26 ნოემბერი, შაბათი, 2022

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა – მას­წავ­ლე­ბელ­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა

spot_img

ლე­ლა მან­გოშ­ვი­ლი

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა/პრო­ექ­ტის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი

 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, 2021-2022 სას­წავ­ლო წე­ლი გარ­და­მა­ვალ წლად გა­მოცხად­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 24 რა­ი­ო­ნის მხარ­დამ­ჭე­რი გუნ­დის ექ­ს­პერ­ტე­ბი, ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, აკ­ვირ­დე­ბი­ან მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს, მას­წავ­ლებ­ლებს აძ­ლე­ვენ სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ეს­წ­რე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, რა­თა ნა­ხონ, რო­გორ ინერ­გე­ბა სი­ახ­ლე, რა თა­ნამ­დე­ვი ხარ­ვე­ზე­ბი ახ­ლავს მას და მუდ­მი­ვად ძი­ე­ბა­ში არი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­ტივ­დეს კუ­რი­კუ­ლუ­მის, მატ­რი­ცე­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სტრუქ­ტუ­რა და პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გახ­დეს.

მეც ამ დი­დი გუნ­დის წევ­რი გახ­ლა­ვართ.

მინ­და, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პან­დე­მი­ის თა­ნამ­დე­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და კი­დევ მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტუ­რი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი მი­ზე­ზის მი­უ­ხე­და­ვად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვი­თა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, აუჩ­ქა­რებ­ლად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, გა­აზ­რე­ბუ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი.

ძვე­ლი თბი­ლი­სი­სა და თეთ­რიწყა­როს რა­ი­ო­ნის სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებ­სა და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პე­რი­ო­დუ­ლად, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა რა­ი­ო­ნუ­ლი მას­შ­ტა­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა და ამ გზით გაგ­ვე­ად­ვი­ლე­ბი­ნა მათ­თ­ვის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოხ­სე­ნე­ბე­ბი უდი­დე­სი სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნ­და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ხ­სე­ნე­ბელ­თა შო­რის, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მი­მარ­თუ­ლე­ბით, იყ­ვ­ნენ:

  1. თამ­რი­კო ფიჩხუ­ლაშ­ვი­ლი – მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი;
  2. ანა გულ­და­მაშ­ვი­ლი – მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  3. სა­ლო­მე მენ­თე­შაშ­ვი­ლი – ერ­ტი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  4. ქე­თი­ნო ჩხე­ტი­ა­ნი – თბი­ლი­სის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  5. ნა­ნა გაგ­ნი­ძე – თბი­ლი­სის 212-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  6. მა­რი­ნა ქო­როღ­ლიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის 212-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მინ­და, გა­გი­ზი­ა­როთ მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ქ-ნ თამ­რი­კო ფიჩხუ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა, რო­მე­ლიც ამავ­დ­რო­უ­ლად ას­წავ­ლის სა­განს „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“.

მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­არ­ჩია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­ებს წე­რი­ლი უნ­და მი­ე­წე­რათ თე­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­თ­ვის, რა­თა რა­ი­ონ­ში გახ­ს­ნი­ლი­ყო მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი. თუმ­ცა, და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სოფ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა თხოვ­ნით, და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, რად­გან მა­თი მო­საზ­რე­ბით, თემ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ, რო­მე­ლიც ყვე­ლა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

◊◊◊

თე­მა – სად და რო­გორ ვი­ღებ გა­ნათ­ლე­ბას

სა­მიზ­ნე ცნე­ბა – ინ­ს­ტი­ტუ­ცია (შე­დე­გე­ბი: 7, 11, 15, 17)

ქვეც­ნე­ბა – მუ­ზე­უ­მი

სა­კითხი – მუ­ზე­უ­მი ჩემს თემ­ში

ქვე­სა­კითხე­ბი – მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა – რო­გორ წარ­მო­ვა­ჩი­ნო პრო­ექ­ტის „გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ სა­შუ­ა­ლე­ბით ჩემს თემ­ში ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უ­მის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა

წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ შე­ნი რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ყო ფი­ნან­სე­ბი თე­მის კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად. შენ და შე­ნი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და თემ­ში მუ­ზე­უ­მის ღია ცის ქვეშ, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, გახ­ს­ნა და რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის თქვე­ნი მო­საზ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად და­წე­რეთ წე­რი­ლი.

და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

ნაშ­რომ­ში/ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნე:

♦ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ფუნ­ქ­ცია აქვს მუ­ზე­უმს ღია ცის ქვეშ და რა­ტომ არის შენს თემ­ში მი­სი არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა?

♦ რო­გორ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უ­მი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს?

I ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა

♦ რო­გორ უნ­და წარ­მო­ვა­ჩი­ნო სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რე­სურ­სი/აქ­ტი­ვო­ბა:

რე­სურ­სი 1. რა­ტომ და რო­გორ წე­რენ წე­რილს?

რე­სურ­სი 2. თეთ­რიწყა­როს მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი – http://tetritskaro.gov.ge/tetritskaros-shesaxeb/ghirsshesanishnaobebi/432-mxaretmcodneobis-muzeumi.html

რე­სურ­სი 3. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი –

http://museum.ge/

რე­სურ­სი 4. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მე­ბი –

http://georgianmuseums.ge/

რე­სურ­სი 5. ექ­ს­პო­ნა­ტი

რე­სურ­სი 6. სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ მუ­შა­ო­ბა წე­რი­ლის სტრუქ­ტუ­რა­ზე, რო­გო­რი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს, რამ­დე­ნი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის დაც­ვა.

 

♦ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მუ­ზე­უ­მებ­ში (მათ შო­რის — თეთ­რიწყა­როს რა­ი­ო­ნის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში), დის­კუ­სია.

♦ ექ­ს­კურ­სია სოფ­ლის ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­ზე (მა­რაბ­დის წმინ­და მა­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, ცხრა ძმა ხერ­ხე­უ­ლი­ძე­თა საფ­ლა­ვე­ბი და ობე­ლის­კი, არ­სე­ნა ოძე­ლაშ­ვი­ლის ძეგ­ლი).

♦ წიგ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის მოწყო­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში და მოს­წავ­ლე „გი­დე­ბი“.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა სა­ხის მუ­ზე­უ­მე­ბი არ­სე­ბობს? (რე­სურ­სი 2, 3)

♦ წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ არ არ­სე­ბობ­დეს მუ­ზე­უ­მე­ბი, რას ვერ შეძ­ლებ­დი?

♦ რა არის მუ­ზე­უ­მი და რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს მას?

♦ რა ჰქვია მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნილ ნივ­თებს? (რე­სურ­სი 3)

♦ რო­გო­რი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს წე­რილს (რამ­დე­ნი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა)? (რე­სურ­სი 1)

♦ რა­ტომ, რა მიზ­ნით წერ წე­რილს? რა და­გეხ­მა­რე­ბა წე­რის მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში?

♦ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებ წე­რი­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ცოდ­ნას მი­სი შედ­გე­ნი­სას?

II ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი

ნა­ბი­ჯი 1. რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ფუნ­ქ­ცია აქვს მუ­ზე­უმს ღია ცის ქვეშ და რა­ტომ არის შენს თემ­ში მი­სი არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა? (მ.წ. 1. 2)

რე­სურ­სი/აქ­ტი­ვო­ბა:

რე­სურ­სი 1. მე-4 კლა­სი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, I ნა­წი­ლი, პა­რაგ­რა­ფი 9, გვ. 19-20

რე­სურ­სი 2. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ —

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მულ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბა.
  2. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმ­ში? შენ რას გმა­ტებს მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა?

♦ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მუ­ზე­უმ­ში?

♦ რო­გორ წარ­მო­ა­ჩენ წე­რი­ლით თემ­ში ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უ­მის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას?

ნა­ბი­ჯი 2. რო­გორ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ შე­ნი თე­მის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს? (მ.წ. 3)

რე­სურ­სი/აქ­ტი­ვო­ბა:

რე­სურ­სი 1. მუ­ზე­უმ­ში და­საქ­მე­ბულ­თა პრო­ფე­სი­ე­ბი

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ სა­უ­ბა­რი მუ­ზე­უმ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე.

♦ წე­რი­ლის სტრუქ­ტუ­რის შეხ­სე­ნე­ბა.

♦ წე­რი­ლის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ის შექ­მ­ნა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

♦ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის შექ­მ­ნა.

♦ ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­დ­გე­ნა.

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მებ­ში?

♦ რო­გორ ხე­დავ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სის ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას მუ­ზე­უმ­ში?

♦ არი­ან თუ არა შენს თემ­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ და­საქ­მ­დ­ნენ მუ­ზე­უმ­ში?

♦ რო­გორ უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნო შენს წე­რილ­ში მუ­ზე­უმ­ში სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის რო­ლი?

შე­კითხ­ვე­ბი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის:

♦ აღ­წე­რე, რო­გორ წა­რი­მარ­თა და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი;

♦ აღ­წე­რე, რა პრო­დუქ­ტი შექ­მე­ნი;

♦ რა სა­კითხს შე­ე­ხე­ბა შენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა?

♦ ახ­სე­ნი, რა­ტომ შექ­მე­ნი წე­რი­ლი? რი­სი თქმა გინ­დო­და მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით?

♦ რა­ტომ ფიქ­რობ, რომ შენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი წე­რი­ლია?

♦ შე­ნი აზ­რით, ვინ უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს შენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით და რა­ტომ?

♦ რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს წა­ა­აწყ­დი და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

♦ რას გა­ა­კე­თებ­დი სხვაგ­ვა­რად, ახ­ლა რომ იწყებ­დე და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას?

♦ მსგავ­სი ფორ­მის ან ში­ნა­არ­სის და­ვა­ლე­ბა სხვა დროს თუ შე­გის­რუ­ლე­ბია?

♦ შე­ნი აზ­რით, რით ჰგავს და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა შე­ნი და­ვა­ლე­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბის­გან?

ქ-ნ თამ­რი­კო ფიჩხუ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დას­ტუ­რია იმი­სა, რო­გორ უწყობს ხელს, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლით“ სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბის, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

რო­გორც იტყ­ვი­ან, ფაქ­ტი ჯი­უ­ტია. მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა შეც­ვა­ლეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, რე­ა­ლო­ბას მი­უ­სა­და­გეს და ასე გახ­დ­ნენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი.

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­წავ­ლე­ებ­მა, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, საკ­ლა­სო ოთახ­ში წიგ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი შექ­მ­ნეს, სა­ოც­რად კარ­გად მო­ირ­გეს „გი­დის“ რო­ლი და ოთა­ხის ყვე­ლა კუთხე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მი­ნი-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სი შთამ­ბეჭ­და­ვი და და­უ­ვიწყა­რი გა­ხა­დეს.

ქ-ნი თამ­რი­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლას­ში არი­ან ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ შეძ­ლეს და შექ­მ­ნეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი თით­ქ­მის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თორ­მე­ტი­ვე მოს­წავ­ლემ წარ­მო­ა­ჩი­ნა სო­ფელ მა­რაბ­დის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის რო­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, და­ა­სა­ბუ­თა მუ­ზე­უ­მის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რო­გორ შე­უწყობს ხელს მა­რაბ­და­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბას (მათ შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „მა­რაბ­დე­ლი მე­ნე­ჯე­რი“). თუმ­ცა, არის რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­დაც ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ მოხ­და.

ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მუ­ლი დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა და ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რად და­ა­სა­ბუ­თეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დას­რულ­და ყვე­ლა მოს­წავ­ლის ნა­მუ­შევ­რის შე­ფა­სე­ბით, სა­დაც მკა­ფი­ოდ ჩანს ნა­მუ­შევ­რის აღ­წე­რი­ლო­ბა და მას­წავ­ლებ­ლის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი.

სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გე­ბის ტაქ­სო­ნო­მი­ით (იხ. http://bit.ly/3yWZ1bR  http://mastsavlebeli.ge/?p=31083), დი­აგ­რა­მის სა­ხით, ამ­გ­ვა­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი:

და­სას­რულ, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ღვაწ­ლ­მო­სილ მას­წავ­ლე­ბელს, ქალ­ბა­ტონ თამ­რი­კო ფიჩხუ­ლაშ­ვილს და მი­ვუ­ლო­ცო იუბი­ლე, ვუ­სურ­ვო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, დღეგ­რ­ძე­ლო­ბა და მხნე­ო­ბა, რა­თა ბევ­რი თა­ო­ბა აღ­ზარ­დოს ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები