11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ზეპირი მეტყველების უნარების განვითარებისთვის

spot_img

ლალი ამბროლაძე

სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

ზეპირი მეტყველების უნარების განვითარება უცხო ენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს უცხო ენის ცოდნამ, თუკი არ შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება და ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება? საჭიროა მრავალფეროვანი საკლასო აქტივობების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნასწავლი მასალა რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში გამოიყენონ. გთავაზობთ რამდენიმე სახალისო აქტივობას ინგლისურ ენაში, რომელთა მიზანი ზეპირი მეტყველების უნარების გაუმჯობესებაა.

  1. Transport Survey

დონე: ნებისმიერი

ასაკი: 8-12

საკლასო ორგანიზების ტიპი: ჯგუფური, საერთო საკლასო

მიზანი: კითხვების დასმით გამოვიკითხოთ თუ როგორ დადიან მოსწავლეები სკოლაში; გავიგოთ რა დრო სჭირდებათ სკოლაში მისასვლელად (საჭიროების და ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით, შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ სატრანსპორტო საშუალებები და მოგზაურობის ხანგრძლივობა).

ენობრივი ფორმები: მოცემულ მაგალითში: Present Simple, How…? შეკითხვები, სატრანსპორტო საშუალებები, მოგზაურობის ხანგრძლივობა (ზედსართავი სახელის ხარისხები);

რესურსი: შესავსები ბარათების ქსეროასლები, შესაძლებელია ცხრილის რვეულში გადაწერა.

name by bus by car by plane by motor bike walk (or on foot) by train time
              45 minutes
               
               
               

პროცედურა:

  1. დაყავით კლასი 4-6-კაციან ჯგუფებად.
  2. დახატეთ ზემოთ მოცემული ცხრილი დაფაზე ან ბავშვებს დაურიგეთ წინასწარ დამზადებული ქსეროასლები.
  3. სთხოვეთ ბავშვებს, გადახაზონ ცხრილი საკლასო წერის რვეულებში (ან დაურიგეთ ქსეროასლები) და პირველ სვეტში ჩამოწერონ მათი ჯგუფის წევრების სახელები.
  4. გაივარჯიშეთ იმ კითხვების დასმაში, რომლებიც ბავშვებმა თავიანთი ჯგუფის წევრებთან უნდა გამოიყენონ.
  5. მოახდინეთ აქტივობის მოდელირება ერთ მოსწავლესთან ერთად,

მაგ.:

T: How do you come to school, Jo?

P: By bus.

T: How long does it take?

P: (About) 45 minutes.

  1. მოსწავლეები მორიგეობით უსვამენ ერთმანეთს კითხვებს თავიანთ ჯგუფებში და ავსებენ ცხრილს.
  2. მას შემდეგ, რაც ჯგუფები შეავსებენ ცხრილებს, რამდენიმე ბავშვი კლასში აკეთებს პრეზენტაციას და წარმოადგენს მის მიერ შევსებულ ცხრილს,

მაგ.: Jo comes to school by bus. It takes 45 minutes.

თუკი შესაძლებელია, ბავშვები ერთმანეთს ადარებენ იმ დროს, რაც მათ სჭირდებათ სკოლაში მისასვლელად,

მაგ.: It’s faster by car than by train./It’s slower by bike than by bus.

რჩევები და რეკომენდაციები:

♦ თუკი ბავშვების ენის ცოდნის დონე მაღალია, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, დაასახელონ, რომელი სატრანსპორტო საშუალება ურჩევნიათ და რატომ;

მაგ., I prefer cars. They’re faster. I prefer trains. You can read on a train.

♦ უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებთან შეგიძლიათ გამოტოვოთ ბოლო სვეტი და ის შეკითხვები, რომლებიც მოგზაურობის დროს ეხება;

♦ ბავშვებს შეუძლიათ, გამოიყენონ უკვე შევსებული ცხრილები იმისათვის, რომ თავიანთი ჯგუფის წევრების შესახებ შეადგინონ წინადადებები;

♦ ეს აქტივობა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რომელიმე თემის შესავალი დავალება, მაგალითად, ტრანსპორტი, საგზაო უსაფრთხოება, პირადი სატრანსპორტო გამოცდილება მგზავრობისას ან ჰაერის დაბინძურება;

♦ საკლასო და ჯგუფური გამოკითხვები ძალიან ბევრ თემაზე შეიძლება ჩავატაროთ, იმ აქტივობებსა და უნარებზე, რომელთა შესრულება და გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს; იმ შინაურ ცხოველებზე, რომლებიც მათ ჰყავთ ან იმ საკვებზე, რაც მოსწონთ.

2. როლური თამაშები

როლური თამაშების საშულებით მოსწავლეებს ენიჭებათ როლები და გაითამაშებენ ისეთ რეალურ სიტუაციებს, რომლებსაც შეიძლება კლასის გარეთ შეხვდნენ (მაგ.: პაციენტი ექიმის კაბინეტში, კლიენტი მაღაზიაში, გამყიდველი და ა.შ.). როლური თამაში არის რეალური ცხოვრების იმიტაცია და ამგვარი მეთოდის გამოყენება მოსწავლეებს უფრო თავდაჯერებულს და მოტივირებულს ხდის. ისინი ასრულებენ თავიანთ როლებს და ენას იყენებენ ფუნქციურად.

3. Five times/dates about yourself!

დაფაზე დაწერეთ ხუთი ციფრი ან წელი, რომელიც თქვენთვის მნიშნელოვანია. (მაგ.: რამდენი ძმა გყავთ, რომელ წელს დაამთავრეთ სკოლა). სთხოვეთ მოსწავლეებს, დაგისვან შეკითხვები (მაგ.:What happened on…? What do you do at 10 am?). პასუხების გაცემის შემდეგ მოსწავლეები დაწერენ მათთვის სასურველ ციფრებს და თარიღებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წყვილებში მუშაობა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი როლები შეცვალოთ.

აღნიშნული აქტივობები საშუალებას აძლევს ბავშვებს, თავისუფლად მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია მათი თანატოლებისგან, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ საკლასო სივრცეში, გაიუმჯობესონ სასაუბრო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ სამიზნე ლექსიკა, შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე სხვადასხვა ფუნქციური უნარები, შეძლონ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება. მოცემული აქტივობების ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ბავშვები აქტიურად იყენებენ ცოდნის სამივე სახეს. ამავე დროს, მორცხვი ბავშვებიც დიდი სიამოვნებით ერთვებიან თამაშში, რადგან ხედავენ, რომ ყველა დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას და მთელი კლასი მათ არ უყურებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები