სალომე ბერულავა
სსიპ ქ. ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი
წარმოგიდგენთ კომპლექსურ დავალებას ერთ ერთ მნიშვნელოვან ცნებაზე – ზეპირი კომუნიკაცია. ვიდრე კომპლექსური დავალების განხილვას დავიწყებდე, როგორც გამოცდილი პრაქტიკოსი პედაგოგი, მინდა ტიპურ შეცდომებზე გესაუბროთ. ტიპიური შეცდომები ყველა ინგლისურის მასწავლებელს მოსდის, დამეთანხმებიან ალბათ კოლეგები.
სწორედ ამ ტიპურ შცდომებზე დაყრდნობის და გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე, ზეპირი კომუნიკაციის ამ ცნების დამუშავების დროს, მთელი აქცენტები და მოსწავლეთა სააზროვნო პროცესები მიმემართა, აი, ამ აქილევსის ქუსლისთვის და ამისთვის გამოვიყენე თემა „სატელევიზიო გადაცემები“.
კომპლექსური დავალების პირობა:
თემა: TV Programmes/სატელევიზიო გადაცემები
საკითხი: ლექსიკა
სარეკლამო პოსტერის /ანიმაციის შექმნა
შექმენი შენთვის სასურველი სარეკლამო პოსტერი/ანიმაცია, სადაც პოპულარიზაციას გაუწევ შენთვის საყვარელ სატელევიზიო გადაცემებს, გამოიყენე ვირტუალური დაფები/სამყაროები, სასურველი ფორმატით, დიზაინით, ილუსტრაციითა და არგუმენტით.
ვირტუალური საკლასო ოთახი/Classnote
ინტერვენციის დასახელება: თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვანება კომპლექსურ დავალებაში/ტექნოლოგიებით სწავლება
ინტერვენციის მიზანი: სარეკლამო პოსტერის შექმნა; ვიზუალურ-სივრცითი უნარების/ლოგიკური აზროვნების განვითარება
ინტერვეციის შესაბამისობა ესგ-სთან:
Iუცხ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
⇔ ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ.
ინტერვენციის აღწერა: მოსწავლეების ინტერესის სფეროს გათვალისწინებით და მოტივაციის ასამაღლებლად, შევარჩიე საგაკვეთილო თემა „TV Programmes“-სატელევიზიო გადაცემები. მიღებული შედეგის მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები წარმატებით განვახორციელე, რადგან კომპლექსური დავალების ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიეს: კომპლექსური დავალების მიზანი იყო ვიზუალურ-სივრცითი უნარებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება ნასწავლი ლექსიკური/გრამატიკული ერთეულების გამოყენებით. დავალების ბოლოს, მოწავლეებმა შეძლეს ანიმირებული სარეკლამო პოსტერის შექმნა, ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით, ვირტუალურ სამუშაო დაფაზე – Padlet.com-ზე.
პირველ ეტაპზე, გამოვიყენე თამაშის მეთოდი. მინიშნებების საშუალებით, მოსწავლეებმა ამოიცნეს ნასწავლი ლექსიკური ერთეულები და შექმნეს ინტერაქციული რესურსი ვირტუალურ სამუშაო დაფაზე – Whiteboard-ზე.
მეორე ეტაპზე/სიღრმისეული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგს. გამოვყოფდი რამდენიმე აქტივობას, რომელიც დამეხმარა მიზნის მიღწევაში – ეს იყო №4 აქტივობა „კროსვორდის შევსება/როლური თამაში“. მოსწავლეეებს, ლექსიკური ერთეულების სქემატურად ფორმირებით/როლური თამაშით, გაუმარტივდათ მიზნის რეალიზება. ახალი ლექსიკური ერთეულები მათ ნაცნობ სატელევიზიო პროგრამებს დაუკავშირეს; დაწერეს ჯგუფებში დიალოგის მარტივი სცენარი და წარმოადგინეს მოთხრობის/დიალოგის სიმულაცია გამომეტყველებითი კითხვის სახით. სხვა ჯგუფები უსმენდნენ და ამოიცნობდნენ რომელ სატელევიზიო გადაცემაზე იყო საუბარი.
ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით, მოსწავლეებმა გააცნობიერეს რა მიზანი ჰქონდათ, ვინ იყო მათი მსმენელი, რა ტიპის/ფორმატის სატელევიზიო პროგრამა უნდა გაეთამაშებინათ; პრაქტიკულად გამოიყენეს სამიზნე ლექსიკური ერთეულები, დაუკავშირეს რეალურ სიტუაციებს და ისაუბრეს კონკრეტული საკითხის ირგვლივ.
მოსწავლეებმა შეძლეს ნასწავლი ლექსიკური ერთეულების სხვა კონტექსტში გამოყენება, სიღმისეული წვდომის რეალიზება.
ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე, ვირტუალურ დაფაზე – Padlet.com-ზე, მოამზადეს სარეკლამო პოსტერი „My Favourite TV Programmes“-ჩემი საყვარელი სატელევიზიო გადაცემები; სასურველი შემოქმედებითი/სარეკლამო პროდუქტის შესაქმნელად, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, პოპულარიზაცია გაუწიეს თავიანთ საყვარელ სატელევიზიო გადაცემებს, გამოიყენეს ვირტუალური დაფები/სამყაროები სასურველი ფორმატით, დიზაინით, ილუსტრაციითა და არგუმენტებით.
მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება ვირტუალურ დაფაზე Padlet.com
გამოყენებულმა სამეტყველო ქმედებებმა/სტრატეგიებმა საშუალება მომცა, მთელი კლასი აქტიურად ჩამერთო სწავლის პროცესში, აგრეთვე, გამეგო მოსწავლეების ცოდნა – რა იცოდნენ კარგად, რისი შეხსენება, გამეორება და დამატება ესაჭიროებათ.
კომპლექსური დავალების რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე, მოსწავლეებს განუვითარდათ ვიზუალურ-სივრცითი/ლოგიკური აზროვნების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გააზრებულად გამოყენების, ურთიეთთანამშრომლობისა და ინტერაქციის უნარ-ჩვევები. ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგება კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს, სადაც მოსწავლე თავად აგებს ცოდნას, მასწავლებლის მიერ გადაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
ამ ეტაპზე, ეფექტური უკუკავშირისთვის, გამოვიყენე თვალსაჩინოებითი განმავითარებელი შეფასება და გასასვლელი ბილეთები, რითაც დიაგნოსტირება მოვახდინე როგორც მოსწავლეთა საგნობრივი კომპეტენციის, ასევე ზოგადი უნარების მხრივაც.
ძლიერ მხარედ ვთვლი, რომ ეს ეტაპი განსაკუთრებით პრაქტიკული იყო, რადგან მოსწავლეებმა აშკარად დაინახეს დასახული მიზნის მიღწევის რეალური გზები და საშუალებები.