22 მარტი, შაბათი, 2025

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია

spot_imgspot_img

ინ­გა უგ­რე­ხე­ლი­ძე
ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი, VII-IX კლა­სე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა თბი­ლი­სის 137-ე სა­ჯა­რო სკო­ლი­დან და­იწყო, სა­დაც შე­ვი­ძი­ნე გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­თან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი ისე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ და გა­ნი­ვი­თა­რებ­დ­ნენ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს.

2015 წლი­დან საცხოვ­რებ­ლად, ოჯახ­თან ერ­თად, მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში გა­და­ვე­დი და მა­ლე­ვე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა სსიპ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. აქ 17 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, მათ შო­რის ჩე­მი სა­მი შვი­ლი. სკო­ლა­ში 5 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე დავ­დი­ვართ, ზამ­თა­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და თოვ­ლი­ა­ნია, მაგ­რამ სკო­ლა­ში ისე­თი მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, სი­შო­რი­სა და ზამ­თ­რის დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში მუ­დამ მი­ვიჩ­ქა­რით. მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­და. აქ ყოფ­ნამ და­მა­ნა­ხა, რომ სწავ­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გა­და­ცე­მას, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­საც ვცდი­ლობ.

ჩე­მი მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი: პა­ტი­ვის­ცე­მა, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მო­ითხოვს არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას, არა­მედ მუდ­მივ ში­ნა­გან მზა­ო­ბას, იყო გამ­ჭ­რი­ა­ხი, ემ­პა­თი­უ­რი და სიღ­რ­მი­სე­უ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო.

პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სით — ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბას მო­ი­ცავს რო­გორც კო­ლე­გებ­თან, ისე მოს­წავ­ლე­ებ­თან და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში თე­მის, ოჯა­ხი­სა და სკო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე. ჩე­მი მი­ზა­ნია, ვი­ყო არა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო მშობ­ლებ­თან, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

◊ რა ევა­ლე­ბა სკო­ლა­ში დამ­რი­გე­ბელს, რო­გორც მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო და სწრაფ­ვა მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა­კენ სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანი პი­რო­ბაა. მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ანუ არ­სე­ბუ­ლის უკეთ ხედ­ვა და კე­თე­ბა, ეხე­ბა რო­გორც სას­წავ­ლო, ასე­ვე აღ­მ­ზ­დე­ლო­ბით პრო­ცესს. დამ­რი­გე­ბე­ლი ამ პრო­ცე­სის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია. იგი ვალ­დე­ბუ­ლია, მას­ზე გა­პი­რო­ბე­ბულ კლას­ში ზრუ­ნავ­დეს ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს ფორ­მი­რე­ბა­ზე.

დამ­რი­გებ­ლის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, პი­როვ­ნუ­ლი, გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამის გარ­და, იგი ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, უვი­თა­რებ­დეს მათ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბას და ეხ­მა­რე­ბო­დეს ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში. დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და შე­ი­მუ­შა­ვოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­ს უნარ-ჩვე­ვე­ბის სწავ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა, თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტა­ლან­ტის აღ­მო­ჩე­ნა, მიზ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

◊ მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად

ჩვე­ნი სკო­ლა ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს, რომ­ლის ოჯა­ხი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ, პე­და­გო­გებ­მა და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად, მი­ვი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის, მი­სი სუ­ლი­ე­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, გაგ­ვე­წია მხარ­და­ჭე­რა. ამ მიზ­ნით ჩა­ტარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ში­ნა­გა­ნი სიმ­შ­ვი­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მას მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ე­ხა­ტა სა­კუ­თა­რი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ჩვე­ნი სკო­ლის მის­წ­რა­ფე­ბას, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რად, არა­მედ მა­თი ში­ნა­გა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მოს­წავ­ლემ იგ­რ­ძ­ნოს, რომ მის პი­როვ­ნულ და სუ­ლი­ერ წინ­ს­ვ­ლას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

◊ რა დატ­ვირ­თ­ვას ატა­რებს მშო­ბელ­თა კრე­ბა და რა შეც­დო­მა არ უნ­და და­უშ­ვას მას­წავ­ლე­ბელ­მა მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე

მოს­წავ­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს, რო­გორც წე­სი, ის მშობ­ლე­ბი იჩე­ნენ, რო­მელ­თაც პე­და­გო­გებ­თან პირ­და­პი­რი თუ დის­ტან­ცი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აქვთ. მშობ­ლი­სა და პე­და­გო­გის პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერ­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია მშო­ბელ­თა კრე­ბაც, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ტარ­დე­ბა და თუ­კი ის კარ­გა­დაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მშობ­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც აჩენს.

მშო­ბელ­თა კრე­ბის ფუნ­ქ­ცია სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ამ დროს ხდე­ბა სკო­ლა­სა და ოჯახს შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა, პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის და­გეგ­მ­ვა, მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ერ­თობ­ლი­ვი ზრუნ­ვა და მშობ­ლებს შო­რის ნდო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა. მშო­ბელ­თა კრე­ბა არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლის, არა­მედ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის აუცი­ლე­ბე­ლი ფორ­მაა.

ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე და­უშ­ვას, ეს არის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის ქცე­ვი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­ე­სა­უბ­როს თი­თო­ე­ულ მშო­ბელს, რა­თა აღ­მო­იფხ­ვ­რას წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

◊ რა პრობ­ლე­მე­ბი დგას უფ­რო მწვა­ვედ: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­ზარ­დებ­ში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და შე­იძ­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რად შე­ე­ხოს სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ურ, გო­ნებ­რივ და ქცე­ვით სა­კითხებს. მო­ზარ­დის ასა­კი ის პე­რი­ო­დია, რო­ცა პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იც­ვ­ლე­ბა. დღე­ვან­დელ ტექ­ნი­კურ ეპო­ქა­ში მო­ზარ­დე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, რაც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას იწ­ვევს.

ვფიქ­რობ, სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცი­ის დაძ­ლე­ვა კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას მო­ითხოვს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლის, ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხ­მე­ვას.

◊ რა უნ­და გა­ა­კე­თოს დამ­რი­გე­ბელ­მა თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, თვი­თაღ­ზ­რ­დის, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის

თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, თვი­თაღ­ზ­რ­დის, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის დამ­რი­გე­ბელს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მოს­წ­ავ­ლე­ე­ბის პი­როვ­ნუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, ესა­უბ­როს მათ წარ­მა­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და ამის­თ­ვის სა­ჭი­რო თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­იც­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, მა­თი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. და­ეხ­მა­როს მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­ში და მა­თი მიღ­წე­ვე­ბის გზე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში; მო­აწყოს დის­კუ­სი­ე­ბი, დე­ბა­ტე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი; ჩარ­თოს ისინი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­დაც მა­თი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

დამ­რი­გებ­ლის ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს არა მარ­ტო სკო­ლა­ში, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.

◊ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა მის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას

დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ შრო­მას, რო­მელ­საც ის დებს მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს სა­კითხი სის­ტე­მურ რე­ფორ­მებს მო­ითხოვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დამ­რი­გებ­ლის ენ­თუ­ზი­აზ­მი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა, ეს არის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც მას­ში ზუს­ტად იმი­ტომ ცოცხ­ლობს, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უკე­თე­სი გახ­დეს.

◊ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, რა არის სა­ჭი­რო დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის

ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, დამ­რი­გებ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, სა­ჭი­როა რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, თუნ­დაც სიტყ­ვი­ე­რი აღი­ა­რე­ბა-და­ფა­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რაც კი საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუ დამ­რი­გებ­ლის შრო­მა და წარ­მა­ტე­ბე­ბი სკო­ლის მხრი­დან აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ეს მას და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ას მის­ცემს.

◊ მა­გა­ლი­თე­ბი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან

დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ცოდ­ნა. ამი­ტომ ვა­ტა­რებ კლა­სის სა­ათს, სა­დაც ბავ­შ­ვებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი გა­მოთ­ქ­ვან. ყო­ველ მოს­წავ­ლეს აქვს უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭი და უნა­რი. ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ მათ და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე და ვცდი­ლობ, გა­ვაღ­რ­მა­ვო ეს უნა­რე­ბი.

ამ უნა­რებს ვუ­ზი­ა­რებ ჩემს კო­ლე­გებს. დამ­რი­გებ­ლის გავ­ლე­ნა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის არა მხო­ლოდ წეს­რიგ­სა და გა­ნათ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, არა­მედ ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ეხ­მა­რე­ბა. ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მხარ­და­ჭე­რი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის პრო­ცე­სი.

◊ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ჩვე­ნი სკო­ლა გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „გა­ამ­წ­ვა­ნე სკო­ლის ეზო“, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „და­ვიც­ვათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“, შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით. დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა ჩარ­თუ­ლია „ეკოს­კო­ლე­ბის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ში (კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლამ­ზი­რა ონი­ა­ნი). ეს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ უცხო­ე­ნო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში „აჩუ­ქე ნივ­თებს მე­ო­რე სი­ცოცხ­ლე, შე­ამ­ცი­რე ნარ­ჩე­ნე­ბი“, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ 60 სკო­ლას შო­რის, ჩვენ­მა პრო­ექ­ტ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი: ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლამ­ზი­რა ონი­ა­ნი, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­გა უგ­რე­ხე­ლი­ძე); სკო­ლის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის მო­საწყო­ბად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტ­ში „ორ­ბე­ლი­ა­ნი და მე­ტი“, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და დღეს ჩვე­ნი სკო­ლის მწვა­ნე ეზოს ულა­მა­ზე­სი შე­მოქ­მე­დე­ბით-შე­მეც­ნე­ბი­თი სივ­რ­ცე ამ­შ­ვე­ნებს (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი: სკო­ლის ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი: გვან­ცა ჭა­ბუ­კი­ა­ნი, თა­მარ ჩაკ­ვე­ტა­ძე, ქრის­ტი­ნე ჭა­ბუ­კი­ა­ნი).

დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­კურ­ს­ში „გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გზავ­ნი­ლე­ბი“ და პირ­ვე­ლი საპ­რი­ზო ად­გი­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა. სკო­ლა ჩარ­თუ­ლია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის „ეკოს­კო­ლე­ბის“ პროგ­რა­მა­ში, სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლია ეკო­კო­მი­ტე­ტი, თე­მა­ზე – „ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლამ­ზი­რა ონი­ა­ნი). მომ­ზად­და პორ­ტ­ფო­ლიო, რო­მე­ლიც კომ­პე­ტენ­ტურ­მა კო­მი­სი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­ა­ფა­სა. უმაღ­ლე­სი ქუ­ლა მი­ვი­ღეთ და ჩვე­ნი სკო­ლა „მწვა­ნე დრო­შის“ მფლო­ბე­ლია; გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა პრო­ექ­ტ­მა „ნარ­ჩე­ნე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა სუფ­თა გა­რე­მოს სა­წინ­და­რია“(ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლამ­ზი­რა ონი­ა­ნი); სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის კამ­პა­ნი­ის „ეს ქვე­ყა­ნა შე­ნია“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, რომ­ლის თე­მა იყო „სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პაა“, გა­ი­მარ­ჯ­ვეს დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და გა­და­ე­ცათ ლეპ­ტო­პე­ბი. ვფქრობ, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მიღ­წე­ვე­ბი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია.

◊ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ფი­კა

მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ნა­მი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ იც­ნო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, ად­ვი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სად­მი, ხდე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის სწრა­ფი მოგ­ვა­რე­ბა, ახა­ლი მოს­წავ­ლეც იოლად ინ­ტეგ­რირ­დე­ბა, დიდ სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი მკა­ფი­ო­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბენ, რაც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის კულ­ტუ­რა­სა და უნა­რებს ავი­თა­რებს. მცი­რე სკო­ლე­ბი, ხში­რად, ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც ხელს უწყობს მა­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

◊ სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით, რას აკე­თებს დამ­რი­გე­ბე­ლი

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­და საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც დამ­რი­გებ­ლის მხრი­დან მი­ზან­მი­მარ­თულ და სის­ტე­მა­ტურ მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს. ეს პრო­ცე­სი იწყე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით, რი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვას სწავ­ლო­ბენ. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბას პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ავი­თა­რებს. დამ­რი­გე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ პრო­ექ­ტებს, ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვას და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ აღ­ზ­რ­დას. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ყვე­ლა ეს კომ­პო­ნენ­ტი ერ­თი­ან­დე­ბა ერთ მთლი­ან პრო­ცეს­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა აქ­ტი­ურ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქედ, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და აქვს უნა­რი და სურ­ვი­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. დამ­რი­გებ­ლის რო­ლი ამ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყ­ვე­ტია, რად­გან ის არა მხო­ლოდ ას­წავ­ლის ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არა­მედ პი­რა­დი მა­გა­ლი­თით აჩ­ვე­ნებს მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

◊ მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა

მშობ­ლებ­თან ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია. ეს ორ­მ­ხ­რი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მო­ითხოვს რო­გორც დამ­რი­გებ­ლის, ისე მშობ­ლე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, დამ­რი­გე­ბელ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი არ­ხე­ბი უნ­და შექ­მ­ნას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლებს დრო­უ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დოთ არა მხო­ლოდ მა­თი შვი­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხი­თაც. დამ­რი­გე­ბე­ლი მზად უნ­და იყოს, მო­ის­მი­ნოს მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი.

მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი უნ­და იყოს, შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მშობ­ლებ­თან ის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბას, პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას და სკო­ლის სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

◊ აქ­ცენ­ტი ინ­გ­ლი­სუ­რის სწავ­ლე­ბა­ზე

დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი ინ­გ­ლი­სურ ენას. სოფ­ლის სკო­ლა­ში უცხო ენის სწავ­ლე­ბის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი დი­დია. ისი­ნი ხე­და­ვენ მის პრაქ­ტი­კულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ისაა, რომ სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იშ­ვი­ა­თად ეძ­ლე­ვათ, ამი­ტომ მათ­თ­ვის ისეთ გა­რე­მოს ვქმნი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლია რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან; მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის ზრდას, ასე­ვე, ხელს უწყობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

◊ თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ელი

პე­და­გო­გის პრო­ფე­სია გან­სა­კუთ­რე­ბულ უნა­რებ­სა და თვი­სე­ბებს მო­ითხოვს, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ში უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭის და­ნახ­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად, ეც­ნო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებს და სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში ნერ­გავს ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა. ის ქმნის ისეთ სას­წავ­ლო გა­რე­მოს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ არა მხო­ლოდ ფაქ­ტებს, არა­მედ მათ ანა­ლიზს, შე­ფა­სე­ბას და პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი რო­ლი მოს­წავ­ლე­თა გლო­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ის ეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვებს, გახ­დ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ეს­მით კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და აქვთ უნა­რი, იმოქ­მე­დონ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­თან აერ­თი­ა­ნებს. ის არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მია, არა­მედ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, გახ­დ­ნენ XXI სა­უ­კუ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

◊ გან­ს­ხვა­ვე­ბა სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლებს შო­რის

სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­შია – სოფ­ლის სკო­ლებ­ში ხში­რად არის პრობ­ლე­მე­ბი რე­სურ­სე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ქა­ლაქ­ში მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მე­ტად აქვთ წვდო­მა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებ­ზე. გარ­და ამი­სა, სოფ­ლის სკო­ლებ­ში, ხში­რად, კვა­ლი­ფი­­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სოფ­ლის სკო­ლებს თა­ვი­ან­თი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბიც აქვთ – მცი­რე კლა­სე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის სოფ­ლის სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება