13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ზღაპ­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ში­ში­სა და სი­სას­ტი­კის გა­მო

spot_img

შე­ჩერ­დი წა­მო!

ქვე­მოთ, სო­ფელ­ში შე­შის­მ­ჭ­რე­ლის პა­ტა­რა შვი­ლებს გა­და­უშ­ლი­ათ მუ­ხას­თან წიგ­ნი და გულ­კე­თი­ლი, ღუ­ღუ­ნა ხმე­ბით კითხუ­ლო­ბენ „ჩი­ტო-ჩი­ო­რას“!…

და ბავ­შ­ვე­ბი ჩა­ფიქ­რე­ბულ­ნი შეს­ც­ქე­რი­ან ცეცხ­ლ­სა და ბუ­ხარს…

ბავ­შ­ვე­ბის სუფ­თა, კე­თილ გუ­ლებ­ში სიბ­რა­ლუ­ლი და სევ­და ჩამ­დ­გა­რა.

ჩიტ­მა ჩი­ო­რამ ვერ გა­ი­მე­ტა ხე, რო­მელ­ზეც ბუ­დეა მი­სი!

ჩიტ­მა ჩი­ო­რამ ვერ გა­ი­მე­ტა ძი­რიც ამ ხი­სა!

შე­ჩერ­დი წა­მო!

ჩიტ­მა ჩი­ო­რამ რა საქ­ვეყ­ნო სევ­და იტ­ვირ­თა!1

 

ხში­რად მეს­მის ხოლ­მე დე­დე­ბის­გან:

რა ზღა­პა­რი წა­ვუ­კითხო ჩემს შვილს?

რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს ზღა­პა­რი?

რომ შე­შინ­დეს და მში­შა­რა გა­ი­ზარ­დოს?

ნა­ცარ­ქე­ქი­ას­გან რომ უმაქ­ნი­სო­ბა და ტყუ­ი­ლე­ბი გა­და­ი­ღოს?

მო­ძა­ლა­დე რომ გა­ი­ზარ­დოს?

 

კო­მენ­ტა­რის ერ­თი ნი­მუ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

„სხვა­თა შო­რის, არც ჩემს შვი­ლებს მო­წონ­დათ ზღაპ­რე­ბი, იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბით არის დატ­ვირ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით გრი­მე­ბის.

დეე, რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა? – მკითხეს ერ­თხელ და სულ სხვა კუთხი­დან და­მა­ნა­ხეს ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ათას­ჯერ წა­კითხუ­ლი ზღაპ­რე­ბი.

მე რა­ტომ არ აღ­ვიქ­ვამ­დი ასე?! ერთ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე ვკითხუ­ლობ­დი გრი­მე­ბის ტო­მებს და აზ­რად არ მომ­ს­ვ­ლია, რამ­დე­ნი ძა­ლა­დო­ბაა აღ­წე­რი­ლი ნე­ბის­მი­ერ ზღა­პარ­ში (ქარ­თუ­ლებ­საც ვგუ­ლის­ხ­მობ).“

◊ ◊ ◊

რა­ტომ ვკითხუ­ლობ­დით ბავ­შ­ვო­ბა­ში ზღაპ­რებს „ერთ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე“? რა­ტომ არ გვქონ­და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ზღაპ­რებ­ში სი­სას­ტი­კე და ძა­ლა­დო­ბაა? ეგე­ბის, მშო­ბელ­თა, მა­მა-პა­პა­თა თა­ო­ბა – ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, უფ­რო ცოცხ­ლად აღიქ­ვამ­დ­ნენ ზღაპ­რის ხატ-სა­ხე­თა ფეს­ვებს?

ზღაპ­რის ჯა­დოს­ნუ­რი ხატ-სა­ხე­ე­ბი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან მოყ­ვე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის რთულ გზა­ზე. ეს ფეს­ვე­ბი კი, რაც უფ­რო უკან მივ­დი­ვართ, კი­დევ უფ­რო ძვე­ლია და ღრმა, ახ­ლო­საა დე­და ბუ­ნე­ბის პირ­ველ­ყო­ფილ ძა­ლებ­თან, სუ­ლი­ერ არ­სე­ბებ­თან /ღვთა­ე­ბებ­თან/ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ კე­თილ თუ უკე­თურ ძა­ლებ­თან და მათ გა­გე­ბას­თან. „ზღაპ­რის პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ე­ბის სა­თა­ვე გა­ცი­ლე­ბით ღრმად  დევს ადა­მი­ა­ნის სამ­შ­ვინ­ველ­ში, ვიდ­რე სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სუ­ლი­ე­რად ასაზ­რ­დო­ე­ბენ ადა­მი­ა­ნის სამ­შ­ვინ­ველს.“2

მა­გა­ლი­თად, ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, ეს­ქი­ლეს დროს და უფ­რო იქით, ადა­მი­ა­ნი იგ­რ­ძ­ნობ­და თუ არა, რომ სუ­ლი­ე­რად გა­მო­ი­ფი­ტა (მა­შინ ამ­გ­ვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ცხა­დად აღიქ­მე­ბო­და რო­გორც ავად­მ­ყო­ფო­ბა ), მი­დი­ო­და თე­ატ­რ­ში „სამ­კურ­ნა­ლოდ“. ტრა­გე­დი­ის გმირ­თან ერ­თად გან­ც­დი­ლი ში­ში­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გან­ც­და სა­სი­კე­თოდ მოქ­მე­დებ­და და მა­ყუ­რე­ბელ­ში რე­ა­ლურ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევ­და. ტრა­გე­დი­ის ეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი თვი­სე­ბა სწო­რედ ზღა­პარ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­და ბუ­ნე­ბის წმი­და­თაწ­მი­და ხატ-სა­ხე­ე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, მი­სი სა­თა­ვეც უძ­ვე­ლეს მის­ტე­რი­ებ­ში დევს და დღემ­დე მკურ­ნა­ლად მოჰყვება კაც­თა მოდ­გ­მას ეპო­ქა­თა მან­ძილ­ზე.

დი­ახ, დე­და ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წმი­და­თაწ­მი­და ხატ-სა­ხე­ე­ბი დღე­საც გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ შიშ­სა და კრძალ­ვას იწ­ვევს ადა­მი­ან­ში (ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბა, მო­ზარ­დი თუ მხცო­ვა­ნი), მაგ­რამ ესაა ში­ში და გა­ო­ცე­ბა დი­ა­დი­სა და შე­უც­ნო­ბე­ლის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის შემ­დე­გი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და იმის სა­წინ­და­რია, რომ აღ­ტა­ცე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და კრძა­ლუ­ლე­ბის გრძნო­ბა არ გაგ­ვიქ­რეს. ამ­გ­ვა­რი ში­ში ადა­მი­ან­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი ეგო­იზ­მის სა­პირ­წო­ნეა. ამას­ვე გვე­უბ­ნე­ბა რუს­თ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ფორ­მუ­ლით „ში­ში შე­იქმს სიყ­ვა­რულ­სა“ – შიშს ნა­ირ­გ­ვა­რი სა­ხე აქვს, ღვთის­მო­ში­ში ადა­მი­ა­ნი სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს დამ­ფ­რ­თხალ, მა­ტე­რი­ა­ლურს ჩა­ჭი­დე­ბულ და და­მორ­ჩი­ლე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ში­შით შეც­ქე­რის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს და ურ­ჩევ­ნია უარ­ყოს მი­სი არ­სე­ბო­ბა (ხან­და­ხან ამ­გ­ვა­რა­დაც ეს­მით ხოლ­მე…). გა­ნა არ გან­გ­ვიც­დია ში­ში ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის, სამ­შობ­ლოს, იდე­ის, პრინ­ცი­პი­სა თუ ცხოვ­რე­ბის აზ­რის და­კარ­გ­ვის გა­მო და არ გაგ­ვ­ჩე­ნია თავ­გან­წირ­ვის სურ­ვი­ლი? გა­ნა არ მოგ­ვ­ჩ­ვე­ნე­ბია, რომ ამ­გ­ვა­რი გან­ც­დის გა­რე­შე არაფ­რად ეღი­რე­ბო­და ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლე? ამ­გ­ვა­რი ში­ში სიკ­ვ­დი­ლის შიშ­სა სძლევს!

არ­სე­ბობს სხვა ში­შიც, ეგო­იზ­მი­დან და ურ­წ­მუ­ნო­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­ვით ებღა­უ­ჭე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნი­ურს, წუ­თი­ერს, სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. ამ­გ­ვა­რი ადა­მი­ა­ნი არა­ფერს გა­ი­ღებს სხვის­თ­ვის. მის­თ­ვის ეს ქვე­ყა­ნა, მა­ტე­რია, დღე­ვან­დე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლო­ბაა… ამა­ზე რუს­თ­ვე­ლი იტყო­და: ში­ში ვერ იხ­ს­ნის სიკ­ვ­დილ­სა, ცუ­დია დაღ­რე­ჯი­ლო­ბა-ო. უფ­რო მე­ტიც, ამ­გ­ვა­რი ში­შის გა­მო ად­ვი­ლად გა­წი­რავ სხვას. ამ­გ­ვა­რი ში­შის ჩა­ნერ­გ­ვაც ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც ვაჟ­კა­ცო­ბი­სა და სწო­რი ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბის. მით უმე­ტეს, რომ დღეს ამის­თ­ვის ათას­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მიზ­ნუ­ლა­დაც მოხ­დეს და გა­უ­აზ­რებ­ლა­დაც, მაგ­რამ შე­დე­გი ერ­თი აქვს – დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, და­ში­ნე­ბუ­ლი, არაზ­ნე­ობ­რივ პრინ­ცი­პებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

სწო­რედ ამ შიშ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ზარ­დ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ  დღე­ვან­დელ ანი­მა­ცი­ა­თა და ფილ­მ­თა უმე­ტე­სო­ბა. მა­თი გმი­რე­ბი ვა­ჟა­კა­ცე­ბი არ არი­ან, ისი­ნი მშიშ­რე­ბი არი­ან და ში­შის გა­მო სჩა­დი­ან ათას­ნა­ირ ბო­რო­ტე­ბას. მათ­თ­ვის სხვის სი­ცოცხ­ლეს ჩა­ლის ფა­სი აქვს, რად­გან ხე­და­ვენ, რომ სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლეც ჩა­ლის ღე­რი­ვით წარ­მა­ვა­ლი და წუ­თი­ე­რია – აი, ამ­გა­ვარ შიშს ებ­რ­ძ­ვის ზღა­პა­რი.

მგო­ნია, რომ ამ­ნა­ი­რი­ვე ში­შის ერთ-ერ­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ტენ­დენ­ცია, რომ ქარ­თუ­ლი ზღა­პა­რი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ზღა­პა­რია მსოფ­ლიო ზღაპ­რებს შო­რის, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ზღაპ­რის ხატ-სა­ხე­თა ცნო­ბი­ერ გა­გე­ბას. მა­გა­ლი­თად, ხდე­ბა ხოლ­მე ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხის (მგლის, მე­ლი­ის, ფრინ­ვე­ლის და ა.შ.) გა­ი­გი­ვე­ბა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ პრო­ტო­ტიპ­თან. აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი ზღაპ­რის ხატ-სა­ხეს ნამ­დ­ვი­ლი მგლი­სა თუ მე­ლი­ის ხატ-სა­ხე­თი ანაც­ვ­ლე­ბენ, რაც მათ­ში სიბ­რა­ლულს იწ­ვევს და ბავ­შ­ვებ­საც არი­დე­ბენ ამ ზღა­პარს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა იწ­ვევს უკე­თურ ძალ­თა გა­მომ­ხატ­ველ პერ­სო­ნაჟ­თა – იქ­ნე­ბა ეს დე­ვი, გვე­ლე­შა­პი, კუ­დი­ა­ნი დე­და­ბე­რი თუ ადა­მი­ა­ნის სა­ხით გა­მო­ხა­ტუ­ლი ბო­რო­ტი ძა­ლა – შე­ცო­დე­ბა­საც, რაც ზღაპ­რის მთა­ვარ საზ­რისს, და­ნიშ­ნუ­ლე­ბას – ბო­რო­ტი­სა და კე­თი­ლის გარ­ჩე­ვის უნარს უკარ­გავს მო­მა­ვალ თა­ო­ბას.

რა­ტომ­ღაც არა­ვინ ლა­პა­რა­კობს ანი­მა­ცი­უ­რი, სა­ბავ­შ­ვო ფილ­მე­ბი­სა თუ ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის მარ­თ­ლაც სას­ტიკ, და­უნ­დო­ბელ, გა­მიზ­ნუ­ლად და­მა­ხინ­ჯე­ბულ იმ სა­ში­ნელ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, რაც დიდ ფსი­ქი­კურ და ზნე­ობ­რივ დაღს ას­ვამს მო­ზარ­დებს.  ადა­მი­ან­მა უნ­და და­იც­ვას ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სულ­დ­გ­მუ­ლი, ეს მი­სი წმი­და­თაწ­მი­და მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ წინ უნ­და აღუდ­გეს ზღა­პარ­ში  გა­მო­ხა­ტულ სი­ხარ­ბეს, ვე­რა­გო­ბას, ცბი­ე­რე­ბას, უხეშ, დამ­თ­რ­გუნ­ველ, სას­ტიკ, მჩაგ­ვ­რელ  ძა­ლას, რაც ზღა­პარ­ში მგლის, მე­ლი­ის, დათ­ვის, დე­ვის, ურ­ჩხუ­ლის და ა.შ. ხა­ტებ­ში დევს. მა­თი ამ­გ­ვა­რი სა­ხით გან­ც­და ადა­მი­ან­ში არ­სე­ბულ უკე­თურ ძალ­თა გარ­დაქ­მ­ნას იწ­ვევს და რო­ცა უფ­ლის­წუ­ლი ათას­ნა­ირ გან­საც­დელს გა­და­ლა­ხავს მზე­თუ­ნა­ხა­ვის გა­მო­სახ­ს­ნე­ლად, იმ სა­ში­ნე­ლი და სას­ტი­კი ხატ-სა­ხე­ე­ბი­თაც კი, რაც ხან­და­ხან უფ­რო­სებს უმარ­თე­ბუ­ლოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა, ამ დროს ბავ­შ­ვ­ში გან­ც­დი­ლი ში­ში­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გან­ც­და მას­ში არ­სე­ბულ ეგო­იზმს ასუს­ტებს.  რა თქმა უნ­და, სა­ჭი­როა ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, რომ ზღა­პა­რი მის­ტე­რიაა და მხო­ლოდ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, რო­ცა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და ყვე­ლას­თ­ვის და აუცი­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ზღა­პა­რი არაა 4-5 და გინ­დაც 7 წლის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი.

ზღა­პა­რი იმ ღვთა­ებ­რი­ვი ენით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, რა­საც ბავ­შ­ვო­ბი­დან თუ მო­ვუს­მენთ, – შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის გრძელ გზა­ზე, მო­ციმ­ცი­მე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჩვენ­თ­ვის მხო­ლოდ ცი­უ­რი სხე­უ­ლი არ იქ­ნე­ბა, ცი­ცი­ნა­თე­ლა-მა­ნა­თო­ბე­ლი მატ­ლი, ცი­სარ­ტყე­ლა კი, მხო­ლოდ წვი­მის წვე­თებ­ში არეკ­ლი­ლი მზის ათი­ნა­თი.   ში­ში და გა­უცხო­ე­ბა ღვთა­ებ­რი­ვის­გან მო­შო­რე­ბა­სა და მი­სი ენის და­კარ­გ­ვას მოს­დევს – ნუ და­ვუ­კარ­გავთ ბავ­შ­ვებს ზღაპ­რულ ხატ-სა­ხე­ებს – ამ კე­თილ და ჯა­დოს­ნურ მკურ­ნალს!

ქეთევან აბრამიშვილი
ფილოლოგი, რედაქტორი

 

  1. მანანა აბრამიშვილი, საბავშვო შემეცნებითი ჟურნალი „ანო და ვანო“, 2015;
  2. RUDOLF STEINER ERGEBNISSE DER GEISTESFOSCHUNG

GA 326.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები