27 ივლისი, შაბათი, 2024

ვის შეეხება ხელფასების ზრდა 2023 წელს

spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გაჩნდა“, რაც 2023 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით ზრდის საფუძველი გახდა. 30 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ მაჩვენებლების შესახებ, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება განათლების სფეროს, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის განათლება ისევ მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დანამატები და მანდატურების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები კი, მისივე განცხადებით, 10%-ით მოიმატებს, ასეთივე ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ გავზრდით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას იანვრიდან. ასევე, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის გარდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გასამმაგდა ბავშვთა დახმარება – 150-ლარამდეა და თუკი ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას მისცემთ, მატება მომავალშიც გაგრძელდება.

მასწავლებელთა ხელფასის ზრდაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც გააკეთა განცხადება: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლის მასწავლებელთა დაფინანსებას, ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125 ლარით გაიზრდება მანდატურების ხელფასები. საჯარო სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასები გაიზრდება, როგორც ყველა სხვა უწყებაში, 10%-ის ოდენობით, ასევე ვზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, 15 ლარიდან 18 ლარამდე. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას, რომლისთვისაც, 2023 წელს, უკვე გათვალისწინებულია დაფინანსების 300 მილიონ ლარამდე გაზრდა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა, 100 ლარის ოდენობით“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები