრომლობითი სწავლის ფორმის დანერგვას ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდა ჩემი მხრიდან, რის გამოც მომიწია მრავალი სტრატეგიის შემუშავება. შემდეგ კი, თანდათან, ზოგიერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი სტრატეგია გამოვხშირე. დარჩენილი სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვით, შევძელი სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესში. მომავალშიც, ვეცდები, ამ მიმართულებით წარვმართო მუშაობა, ამ სტრატეგიებზე დაყრდნობით.

⇑⇓ კომფორტული ფიზიკური გარემოს შექმნა და გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით

იმის გამო, რომ მარნეულის რეგიონის არაქართულ სკოლაში ვმუშაობ, რასაც თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ნაკლებად გვაქვს კომფორტული და ეფექტური გარემოს შექმნის საშუალება, ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ბავშვების მხრიდან. მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ თანმიმდევრულად შევძლო აღნიშნული პრობლემის დაძლევა და განვითარება მომავალში, რომ ამ მხრივ არ შეგვექმნას სირთულეები არც ბავშვებს და არც მე. ამისათვის, ვცდილობ, მუშაობა ისე წარვმართო, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგა თანდათან შედეგზე გავიდე.

ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომა და თბილი დამოკიდებულება, გახსნილობა. მთავარია, პროფესიული განვითარებისათვის, სწორად შევარჩიოთ და დავსახოთ აქტივობები. ერთ-ერთი ძირითადი აქტივობაა სასკოლო ფიზიკური გარემოს სწორი მოწყობა, შექმნა და საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა სწავლისა და განვითარების უზრუნველყოფაში; მეორე აქტივობაა, კომფორტული ფიზიკური გარემოს შექმნისათვის, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით მუშაობა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანია, ასევე, რამდენად ხელმისაწვდომია რესურსები გაკვეთილის ჩასატარებლად. გარემო გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ მოძრაობენ მოსწავლეები და მასწავლებლები, რას ხედავენ, როგორ გრძნობენ თავს სკოლაში და გაკვეთილზე, რას აკეთებენ თავად. ხანდახან იმ ფაქტორმაც, რომ მოსწავლეები რაღაცას ვერ ხედავენ, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომფორტული ფიზიკური გარემოს შექმნაზე. ამიტომაც, სკოლაში და კლასში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დავფიქრდეთ მასწავლებლები, რამდენად ექნება ამ გადაწყვეტილებას გავლენა მოსწავლეებზე, განვითარების მიზნით, რათა არ გაუქრეთ მათ სკოლისა და მასწავლებლის მიმართ პატივისცემის გრძნობა. მნიშვნელოვანია, რომ კომფორტული ფიზიკური გარემოს მოწყობაში მოსწავლეებიც ჩავრთოთ, რითაც გავზრდით მათში სკოლისა და თანაკლასელების, მასწავლებლების მიმართ კუთვნილებისა და პატივისცემის გრძნობას. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ გარკვეული ცვლილებების შეტანა იმ სივრცეში, რომელშიც ისინი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჭირდებათ, სასკოლო და საკლასო გარემოს მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნონ თავი.

ამ მიზნით, მე, როგორც მასწავლებელს, მომავალშიც ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდება, რათა ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ თუ რაიმე პრობლემას ვაწყდები, რომელიც აზიანებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, დავძლიო ეს წინააღმდეგობები და დავსახო უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიები.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები