19 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

ვინ და როდის გადაიხდის სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონ ლარს

spot_img

ბოლო დროს, საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა პრემიერ-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის მიცემული დაპირება და განსაკუთრებით – მისი აღსრულება. ყველას აინტერესებს ვინ გადაიხდის ამ დავალიანებას, რადგან ბიუჯეტში სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება გათვალისწინებული არ არის.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, განმარტა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტს, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადოს, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.

მაგალითად მან საბანკო სექტორი მოიყვანა და როგორც აღნიშნა, საბანკო სექტორშიც არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ, მან თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის, თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით, ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო, თავისი რესურსით, ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.

20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოსეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.

თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის მიცემული დაპირების აღსრულების საკითხი ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული და საზოგადოებაში დიდ გაუგებრობას იწვევს, რადგან კონკრეტული პასუხი, როგორ და ვინ დაფარავს ამ დავალიანებას ჯერჯერობით არავისგან მიგვიღია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები