27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ზო­გი­ერ­თი გრა­მა­ტი­კუ­ლი ნი­უ­ან­სი სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­სას

spot_img

ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც მოწყ­ვე­ტი­ლი არი­ან ქარ­თულ სივ­რ­ცეს, ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, უკ­ვე ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ პე­და­გო­გე­ბი. ამ რთულ გზა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სწავ­ლე­ბის ბევ­რ­მა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თა­ვი და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად შე­ი­მუ­შა­ვეს ენის სწავ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი მე­თო­დე­ბი, მიდ­გო­მე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და რე­სურ­სე­ბი. ქარ­თუ­ლი ენა გახ­ლავთ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და მი­სი შეს­წავ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა არა­ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის კარ­გა ხა­ნია დგას დღის წეს­რიგ­ში, თუმ­ცა იმის გა­მო, რომ მათ ფაქ­ტობ­რი­ვად არ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია ძი­რი­თად მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ამ სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის მხრებ­ზეა.

საქ­მეს არ­თუ­ლებს ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ენა იბე­რი­ულ ენა­თა ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა და ზო­გი­ერ­თი გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რია მხო­ლოდ მის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად: მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვა, ე.წ. მა­ნი­ა­ნი ზმნე­ბი, ქცე­ვის ფორ­მე­ბი და სხვა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამ­გ­ვა­რი სა­კითხე­ბის უკეთ აღ­საქ­მე­ლად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი მწერ­ლე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბით, რად­გან მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ებ­თა ენა ახ­ლოს დგას სა­ლა­პა­რა­კო ენას­თან და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სიტყ­ვა­თა ფორ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თუ­ლი ენის ძი­რი­თა­დი ლექ­სი­კა და მორ­ფო­ლო­გი­ურ-სინ­ტაქ­სუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ და თან­და­თან უფ­რო რთუ­ლი გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ. თა­ვი­დან­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ,რომ თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი არის არა ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა (თუმ­ცა ესეც არაა ური­გო), არა­მედ, გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რის უკეთ აღ­საქ­მე­ლად, მოს­წავ­ლე­თათ­ვის ამა თუ იმ გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუთხით მი­წო­დე­ბა და შემ­დეგ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა ზე­პირ და წე­რით მეტყ­ვე­ლე­ბა­ში – ილა­პა­რა­კონ და წე­რონ გა­მარ­თუ­ლად.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, საქ­მეს არ­თუ­ლებს ის, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ზო­გი­ერ­თი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მა და მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით აზ­რის გა­მო­ხატ­ვა სხვა ენებს, მათ შო­რის სომ­ხურ ენას, არ გა­აჩ­ნი­ათ, რაც გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აყე­ნებს მას­წავ­ლე­ბელ­საც და მოს­წავ­ლე­საც: მას­წავ­ლე­ბელს – რო­გორ მი­ი­ტა­ნოს მოს­წავ­ლემ­დე მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი სა­კითხი, მოს­წავ­ლეს კი – რო­გორ გა­ი­გოს ის აზ­რობ­რი­ვი ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლის შე­სატყ­ვი­სი გად­მო­ცე­მის გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მის მშობ­ლი­ურ ენა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ესა თუ ის ერი ერ­თ­ნა­ი­რად აღ­ქ­მულ მოვ­ლე­ნებს ზოგ­ჯერ, წი­ნა­და­დე­ბე­ბად, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად აყა­ლი­ბებს და წარ­მოთ­ქ­ვამს. ამის გა­მო, ენის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ქარ­თუ­ლად აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას, მშობ­ლი­უ­რი ენის ენობ­რი­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის კო­პი­რე­ბას მი­მარ­თა­ვენ – ჯერ გო­ნე­ბა­ში, მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ი­აზ­რე­ბენ სათ­ქ­მელს და შემ­დეგ თარ­გ­მ­ნი­ან ქარ­თუ­ლად. ამი­ტომ მათ ქარ­თულ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ასეთ კო­პი­რე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს: „დღეს ცი­ვა არის“, „არ ლა­მა­ზია“, „სა­დაც რომ ვართ…“, „რომ მე თბი­ლის­ში წა­ვე­დი…,“ „რო­მე­ლიც რომ მე წა­ვი­კითხე“… „რა­ტომ შენ თბი­ლის­ში წახ­ვე­დი?“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ­ში სიტყ­ვა­თა რი­გი პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლია, კითხ­ვი­თი წი­ნა­და­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბი­სას, აუცი­ლე­ბე­ლია, კითხ­ვით სიტყ­ვას მოს­დევ­დეს ზმნა. სომ­ხურ­ში ეს რი­გი ყო­ველ­თ­ვის არაა და­ცუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რა­ტომ, მა­გა­ლი­თის­თ­ვის: ქარ­თულ­ში – „შენ დღეს რა­ტომ წახ­ვე­დი სო­ფელ­ში?“ სომ­ხურ­ში – „შენ რა­ტომ დღეს სო­ფელ­ში წახ­ვე­დი?“

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ამ ენე­ბის გრა­მა­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბაც. ენის და­უფ­ლე­ბის გზა­ზე ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­ნი არა­ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის ქმნის დაბ­რ­კო­ლე­ბებს. მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია გრა­მა­ტი­კუ­ლად გა­მო­ხა­ტუ­ლი მი­მარ­თე­ბე­ბის გა­გე­ბა სუ­ბი­ექ­ტ­სა და ობი­ექტს შო­რის, ან პი­რი­ქით – ობი­ექ­ტ­სა და სუ­ბი­ექტს შო­რის, ან კი­დევ – ობი­ექ­ტებს შო­რის და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­ხ­ვი­სო თუ სა­თა­ვი­სო ქცე­ვე­ბის, ენი­ა­ნი ვნე­ბი­თის, თურ­მე­ო­ბი­თის მწკრი­ვე­ბის გა­გე­ბა და მათ ფუნ­ქ­ცი­ებ­ში გარ­კ­ვე­ვა. ამ სა­კითხებს ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი ძა­ლი­ან კარ­გად უღებს ალ­ღოს მა­შინ, რო­ცა ენის შეს­წავ­ლა ხდე­ბა ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, მაგ­რამ იქაც, სა­დაც ენის ათ­ვი­სე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო არ არ­სე­ბობს, გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის შეს­წავ­ლას გვერდს ვერ ავუვ­ლით.

ამა თუ იმ გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის აღ­საქ­მე­ლად, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა მოს­წავ­ლე ჩას­წ­ვ­დეს მის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს, ანუ რას გუ­ლის­ხ­მობს, რას აღ­ნიშ­ნავს იგი. და­ვიწყოთ სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და ობი­ექ­ტე­ბის მი­მარ­თე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი აზრს ე.წ. ვი­ნი­ა­ნი და მა­ნი­ა­ნი ზმნე­ბით გა­მო­ხა­ტავს. ამ მი­მარ­თე­ბე­ბის ში­ნა­არ­სის გა­სარ­კ­ვე­ვად, შეგ­ვიძ­ლია, ორი ენის – სა­მიზ­ნე და მშობ­ლი­უ­რი ან სა­მიზ­ნე და სა­შუ­ა­მავ­ლო ენე­ბის – შე­და­რე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მაგ., „ვწერ წე­რილს მე­გო­ბარს“ ნიშ­ნავს, რომ სუ­ბი­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბა მი­ე­მარ­თე­ბა ირიბ ობი­ექტს (მე­გო­ბარს), მის­თ­ვის ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა და პირ­და­პი­რი ობი­ექ­ტიც (წე­რი­ლი) მის­თ­ვის იწე­რე­ბა. ამ მი­მარ­თე­ბის გა­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ენის მა­ტა­რებ­ლის­თ­ვის ად­ვი­ლია, რად­გან, ვი­მე­დოვ­ნებ, ყველ­გან ასეა. სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აზ­რის გად­მო­ცე­მა კი, ქარ­თულ ენას შე­უძ­ლია ობი­ექ­ტუ­რი პი­რის ნიშ­ნე­ბით გად­მოს­ცეს ისე, რომ არ ჩარ­თოს პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ნი­ა­ნი ზმნის სუ­ბი­ექ­ტი გა­და­იქ­ცე­ვა მა­ნი­ა­ნი ზმნის ირიბ ობი­ექ­ტად და პი­რი­ქით, მა­ნი­ა­ნი ზმნის ირი­ბი ობი­ექ­ტი ვი­ნი­ა­ნებ­ში სუ­ბი­ექ­ტად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა, ანუ ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ირიბ ობი­ექ­ტუ­რი პი­რე­ბი: მე ვწერ მე­გო­ბარს წე­რილს (მე — სუბ., მას — ირ.ობ., მას — პირ.ობ.), მაგ­რამ მე­გო­ბა­რი მწერს მე წე­რილს (ის — სუბ., მე — ირ.ობ., მას — პირობ.), ან უბ­რა­ლოდ: მე­გო­ბა­რი მწერს წე­რილს. მ ისე­დაც პირ­ველ ობი­ექ­ტურ პირს გა­მო­ხა­ტავს, ამი­ტომ პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლის, მე-ს, ჩარ­თ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა არ დგას ქარ­თულ ენა­ში, რა­საც ვერ ვიტყ­ვით სხვა ენებ­ში. მაგ., პი­რუ­კუ მი­მარ­თე­ბი­სას, რუ­სულ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლის — мне-ს ჩარ­თ­ვა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად სხვა ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბელ აზრს მი­ვი­ღებთ: я пишу письмо другу — друг пишет мне письмо (მე ვწერ წე­რილს მე­გო­ბარს — მე­გო­ბა­რი მე მწერს წე­რილს). რომ გა­მოვ­ტო­ვოთ პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი мне, მი­ვი­ღებთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სუ­რათს: друг пишет письмо  — მე­გო­ბა­რი წერს წე­რილს. მა­შა­სა­და­მე, ქარ­თუ­ლის ობი­ექ­ტუ­რი პი­რის ნი­შა­ნი მ და რუ­სუ­ლის პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი სნე ერ­თ­ნა­ი­რი ფუნ­ქ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან. ასეა სომ­ხურ­შიც, ოღონდ სომ­ხუ­რი ენა ამ მი­მარ­თე­ბებს კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­თი ნაც­ვალ­სა­ხე­ლის­თ­ვის თან­დე­ბუ­ლი­ა­ნი ფორ­მით გა­მო­ხა­ტავს: იეს გრუ­მემ ნა­მაკ ენ­კე­როჯს ჰა­მარ (მე ვწერ წე­რილს მე­გობ­რის­თ­ვის), ენ­კერ გრუ­მე ნა­მაკ ინძ ჰა­მარ — მე­გო­ბა­რი წერს წე­რილს ჩემ­თ­ვის. ე.ი. ქარ­თულ ენა­ში პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბის ფუნ­ქ­ცია არა მხო­ლოდ პი­რის ნიშ­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვაა, არა­მედ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი პი­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბე­ბიც. ვფიქ­რობ, რო­ცა მოს­წავ­ლე, ში­ნა­არ­სის დო­ნე­ზე, კარ­გად გა­ი­გებს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თე­ბებს და სა­თა­ნა­დო მა­გა­ლი­თე­ბით გა­იმ­ყა­რებს ამ ცოდ­ნას, დაძ­ლევს მშობ­ლი­უ­რი ენის სინ­ტაქ­სუ­რი წყო­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი კო­პი­რე­ბის პრობ­ლე­მას და აღარ გა­უ­ჭირ­დე­ბა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ამის შემ­დეგ აღარ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს ქცე­ვი­სა და ენი­ა­ნი ვნე­ბი­თის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­გე­ბაც, რად­გან ქარ­თუ­ლი ზმნის ეს ორი­ვე კა­ტე­გო­რი­აც სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი პი­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბებს გა­მო­ხა­ტავს.

სომ­ხურ ენას ქცე­ვის გა­გე­ბა არ აქვს. იქ ზმნას მხო­ლოდ სა­არ­ვი­სო ქცე­ვის ფორ­მა გა­აჩ­ნია და სა­თა­ვი­სო ან სას­ხ­ვი­სო ქცე­ვის ფუნ­ქ­ცი­ას თვის თან­დე­ბუ­ლით გა­მო­ხა­ტავს. ქარ­თულ­ში კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მი­ვე ქცე­ვის ფორ­მას თა­ვი­სი ნი­შა­ნი აქვს: ა – სა­არ­ვი­სო ქცე­ვის ნი­შა­ნია (ვ-ა-ამ­ზა­დებ მე საჭ­მელს, საჭ­მე­ლი სუ­ბი­ექ­ტის მი­ერ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის­თ­ვის კი არ მზად­დე­ბა, არა­მედ ზო­გა­დად), ი, უ – სას­ხ­ვი­სო ქცე­ვა­ში ( მ-ი-მზა­დებს ის მე მას – დე­და მე სა­უზ­მეს, -მზა­დებს ის მას მას, ანუ უმ­ზა­დებს დე­და შვილს სა­უზ­მეს). ეს მი­მარ­თე­ბა სუ­ბი­ექ­ტ­სა და ობი­ექ­ტებს შო­რის ნიშ­ნავს, რომ სა­უზ­მე მზად­დე­ბა არა მოქ­მე­დი პი­რის­თ­ვის, არა­მედ სხვის­თ­ვის, კონ­კ­რე­ტუ­ლად ირი­ბი ობი­ექ­ტის­თ­ვის — შვი­ლის­თ­ვის. – სა­თა­ვი­სო ქცე­ვის გა­მომ­ხატ­ვე­ლია (იმ­ზა­დებს ის მას, ანუ დე­და სა­უზ­მეს) და გვიჩ­ვე­ნებს,რომ მოქ­მე­დი პი­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის მოქ­მე­დებს, დე­და თა­ვის­თ­ვის ამ­ზა­დებს სა­უზ­მეს. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, სუ­ბი­ექ­ტ­სა და ირიბ ობი­ექტს შო­რის პირ­და­პი­რი და ირი­ბი მი­მარ­თე­ბე­ბი ასეთ სა­ხეს მი­ი­ღებს: ვუ­შე­ნებ — მი­შე­ნებს, ვუმ­ზა­დებ — მიმ­ზა­დებს, ვუ­კე­თებ — მი­კე­თებს….

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სომ­ხურ ენა­ში ქცე­ვის გა­მო­სა­ხა­ტად ში­ნა­არ­სით სა­არ­ვი­სო ქცე­ვის ზმნის ფორ­მას ემა­ტე­ბა კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­თი ნაც­ვალ­სა­ხე­ლის თვის თან­დე­ბუ­ლი­ა­ნი ფორ­მე­ბი: ვა­შე­ნებ (კა­რუ­ცე­ლემ) — სა­არ­ვი­სო ქცე­ვა, ვა­შე­ნებ ჩემ­თ­ვის (კა­რუ­ცე­ლემ ინძ + ჰა­მარ — ვი­შე­ნებ) — სა­თა­ვი­სო ქცე­ვა, ვა­შე­ნებ მის­თ­ვის (კა­რუ­ცე­ლემ ნა +ჰა­მარ, ვუ­შე­ნებ) — სას­ხ­ვი­სო ქცე­ვა. ქცე­ვის თვალ­საზ­რი­სით, პირ­და­პი­რი და პი­რუ­კუ მი­მარ­თე­ბე­ბი ასე­თია: მე ვა­შე­ნებ მის­თ­ვის (იეს კა­რუ­ცე­ლემ ნა ჰა­მარ) — ის აშე­ნებს ჩემ­თ­ვის (ნა კა­რუ­ცე­ლე ინ­ძი + ჰა­მარ ), მა­შინ,რო­ცა ქარ­თულ­ში გვაქვს ვუ­შე­ნებ-მი­შე­ნებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ სა­კითხებს კარ­გად რომ აუღე­ბენ ალ­ღოს, მშობ­ლი­უ­რი ენის ანა­ლო­გი­ით აღარ იტყ­ვი­ან: ის წერს წე­რილს ჩემ­თ­ვის. ენი­ა­ნი ვნე­ბი­თიც, ში­ნა­არ­სით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სას­ხ­ვი­სო ქცე­ვას ჰგავს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სუ­ბი­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბა მი­ე­მარ­თე­ბა კონ­კ­რე­ტულ პირს: „ვლა­პა­რა­კობ“ გა­მო­ხა­ტავს ზო­გად მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ „ვე­ლა­პა­რა­კე­ბი“ ნიშ­ნავს მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ხატ­ვას კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რი­სად­მი, ირი­ბი ობი­ექ­ტი­სად­მი. სხვა მა­გა­ლი­თე­ბი: ვთა­მა­შობ, მაგ­რამ ვე­თა­მა­შე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლად ვი­ღა­ცას, ვე­ხუმ­რე­ბი, ვე­კითხე­ბი, … კონ­კ­რე­ტუ­ლად ვი­ღა­ცას (ანუ ირიბ ობი­ექტს). ენი­ან ვნე­ბი­თებ­ში სუ­ბი­ექ­ტი­სა და ირი­ბი ობი­ექ­ტის პირ­და­პი­რი და პი­რუ­კუ მი­მარ­თე­ბე­ბიც, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, იმა­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გვიჩ­ვე­ნებს, რაც სას­ხ­ვი­სო ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­ში გვაქვს: ვე­თა­მა­შე­ბი-მე­თა­მა­შე­ბა, ვეხ­მა­რე­ბი-მეხ­მა­რე­ბა, ვე­ხუმ­რე­ბი-მე­ხუმ­რე­ბა, ვე­კითხე­ბი-მე­კითხე­ბა… სომ­ხურ­ში ენი­ა­ნი ვნე­ბი­თის როლს, ხში­რად, რუ­სუ­ლის მსგავ­სად, თან თან­დე­ბუ­ლი კის­რუ­ლობს: რუ­სულ­ში — я с тобой говорю —  он со мной говорит; სომ­ხურ­ში — იეს ქო ჰედ ხო­სუ­მემ-ნა ინძ ჰედ ხო­სუ­მე, რაც სიტყ­ვა­სიტყ­ვით ნიშ­ნავს — მე შენ­თან ვლა­პა­რა­კობ-ის ჩემ­თან ლა­პა­რა­კობს.

პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თი:

ეს მწკრი­ვი სა­ერ­თოდ არაა სომ­ხურ­ში და მი­სი წარ­მო­ე­ბა არა, მაგ­რამ ში­ნა­ა­რს გა­გე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ღო­ი­ან მოს­წავ­ლე­ებ­საც უჭირთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბაც. პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თი, ში­ნა­არ­სის თვალ­საზ­რი­სით, ძალ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და, ვფიქ­რობ, ცალ­კე საკ­ვ­ლე­ვი თე­მაა. რო­გორც ვი­ცით, მი­სი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია უნა­ხა­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გის გა­მო­ხატ­ვაა (ყო­ფი­ლა, შე­უ­ჭა­მია, მო­სუ­ლა, აუღია, მო­უ­პარავს…), მაგ­რამ სხვა უამ­რა­ვი ში­ნა­არ­სი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მაც შე­უძ­ლია, ამას­თან, ყვე­ლა­ზე მე­ტად, უარ­ყო­ფით კონ­ტექ­ს­ტ­ში იხ­მა­რე­ბა.

რას გა­მო­ხა­ტავს ში­ნა­არ­სით პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თი:

  1. იძ­ლე­ვა უარ­ყო­ფით პა­სუხს შე­კითხ­ვა­ზე: და­წე­რე? – არ და­მი­წე­რია;. წა­ი­კითხე? – არ წა­მი­კითხავს; იყა­ვი? – არ ვყო­ფილ­ვარ; და­ხა­ტე? – არ და­მი­ხა­ტავს…;

გა­მო­ხა­ტავს:

  1. ზო­გა­დად ფაქ­ტის უარ­ყო­ფას ან და­დას­ტუ­რე­ბას: მაგ., ეს სიმ­ღე­რა მე არ და­მი­წე­რია/არ მო­მის­მე­ნია, ან პი­რი­ქით – კი, მო­მის­მე­ნია/და­მი­წე­რია, არა­ვინ მყვა­რე­ბია/რო­გორ მყვა­რე­ბია… ყო­ფილ­ხარ,/არ ყო­ფილ­ხარ… „ხბო მი­ყი­დია, და­მიკ­ლავს, გა­მიტყა­ვე­ბია“(ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი“);
  2. ემო­ცი­ას/აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას: რა კარ­გად/ცუ­დად და­მი­წე­რია, გა­მი­კე­თე­ბია, მოვ­ქ­ცე­ულ­ვარ, მით­ქ­ვამს…;
  3. შე­პი­რის­პი­რე­ბას: არ და­მი­კარ­გავს, მი­პოვ­ნია; იმას აჩუ­ქე, ჩემ­თ­ვის არ გი­ჩუქ­ნია; ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გა­დამ­ხ­დე­ნია, მაგ­რამ ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მსმე­ნია;
  4. ვი­თომ-ის გა­გე­ბას: ვი­თომ აქ არ ყო­ფილ­ხარ… ვი­თომ გი­ნა­ხავს…;
  5. აქვს თით­ქოს გა­გე­ბა უარ­ყო­ფით ან და­დე­ბით კონ­ტექ­ს­ტ­ში: თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, თით­ქოს არა­ვინ ყო­ფი­ლა, თით­ქოს არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია... თით­ქოს სადღაც მი­ნა­ხავს;
  6. მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გის მი­ხედ­ვით კითხ­ვის ფორ­მუ­ლი­რე­ბას: ეს რა გა­გი­კე­თე­ბია?!
  7. რი­ტო­რი­კულ შე­კითხ­ვას: რა გა­გი­კე­თე­ბია ამ ხნის მან­ძილ­ზე?

 

მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ რომ გა­ვარ­კ­ვი­ოთ პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თის ფორ­მით გად­მო­ცე­მულ ზმნის ში­ნა­არ­ს­ში, დიდ დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წევს შე­და­რე­ბის მე­თო­დი. რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი ენე­ბი, პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თის ში­ნა­არ­სის გად­მო­სა­ცე­მად, ზმნის წყვე­ტი­ლის ფორ­მას­თან იყე­ნე­ბენ დამ­ხ­მა­რე სიტყ­ვას, რომ კავ­შირ­თან ერ­თად ან მის გა­რე­შე. მაგ, თურ­მე აქ ვი­ღაც ყო­ფი­ლა — оказывается / что здесь ктото был (оказывается ), სომ­ხუ­რი: პარ­ზ­ვუ­მე ვორ მეგ აიეს­ტეღ ეღე­ლე, მა­შინ, რო­ცა ქარ­თულ ენას ამ მწკრი­ვის მა­წარ­მო­ე­ბე­ლი აფიქ­სე­ბი და წე­სე­ბი აქვს.

სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის მარ­თ­ლ­წე­რი­სა და მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბის დად­გე­ნა­ში დიდ როლს თა­მა­შობს ე.წ. ყუ­რის ფაქ­ტო­რი. თუ „ყურს“ არ მო­ე­წო­ნე­ბა ზმნის ესა თუ ის ფორ­მა, მას აუცი­ლებ­ლად უკუ­აგ­დებს. მაგ., ვი­ცით, რომ ვა-ზე ან მა-ზე გა­თა­ვე­ბუ­ლი საწყი­სე­ბი პირ­ველ თურ­მე­ო­ბით­ში და­ირ­თა­ვენ ავ და ამ და­ბო­ლო­ე­ბას: შე­ნახ­ვა-შე­უ­ნა­ხავს, თქმა-უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ჭა­მა-შე­უ­ჭა­მია, გა­ცე­მა-გა­უ­ცია, ნგრე­ვა-და­უნ­გ­რე­ვია

ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თის სწავ­ლე­ბი­სას, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბა გა­ვუ­მახ­ვი­ლოთ მის ძი­რი­თად ფუნ­ქ­ცი­ა­ზე და უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბელ ზო­გი­ერთ ფორ­მა­ზე, რად­გან, გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მათ უფ­რო მე­ტად შეხ­ვ­დე­ბი­ან პრაქ­ტი­კა­ში. სხვა ში­ნა­არ­სის გა­სა­გე­ბად კი, ქარ­თუ­ლის სრულ­ყო­ფი­ლად ცოდ­ნა და მის ნი­უ­ან­სებ­ში წვდო­მაა სა­ჭი­რო.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­სას, მთა­ვა­რი ის კი არ არის, მოს­წავ­ლე­ებს ესა თუ ის გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რია ვას­წავ­ლოთ, არა­მედ ის, რომ მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩას­წ­ვ­დ­ნენ აზ­რის ში­ნა­არსს, რა­თა შემ­დ­გომ ქარ­თუ­ლად სწო­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ წი­ნა­და­დე­ბა, სწო­რად იმეტყ­ვე­ლონ და არ მო­ახ­დი­ნონ მშობ­ლი­უ­რი ენის ენობ­რი­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის კო­პი­რე­ბა.

ზა­მი­რა/დო­დო კო­ბი­აშ­ვი­ლი – არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი,

რუ­ბენ ანე­სი­ა­ნი – კონ­სულ­ტან­ტი სომ­ხუ­რი ენის სა­კითხებ­ში, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფელ ოზნის სა­ჯა­რო სკო­ლის სომ­ხუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  ა. შა­ნი­ძე, „ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა“, მე-3 ტო­მი;

  სომ­ხუ­რი ენის გრა­მა­ტი­კა;

  წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის

მოს­წავ­ლე­თა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები