27 ნოემბერი, კვირა, 2022

ვფიქ­რობ, ზუს­ტად იქ ვარ, სა­დაც უნ­და ვი­ყო

spot_img

სო­ფიო ბე­რი­ა­ნი­ძე

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო ოროზ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

2017 წელს და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმა­ვე წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში და 4 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად. 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კი დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო ოროზ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გამ­გ­ზავ­ნეს კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად.

„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ ფარ­გ­ლებ­ში, 2017 წელს, ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში წა­ვე­დი. კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე ამ სო­ფელ­ში. ბი­ძაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა, პირ­ვე­ლი, რა­მაც გა­მა­ო­ცა, ის იყო, რომ თურ­მე სო­ფელ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი არ და­დი­ო­და და ასე დავ­დე­ქი ჭა­პა­ლას­თან. დღემ­დე ეს ად­გი­ლი ჩემ­თ­ვის ლო­დინ­თან და ვინ­მე ღვთის­ნი­ე­რის გა­მო­ჩე­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ზოგ­ჯერ ვხუმ­რობ კი­დეც ხოლ­მე, ვინც ჭა­პა­ლას­თან არ მდგა­რა, არ იცის რა არის იმე­დი. შუ­ადღით მი­ვე­დი მას­პინ­ძელ ოჯახ­ში და, ტრა­დი­ცი­უ­ლად, უშაქ­რო ჩა­ით გა­მი­მას­პინ­ძ­ლ­დ­ნენ (თაფ­ლი­ვით ტკბილ ჩა­ის ვსვამ­დი მა­ნამ­დე). რა თქმა უნ­და, ერ­თი სიტყ­ვა არ ვი­ცო­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და იმ დღი­დან მივ­ხ­ვ­დი რა იყო ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით ლა­პა­რა­კი. ნელ-ნე­ლა უშაქ­რო ჩა­ი­საც შე­ვე­გუე, ფე­ხით რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა­საც იმ იმე­დით, რომ ვინ­მე შემ­ხ­ვ­დე­ბო­და და გა­და­სახ­ვე­ვამ­დე მი­მიყ­ვან­და. მაგ­რამ, წვი­მა­ში წას­ვ­ლა პრობ­ლე­მა იყო. მან­ქა­ნას და­ვას­ვე­ლებ­დი, ასე რომ, წვი­მა არ მიყ­ვარს. ოჯახ­მა კარ­გად მი­მი­ღო.

22 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ვე­ლად შე­ვე­დი კლას­ში. რა თქმა უნ­და, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და ვინ ვი­ყა­ვი,რა­ტომ ჩა­ვე­დი მათ­თან. ყვე­ლა სა­თი­თა­ოდ მო­დი­ო­და და მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. მა­ლე დავ­მე­გობ­რ­დით. ბევ­რის­თ­ვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. და­ფიქ­რ­დ­ნენ იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლო, მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა და და­საქ­მ­დე შე­ნი პრო­ფე­სი­ით. 4 წე­ლი გა­ვა­ტა­რე ტა­ლა­ვერ­ში და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ წელს, ბავ­შ­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბით აბა­რებ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­სურ­ველ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე. კლას­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი და ტრა­დი­ცი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ მქო­ნია. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვარ­გებ­დი გაკ­ვე­თი­ლის თე­მებს მათ ინ­ტე­რე­სებს. კი­ნოკ­ლუ­ბი, მკითხ­ველ­თა კლუ­ბი და და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ახალ­გად­მო­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას.

სა­ინ­ტერე­სოა, რომ მა­ღალ კლა­სებ­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. სულ 4-5 წე­ლი იყო ჩვენ შო­რის სხვა­ო­ბა და ამი­ტომ უფ­რო მე­გობ­რად მი­მი­ღეს, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლად. ნელ-ნე­ლა მათ კულ­ტუ­რას გა­ვე­ცა­ნი და ყვე­ლა მათ ტრა­დი­ცი­ა­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ნე­ბის­მი­ერ სამ­ზა­დის­ში ვერ­თ­ვე­ბო­დი და ასე უფ­რო ვუ­ახ­ლო­ვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ზოგს იმის გან­ც­დაც არ ჰქონ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი, მათ­თ­ვის არა მხო­ლოდ ენა, არა­მედ კულ­ტუ­რა­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ამი­სათ­ვის ხში­რად ვაწყობ­დით სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს, ვეც­ნო­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის ტრა­დი­ცი­ებს. ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის მე მხო­ლოდ მა­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, მე­გო­ბა­რიც ვარ. მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე მე­სა­უბ­რონ და და­ვეხ­მა­რო პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში. ის, რომ ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე შე­მოს­ვ­ლა უხა­რი­ათ, ვთვლი, რომ უკ­ვე წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­ხ­დი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზე­მო ოროზ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემ­თ­ვის. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, ის იყო, რომ რუ­კა­ზე მოვ­ძებ­ნე სო­ფე­ლი და ბევ­რი ფიქ­რის გა­რე­შე გა­და­ვე­დი დმა­ნის­ში, ახალ გა­რე­მო­ში, ახალ სკო­ლა­ში. ყვე­ლაფ­რის ახ­ლი­დან გავ­ლა მო­მი­წია. რა თქმა უნ­და, ძველ სო­ფელს მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. მყავ­და იდე­ა­ლუ­რი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი, დღემ­დე ვსტუმ­რობ მათ. დმა­ნის­შიც გა­მი­მარ­თ­ლა ოჯახ­შიც, გა­რე­მო­შიც, ბავ­შ­ვებ­შიც. რი­გით მე­სა­მე ოჯახ­ში ვარ ახ­ლა. სულ ვამ­ბობ, ოჯა­ხებ­ში მი­მარ­თ­ლებს და ჩემს ქორ­წილ­ში ბევ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა და ვგრძნობ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­თა მხრი­და­ნაც, რად­გან მათ ვუ­ტა­რებთ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურსს, რაც მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე არას­დ­როს მი­ოც­ნე­ბია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ზუს­ტად იქ ვარ, სა­დაც უნ­და ვი­ყო.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები