ზოგადი უნარების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ლიტერატურისა და ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები

200
გთავაზობთ ისტორიის, ზოგადი უნარების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ლიტერატურისა და ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (15 ქულაზე) მეტი.
 
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  30%-ზე (24 ქულაზე) მეტი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.
ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.
 
ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება  სხვადასხვა  ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

დატოვეთ კომენტარი