ვინ არის პროექტების მენეჯერი?

118

CIU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

არქიტექტურული ნახაზი, მარკეტინგული გეგმა, გამოფენის თუ ფესტივალის მოწყობა, მშენებლობა, ნახატის დახატვა, ოჯახის დაგეგმვაც კი – რა შეიძლება აერთიანებდეს ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს?

დღევანდელი თანამედროვე გაგებით, თითოეულ მათგანს სჭირდება დაგეგმვა, საჭირო ადამიანური, დროის, ფინანსური თუ მატერიალური რესურსის გამოყოფა; შესრულება, შესრულების დროს მონიტორინგი და შედეგების ანალიზი. შესაბამისად, თითოეული აქტივობა შეგვიძლია პროექტად განვიხილოთ.

ადამიანები ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველთვის ვასრულებთ პროექტების მენეჯერის ფუნქციებს, ამიტომაც თანამედროვე მიდგომები და მეთოდები ამ სფეროში უზრუნველყოფს ამ პროფესიის მქონე სპეციალისტებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და ცოდნის გადაცემას.

დღეს ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია როგორც სტუდენტებში, ისე დამსაქმებლების მხრიდან. შრომითი ბაზრისგან პროექტების მენეჯერებზე მზარდი მოთხოვნილება, ერთი მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებს უწესებს მაღალ სტანდარტს, მეორე მხრივ კი, აბიტურიენტებს არწმუნებს იმაში, რომ არჩევანი სწორედ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად სფეროზე შეაჩერონ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მამუკა თორია აღნიშნავს, რომ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების შესახებ სრულყოფილი ცოდნა ექნება.

ეს კი გულისხმობს შემდეგ ცოდნას:

ბიზნესისა და მენეჯმენტის ძირითადი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, მეთოდებისა და ტენდენციების ჩამოყალიბება;

ბიზნესისა და მენეჯმენტის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირის განსაზღვრა;

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მმართველობითი საქმიანობის სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურული და ეთიკური ასპექტების კომპლექსური საკითხების შეცნობა და დაკავშირება;

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციის სტრატეგიული პოტენციალის: ადამიანური, ინფორმაციული, ფინანსური რესურსების რაციონალური და ინოვაციური მართვის აუცილებლობის განსაზღვრა.

 

სად დასაქმდება ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმება შესაძლებელია იმ სფეროში, რაც თავად კურსდამთავრებულს დააინტერესებს, ანუ ფაქტობრივად, ყველგან, სადაც დაგეგმვისა და მართვის უნარებია საჭირო.

საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები – იქ, სადაც სჭირდებათ პროექტების მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, მარკეტინგის, ინოვაციების, ადამიანური რესურსის მართვის მენეჯერები; ლოჯისტიკის მენეჯერი, საწარმოო პროცესების და ოპერაციების მენეჯერი და სხვა მსგავს პოზიციებზე.

პროექტების მენეჯერის ცოდნა ფართოა და მისი კომპეტენიის ფარგლებში შევა:

სტრატეგიული, ფინანსური, ადმინისტრაციული თუ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრაქტიკული ასპექტების ურთიერთდაკავშირებისა და მმართველობითი პროცესების წარმართვის უნარები;

ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულებისა და შიდა ორგანიზაციული პროცესების პირველადი ანალიზის, ოპერატიული გეგმებისა და სამოქმედო გეგმების წინასწარ მიღებუ­ლი მითითების შესაბა­­მისად შემუშავება/განხორციელების უნარი;

რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდის პრაქტიკული გამოყენე­ბის უნარი;

ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომ­ზა­დე­ბა-წარ­დ­გენის, თავ­მოყრისა და კლასიფიცირების უნარი.

 

რა ხდება მაშინ, თუკი კურსდამთავრებულს არ სურს დაქირავებულის როლში ყოფნა?

CIU ამაზეც წინასწარ ზრუნავს. სტუდენტები აქ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, ბიზნეს-გეგმის შედგენას და მის მართვას თავიდანვე სწავლობენ. უნივერსიტეტში ამაში ხელს არა მხოლოდ თეორიული ცოდნით უწყობენ, არამედ პრაქტიკული კომპონენტითაც.

„ბიზნეს-ინკუბატორი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც CIU-ში ყოველ წელს ხორციელდება. თუკი გასულ წლებში მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მასში მონაწილეობა მიეღოთ, წელს უნივერსიტეტმა ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მისცა ბიზნესში თავის გამოცდის შესაძლებლობა.

ინკუბატორში მოსახვედრად წესები მარტივია: მთავარია კარგი იდეა და კარგი გუნდი – უნივერსიტეტი კი სტუდენტებს რეალურ შანსს აძლევს, ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ თავიანთი ბიზნესი, თავი მოსინჯონ ამ სფეროშიც – აღნიშნავს კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროექტის „ბიზნეს ინკუბატორი“ ხელმძღვანელი მარიკა კლდიაშვილი.

ასე რომ, თუკი ამ ძალიან მნიშვნელოვან და მოთხოვნად სპეციალობაზე აპირებ ჩაბარებას, აუცილებლად აირჩიე CIU, შემოხაზე 115 და მიიღე უნივერსიტეტისგან შენზე მორგებული დაფინანსების სხვადასხვა შეთავაზებები! დაფინანსების მოდელებისა და სპეციალობების სანახავად ეწვიე ბმულს.

დატოვეთ კომენტარი