27 ივლისი, შაბათი, 2024

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

spot_img

განახლებული რეგულაციების თანხმად, სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის (გარდა დაშვებული გამონაკლისებისა), თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ‒ დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები.

პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდება ის მოსწავლე,  მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელსაც პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება აქვს. ასევე, ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნისა და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია პირბადის ტარების ვალდებულებისგან.

სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის, საგაკვეთილო პროცესის დროს, დახურულ და  ღია სივრცეებში, ასე განისაზღვრა:

⇒ საკლასო ოთახში,  მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

♦ მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია, არანაკლებ, 1 მეტრისა;

♦ მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია, არანაკლებ, 2 მეტრისა.

♦ საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

სასწავლო პროცესის ორგანიზება, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმება:

♦ წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

♦ უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო და მოსწავლეთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);

♦ საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ, გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით ‒ ნატრიუმის ჰიპოქლორიდით (0,1%-იანი ხსნარით)  დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;

♦ მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი ‒ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ‒ ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;

♦ დასვენებებზე, ერთდროულად, დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;

♦ მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის  დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით;

♦ მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა დისტანციურ შეხვედრებს მიანიჭეთ.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, შემდეგია: 

♦ უნდა განხორციელდეს ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);

♦ რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი, გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი;

♦ სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა, სამუშაო ადგილზე, უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში; სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი, შეძლებისდაგვარად, უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

ჩამონათვალში გაწერილია მოსწავლეთა ვალდებულებებიც:   

⇒ დაიცავით ჰიგიენის წესები;

⇒ დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;

⇒  დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

⇒ დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

⇒  დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

⇒  მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

⇒  სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება;

⇒ არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

⇒  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;

⇒ პირბადე მოირგეთ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.

განახლებული რეგულაციების სრულ ჩამონათვალში წაიკითხავთ

♦ ზოგად რეკომენდაციებს სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენის;  სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესს, როგორ უნდა მოხდეს სკოლის სივრცეში გადაადგილება; რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოგიწევთ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის და სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკების ფუნქციონირებისთვის; ასევე, შეგიძლიათ ნახოთ სკოლა-პანსიონების ფუნქციონირების რეკომენდაციები (24-საათიანი მომსახურება) და ა.შ.  

ჩამოტვირთე⤵⤵⤵⤵

განახლებული რეგუალციები

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები