27 ივლისი, შაბათი, 2024

ზღაპრული სამყარო მუსიკაში

spot_img
თა­მარ თევ­დო­რაშ­ვი­ლი
სსიპ თბი­ლი­სის №79 სა­ჯა­რო სკო­ლის მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მუ­სი­კა გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში. ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე კონ­ტაქ­ტ­შია ამ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, ხო­ლო მი­ზან­მი­მარ­თულ მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას იღებს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი – სკო­ლა­ში.

მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ შე­მეც­ნე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს მო­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც, მოს­მე­ნილ ფრაგ­მენ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მსჯე­ლო­ბა­სა და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას მო­ითხოვს. ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დე­გი ოპე­რა­ცი­ე­ბით: შე­და­რე­ბა, ანა­ლი­ზი, და­მახ­სოვ­რე­ბა, რაც ხელს უწყობს ბავ­შ­ვის არა მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლურ, არა­მედ ზო­გად გან­ვი­თა­რე­ბა­საც.

მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა შე­მეც­ნე­ბი­თი და გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი ბევრს სწავ­ლო­ბენ ნა­წარ­მო­ე­ბის ყუ­რადღე­ბით მოს­მე­ნის შე­დე­გად. თუმ­ცა, ისი­ნი აღიქ­ვა­მენ მის ყვე­ლა­ზე ზო­გად თვი­სე­ბებს, მის ყვე­ლა­ზე ნა­თელ სუ­რა­თებს. იმავ­დ­რო­უ­ლად, ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა არ კარ­გავს თა­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, მაგ­რამ თუ ბავშვს და­ე­ვა­ლე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის მოს­მე­ნა, გარ­ჩე­ვა, შე­და­რე­ბა, გა­მომ­ხატ­ველ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ეს გო­ნებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­სი გრძნო­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სფე­როს გა­ამ­დიდ­რებს და გა­ა­ფარ­თო­ებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აღიქ­ვა­მენ ბავ­შ­ვე­ბი ზღა­პარს, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლუ­რი ენით იქ­მ­ნე­ბა? ვფიქ­რობ, სწო­რედ თე­მი­დან „ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო მუ­სი­კა­ში“ გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი კი­დევ უფ­რო უკეთ შე­ეჩ­ვე­ვი­ან ფიქრს, აზ­როვ­ნე­ბას, მსჯე­ლო­ბა­სა და ახ­ს­ნას.

ზღა­პა­რი ფან­ტას­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის მოთხ­რო­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავშვს უყ­ვარს, მას­ში იდუ­მა­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი და სა­ოც­ნე­ბო ამ­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი და გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია რე­ა­ლო­ბას­თან, ზღა­პა­რი ბავ­შ­ვო­ბის სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც ხში­რად დე­დე­ბი­სა და ბე­ბი­ე­ბის სას­წა­უ­ლე­ბით სავ­სე ნა­ამ­ბობს უკავ­შირ­დე­ბა. ზღაპ­რე­ბი ხომ სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის, სიბ­რ­ძ­ნი­სა და უმეც­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა, ბო­ლო კი კე­თი­ლია.

მუ­სი­კის რო­ლი ზღა­პარ­ში დი­დია, დღეს­დღე­ო­ბით ის მუ­სი­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მას­ში გმი­რე­ბის, ტყის, წყალ­ქ­ვე­შა და მთის ზღაპ­რუ­ლი პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა და სა­მე­ფო­ე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბი­სა თუ ცხო­ვე­ლე­ბის – ერ­თი სიტყ­ვით, ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როს მთელ­მა სიმ­დიდ­რემ თა­ვი­სი ხმო­ვა­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მი­ი­ღო. ზღა­პარ­ში მუ­სი­კა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ჯა­დოს­ნუ­რია. მუ­სი­კით ვი­გებთ, რო­გო­რია იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი უღ­რა­ნი ტყე, რო­გორ ცეკ­ვა­ვენ ოქ­როს თევ­ზე­ბი, რო­გორ ლივ­ლი­ვე­ბენ ლურჯ ზღვა­ში სი­რი­ნო­ზე­ბი, რამ­ხე­ლა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მთე­ბი, რო­გო­რი თვალ­­წარ­მ­ტა­ცი ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლე­ბია ცხრა მთა­სა და ცხრა ზღვას იქით…

მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კას, და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი და აღ­წე­რეთ ის, რაც წარ­მო­იდ­გი­ნეთ…

ლე­როი ან­დერ­სო­ნი – „მი­ვიწყე­ბუ­ლი ოც­ნე­ბა“

ზღა­პა­რი უზარ­მა­ზარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს ბავ­შ­ვებს – უვი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვას, უმაღ­ლებს ცნო­ბი­ე­რე­ბას და უყა­ლი­ბებს მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას. ზღა­პა­რი ადა­მი­ა­ნებს მუ­სი­კის აღ­ქ­მა­შიც ეხ­მა­რე­ბა, წი­ნა პლან­ზე სწევს ფან­ტა­ზი­ა­სა და წარ­მო­სახ­ვას, ხო­ლო მუ­სი­კა აცოცხ­ლებს სცე­ნებს, ამ­ძაფ­რებს გრძნო­ბებს, ხელს უწყობს ემ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვას. ზღა­პარ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ენა ხან თხრო­ბი­თია, მღე­რა­დი, ზოგ­ჯერ და­ძა­ბუ­ლი და არამ­ღე­რა­დი, იგ­რ­ძ­ნო­ბა, თუ რო­გორ იც­ვ­ლე­ბა მუ­სი­კის შე­ფე­რი­ლო­ბა, გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თი.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკე­თე­სი რა იქ­ნე­ბო­და?.. ზღა­პა­რი ხომ ასე იწყე­ბა…ზოგ­ჯერ მას ისე­თი ში­ნა­არ­სი აქვს, რომ შე­გიძ­ლია თა­ვი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ად­გილ­ზეც კი წარ­მო­იდ­გი­ნო – გქონ­დეს უგ­რ­ძე­ლე­სი თმა, იყო კე­თი­ლი ფე­რია და ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხით ყვე­ლას უს­რუ­ლებ­დე სურ­ვი­ლებს, გქონ­დეს გამ­ჭ­რი­ა­ხი გო­ნე­ბა და ფლობ­დე ვე­ებ­ერ­თე­ლა ძა­ლას… თუ­კი მწერ­ლე­ბი სიტყ­ვე­ბი­თა და წი­ნა­და­დე­ბე­ბით მოგ­ვითხ­რო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ამ­ბებს, აღ­წე­რენ გა­რე­მოს, გვიყ­ვე­ბი­ან და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კა­ლუ­რი ხერ­ხე­ბით ქმნი­ან იმ გან­წყო­ბას, რაც ასე აძ­ლი­ე­რებს ბავ­შ­ვის ემო­ცი­ა­სა და ინ­ტე­რესს.

ზღა­პარ­ში მუ­სი­კა ეხ­მა­რე­ბა გმი­რებს, ამარ­ცხებს ბო­რო­ტე­ბას, ამაღ­ლებს სი­კე­თე­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას. მას­ში მუ­სი­კა აძ­ლი­ე­რებს პერ­სო­ნა­ჟე­ბის ემო­ცი­ურ მუხტს — თუ პერ­სო­ნა­ჟი და­დე­ბი­თია, მუ­სი­კა მხი­ა­რუ­ლი, ტკბილ­ხ­მი­ა­ნი და სა­თუ­თია, ხო­ლო თუ ვე­ლით უარ­ყო­ფი­თი გმი­რის გა­მო­ჩე­ნას ან ავის­მო­მას­წა­ვე­ბელ მოქ­მე­დე­ბას, მა­შინ ჟღერს სევ­დი­ა­ნი, და­ძა­ბუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი მუ­სი­კა.

ზღა­პარ­ში თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟს თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა აქვს, რაც ჟღე­რა­დო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­კაშ­კა­შით, ტემ­ბ­რა­ლუ­რი ფე­რა­დოვ­ნე­ბით, მე­ლო­დი­უ­რი ქსო­ვი­ლი­თა და რიტ­მუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი თან­ხ­ლე­ბა უდი­დეს როლს თა­მა­შობს გმი­რის გან­წყო­ბი­სა და ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მა­ში.

მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კას, რა გან­ც­და და­გე­უფ­ლათ?

რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი წარ­მო­იდ­გი­ნეთ?

რო­მელ­შია აღ­წე­რი­ლი და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი და რო­მელ­ში უარ­ყო­ფი­თი?

ა. ლი­ა­დო­ვი — სიმ­ფო­ნი­უ­რი სუ­რა­თი „კი­კი­მო­რა“

ე. გრი­გი — „ჯუ­ჯე­ბის სვლა“

პ. ჩა­ი­კოვ­ს­კი — ნაწყ­ვე­ტი ბა­ლე­ტი­დან „გე­დე­ბის ტბა“

მა­შა­სა­და­მე, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­როს მუ­სი­კით აღ­წე­რი­სას, სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კა­ლურ ხერ­ხებს მი­მარ­თა­ვენ, მხი­ა­რულ მა­ჟორს ან მოწყე­ნილ მი­ნორს, ხან მო­ლივ­ლი­ვე და ხა­ნაც იდუ­მალ ქრო­მა­ტიზმს, ნაზ, სათ­ნო, გაბ­რა­ზე­ბულ თუ უხეშ ინ­ტო­ნა­ცი­ებს, ულა­მა­ზეს, მღე­რად ან და­ძა­ბულ მე­ლო­დი­ებს, მოძ­რავ ან მდო­რე რიტმს, სწრაფ, სა­შუ­ა­ლო ან ნელ ტემპს… და­ბო­ლოს, მძაფ­რ­დე­ბა ის მუხ­ტი, რა­საც მუ­სი­კი­სად­მი დი­დი ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია.

Powerpoint-ში აწყო­ბი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია.

https://docs.google.com/presentation/d/1fophXom4P9BePswPtkMlojZZai7e6raJ/edit?usp=sharing&ouid=115628533726266203166&rtpof=true&sd=true

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები