3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვებს რომ გა­უმ­კ­ლავ­დე, ფეხ­და­ფეხ უნ­და აედევ­ნო უს­წ­რა­ფე­სი ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბად ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს

spot_img

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტი – სკო­ლებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნა – ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს დე­მოკ­რა­ტი­ის კო­მი­სი­ის მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლ­ებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი.

სკო­ლებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რია ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რი ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია.

პრო­ექ­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ეფუძ­ნე­ბა MIT Media Lab-ის მი­ერ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბულ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კურსს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე ტრე­ნე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­დამ­ზად­დე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში გა­უძღ­ვე­ბი­ან ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბებს უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის.

პირ­ველ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 25 სკო­ლა და­ფი­ნან­ს­და. სულ, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ფორ­მატ­ში, ასე­თი 100 სკო­ლა უნ­და მომ­ზად­დეს. პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცია ასე­თია — ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 25 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, 100 სკო­ლა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. შერჩევა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ხდე­ბა, სექ­ტემ­ბერ­ში და დე­კემ­ბერ­ში. შერ­ჩე­ვი­სას გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­საც პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე სკო­ლე­ბი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ. ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი წი­ნა­პი­რო­ბა სკო­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის არ­სე­ბო­ბაა, თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია არ აქვთ, პრო­ექ­ტ­ის ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ხში­რად ბავ­შ­ვებს სახ­ლ­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი არ აქვთ და სკო­ლე­ბი­დან უნ­და იმუ­შა­ონ, რაც გა­მო­რიცხუ­ლია სა­თა­ნა­დო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ზოგ­ჯერ სკო­ლას კარ­გი ლა­ბო­რა­ტო­რია აქვს, მაგ­რამ არ ჰყავს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, ასეთ დროს თვი­თონ ილი­ა­უ­ნი ეხ­მა­რე­ბა კად­რის მო­ძებ­ნა­ში.

ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი რო­ბო­ტექ­ნი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რო­ბო­ტექ­ნი­კის მწვრთნე­ლი სას­კო­ლო ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ტრე­ნე­რი და­ვით ნო­ზა­ძე ამ­ბობს, თუ სკო­ლა, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად,   პრო­ექ­ტ­ში ვერ მოხ­ვ­და, შე­უძ­ლია არ­სე­ბუ­ლი სი­ლა­ბუ­სე­ბი და მა­სა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს. ასე­თი სკო­ლე­ბის დი­რექ­ცი­ებს პრო­ექ­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს — მის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და თარ­გ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა ილი­ა­უ­ნის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და მათ გა­მო­ყე­ნე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლა შეძ­ლებს: „ჩვენ მი­ვა­წო­დებთ გამ­ზა­დე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სის სრულ მა­სა­ლას, რე­სურსს, სი­ლა­ბუსს და თუ სკო­ლას ჰყავს ენ­თუ­ზი­ას­ტი გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გი, შე­უძ­ლი­ა ეს კლუ­ბი და­ა­არ­სოს და აფუნ­ქ­ცი­ო­ნი­როს. უბ­რა­ლოდ, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­ულ სკო­ლებს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აფი­ნან­სებს, ხო­ლო თუ სკო­ლამ თვი­თონ გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, თა­ვი­სი­ვე ხარ­ჯით მო­უ­წევს ამის კე­თე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მუ­შა­ო­ბა მი­დის და კარ­გია, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და­იძ­რა, ეს ნამ­დ­ვი­ლად აკ­ლ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მი­ხა­რია, რომ და­იწყო.“

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახაშ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა ერთ-ერ­თია პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სკო­ლებს შო­რის. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­მარ პა­პოშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ: „უკ­ვე ორი თვეა, რაც მა­თი სკო­ლა ჩა­ერ­თო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბის პრო­ექ­ტ­ში. მო­ხა­რუ­ლი და დი­დად მად­ლი­ე­რი ვართ, რომ შერ­ჩე­ულ სკო­ლებს შო­რის, ერთ-ერ­თი ჩვე­ნი სკო­ლა­ცაა.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის სურ­ვი­ლი პი­რა­დი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ების სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მიჩ­ნ­და. მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეს დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ჭი­დილს ნიშ­ნავს, მით უმე­ტეს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ამ გა­მოწ­ვე­ვებს რომ გა­უმ­კ­ლავ­დე, ფეხ­და­ფეხ უნ­და აედევ­ნო უს­წ­რა­ფე­სი ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბად ვირ­ტუ­ა­ლურ თუ რე­ა­ლურ სამ­ყა­როს, რაც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბის   უწყ­ვეტ პრო­ცესს ნიშ­ნავს. ამას­თან, კარ­გად ვხე­დავთ, რომ დღეს ტრა­დი­ცი­უ­ლი, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს. მით უმე­ტეს, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მის­თ­ვის იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­დებს მას. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სას­კო­ლო კლუ­ბე­ბის სა­ხით.

სამ­წუ­ხა­როდ, კლუ­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის მხო­ლოდ სურ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი არ კმა­რა. მი­სი ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც, რაც ფი­ნან­სებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნის სა­შუ­ა­ლო და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ისეთ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თ­ვას, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რა­დაც უზ­რუნ­ველ­ყოფს კლუ­ბის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას.“

ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე მესტიის მუნიციპალიტეტის ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუბს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ჩვენს შე­კითხ­ვას, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ექ­ტ­ში მა­თი სკო­ლის ჩარ­თ­ვა, მან ასე უპა­სუ­ხა: „პრო­ექ­ტ­ში ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა STEM/STEAM გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა. რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნონ სი­ახ­ლე­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ, შეძ­ლონ თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა“.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტ­რე­სე­ბას, ორი­ვე პე­და­გო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ კლუ­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით წევ­რი­ან­დე­ბი­ან, შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­დან­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია მა­თი მო­ტი­ვა­ცია და ინ­ტე­რე­სი, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბებ­ში, კი­დევ მეტ სი­ახ­ლე­ებ­სა და პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას ელი­ან.

„გარ­და ამი­სა, ბავ­შ­ვე­ბი დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ, მით უფ­რო, თუ საქ­მე რო­ბო­ტებს ეხე­ბა. მათ იცი­ან, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მა­ლე გად­მოგ­ვ­ცე­მენ არ­დუ­ი­ნოს გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნილ სამ Gismo რო­ბოტს, რო­მელ­საც ალ­გო­რით­მე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მათ­თ­ვის კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია ისიც, რომ პრო­ექ­ტის და­სას­რულს რო­ბო­ტი­კის კონ­კურ­ს­ში მო­უ­წევთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,“ — გვითხ­რა თა­მარ პა­პოშ­ვილ­მა.

და­ვით ნო­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სკო­ლებს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში მუ­შა­ო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და მა­გა­ლი­თად ტექ­ნო­ლო­გი­ურ კლუ­ბებს ასა­ხე­ლებს, კერ­ძოდ კი ახა­შ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა: „გა­სულ წლებ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კლუ­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მენ­ტო­რი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის ახაშ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, პე­რი­ო­დუ­ლად ჩავ­დი­ო­დი. ჩე­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო პი­თო­ნის კურ­სის პროგ­რა­მი­რე­ბა, ანუ პროგ­რა­მი­რე­ბის კურ­სი, რო­მელ­საც ჰქვია „პროგ­რა­მი­რე­ბა პი­თონ­ში“. გარ­და ამი­სა, არის გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის კურ­სი, ვებ­გ­ვერ­დე­ბის შექ­მ­ნის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კა, 3D მო­დე­ლი­რე­ბა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა გაშ­ლი­ლი. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი დიდ ინ­ტე­რესს აღ­ვი­ვებს მოს­წავ­ლე­ებ­ში.“

თა­მარ პა­პოშ­ვი­ლი ახაშ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრო­ექ­ტის გარ­და, კი­დევ ორ ტექ­ნო­ლო­გი­ურ კლუბს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს: „პირ­ვე­ლი, ეს არის „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კლუ­ბე­ბის ქსე­ლი“, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა „ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ და­ფი­ნან­სე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA), სა­ქარ­თ­ვე­ლოს ICT კლას­ტე­რი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის (IEF) ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტი 3-წლი­ა­ნია და მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­სულ წელს გა­ვი­ა­რეთ პი­თონ­ზე დაპ­როგ­რა­მე­ბის კურ­სი, რომ­ლის ტრე­ნე­რიც გახ­ლ­დათ ბა­ტო­ნი და­ვით ნო­ზა­ძე. წელს და­ვიწყეთ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის კურ­სი, ამ კურ­სის ტრე­ნე­რი თა­ვად გახ­ლა­ვართ.

მე­ო­რე, ეს არის „STEM მენ­ტო­რე­ბის კურ­სი“, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი – სა­ქარ­თ­ვე­ლო, აშშ-ის სა­ელ­ჩოს და­ფი­ნან­სე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი კლუ­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი Arduino kit-ის კომ­პი­უ­ტე­რულ კომ­პო­ნენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას, მო­მა­ვა­ლი სტემ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. მენ­ტო­რო­ბას გვი­წე­ვენ პრო­ფე­სო­რი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, უტა კი­ლა­სო­ნია და მა­რეხ მა­ზა­ნიშ­ვი­ლი.“

უკ­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე. მათ სკო­ლა­საც, ამ მხრივ, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და: „ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, 2019-2020 წლებ­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ პრო­ექ­ტ­ში „ინო­ვა­ცი­უ­რი ცენ­ტ­რი მო­მავ­ლის­თ­ვის“, რო­მე­ლიც სსიპ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რო­ბო­ტექ­ნი­კას, პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და web 2.0 ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს სწავ­ლობ­დ­ნენ. ამ პრო­ექ­ტ­ში გვყავს ათა­საწ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კონ­კურ­სის მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე რო­ბო­ტი მას­წავ­ლებ­ლის შექ­მ­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ კლუბ­ში ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბიც გვყავს, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შეს­წა­ვლასა და რო­ბო­ტექ­ნი­კას­თან, შე­სა­ბა­მი­სად, გვყავს რო­გორც გა­მოც­დი­ლი, ასე­ვე გა­მო­უც­დე­ლი წევ­რე­ბი, თუმ­ცა სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი ისეთ თე­მებს მო­ი­ცავს, რომ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის­თ­ვის თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა.“

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გა­კეთ­და უკ­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და რას გეგ­მა­ვენ სა­მო­მავ­ლოდ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე: „საკ­ლუ­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი გვაქვს, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მარ­ტის თვი­დან კი უშუა­ლოდ საკ­ლუ­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გა­და­ვე­დით.   პირ­ველ ეტაპ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­წევ­რი­ან­დ­ნენ, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ კლუ­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა და ლო­გო, შევ­ქ­მე­ნით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი; ჩა­ვა­ტა­რეთ კუ­რი­კუ­ლუ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ.

რას ვგეგ­მავთ? — ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა, გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ საქ­მი­ნო­ბა და აქ­ტი­უ­რად დავ­ნერ­გოთ რო­ბო­ტექ­ნი­კის კურ­სი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს სო­ფელ­ში მოქ­მე­დებს ინო­ვა­ცი­უ­რი ცენ­ტ­რი, სა­თა­ნა­დო ინ­ვენ­ტა­რი­თა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, გვყავს ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, სა­ბა­ზო დო­ნე­ზე, ახალ­გაზ­რ­დებს გა­უ­ზი­ა­რონ ცოდ­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვგეგ­მავთ ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბას და, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, სხვადას­ხ­ვა გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.“

თა­მარ პა­პოშ­ვი­ლი: „პირ­ველ ეტაპ­ზე, გა­დაგ­ვამ­ზა­დეს კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბი, რა­თა თა­ვად გა­ვუძღ­ვეთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა MIT Media Lab-ის მი­ერ სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბულ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კურსს. ამ­ჟა­მად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია და გა­მო­ვაცხა­დე პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის მსურ­ველ­თა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცია. კლუბ­ში 13 მოს­წავ­ლე გა­წევ­რი­ან­და და მათ­თან ერ­თად შე­ვად­გი­ნე კლუ­ბის შეხ­ვედ­რე­ბის გან­რი­გი. გა­სულ კვი­რას უკ­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა. მი­ხა­რია, რომ მოს­წავ­ლე­თა მო­ლო­დი­ნე­ბი გა­მარ­თ­ლ­და. მათ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი AI პრო­ექ­ტიც დი­დი ინ­ტე­რე­სით შე­ას­რუ­ლეს.

რას ვგეგ­მავთ? — არ შევ­ჩერ­დეთ და კი­დევ უფ­რო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა. მით უმე­ტეს ჩვენს კლუ­ბებს უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა აქვს ჩვე­ნი სკო­ლის დი­რე­ტო­რის, ქალ­ბა­ტონ ნო­ნა კო­ბი­აშ­ვი­ლი-ლი­პარ­ტაშ­ვი­ლის­გან, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სას­კო­ლო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭურ­ვა-გა­მარ­თ­ვა­სა, თუ რა­ი­ო­ნულ ტექ­ნო­პარ­კ­ში კლუ­ბის ვი­ზი­ტე­ბის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

ჩე­მი მხრივ, ვეც­დე­ბი, სრულ­ყო­ფი­ლად გა­ვი­ა­როთ კლუ­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­დე­გი­ა­ნი იყოს ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, და­ვაგ­რო­ვოთ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­მა­ვალ­შიც კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოცხა­დე­ბულ სხვა პრო­ექ­ტებ­სა თუ კონ­კურ­სებ­ში.

მჯე­რა, ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ბავ­შვებს არა მხო­ლოდ ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­ძენს, არა­მედ, მო­მავ­ლ­ში და­ეხ­მა­რე­ბა სწორ პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში, რა­თა იპო­ვონ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში.“

რო­გორც და­ვით ნო­ზა­ძემ გვითხ­რა,   ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯი­ას იდეა იყო, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მარ­ტო ტრე­ნინ­გე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის ამა­რა რომ არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ, მათ­თ­ვის სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბიც შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ: „წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჰა­კა­თო­ნებს, პა­ტა­რა მი­ნი-შე­ჯიბ­რე­ბებს ატა­რებს. სწო­რედ ეს ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­ვე­ბი­ან ამ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში და ადას­ტუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე და ა.შ. შარ­შან ჩა­ტარ­და მსოფ­ლიო უდი­დე­სი თა­მა­შე­ბი — ჰა­კა­თო­ნი, რო­მელ­საც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი კუ­რი­რებ­და. შე­ჯიბ­რი ორ­დღი­ა­ნი იყო, შა­ბათ-კვი­რას ტარ­დე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ, დის­ტან­ცი­უ­რად. შე­ჯიბ­რ­ში ამ კლუ­ბის ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი, სტუ­დენ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვა არ იყო.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კლუ­ბის ბავ­შ­ვებ­მა, კერ­ძოდ, ახა­შნის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა შარ­შან საპ­რი­ზო ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. მათ სა­მო­მავ­ლო­დაც შე­ეძ­ლე­ბათ პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა. სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ლე­გო რო­ბო­ტიქ­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და ამის­თ­ვი­საც ვამ­ზა­დებთ მოს­წავ­ლე­ებს.“

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სკო­ლებს გა­და­ე­ცე­მა არ­დუ­ი­ნოს გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­მი Gismo რო­ბო­ტი, რო­მელ­თა მო­დე­ლი MIT Media Lab-მა არ­დუ­ი­ნოს გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ი­მუ­შა­ვა. ამ რო­ბო­ტებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ალ­გო­რით­მე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის­თ­ვის გა­ი­მარ­თე­ბა შე­ჯიბ­რე­ბა, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბულ ცოდ­ნას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია ფაბ­ლა­ბის დახ­მა­რე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები