2 მარტი, შაბათი, 2024

ვინ არის გოგო თეთრი ხელთათმანებით

spot_img

ბოლო ზარს სკოლებში საბჭოთა პერიოდშიც ისევე აღნიშნავდნენ, როგორც ახლა. უბრალოდ, მაშინ თეთრ წინსაფრებზე აწერდნენ გოგონებს სურვილებს, ბიჭებს კი – პერანგებზე. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და წინსაფრიანი სკოლის ფორმა „მოდიდან გადავარდა“, მაისურებზე მოცმული თეთრი პერანგები იქცა  ბოლო ზარის სიმბოლოდ. თუმცა, როგორც ჩანს ზოგიერთ კრეატიულ მოსწავლეს სურვილების დასაწერად სხვა ტანსაცმელი ან აქსესუარი ურჩევნია.

გ. კავლელიშვილის ფოტოები

ასეთი გოგოა ნინი შარუხია. ამბობს, რომ მისთვის ბოლო ზარი ზედმეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც ტრადიციული ბანალურობით არ უნდა გაეტარებინა. თეთრი ხელთათმანი შთაგონებული იყო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის დროინდელი მოდით. ამ სიგრძის ხელთათმანებმა მას შემდეგ დაკარგეს აქტუალურობა. თეთრი საყელოც გიმნაზისტის კოსტუმის გამოძახილია, ხოლო მარგალიტებით და შავი ფერის კომბინაციით კოკო შანელი აუცილებლად გაგვახსენდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტრადიციული პერანგი მაინც ფიგურირებდა მის ჩაცმულობაში, თუმცა არა თეთრი, არამედ შავი ფერის, რომელიც თავად ნინიმ გადააკეთა, რომ  გრძელი ხელთათმანები არ დაფარულიყო. ნინის აზრით, ტრადიცია უნდა დაიხვეწოს თავდაპირველი ხიბლის დაკარგვის გარეშე.

17 წლის ნინი  კოსტიუმის ისტორიას კარგად იცნობს და ყველაზე მეტად 20-იანი წლების მოდა მოსწონს, თუმცა დიზაინზე სწავლის გაგრძელებას არ აპირებს. მისი არჩევანი კულინარიაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 საგანს აბარებს რეპეტიტორების დახმარების გარეშე. თვლის, რომ კარგი ზოგადი განათლებით, ნაკლები ემოციური და ფიზიკური წნეხით უფრო მარტივია გამოცდის ჩაბარება, ვიდრე დღე და ღამე მეცადინეობით. ნინი პარალელურად შეფ ლევან კობიაშვილის რესტორანში მუშაობს და ამაყობს, რომ ისეთ ნიჭიერ შეფს შეხვდა, როგორიც ბ-ნი ლევანია. კულინარიის გარდა ნინი ლიტერატურითა და მხატვრობითაა გატაცებული. მისი სამომავლო გეგმები მრავალფეროვანი და საინტერესოა.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები