30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ვინ იცის…

spot_img

ნი­ნო დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი

სსიპ გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

 

ძვე­ლი უბ­ნის იტა­ლი­ურ ეზოს ახა­ლი ბი­ნა­და­რი ჰყავს. სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ახ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას ქარ­თულ პე­და­გო­გი­კა­ში. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი აგუ­რის სახ­ლის დაბ­ზა­რულ კედ­ლებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩაჰ­ხ­ვე­ვია მა­რად­მ­წ­ვა­ნე ფა­თა­ლო, თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ ამო­სუ­ლი, სახ­ლის დარ­ღ­ვე­უ­ლი სი­ლუ­ე­ტის და­სა­ფა­რად, კა­ცის ხე­ლით გა­მოყ­ვა­ნილ მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბულ აივანს სუ­რო-ვა­ზი ისე შე­მოხ­ვე­ვია, რო­გორც ომი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბით დაბ­რუ­ნე­ბულ შვილს — გმი­რის დე­და.

ელე­ნე უკ­ვე ექ­ვ­სი თვეა ამ სახ­ლის ბი­ნა­და­რია, ქა­ლა­ქის კო­რი­ან­ტელს, ქა­ო­სურ ცხოვ­რე­ბას შე­ხიზ­ნუ­ლი. იწყე­ბა ბრძო­ლა თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის, ცხოვ­რე­ბის ახალ ორომ­ტ­რი­ალ­ში ყოფ­ნა თა­ვი­სას მო­ითხოვს. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლის ყვე­ლა ეტა­პი გა­სავ­ლე­ლია, ციფ­რუ­ლი ეპო­ქის ფეხ­და­ფეხ სვლა — არ­ც­თუ მარ­ტი­ვი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­სა­უბ­რე­ბამ იღ­ბ­ლი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ელე­ნე ქა­ლა­ქის კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი ხდე­ბა. ერთ დღეს დი­რექ­ტორ­მა გა­აფ­რ­თხი­ლა, რომ მო­მა­ვალ დღეს გაკ­ვე­თილ­ზე და­ეს­წ­რე­ბი­ან. სკო­ლის კედ­ლე­ბი აფო­რი­ა­ქე­ბულ­მა და­ტო­ვა და ფიქ­რ­ში გარ­თუ­ლი ვერ მიხ­ვ­და, რო­გორ შე­მო­ე­გე­ბა ყავ­ლ­გა­სუ­ლი სახ­ლის ჩა­მო­ტე­ხი­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე უნ­და აევ­ლო, რო­გორც ცხოვ­რე­ბის აღ­მარ­თე­ბი. ჩქა­რი ნა­ბი­ჯით მი­ა­შუ­რა სის­ხ­ლის ფა­სად ნა­ქი­რა­ვებ ოთახს, მა­გი­დას მი­უჯ­და და გეგ­მის წე­რა და­იწყო. რო­გორ უნ­და მო­აქ­ცი­ოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ ჩარ­ჩო­ში, უც­ნა­უ­რია, ცხოვ­რე­ბა ხომ ისე არა­სო­დეს წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც კა­ცი გეგ­მავს, ისიც ხომ ცხა­დია, კა­ცის ნა­ფიქრს ღმერ­თი რომ დას­ცი­ნის, ბევ­რი არ­გუ­მენ­ტი ამო­ტივ­ტივ­და ელე­ნეს ფიქ­რ­თა ნაკ­ვან­ძ­ში, მაგ­რამ ფორ­მა ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა, ნე­ბის­მე­რი არ­სი ხომ ფორ­მი­სა და იდე­ის ერ­თო­ბაა, მი­სი ნა­ფიქრ-გან­ს­ჯი­ლიც შაბ­ლო­ნად უნ­და იქ­ცეს, რად­გან ელე­ნე უკ­ვე ძვე­ლი­სა და ახ­ლის მიჯ­ნა­ზე დგას, მოთხოვ­ნებს უნ­და უპა­სუ­ხოს, სხვა­ნა­ი­რად დი­ნე­ბას ჩა­მორ­ჩე­ბა. თე­მა მო­ფიქ­რე­ბუ­ლია, ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი ჩნდე­ბა — მიზ­ნე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი ისე უნ­და და­ი­გეგ­მოს, რომ ორ­მოც­და­ხუთ წუთ­ში მო­თავ­ს­დეს ყვე­ლა მოს­წავ­ლის ნა­ფიქრ-ნა­აზ­რე­ვი. ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, აქ­ტი­ვო­ბე­ბის დრო­ში გა­წე­რა, მოს­წავ­ლეს აზ­რის ლა­კო­ნი­უ­რად გად­მო­ცე­მა მოს­თხო­ვო მა­შინ, რო­ცა გაკ­ვე­თი­ლის თე­მა ამო­უ­წუ­რა­ვია, მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას ბო­ლო არ უჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ორ­მოც­და­ხუთ წუთ­ში მო­აქ­ციო ყვე­ლა აზ­რი, არც ერ­თი კითხ­ვა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი არ დარ­ჩეს და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო ისე, რომ რო­მე­ლი­მე გო­გო­ნა ან ბი­ჭი არ აღ­მოჩ­ნ­დეს კლა­სის კუთხე­ში, პრო­ცე­სის მიღ­მა. ელე­ნემ თე­მის სა­თა­ურ­ზეც ბევ­რი იფიქ­რა, ახ­ლა უკ­ვე მოს­წონს: „რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბის ზნე­ობ­რივ არ­სე­ბად გარ­დაქ­მ­ნა წვრთნის შე­დე­გად?“ გარ­და­უ­ვა­ლია, დრო­ის მარ­წუ­ხებ­ში უნ­და მო­აქ­ცი­ოს ყვე­ლა აზ­რი.

წეს­რი­გიც ხომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოკ­ლე­ბაა ერ­თ­გ­ვა­რად. ცხოვ­რე­ბა­შიც ასეა, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, დრო­ის სვლას­თან ერ­თად, კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბად იქ­ცე­ვა, რად­გან ეს ოხე­რი სქე­მე­ბი, კა­ცის ხე­ლით­ვე შექ­მ­ნი­ლი, ახ­შობს შე­მოქ­მე­დე­ბის დი­ა­პა­ზონს. ესეც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის პრობ­ლე­მაა „შე­მოკ­ლე­ბის შე­მოკ­ლე­ბით“ იცხოვ­რო, ცენ­ტ­რი­ფუ­გას და­ამ­ს­გავ­სო არ­სე­ბო­ბა, ბრახ-ბრუხ და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე მო­გეჩ­ვე­ნოს, მთა­ვა­რია, სქე­მა­სა და ჩარ­ჩოს მო­ერ­გოს. მე­რე რა, თუ მოს­წავ­ლის ნა­ფიქრს გან­ს­ჯის ას­პა­რეზ­ზე შე­მო­ა­ღამ­და. ეს ოხე­რი დრო­ის ლი­მი­ტი, რო­მე­ლიც ყველ­გან საქ­მეს აფუ­ჭებს. ელე­ნე თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით, ახ­ლე­ბუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით. ამი­ტო­მაც უწევს ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­ტი­ა­ლი ინ­ტერ­ნეტ­გ­ვერ­დებ­ზე. მით უმე­ტეს, ახ­ლა, რო­ცა სა­უ­კე­თე­სო გეგ­მა უნ­და და­წე­როს, სკო­ლის ბი­უ­როკ­რა­ტი­ის თვა­ლის ასახ­ვე­ვად… გა­მო­ვი­და — ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სია, ახ­ლა მთა­ვა­რია შე­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს. ელე­ნეს არ ავიწყ­დე­ბა, რომ გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით აიყ­ვა­ნეს, რომ „ჩარ­ჩო­სა“ და „სქე­მის“ გა­რე­შე ვერ დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა.

რო­გორც იქ­ნა, გა­თენ­და. მძი­მე ნა­ბი­ჯით ჩა­ი­ა­რა დრო­მოჭ­მუ­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, ჩქა­რი ნა­ბი­ჯით აიარა ახ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სკო­ლის კი­ბე­ე­ბი და ფიქ­რით ისევ ძვე­ლი­სა და ახ­ლის გა­სა­ყარ­ზე იდ­გა. რაც მთა­ვა­რია, გაკ­ვე­თი­ლი მიზ­ნის გაც­ნო­ბით და­იწყო, აუცი­ლებ­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი ენით. ზა­რი და­ი­რე­კა, მოს­წავ­ლე­ე­ბი გრძნო­ბენ ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლის გუ­ლის­ცე­მას, არც აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით გა­მოკ­რუ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი ხდე­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი მა­თი მახ­ვი­ლი მზე­რი­სათ­ვის. კლა­სი წა­მი­ე­რად არ­მი­ას ემ­ს­გავ­სე­ბა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სარ­დ­ლის ღირ­სე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს. ხა­რის­ხის ჯგუ­ფი შე­მო­დის ელე­ნეს გაკ­ვე­თილ­ზე. შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს ჩაბღა­უ­ჭე­ბუ­ლი წევ­რე­ბი უჟ­მუ­რი სა­ხე­ე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. ლა­ღად დად­გ­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბის პრე­მი­ე­რას ემ­ს­გავ­სე­ბა გაკ­ვე­თი­ლი, კლა­სი აქ­ტი­უ­რობს და მას­წავ­ლე­ბე­ლი გეგ­მას ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბა. შე­ბო­ჭი­ლი ფიქ­რი ლა­კო­ნი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში ექ­ცე­ვა, მაგ­რამ სათ­ქ­მე­ლი ად­რე­სა­ტამ­დე მა­ინც მი­დის. შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა­ში ჩა­კარ­გუ­ლი დამ­ს­წ­რე­ე­ბი თა­ვა­უ­ღებ­ლად წე­რენ. კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ქუ­ლე­ბით იკინ­ძე­ბა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, უჟ­მუ­რი სა­ხე­ე­ბი თან­და­თან ნათ­დე­ბა და ელე­ნე­საც სა­ხე კმა­ყო­ფი­ლე­ბით ემო­სე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გ­მუ­ლია, და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით ნათ­ქ­ვა­მი სა­მად­ლო­ბე­ლი სკო­ლის კედ­ლებ­ში ილე­ქე­ბა, ელე­ნე უკ­ვე ჰა­ე­რო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი­თა და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით კლას­ში ბრუნ­დე­ბა და ოც­დათხუთ­მე­ტი­ვე მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მად­ლო­ბას სწი­რავს ღირ­სე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცო­ბის­თ­ვის. პრე­მი­ე­რა შედ­გა. დღის ბო­ლოს ელე­ნემ ძვე­ლი უბ­ნის მო­კირ­წყ­ლუ­ლი ქუ­ჩა აიარა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც შე­საც­ვ­ლე­ლი…

მე­ო­რე დღე იმა­ზე აქ­ტი­უ­რი და და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ყვა­ვი­ლე­ბით მო­ჩი­თულ კა­ბა­ში ელე­ნე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ჩქა­რი ნა­ბი­ჯით მიჰ­ყ­ვე­ბო­და დე­რე­ფანს, რო­ცა სა­ს­წავ­ლო ნა­წი­ლის ხმა შე­მო­ეს­მა, სას­წ­რა­ფოდ დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში ჩა­სუ­ლი­ყო. შეც­ვ­ლილ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ ელე­ნეს ნა­ბი­ჯე­ბიც შე­ა­ნე­ლა და დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტის კა­რი მძი­მედ შე­ა­ღო. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ახალ­გაზ­რ­და მოხ­დე­ნი­ლი ქა­ლი იყო. სა­ვარ­ძელ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­კა­ლა­თე­ბულ­მა ვერც კი შე­ამ­ჩ­ნია ელე­ნეს შეს­ვ­ლა, რად­გან აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, ლეპ­ტო­პის ეკ­რანს მი­ჩე­რე­ბუ­ლი რა­ღა­ცას საჩ­ქა­როდ ეძებ­და. საქ­მის მწარ­მო­ე­ბელს მო­უხ­მო და რამ­დე­ნი­მე ფა­ი­ლის ამო­ღე­ბა მოს­თხო­ვა. ელე­ნეს უკ­ვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი ეჭი­რა ხელ­ში: სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მის შაბ­ლო­ნი, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი და სას­კო­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მთე­ლი ნუს­ხა. ახა­ლი ბრძა­ნე­ბით, დღე­ი­დან, ელე­ნე მე-11ა კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. გაზ­რ­დი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი თავ­სა­ტე­ხი ელე­ნეს პე­და­გო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ის­ტო­რი­ას თან­და­თან ქმნი­და. წარ­მა­ტე­ბით დაწყე­ბუ­ლი დღე დრა­მა­ტუ­ლად წა­რი­მარ­თა. დღეს ენის გაკ­ვე­თი­ლი უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე გა­მო­ი­ძა­ხა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ზმნის პო­ლი­პერ­სო­ნა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ, პირ­თა შეწყო­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბამ ელე­ნეს იუმო­რის უნა­რი გა­მო­უ­მუ­შა­ვა, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დენ და­მა­ხინ­ჯე­ბულ ფორ­მას ას­წო­რებ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, იუმორ­სა და თა­მაშ-თა­მაშ­ში არ აეყო­ლი­ე­ბი­ნა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. რეპ­ლი­კა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც წა­მო­აშ­ვე­ლა და უცებ გა­ი­აზ­რა, რომ მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის ნორ­მა და­არ­ღ­ვია. ელე­ნემ არ იცო­და, რომ ამ კლას­ში ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე აზე­რი იყო, რო­მელ­მაც მას­წავ­ლებ­ლის რეპ­ლი­კა რა­სის­ტულ გან­ცხა­დე­ბად მი­იჩ­ნია და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, გაკ­ვე­თი­ლი და­ტო­ვა. ამ შემ­თხ­ვე­ვამ ელე­ნე ში­ნა­გა­ნად გა­ტე­ხა, თა­ვი უკ­ვე დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში წარ­მო­იდ­გი­ნა ბრა­ლ­­დე­ბუ­ლის სკამ­ზე. რას იტყო­და, რით იმარ­თ­ლებ­და თავს იმ ეპო­ქა­ში, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაა… ცო­ტა ხან­ში ერი­კი კლას­ში ბრუნ­დე­ბა და მას­წავ­ლე­ბელს უბო­დი­შებს… ელე­ნეს ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლი უჩ­ნ­დე­ბა, ერიკს უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კოს გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ. ერი­კის ოჯა­ხი, უკ­ვე ოცი წე­ლი­წა­დია, თბი­ლის­ში ცხოვ­­რობს, სო­ლო­ლაკ­ში. ერიკს, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, კლა­სის კუთხე­ში მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა გან­ტე­ვე­ბის ვა­ცი კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. რამ­დენ­ჯერ უსაყ­ვე­დუ­რია მშობ­ლე­ბის­თ­ვის სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის გა­მო, მაგ­რამ მი­ზე­ზი არა­სო­დეს და­უ­სა­ხე­ლე­ბია. დღეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ამ­ხი­ლოს, ელე­ნეს გან­სა­კუთ­რე­ბულ მზე­რა­ში ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში გა­დამ­დ­გა­რი ერი­კი მხსნელს ხე­დავს. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს იტყ­ვის. ზა­რი ირე­კე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი კმა­ყო­ფი­ლი სა­ხე­ე­ბით ტო­ვე­ბენ საკ­ლა­სო ოთახს იმ იმე­დით, რომ ახა­ლი დამ­რი­გე­ბე­ლიც ისე­ვე გა­რი­ყავს და კლა­სის კუთხე­ში და­ტო­ვებს, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და. ერი­კი ელე­ნეს მძი­მე ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. რო­გორ დას­ცი­ნო­და მთე­ლი კლა­სი ჯერ გვა­რი­სა და სა­ხე­ლის, შემ­დეგ გა­რდა­ტე­ხის ასაკ­ში გა­რეგ­ნო­ბი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მო… ყვე­ლა საკ­ლა­სო შეკ­რე­ბა­ში წრის მიღ­მა რჩე­ბო­და. ეს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ხა­ტი კი აზე­რი ბი­ჭი­სა სო­მეხ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა შექ­მ­ნა, რა­საც მთე­ლი კლა­სი ბრბოს ინ­ს­ტინ­ქ­ტით აჰ­ყ­ვა.

ელე­ნეს უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გეგ­მის და­სახ­ვა მო­უ­წევ­და, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა. რო­გორ შეც­ვ­ლი­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას, რას ჩა­წერ­და ახ­ლად გა­მომ­ცხ­ვარ სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მა­ში. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, მხო­ლოდ ტრა­ფა­რე­ტუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა­სა და მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზ­მ­ზე? იმ დღეს ელე­ნემ ერი­კი სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა. მე­ო­რე დღეს მას­წავ­ლე­ბელ­მა გაკ­ვე­თილ­ზე უც­ნა­უ­რი სტრა­ტე­გია გა­მო­ი­ყე­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბი იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ით. მთელ კლასს წრე შე­აკ­ვ­რე­ვი­ნა, წრის შუ­ა­გულ­ში სკა­მი მო­ა­თავ­სა და ერიკს სთხო­ვა, ჩა­მომ­ჯ­და­რი­ყო. კლა­სი ვერ ჩას­წ­ვ­და მას­წავ­ლებ­ლის ჩა­ნა­ფიქრს. 45 წუ­თი კლა­სი ფეხ­ზე იდ­გა, ერი­კი კი სკამ­ზე იჯ­და. ელე­ნეს მო­წო­დე­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს უნ­და აეხ­ს­ნა სტრა­ტე­გი­ის მი­ზა­ნი. რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და დამ­რი­გებ­ლის ეს ქმე­დე­ბა? გუ­ლის სიღ­რ­მე­ში, ალ­ბათ, ყვე­ლა ხვდე­ბო­და, იხ­ტი­ბარს კი არც ერ­თი იტეხ­და. მას­წავ­ლე­ბე­ლი შეკ­რუ­ლი წრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე კითხ­ვას სვამს და სთხოვს მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბას. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა პა­სუ­ხე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს. შეკ­რუ­ლი წრე „ერ­თო­ბის“ სიმ­ბო­ლოა — წა­მო­ი­ძა­ხა გი­ორ­გიმ. ამ ერ­თო­ბას რა არ­ღ­ვევს? — ის­მის მე­ო­რე კითხ­ვა? წრის შუ­ა­გულ­ში მყო­ფი ერი­კი — ერ­თხ­მად ის­მის პა­სუ­ხი. თავ­ჩა­ღუ­ნულ ერიკს თა­ვის აწე­ვა არ სურს. გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ფიქ­რობს, რომ ისევ კუთხე­ში ყოფ­ნა სჯობ­და. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სთხოვს, რიგ-რი­გო­ბით ისა­უბ­რონ იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ერი­კის მი­მართ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ერი­კი სკამ­ზე ზის, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ფეხ­ზე დგა­ნან. ერი­კი ის­მენს, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ბრბოდ ქცე­უ­ლი ერ­თო­ბა სა­კუ­თარ ინ­ს­ტინ­ქ­ტ­ზე ალა­პა­რაკ­დე­ბა და მა­ს­წავ­ლე­ბე­ლიც გულ­წ­რ­ფელ აღ­სა­რე­ბებს ას­პა­რეზს უთ­მობს. და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ აღ­სა­რე­ბებს შეც­დო­მა­თა აღი­ა­რე­ბის გზა­ზე არ შე­მო­ა­ღამ­დე­ბა. ერი­კი ხვდე­ბა, თან­და­თან რო­გორ ძლი­ერ­დე­ბა ში­ნა­გა­ნად, ჯერ თავს სწევს, შემ­დეგ ფეხ­ზე დგე­ბა, შეკ­რულ წრეს არ­ღ­ვევს და სო­მე­ხი თა­ნაკ­ლა­სე­ლის, გა­რის, გვერ­დით დგე­ბა. ელე­ნე კმა­ყო­ფი­ლია, სა­გულ­და­გუ­ლოდ შეკ­რულ წრე­ში ყვე­ლა ამა­ყია, გან­სა­კუთ­რე­ბით ერი­კი. ახ­ლა ყვე­ლა ფეხ­ზე დგას, წელ­ში გა­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ახ­ლა აღარც ერი­კი ინატ­რებს გვა­რის შეც­ვ­ლას, აღარც მშობ­ლებს უსაყ­ვე­დუ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის გა­მო. ახ­ლა უკ­ვე ცხა­დია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო დე­დაა მის­თ­ვი­საც და მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვი­საც.

რა მოხ­დე­ბა ხვალ? რა შე­იც­ვ­ლე­ბა ერი­კის ცხოვ­რე­ბა­ში? — ეს კითხ­ვე­ბი მა­ინც არ ას­ვე­ნებს ელე­ნეს. ყო­ვე­ლი დღე, საგ­ნის სწავ­ლე­ბის გარ­და, დაკ­ვირ­ვე­ბაა მის­თ­ვის, რო­გორც დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის, გა­მოწ­ვე­ვაა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყ­ვეს პრობ­ლე­მებს. ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხი ხომ უკ­ვე მო­აგ­ვა­რა, კლა­სის კუთხე­ში მერ­ხი აღარ დგას. ერი­კი მა­რი­ა­მის გვერ­დით ზის ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლით, მეტყ­ვე­ლე­ბა დახ­ვე­წოს, ქარ­თულ ზმნას პი­რე­ბი სწო­რად შე­უწყოს და, მე­ტიც, მა­რი­ამს თა­ვიც კი მო­ა­წო­ნოს. სკო­ლის ცხოვ­რე­ბა ერი­კის­თ­ვის იც­ვ­ლე­ბა, ახ­ლა ყვე­ლა მი­სი მე­გო­ბა­რია, მი­სი და­ცე­მუ­ლი ხა­ტი თან­და­თან „კარგ ბი­ჭად“ ყა­ლიბ­დე­ბა და კლა­სის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­აც თან­და­თან იქ­მ­ნე­ბა. ერიკ­სა და მა­რი­ამს ერ­თ­მა­ნე­თი უყ­ვარ­დე­ბათ. ერი­კის გა­რეგ­ნო­ბას ცვლი­ლე­ბა ეტყო­ბა და მი­სი სიტყ­ვე­ბი გა­მარ­თულ აზ­რე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა. ელე­ნე აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ამ შე­დე­გის­თ­ვის მა­ინც ღირ­და სოფ­ლის მყუდ­რო­ე­ბას გა­მოჰ­ქ­ცე­ო­და, თუმ­ცა ის ფიქ­რით ისევ ძვე­ლი­სა და ახ­ლის გა­სა­ყარ­ზე დგას.

თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს ბო­ლო არ უჩანს. კა­ცი მა­შინ არის ბედ­ნი­ე­რი, თუ შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ისე მარ­თოს, რუ­ტი­ნად არ იქ­ცეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­შინ არის და­ფა­სე­ბუ­ლი, თუ მი­სი ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი სხვა­დას­ხ­ვა რე­ჟი­სო­რის დად­გ­მულ ფილმს ჰგავს. ამ ფიქ­რით იწე­რე­ბა ქა­ლა­ქის ორომ­ტ­რი­ალს შე­ხიზ­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია, რომ­ლის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯე­ბი პე­და­გო­გი­კა­ში შფოთ­ვით და­იწყო. ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბიც ჩა­მო­ი­ტო­ვა, მაგ­რამ მა­ინც რა­ღაც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. ერ­თხელ მა­ინც არ ახ­სენ­დე­ბა მა­მა-პა­პის ოდა, ენ­გურს მიღ­მა რომ და­ტო­ვა? გა­ტა­რე­ბუ­ლი თბი­ლი ბავ­შ­ვო­ბა, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში უსამ­შობ­ლო­ო­ბა? ელე­ნე ამ ტკი­ვი­ლით ცხოვ­რობს. არა­ვინ იცის ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში მი­სი ლტოლ­ვი­ლო­ბის შე­სა­ხებ, იცი­ან მხო­ლოდ ის, რომ სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი გო­გოა. ელე­ნეს ტკი­ვი­ლი მარ­ტოა, მის გულ­ში, ისე­ვე ჩა­კე­ტი­ლი, რო­გო­რიც ერი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში იყო. რო­მე­ლი ღვთის­ნი­ე­რი გა­მოჩ­ნ­დე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც დაჰ­პირ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თი დე­და­სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა ისე, რო­გორც წრის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ერი­კი და­უბ­რუნ­და კლა­სის ერ­თო­ბას. ვინ გა­უ­წევს ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბელს მეგ­ზუ­რო­ბას ცხოვ­რე­ბის ტკი­ვი­ლი­ან გზა­ზე? საქ­მეც ისაა, რომ ყვე­ლას ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა ყო­ფი­ე­რე­ბის ორომ­ტ­რი­ალ­ში.

ენ­გურს მიღ­მა აღა­რა­ვის ახ­სოვს კოლ­ბა­ი­ე­ბის ოჯა­ხის ლა­მა­ზი შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს იტა­ლი­უ­რი ეზოს ბი­ნა­დარს, ლა­მა­ზი სი­ლუ­ე­ტის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს. გა­მო­საც­დე­ლი ვა­და დაძ­ლე­უ­ლია. მე-11ა კლა­სი ერთ წრედ უკ­ვე შეკ­რუ­ლია. ახ­ლა ისე, რო­გორც არას­დ­როს, ისე ხას­ხა­სებს ძვე­ლი აივ­ნის ჩუ­ქურ­თ­მებს შე­მოხ­ვე­უ­ლი ვა­ზი. აივან­ზე გად­მომ­დ­გარ­მა ელე­ნემ გა­დახ­ლარ­თულ ტო­ტებს მზე­რა ჩა­ა­ყო­ლა, მთა­ვა­რი ძი­რის პოვ­ნა უნ­დო­და. კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი სწრა­ფად ჩა­ი­ა­რა, ეზოს შუ­ა­გულ­ში წრე მო­ხა­ზა, მის შუ­ა­გულ­ში კი დი­დი კითხ­ვის ნი­შა­ნი დას­ვა. ვინ იცის, რა პა­სუხს ელო­დე­ბო­და. მთა­ვა­რი პა­სუ­ხი კი, ალ­ბათ, ნა­პოვ­ნი იყო, ვა­ზის მრა­ვალ­რიცხო­ვან რტო­ებს ერ­თი ძი­რი ჰქონ­და…

ისე, რა უცა­ნუ­რია ელე­ნეს ყვე­ლა ქმე­დე­ბა. მი­სი ცხოვ­რე­ბა კარ­გი რე­ჟი­სო­რის დად­გ­მულ ფილმს ჰგავს, თვი­თონ ელე­ნე კი ჭკვი­ა­ნუ­რად შერ­ჩე­ულ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც თა­ვის როლს სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებს. ვინ იცის, რას უკავ­შირ­დე­ბო­და მი­სი დას­მუ­ლი კითხ­ვა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა თუ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მრა­ვალ თავ­სა­ტეხს? ვინ იცის, იქ­ნებ ორი­ვეს. კა­ცის ცხოვ­რე­ბაც ხომ ასეა, ის იგებს, ვინც ბევრ კითხ­ვას სვამს და პა­სუხს ეძი­ებს. ვი­სი ან რი­სი მი­სა­მარ­თით იყო წრე­ში მოქ­ცე­უ­ლი კითხ­ვის ნი­შა­ნი? იქ­ნებ, ამ ქმე­დე­ბი­თაც სიმ­ბო­ლურ ახ­ს­ნას ითხოვ­და წლე­ბის შემ­დეგ ელე­ნე, რო­გორც სა­დამ­რი­გებ­ლო უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის პირ­ველ დღეს?

იმ ღა­მეს კო­კის­პი­რუ­ლად იწ­ვი­მა. ვერც წვი­მამ წა­შა­ლა იტა­ლი­უ­რი ეზოს შუ­ა­გულ­ში მო­ხა­ზუ­ლი წრე დი­დი კითხ­ვის ნიშ­ნით. მე­ო­რე დღეს ელე­ნე კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით დას­ც­ქე­რო­და, აივ­ნი­დან გად­მომ­დ­გა­რი, ეზო­ში შეკ­რე­ბილ ბავ­შ­ვებს. ვინ იცის, რა­ზე ფიქ­რობ­და… ან რა მი­ნა­წერს ელო­დე­ბო­და დიდ კითხ­ვის ნი­შან­ზე… ვინ იცის. იქ­ნებ, ენ­გურს მიღ­მა გა­ზაფხუ­ლის დად­გო­მა­ზეც ოც­ნე­ბობ­და…

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები