27 ივლისი, შაბათი, 2024

ზღვარი აქ უნდა გაივლოს – მასწავლებლებს სისტემაში შემობრუნების შესაძლებლობა კომპეტენციების დადასტურების შემთხვევაში ექნებათ 

spot_img

9 დეკემბერს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წინადადება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

წინადადებაში მთელ რიგ მოთხოვნებთან ერთად, ინიციატორები ითხოვენ გაუქმდეს ჩანაწერი, რომელიც პედაგოგს ავალდებულებს კარიერულ წინსვლას ან აიძულებს სამსახურიდან წასვლას.

კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომპეტენციებს სჭირდება დადასტურება. „დაახლოებით 50 000-მა პედაგოგმა ( 90%-მა) იშრომა, დრო გამოყო, რომ მომზადებულიყო ამ გამოცდებისთვის. ნებისმიერ გამოცდას პროფესიონალის მხრიდან სჭირდება მომზადება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მოსწავლესთან შევიდეს პროფესიონალი, სწორედ ამიტომ არის რეგულირებადი პროფესია. სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, პედაგოგების მიმართ ლოიალობა სახელმწიფომ აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს. კომპეტენციების დადასტურების შემთხვევაში, სისტემაში შემობრუნების შესაძლებლობა ექნებათ მასწავლებლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები