22 მარტი, შაბათი, 2025

ზია-ხა­ნუ­მის აღ­სა­რე­ბა – აკა­კი წე­რეთ­ლის „გამ­ზ­რ­დე­ლი“

spot_imgspot_img

გა­მარ­ჯო­ბა! მე ზია-ხა­ნუ­მი ვარ. მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გარ­დამ­ტეხ პე­რი­ოდ­ზე. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მარ­თ­ლაც იდე­ა­ლუ­რი იყო, სა­ნამ მას შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი და ყვე­ლა­ფე­რი აირე­ო­და…

მე თა­ვა­დე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე. მთელ საგ­ვა­რე­უ­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუა ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­დ­ნენ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ეშ­ხი­ა­ნი ვი­ყა­ვი. რაც უფ­რო ვიზ­რ­დე­ბო­დი, მით მე­ტი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მიჩ­ნე­ბო­და. სა­ა­ბო­ლო­ოდ კი და­ვი­ჯე­რე, რომ ჩემ­ზე ლა­მა­ზი არც არა­ვინ არის. სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას ვხე­დავ და­ხა­ტუ­ლი ნაკ­ვ­თე­ბის მქო­ნე ელე­გან­ტურ და შარ­მი­ან ქალს. რო­მე­ლი კა­ცი გა­უძ­ლებს ასე­თი ღვთა­ე­ბის ცქე­რას?! მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა კა­ცი, დი­დი თუ პა­ტა­რა, ჩე­მი­თაა მო­ხიბ­ლუ­ლი, მაგ­რამ აქამ­დე ჩე­მი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა, იმ ერ­თის გარ­და, ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

ყვა­ვი­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­ულ­ზე და­ვი­ნა­ხე უსიმ­პა­თი­უ­რე­სი ცხე­ნო­სა­ნი, მა­მა­კა­ცუ­რი იერ­სა­ხი­თა და ზღვა­სა­ვით თვა­ლე­ბით. სე­რი­ო­ზუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ჩან­და, და­მა­ინ­ტე­რე­სა და მი­ვუ­ახ­ლოვ­დი გა­მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. ის კი უბ­რა­ლოდ მო­მე­სალ­მა და წა­ვი­და. არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­უ­ჩე­ნია ჩემ მი­მართ, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი ვი­ყა­ვი და არა მშვე­ნე­ბა – რო­გორც მე­ძა­ხი­ან. თა­ვი­დან მე­გო­ნა, სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­და, რა­თა გულ­ში ჩამ­ვარ­დ­ნო­და და მას­ზე მე­ფიქ­რა. გა­ვი­და კვი­რე­ბი, თვე­ე­ბი ისე, რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, არც გა­მომ­ლა­პა­რა­კე­ბია. არ მას­ვე­ნებ­და იმა­ზე ფიქ­რი, რომ არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე უარი თქვა. იმ­დე­ნად შე­მიპყ­რო ამ ფიქ­რ­მა, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. გა­მახ­სენ­და ერ­თი კა­ცი, სა­ფარ-ბე­გი, რო­მე­ლიც გა­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი იყო ჩე­მი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბით. მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და ჩე­მი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ამი­ტო­მაც ალ­მას­ხი­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის – ცხე­ნის მო­პარ­ვა ვთხო­ვე. რა­ტომ? მინ­დო­და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო, ში­ნა­გა­ნად მომ­კ­ვ­და­რი­ყო ჩე­მი უარ­მ­ყო­ფე­ლი, ჩემ­ზე უარის მთქმე­ლი. ჰო­და, მო­ვიკ­რი­ბე ძა­ლე­ბი და თვალ­თ­მაქ­ცუ­რად ვუბ­რ­ძა­ნე, თუ ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბა გინ­და, ჯერ საქ­მე­ნი საგ­მი­რო­ნი მიჩ­ვე­ნე, და­მა­ჯე­რე, რომ ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი და უში­შა­რი ხარ-მეთ­ქი. ამ და­ვა­ლე­ბამ ცო­ტა­თი და­აფ­რ­თხო, მაგ­რამ ისე იყო ჩე­მით შეპყ­რო­ბი­ლი, რომ ეშ­მაკ­საც კი მიჰ­ყი­დი­და იმ წუ­თას სულს. კარ­გიო, – მითხ­რა და წა­ვი­და…

სა­ფარ ბე­გი კარ­გა ხანს არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მე­გო­ნა, შე­ე­შინ­და ალ­მას­ხი­ტის­თ­ვის ცხე­ნის წარ­თ­მე­ვის, რად­გან ის საქ­ვეყ­ნოდ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი იყო სიძ­ლი­ე­რი­თა და ვაჟ­კა­ცო­ბით. ერთ სა­ღა­მოს, შე­ბინ­დე­ბი­სას, და­ვი­ნა­ხე შო­რი გზი­დან მო­მა­ვა­ლი, თეთრ ცხენ­ზე უხე­ი­როდ შე­მომ­ჯ­და­რი სა­ფა­რი, ინა­ლი­ფას ლურ­ჯი ლაფ­შა და გუ­ლი ამიფ­რი­ალ­და. წარ­მო­ვიდ­გი­ნე სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი ალ­მას­ხი­ტი თა­ვი­სი ერ­თ­გუ­ლი მე­გობ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლი მა­ლე უბე­დუ­რე­ბად მექ­ცა. სა­ფარ-ბეგ­მა ჩე­მი სურ­ვი­ლი აას­რუ­ლა, მაგ­რამ მას არც კმა­ყო­ფი­ლე­ბა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ეტყო­ბო­და. ჩემ წი­ნა­შე მკვდა­რი­ვით იდ­გა, უსიტყ­ვოდ გად­მომ­ცა ცხე­ნი და წა­ვი­და. არ ვი­ცო­დი, მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და, თუ რა უნ­და მეთ­ქ­ვა. ვი­ფიქ­რე, ეს ლაფ­შა სად წა­ვიყ­ვა­ნო, რა თავ­ში ქვად ვიხ­ლი-მეთ­ქი… ჩე­მი ფიქ­რის გორ­გა­ლი გა­ი­ზარ­და, შე­იკ­რა და უპა­სუ­ხო ვა­კუ­უ­მი შექ­მ­ნა. ყო­ველ ღა­მე მახ­სენ­დე­ბო­და სა­ფა­რის აც­რემ­ლე­ბუ­ლი, სი­ცოცხ­ლე­და­კარ­გუ­ლი თვა­ლე­ბი, ვნა­ნობ­დი, რომ მა­შინ არა­ფე­რი ვკითხე. თვე­ე­ბი გა­დი­ო­და… ვერ ვი­გებ­დი მი­სი სევ­დის მი­ზეზს. ახა­ლი ფარ­ჩის კა­ბის სა­ყიდ­ლად გა­სულ­მა ორი ვაჭ­რის სა­უ­ბარს მოვ­კა­რი ყუ­რი. ყა­ბარ­დოს სი­ა­მა­ყის, ჰა­ჯი-უსუ­ბის ტრა­გი­კულ სიკ­ვ­დილ­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. თურ­მე თა­ვი მო­უკ­ლავს ერთ-ერ­თი გაზ­რ­დი­ლის საქ­ცი­ე­ლის გა­მო, რო­მელ­მაც ჯერ ცხე­ნი მო­ი­პა­რა, მე­რე კი ძუ­ძუმ­ტის მე­უღ­ლეს ახა­და ნა­მუ­სი. მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ჩემ­გან და­გე­ში­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ფარ-ბე­გის ის­ტო­რია იყო. ამის გა­აზ­რე­ბის­თა­ნა­ვე თავ­ზა­რი და­მე­ცა. ჩემ­მა და­უ­ო­კე­ბელ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილ­მა რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა. ახ­ლა გა­სა­გე­ბია, სა­ფა­რის თვა­ლე­ბი­დან რა­ტომ იყუ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის უგუ­ნუ­რე­ბი­სა­გან და­ნა­კუ­წე­ბუ­ლი ღმერ­თი.

ნი­ცა ვა­რა­მაშ­ვი­ლი

სკო­ლა „ერუ­დი­ტის“ მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება