28 აპრილი, კვირა, 2024

თამაშით სწავლება, როგორც უცხო ენის შესწავლის საუკეთესო სტრატეგია და რესურსი – დაწყებითი საფეხური

spot_img
თამარ მატიაშვილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

სპეციალისტების ვარაუდით, დღეისათვის დედამიწაზე 2500-დან 7000-მდე ენაა გავრცელებული. ამათგან, საერთაშორისო ენად აღიარებულია ინგლისური. შესაბამისად, ინდივიდის რეალიზებისა და სამყაროს ნაწილად მიკუთვნებულობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება „ლინგუა ფრანკა“-ს ფლობას. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია ევროპული ჩარჩოს რვა კომპეტენციას შორის და მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტში. მე, როგორც პედაგოგს, წილად მხვდა იმ ენის სწავლება, რომელიც აერთიანებს მსოფლიო ხალხებს.

ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფსიქოლოგის, ფილოსოფოსისა და პედაგოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით: „სწავლა გარდამავალია თამაშსა და შრომას შორის. იგი პიროვნების ძალების განვითარებას ემსახურება, მაგრამ ამისათვის მასალა უნდა მიეწოდოს გარედან, პედაგოგიურად ორგანიზებული წესით.

სწავლის ეფექტურობა და ნაყოფიერება დამოკიდებულია სასწავლო პროცესის სწორ ორგანიზებაზე, თვით მოსწავლის სასწავლო აქტივობაზე და იმ უკუქცევითი კავშირების განხორციელებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორი ინფორმაციის მიღებას უკვე შესრულებულ მოქმედებაზე“.

ინგლისურ ენაში, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, დიდი პედაგოგიური ღირებულების მატარებელია თამაშით სწავლების კონცეფცია, უცხო ენის სწავლა-სწავლებასთან მიმართებაში, სადაც თამაში არის დასახული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის საუკეთესო ინსტრუმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ასოცირდება გართობასთან, თამაშით სწავლება არ უნდა იქნეს განხილული გასართობ ჭრილში, რადგან იგი წარმოადგენს სწავლის, შემოქმედებითობის, შრომის, განათლების და, ზოგადად, ადამიანის განვითარების მნიშვნელოვნად განუყოფელ ნაწილს.

თამაშით სწავლება ეფექტურია, რადგან ბადებს მოტივაციას, ამცირებს მოსწავლეთა ემოციურ ფაქტორს და ენის შემსწავლელს აძლევს კომუნიკაციის ბუნებრივად დამყარების შესაძლებლობას. თამაში ეს არის აქტივობა, წესებით, მიზნებით და გასართობი ელემენტებით. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასწავლო სილაბუსში როგორც ბევრი პედაგოგიური ამოცანის განხორციელების საუკეთესო ტექნიკას. სასიამოვნო გარემოში, რომელიც გაჯერებულია თამაშის ელემენტებით,  მოსწავლეები სწავლობენ უფრო სწრაფად და უკეთესად.

თამაშით სწავლება არა მხოლოდ  ბადებს მოტივაციას და მეგობრულ გარემოს, არამედ ავითარებს ენის შესწავლის და პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. თამაშს მოსწავლეები შეჰყავს სწავლების აქტიურ ფაზაში.

თამაშით სწავლება სათავეს იღებს ანტიკური დროიდან, დღეისათვის კი მთელს მსოფლიოში, უამრავი მასწავლებლის სწავლების მეთოდოლოგიის ნაწილია. ეს მეთოდი ამარტივებს და ასწრაფებს, თამაშის ელემენტებით, ინფორმაციის მხიარულად და სასიამოვნოდ გადაცემის, დამახსოვრების საკითხს. გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდი საუკეთესო ინსტრუმენტია საგანთაშორისი კავშირების დასამყარებლად.

სწავლების პროცესში შეიძლება გამოყენებულ  იქნას შემდეგი ტიპის თამაშები:

♦ საქმიანი თამაშები (ხელსაქმე)

♦ იმიტაცია

♦ როლური თამაში

♦ საინფორმაციო განმავითარებელი

♦ კონკურსის ტიპის

♦ შემოქმედებითი

თამაშით სწავლება ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის ლექსიკის გამრავალფეროვნების თუ ლინგვისტური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. იგი სასწავლო პროცესს ხდის გაცილებით ეფექტურს, რომლის დროსაც ცოდნის ათვისება ხდება ბუნებრივ გარემოში, თავისთავად, სადაც მოსწავლემ შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს ასათვისებელი მასალის  მოცულობა და სირთულე. ის სწავლების გამარტივებისა და გამრავალფეროვნების ერთ-ერთი  საშუალებაა. ეს არის გართობა სწავლების პარალელურად და პირიქით, სწავლება გართობის პარალელურად. თქვენ შეგიძლიათ, უცხო ენის შესწავლისას, გამოიყენოთ სამაგიდო თამაშები და ბარათები. ამ ტიპის გაკვეთილი არასოდეს იქნება მოსაწყენი თქვენი მოსწავლეებისთვის.

ზოგადი რეკომენდაციები მეთოდის პრაქტიკაში დანერგვისთვის:

♦ შექმენით ენის ბუნებრივად ათვისებისთვის შესაბამისი სასწავლო გარემო

♦ აქციეთ თამაში მოტივაციის წყაროდ

♦ დაარწმუნეთ ბავშვები, რომ დავალებები შეასრულონ მშობლების ჩართულობით

♦ მიეცით დავალება, რომელიც ითვალისწინებს თამაშის ელემენტებს

♦ უზრუნველყავით საკომუნიკაციო უნარების წახალისება

♦ დანერგეთ განმეორებადი თამაშები

♦ ათამაშეთ ჯგუფებში, გაანაწილეთ როლები

♦ თავადაც ჩაერთეთ თამაშის პროცესში

ჩვენ ვასწავლით მოსწავლეთა ახალ თაობას, რაც მოითხოვს არატრადიციული სწავლების სტრატეგიების პრაქტიკაში  გამოყენებას. როდესაც სკოლები იყენებენ თამაშით სწავლებას, მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი არიან, მათ უფრო დიდი სურვილი უჩნდებათ უკეთესად სწავლისა და უკეთესი შედეგებისთვის.

ბმულის სახით გიზიარებთ ინგლისური ენის სწავლებისათვის საკლასო თამაშების ჩამონათვალს და მათ აღწერით ნაწილს – https://www.eslkidstuff.com/Gamescontents.htm

 

სტატია მომზადებულია შემდეგ კვლევებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით:

https://www.researchgate.net/publication/311363353_THE_ROLE_OF_GAMES_IN_THE_TEACHING_OF_FOREIGN_LANGUAGES?fbclid=IwAR0gsljT8c91_kRernuPsr2tbIrGPUEpXXcchtvHoT0PBXKpBYfXrbTSbGw

https://www.eslkidstuff.com/Gamescontents.htm?fbclid=IwAR3veSjmv-oMZxHgibj6-Ka9SNNlWCpHoQk7dB0urmHEnP7wTaeJFxEJ9Kc

http://interconf.fl.kpi.ua/node/1271?fbclid=IwAR3SUDdXY1FFGwr-p_Uibdw25tbyOMrtSVNqWAwODsB-TzhjfKCJXJu3BDQ

https://www.superprof.co.uk/blog/learning-languages-with-games/?fbclid=IwAR2vkBrGMNbFw-p_aDGEQ6x5uVcRKaU7fyoya_PzwXAkZSj0YZwm5BojNs0

https://directors.mes.gov.ge/upload/pdf/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.pdf

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები