11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ვსწავ­ლობთ ჩვე­ნი და სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით – სე­რია დი­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img
მას­წავ­ლებ­ლის  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის პროგ­რა­მა ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“ და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი „mastsavlebeli.ge“,  მას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის სე­რი­ით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­მოს­ცემს მას­წავ­ლებ­ლის ორ წიგნს, რო­მელ­საც სა­ჩუქ­რად უგ­ზავ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენტრს.  სე­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის თე­მა­ტი­კა მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შერ­ჩე­უ­ლი.
რას გუ­ლის­ხ­მობს მას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა და რა დახ­მა­რე­ბას უწევს ის პე­და­გო­გებს, ამის შე­სა­ხებ გვე­საუბ­რე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნა­ტო ინ­გო­როყ­ვა.

– ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ტო, ვიდ­რე წლე­ვან­დელ გა­მო­ცე­მებ­ზე და­ვიწყებთ სა­უ­ბარს, მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ მას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის სე­რი­ის ის წიგ­ნე­ბი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად

– პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი – ✅„პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი“ – 2013 წელს გა­მო­ი­ცა და მი­სი ში­ნა­არ­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სა­დაა შექ­მ­ნი­ლი და ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში. შემ­დეგ გა­მო­ვი­და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი – ✅ „გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“. ის პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რჩე­ვებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებსა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის აღ­წე­რას მო­ი­ცავს. შემ­დე­გი მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი ✅„სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ მომ­ზად­და, სა­დაც ავ­ტო­რე­ბის მი­ერ პრაქ­ტი­კუ­ლად არის ახ­ს­ნი­ლი ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა რო­გორც პირ­და­პი­რი (დე­დუქ­ცი­უ­რი), ისე არა­პირ­და­პი­რი (ინ­დუქ­ცი­უ­რი) სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

რე­დაქ­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ითარ­გ­მ­ნა და წიგ­ნად გა­მო­ვი­და მსოფ­ლიო ბეს­ტ­სე­ლე­რი თომას გორ­დო­ნის ✅„რო­გორ გავ­ხ­დე კარ­გი მშო­ბე­ლი“, რაც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის­თ­ვის მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო სა­კითხა­ვი გახ­ლავთ, თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და მა­გა­ლი­თე­ბით.

სე­რი­ის მე­ხუ­თე წიგნია ✅„ინტერაქტიური მე­თოდები პრაქტიკაში“, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მე­თო­დე­ბის აღ­წე­რას, არა­მედ ყვე­ლა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­ში აქ­ტი­ვო­ბებს და სცე­ნა­რებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი  ყო­ველ­თ­ვის მი­უ­თი­თე­ბენ ამ წიგ­ნის დიდ პრაქ­ტი­კულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე.

მე­ექ­ვ­სე გა­მო­ცე­მაა ✅„შეფასება: მოს­წავ­ლე, გაკვეთილი, შიდა სასკოლო“. წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ პა­სუ­ხებს შემ­დეგ კითხ­ვებ­ზე: რა­ტომ არის შე­ფა­სე­ბის თე­მა ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი და შე­დე­გე­ბი? რო­გორ უნ­და და­ვუ­კავ­ში­როთ ერ­თ­მა­ნეთს შე­ფა­სე­ბა და სწავ­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა? რო­დის უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, მიმ­დი­ნა­რე და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა? რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს შე­ფა­სე­ბის პრინ­ცი­პებს? რა როლს თა­მა­შობს ში­და­სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სკო­ლის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში? რო­გო­რია უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მასწავლებლის მეშვიდე წიგნი ✅ „გამჭოლ კომპეტენციებს“ ეთმობა. ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ მე­თო­დურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს ეკო­ლო­გი­უ­რი, სე­მი­ო­ტი­კუ­რი და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რონ.

ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ზად­და და გა­მო­ვი­და სე­რი­ის მერ­ვე გა­მო­ცე­მაც – ✅„ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა“. ამ წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის იმ მე­თო­დებს და მიდ­გო­მებს, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და პა­სუხს სცემს უმ­თავ­რეს კითხ­ვას – რო­გორ ვას­წავ­ლოთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბი სკო­ლა­ში ისე, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა და თვით­გა­მო­ხატ­ვა; პრო­ცეს­მა ბიძ­გი მის­ცა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნას.

რი­გით მეცხ­რე გა­მო­ცე­მა­ში ✅„უსაფ­რ­თხო სკო­ლა“, ავ­ტო­რე­ბი პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: ბავ­შ­ვი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა; მშობ­ლის, ოჯა­ხის და სო­ცი­უ­მის რო­ლი; არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; ბუ­ლინ­გი­სა­გან დაც­ვა; სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა; ემო­ცი­ე­ბი­სა და ქცე­ვის მარ­თ­ვა; მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და თე­მის რო­ლი სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ში; უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო; ერ­თო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რა; სკო­ლის პო­ლი­ტი­კა და პრო­ცე­დუ­რე­ბი; სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; ქცე­ვის პო­ზი­ტი­უ­რი მარ­თ­ვის ტრა­დი­ცია; უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა; ორი­ენ­ტა­ცია მოს­წავ­ლე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე; ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მხარ­და­ჭე­რა; თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ოჯახ­სა და თემ­თან.

მას­წავ­ლებ­ლის მე­ა­თე წიგ­ნ­ის ✅„ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ  სწორ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ას­პექ­ტებს, რ­აც ეხ­მა­რე­ბა სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს, მშო­ბელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის აღ­კ­ვე­თა­ში და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ის­წავ­ლონ, აღად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი, რაც იმის სარ­წ­მუ­ნო ბა­ზი­სი იქ­ნე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან.

✅„მე – მას­წავ­ლე­ბე­ლი, ავ­ტო­რე­ბი“ – მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის იდუ­მალ, სა­ინ­ტე­რე­სო, რთულ და ჯა­დოს­ნურ ამ­ბავ­ზეა. მას­წავ­ლებ­ლის მე­თერ­თ­მე­ტე წიგ­ნი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვად ისა­უბ­რონ პრო­ფე­სი­ა­ზე, მათ გზა­ზე ამ პრო­ფე­სი­ა­ში, ისა­უბ­რონ იმ პე­და­გო­გებ­ზე, ვინც ცხოვ­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლა, შე­უც­ვა­ლა და მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­უმ­ხი­ლა.

მე­თორ­მე­ტე წიგ­ნის – ✅„საკ­ლა­სო ოთა­ხის“ ავ­ტო­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ საკ­ლა­სო ოთა­ხის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექტს, რად­გან ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვან და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სივ­რ­ცეს რე­ა­ლუ­რად არ გა­აჩ­ნია საზღ­ვ­რე­ბი. საკ­ლა­სო ოთა­ხი გა­ნათ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

– რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის სე­რი­ას წელს კი­დევ სა­მი გა­მო­ცე­მა შე­ე­მა­ტა. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, შექ­მ­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბის გა­მო, დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებს და­ეთ­მო.

–  ✅„გაკ­ვე­თი­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის“, 2020 წლის გა­ზაფხულ­ზე, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იქ­მ­ნა. ამ წიგ­ნ­ში შე­ვი­და მა­სა­ლე­ბი ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან. წიგ­ნი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მას  დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰყ­ვა, რად­გან  იყო დრო­უ­ლი და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს. კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ახალ-ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გა და ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა წი­ნა გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ბევ­რად უფ­რო მეტ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას მო­ითხოვ­და. ასე მოხ­და ახ­ლაც, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ოცი­ა­ნი წლე­ბის და­საწყის­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­წავ­ლებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი­დან და­იწყეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ამ წიგ­ნ­ში გა­ეც­ნო­ბით მა­სა­ლებს ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან. ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი, უკე­თე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბის­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად გავ­ყა­ვით. უსაფ­რ­თხო­ე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში შეგ­ვეშ­ვე­ლე­ბი­ან, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მშობ­ლე­ბის­თ­ვის და უსა­ფრთხოების გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

– ახ­ლა­ხან მას­წავ­ლებ­ლებს „სხვა გაკ­ვეთი­ლე­ბის ცხრი­ლი“ შეს­თა­ვა­ზეთ, რას ნიშ­ნავს სხვა გაკ­ვე­თი­ლე­ბი?

– ეს სა­თა­უ­რი – ✅„სხვა გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლი“ – შემ­თხ­ვე­ვი­თი არ გახ­ლავთ… ნა­ფიქ­რია… მკითხ­ვე­ლის დაბ­ნე­ვა არ გვიც­დია. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო ჩა­მო­ნათ­ვა­ლით. უბ­რა­ლოდ, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ­სად წე­რია კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. აქ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ყვე­ლა დის­ციპ­ლი­ნაა, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ვას­წავ­ლით, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ში­ნა­არ­სით. თუ თქვენ ქი­მი­ის, ფი­ზი­კის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ის­ტო­რი­ის, ხატ­ვის, მუ­სი­კის თუ რო­მე­ლი­მე სხვა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხართ, ეს წიგ­ნი თქვენ­თ­ვი­საა. აქ აუცი­ლებ­ლად იპო­ვით თქვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წე­რი­ლებს. რო­გორც შეგ­პირ­დით, ყვე­ლა სა­განს თან ახ­ლავს თვით­შე­ფა­სე­ბის, წიგ­ნი­ე­რე­ბის, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, ძა­ლა­დო­ბის გა­და­ლახ­ვის, მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე და პი­რი­ქით გა­სავ­ლე­ლი გზის­თ­ვის სა­ჭი­რო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი. ეს წიგ­ნი ნდო­ბა­ზეა. სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი ის­წავ­ლე­ბა.

– და წლე­ვან­დე­ლი მე­სა­მე გა­მო­ცე­მა – ✅„ვწერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის!“. რე­ა­ლუ­რად, ამ სე­რი­ის ყვე­ლა წიგ­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის იწე­რე­ბა, რი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა წიგ­ნე­ბის­გან და რა­ტომ გა­მოკ­ვე­თეთ ასე­თი სა­თა­უ­რი?

– მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში ხში­რია დი­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგო­მა, ხში­რია გზაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბი. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი გვახ­სოვს. გვახ­სოვს ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი და წყე­ნა, ყვე­ლა ში­ში. ჩვენ დღე­საც ვსწავ­ლობთ. ვსწავ­ლობთ ჩვე­ნი და სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით.

ეს წიგ­ნიც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­ი­წე­რა. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის მხო­ლოდ მა­თი სა­კითხა­ვი ან დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რაა.

მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა: სკო­ლის გზის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა; ჰო­და, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ეს არის; ენა და ჩვე­ნა, ანუ ჩვენ და ენა; და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა; რა აინ­ტე­რე­სებს მას, ვი­საც არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს; გზა­ზე ერ­თი ბი­ჭი მი­დი­ო­და; სად არი­ან შვი­ლე­ბი, შვი­ლე­ბი სად არი­ან?; სკო­ლის სევ­და; მკვდა­რი პო­ე­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა; ახ­ლომ­ხედ­ვე­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა; მა­მის ლოც­ვე­ბი; პატ­რი­ო­ტიზ­მი და პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა; იტი­რე? მად­ლი გიქ­ნია; „ყვე­ლა­საც თურ­მე ენა აქვს“, ანუ რო­გორ სა­უბ­რო­ბენ მო­ლე­კუ­ლე­ბი; მას­წავ­ლებ­ლის სევ­და; სად მთავ­რ­დე­ბა სწავ­ლა და სად იწყე­ბა სწავ­ლე­ბა; ორი­ენ­ტი­რი; ცრუ­პენ­ტე­ლა აღ­მ­ზ­რ­დე­ლი; მხო­ლოდ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე რომ სწავ­ლობ­და; მას­წავ­ლე­ბე­ლი; „თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­გიძ­ლია, ნუ ას­წავ­ლი ბავ­შ­ვებს“; ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში; გან­საზღ­ვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი; მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი; ნი­ჭი­ე­რე­ბი, მაგ­რამ ზარ­მა­ცე­ბი; რა უნ­და იცო­დეს მას­წავ­ლე­ბელ­მა; არას­წო­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის; უკან, სკო­ლა­ში; რის­გან უნ­და და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვი; რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი გვინ­და; რას ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­გან; მე­გობ­რო­ბა, რო­გორც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა; ბავ­შ­ვე­ბის მოწყე­ნი­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი; კითხ­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის; გო­გო­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი – გა­მე­ო­რე­ბა, შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა; თეთ­რი სა­ყე­ლო, ანუ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი მოს­წავ­ლე გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბი­დან; ომის ბავ­შ­ვე­ბი; ში­შე­ბის დაძ­ლე­ვის შე­სა­ხებ; ნდო­ბა და სხვა წამ­ლე­ბი; გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ; ჩვე­ნი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა; დევ­ნი­ლო­ბის ამ­ბე­ბი; მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი; მას­წავ­ლე­ბე­ლი სოფ­ლის სკო­ლი­სა; ვის ეძღ­ვ­ნე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე?; ძმე­ბი ერთ კლას­ში; რა­ტომ გვჭირ­დე­ბა პო­ლე­მი­კა; ნორ­მა­ლუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ჰოგ­ვორ­ტ­სი; რო­გორ მო­ვატყუ­ოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი; სი­კე­თის წი­ლი სა­წე­რი; შვლის ნუკ­რე­ბის­თ­ვის ად­გი­ლი აქ არ არის; ქორ­წი­ლამ­დე მო­გირ­ჩე­ბა; ვინ გინ­და გა­მოხ­ვი­დე?; აუცი­ლებ­ლად წა­სა­კითხი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ; სას­კო­ლო ზე­ი­მე­ბის სევ­და; შეც­დო­მე­ბის მდი­ნა­რე; სხვე­ბის ბავ­შ­ვო­ბა; ამ­ტა­ნო­ბის შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი ტეს­ტე­ბი; „ბავ­შ­ვე­ბის სა­ა­თი“: მო­რა­ლუ­რი და ამო­რა­ლუ­რი; გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ოქ­როს რგო­ლი; მას­წავ­ლე­ბე­ლი ქა­ლე­ბი დამ­ფუძ­ნე­ბელ კრე­ბა­ში; მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ით; მას­წავ­ლებ­ლო­ბი­დან მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რო­ბამ­დე; სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დი­ლე­მა; მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­გორც მსხვერ­პ­ლი; უკა­ნა მერ­ხის ბავ­შ­ვე­ბი; სხვი­სი შრო­მა, ანუ ირი­ბად მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც; რო­ცა კლას­ში და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე ზის; ვკითხუ­ლობთ მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბი; ვის ელა­პა­რა­კე­ბი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი?; უმა­მოდ გაზ­რ­დი­ლი გო­გო­ე­ბის ამ­ბა­ვი; სად არი­ან ის ძლი­ე­რი გო­გო­ნე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან?; მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბა და შეც­დო­მე­ბი…

ეს სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის წე­რი­ლე­ბის სა­თა­უ­რე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. სა­თა­უ­რე­ბიც ამ­ბო­ბენ, თუ რამ­დე­ნი დი­ლე­მაა ჩვენ წი­ნა­შე. სწო­რედ  მათ გა­და­ლახ­ვა­ში შე­მოგ­ვეშ­ვე­ლე­ბა ეს წიგ­ნი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წა­კითხ­ვა და ჩა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია
ბმულ­ზე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები