24 ნოემბერი, კვირა, 2024

ზვე­ლის სკო­ლა 127-წლიანი ის­ტო­რიით

spot_img

XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მღვდელ­მა დი­მიტ­რი ხა­ხუ­ტაშ­ვილ­მა. იგი იყო ჯერ ახალ­ცი­ხის, შემ­დეგ კი ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რე­ბის ეპარ­ქი­ე­ბის ბლა­ღო­ჩი­ნი და სამ­რევ­ლო სკო­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტო­რი. რო­გორც მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, დე­კა­ნო­ზი დი­მიტ­რი ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლი დიდ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მოქ­მედ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ებ­სა და მრევ­ლ­ზე. იყო წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ახალ­ცი­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბის პირ­ვე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ქარ­თუ­ლი ენის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით, 1890-1902 წლებ­ში, მხა­რე­ში 24-ზე მე­ტი სამ­რევ­ლო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, სა­დაც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი და კა­თო­ლი­კე­ე­ბი ერ­თად სწავ­ლობ­დ­ნენ.

დი­მიტ­რი ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1897 წელს, სო­ფელ ზველ­ში სამ­რევ­ლო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა. თე­დო ზედ­გი­ნი­ძის (და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს) გად­მო­ცე­მით, ზველ­ში ად­რი­დან­ვე მოქ­მე­დებ­და მედ­რე­სე და სო­ფელ ჭო­ბა­რე­თი­დან და­დი­ოდ­ნენ მაჰ­მა­დი­ან­თა ბავ­შ­ვე­ბი სას­წავ­ლებ­ლად. ზველ­ში სამ­რევ­ლო სკო­ლის და­არ­სე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნა­დაც მის ახ­ლო­ბელ სოფ­ლებ­ში, გარ­და მუს­ხი­სა, სკო­ლა არ არ­სე­ბობ­და. სკო­ლის გამ­გედ და­ი­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მღვდე­ლი ეფ­რემ ინა­სა­რი­ძე. იგი, დი­მიტ­რი ხა­ხუ­ტაშ­ვილ­თან ერ­თად, და­დი­ო­და სო­ფელ-სო­ფელ და გლე­ხო­ბას უხ­ს­ნი­და თუ რა სი­კე­თე შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის ახ­ლით შეც­ვ­ლას.

სამ­რევ­ლო სკო­ლის შე­ნო­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა საცხოვ­რე­ბელ­თან ერ­თად, სო­ფელ­მა ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით ააშე­ნა. იქ კი, ჭო­ბა­რე­თი­დან და­დი­ოდ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, შეძ­ლე­ბულ­თა შვი­ლე­ბი. პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ: თევ­დო­რე, ნი­კო­ლოზ და გრი­გოლ ზედ­გი­ნი­ძე­ე­ბი, ნეს­ტორ დი­ა­სა­მი­ძე და სხვე­ბი. სკო­ლის შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ოთა­ხის­გან შედ­გე­ბო­და. ერ­თი ოთა­ხი იყო მღვდლის საცხოვ­რე­ბე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი – საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი.

რამ­დე­ნა­დაც ის სამ­რევ­ლო სკო­ლა იყო, ყო­ველ­დღი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრილ­ში, პირ­ვე­ლი სა­ა­თი საღ­ვ­თო სჯულს ეთმობოდა, მე­ო­რე და მე­სა­მე – დე­და­ე­ნას, მე­ოთხე – რუ­სულ ენას, მე­ხუ­თე – არით­მე­ტი­კას და გა­ლო­ბას. სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს სა­ჭი­რო ელე­მენ­ტა­რულ ცოდ­ნას აძ­ლევ­და. ამი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­კო კას­რა­ძე და მღვდე­ლი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი დიდ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­დ­ნენ. გლე­ხო­ბა კმა­ყო­ფი­ლი იყო შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბით. მას­წავ­ლე­ბე­ლი და მღვდე­ლი, იმავ­დ­რო­უ­ლად, რე­ვო­ლუ­ცი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ოდ­ნენ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც დრო­დად­რო სკო­ლის შე­ნო­ბა­ში იკ­რი­ბე­ბო­და ფა­რუ­ლი კრე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

1905 წლის 20 ნო­ემ­ბერს დი­მიტ­რი ხა­ხუ­ტაშ­ვილ­მა მღვდლე­ბი­სა და სამ­რევ­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ყრი­ლო­ბა მო­იწ­ვია. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ: გი­ორ­გი ჩარ­კ­ვი­ა­ნი – მუს­ხის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვა­სილ იაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე – ვა­ლის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ნი­კო კას­რა­ძე ზვე­ლი­დან და ან­დ­რია კას­რა­ძე – წმ. მა­რი­ნეს ეკ­ლე­სი­ის მდი­ვა­ნი. მათ იმ­ს­ჯე­ლეს გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე. ისი­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ.

სო­ფელ ზველ­ში სამ­რევ­ლო სკო­ლამ 1917 წლამ­დე იარ­სე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი მო­ზარ­დე­ბის რე­ლი­გი­უ­რი აღ­ზ­რ­და იყო, უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა გლეხ­კა­ცო­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში – ელე­მენ­ტა­რულ გა­ნათ­ლე­ბას დე­და ენა­ზე აზი­ა­რა.

1918-1919 წლებ­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში. იმ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ერ­თხელ მო­უხ­და საცხოვ­რებ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა. თურ­ქი მო­თა­რე­შე­ე­ბის მი­ერ გა­ი­ძარ­ც­ვა სოფ­ლე­ბი და უმ­ძი­მე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი ნა­ხეს. ასეთ პი­რო­ბებ­ში სკო­ლა­ზე ზრუნ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, 1922-1923 სას­წავ­ლო წლი­დან, სო­ფელ ზველ­ში ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი დაწყე­ბი­თი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, რომ­ლის გამ­გე, თავ­და­პირ­ვე­ლად, სტე­ფა­ნე ზედ­გი­ნი­ძე იყო, შემ­დეგ – სო­ლო­მონ დი­ა­სა­მი­ძე, მაქ­სი­მე ზედ­გი­ნი­ძე. 1925 წლი­დან კვლავ სო­ლო­მონ დი­ა­სა­მი­ძე და­ი­ნიშ­ნა. 1923-1924 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზვე­ლის სკო­ლა­ში 38 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და. 1924 წელს სკო­ლა­ში ცალ­კე ჯგუ­ფი გა­იხ­ს­ნა მაჰ­მა­დი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც მაჰ­მა­დი­ა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი ას­წავ­ლი­და.

ზვე­ლის ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი თე­დო ზედ­გი­ნი­ძე წერ­და:

„გვი­ხა­რო­და, რომ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლა ღა­რი­ბებ­საც გვე­ღირ­სა. ჭო­ბა­რე­თი­დან და­დი­ოდ­ნენ ჩვენს სკო­ლა­ში: ჯვა­რი­ძე გი­ორ­გი, გვირ­ჯიშ­ვი­ლი ელიზ­ბარ, ძმე­ბი: ზედ­გი­ნი­ძე ქრის­ტე­სია და ბა­სი­ლა, ჯვა­რი­ძე ლა­დო და ალექ­სი, ელე­ნე და ტა­სო ინა­სა­რი­ძე­ე­ბი. ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან უჭირ­დათ ბავ­შ­ვებს ჭო­ბა­რე­თი­დან ზვე­ლის სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, ბუ­ქი­ან დღე­ებ­ში კი ვერ მო­დი­ოდ­ნენ და გაკ­ვე­თი­ლე­ბი ცდე­ბო­და“.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნა­რი იყო. საბ­ჭო­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ითხოვ­და, ამი­ტომ, მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნ­რო­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლე­ბი გა­იხ­ს­ნა. ასე­თი სკო­ლა უფ­რო­სე­ბის­თ­ვის სო­ფელ ზველ­შიც ამოქმედდა, 1926-1927 წლებ­ში. ის მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

„ჭო­ბა­რეთ­ში უფ­რო­სი ასა­კის მქო­ნე­თა­გან მხო­ლოდ ბა­სი­კო ინა­სა­რა­ი­ძემ იცო­და წე­რა-კითხ­ვა. 14 კაც­მა და­ვიწყეთ სი­ა­რუ­ლი ამ სკო­ლა­ში ჭო­ბა­რე­თი­დან. თვით ზვე­ლე­ლე­ბი კი უფ­რო მეტ­ნი იყ­ვ­ნენ. ჩვენ­თან ერ­თად ჭო­ბა­რე­თი­დან მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბიც და­დი­ოდ­ნენ და ქარ­თულ წე­რა-კითხ­ვას სწავ­ლობ­დ­ნენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი იგი­ვე გვყავ­და ვინც პა­ტა­რებს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჯერ პა­ტა­რებს უტარ­დე­ბო­დათ, შუ­ადღის შემ­დეგ კი ჩვენ,“ – წერ­და ბაგ­რატ ჯვა­რი­ძე.

მას შემ­დეგ, რაც მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში დაწყე­ბი­თი სამ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბი გა­იხ­ს­ნა, რომ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც, მე­ოთხე კლა­სი­დან, ზვე­ლის სკო­ლა­ში აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ სწავ­ლას. 1934-1935 სას­წავ­ლო წელს, ზველ­ში არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი იყო ვინ­მე ოსა­ძე. შემ­დეგ, 1936-1942 წლებ­ში – აბ­რამ ზა­ზა­ძე, 1942-1946 წლებ­ში – ელე­ნე ივა­ნი­ძე.

1944 წელს სო­ფელ ჭო­ბა­რე­თის შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და. სო­ფელ ზველ­ში კვლავ შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა დარ­ჩა, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჭო­ბა­რე­თის სკო­ლა­ში უწევ­დათ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლის შე­ნო­ბა დაძ­ველ­და და ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მოთხოვ­ნებს. 1973 წელს, სო­ფელ ზველ­ში, სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბა აშენ­და და სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლის მო­ზარ­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, სა­კუ­თარ სკო­ლა­ში მი­ე­ღოთ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა. დი­რექ­ტო­რი იყო გი­ვი ჯვა­რი­ძე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი: და­რე­ჯან ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ნა­ნუ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ზედ­გი­ნი­ძე, სო­ნია ზედ­გი­ნი­ძე, ლე­ნა ზედ­გი­ნი­ძე, ფა­ტი­მა ლონ­და­რი­ძე და სხვე­ბი. 1975 წლი­დან 1987 წლამ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო ოთარ ჯვა­რი­ძე, ხო­ლო 1987 წი­დან 1995 წლამ­დე – გუ­რამ დი­ა­სა­მი­ძე. 1995 წლი­დან ზველის საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად დავინიშნე,  2023 წლი­დან უკ­ვე არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ვარ.

სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა, 97%, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. სკო­ლას ჰყავს ოქ­როს და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლოს­ნე­ბი.

მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლი­დან, საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა და­ტო­ვა სო­ფე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად შემ­ცირ­და შო­ბა­დო­ბაც. დღე­ი­სათ­ვის, სკო­ლა­ში 50-მდე მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

მაგდანი ლაცაბიძე
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ზველის საჯარო სკოლის დირექტორი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები