13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბა სკო­ლა­ში

spot_img

ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე სკო­ლებ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის პლატ­ფორ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­უბ­რო­ბენ ოლი­კო კი­ლა­ძე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი და ნარ­გიზ კა­ხა­ძე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ოლი­კო კი­ლა­ძე: ჩვენ არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ და უკ­ვე ვი­ცით, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­გა­ნი – კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი – სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს 21-ე სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნებს. გა­ნახ­ლე­ბულ სტან­დარ­ტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ეთ­მო­ბა ცნე­ბას – ალ­გო­რითმს, პროგ­რა­მუ­ლი კო­დის და­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლოთ პროგ­რა­მი­რე­ბა და ისი­ნი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­გან, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი გახ­დ­ნენ, შექ­მ­ნან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის თა­მა­შე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი, სმარ­ტაპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ალ­გო­რით­მუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრი­ტი­კუ­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი, იმუ­შა­ონ გუნ­დუ­რად, გა­ნუ­ვი­თარ­დეთ კო­ლა­ბო­რა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია და ა.შ.

რაც მთა­ვა­რია, პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლა სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის პლატ­ფორ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთ-ერ­თი ასე­თი პლატ­ფორ­მა გახ­ლავთ სქრე­ჩი (scratch), რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. სქრე­ჩის გა­რე­მო ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, მხი­ა­რუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბლო­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შ­ვე­ბი აგე­ბენ პროგ­რა­მულ კოდს, უფ­რო სწო­რად, წი­ნას­წარ შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ალ­გო­რითმს, შემ­დეგ მას პროგ­რა­მულ კო­დად გა­და­აქ­ცე­ვენ და ქმნი­ან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს. ასე თა­მაშ-თა­მაშ, სა­ხა­ლი­სო გა­რე­მო­ში, მათ „შე­მო­ეს­წავ­ლე­ბათ“ პროგ­რა­მი­რე­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი, საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი პრინ­ცი­პე­ბი. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის რუ­ტი­ნა, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, რად­გან, და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, ქალ­ბა­ტო­ნო ნარ­გიზ, რომ ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის მკვლევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუ სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტ­ში თა­მა­შით სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პი და მე­თო­დო­ლო­გიაა ჩა­დე­ბუ­ლი, მა­შინ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, უფ­რო ად­ვი­ლად აღ­ქ­მა­დია მათ­თ­ვის თუნ­დაც სხვა­დას­ხ­ვა რთუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, წიგ­ნებ­თან და სხვა­დას­ხ­ვა ფილ­მებ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მე­დი­უ­მი გახ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რ­მა თა­მაშ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტიც შე­ი­ძი­ნა. მარ­თა­ლია, დღეს, უკ­ვე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის დახ­მა­რე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ უცხო ენებს, გე­ოგ­რა­ფი­ას, მა­თე­მა­ტი­კას, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ სა­კითხს, მაგ­რამ პროგ­რა­მი­რე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ მათ თა­ვად შექ­მ­ნან ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბი, ანუ ისევ კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­თან ჰქონ­დეთ შე­ხე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე თა­ვად იყ­ვ­ნენ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი. რო­დე­საც ისი­ნი თა­მაშს  ან ანი­მა­ცი­ას ქმნი­ან და თა­ვი­ან­თი და­წე­რი­ლი კო­დის შე­დეგს მა­შინ­ვე ხე­და­ვენ, ეს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ხოლ­მე, შე­სა­ბა­მი­სად, ის რუ­ტი­ნა (რო­გორ­ შე­ექ­მ­ნათ ჯერ ალ­გო­რით­მი, შემ­დეგ პროგ­რა­მულ კო­დად რო­გორ გა­და­ექ­ცი­ათ…), მათ­თ­ვის აღარ არის რუ­ტი­ნა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. სწო­რედ ამ თე­მა­ზე გვინ­და, ვი­სა­უბ­როთ მე და ქალ­ბა­ტონ­მა ნარ­გიზ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბით ინერ­გე­ბა ეს ცნე­ბა – ალ­გო­რით­მი და პროგ­რა­მუ­ლი კო­დი, ზო­გა­დად, და მუ­შავ­დე­ბა მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, მა­ინც სი­ახ­ლეა და გვჭირ­დე­ბა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი რო­გორც ერ­თ­მა­ნეთ­თან (რომ გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ), ასე­ვე მშობ­ლებ­თან და ბავ­შ­ვებ­თან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მოს­მე­ნა, რად­გან თქვენ ხართ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ინო­ვა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რია, მზრუნ­ვე­ლი და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. თან ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის, ასე­ვე, პროგ­რა­მი­რე­ბის კუთხი­თაც, რად­გან თქვენ სწავ­ლობ­დით, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ველ პროგ­რა­მულ ენებს, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლე­ბო­და და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ცნე­ბის – ალ­გო­რით­მის და პროგ­რა­მუ­ლი კო­დის – შე­ტა­ნა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში.

ნარ­გიზ კა­ხა­ძე: მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში პროგ­რა­მი­რე­ბის სა­კითხის შე­მო­ტა­ნა იყო არა მხო­ლოდ ერთ-ერ­თი სა­კითხის და­მა­ტე­ბა, არ­სე­ბულ სა­კითხებ­თან, არა­მედ ეს დი­დი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე იყო. რო­გორც თქვენ სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, ძა­ლი­ან ბევრ მოს­წავ­ლეს, რო­ცა შე­ის­წავ­ლის პროგ­რა­მი­რე­ბას, აქვს შან­სი, მომ­ხ­მა­რებ­ლი­დან გახ­დეს მწარ­მო­ე­ბე­ლი. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მი­რე­ბის შე­მო­ტა­ნამ­დე ის­წავ­ლე­ბო­და სკო­ლა­ში, ძა­ლა­ში დარ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ის­წავ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ინ­ჟი­ნე­რია, ასე­ვე სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბი, ასე­ვე ინ­ტერ­ნე­ტის შეს­წავ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ პროგ­რა­მი­რე­ბის და­მა­ტე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ნამ­დ­ვი­ლად დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო იყო.

ო.კ.: ალ­ბათ აქ­ცენტს უფ­რო ადა­მი­ა­ნურ კა­პი­ტალ­ზე ვა­კე­თებთ, რად­გან პროგ­რა­მი­რე­ბა, და­მე­თან­ხ­მე­ბით, იმის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ვის­წავ­ლოთ სწო­რად აზ­როვ­ნე­ბა, სწო­რად ფიქ­რი. სტივ ჯობ­სის სიტყ­ვებს ვიშ­ვე­ლი­ებ ხოლ­მე, რომ პროგ­რა­მი­რე­ბა არის სა­უ­კე­თე­სო გზა, გვას­წავ­ლოს რო­გორ ვი­ფიქ­როთ. ჩვენ თუ გვინ­და, რომ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე გა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შ­ვე­ბი, ამის­თ­ვის პროგ­რა­მი­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია – რო­დე­საც სწავ­ლო­ბენ, იაზ­რე­ბენ, რა არის ალ­გო­რით­მი, თუნ­დაც რო­გორ შე­ი­მუ­შა­ონ მოქ­მე­დე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა რა­ღაც პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, ან რო­გო­რი იყოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი ალ­გო­რით­მი, შემ­დეგ რო­გორ გა­და­აქ­ცი­ონ ალ­გო­რით­მი პროგ­რა­მულ კო­დად. თუნ­დაც პა­ტა­რა ანი­მა­ცი­ებ­ზე, თა­მა­შებ­ზე მუ­შა­ო­ბა მათ­თ­ვის უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ ბევრს ფიქ­რო­ბენ, გეგ­მა­ვენ, შემ­დეგ – ამ და­სა­ხულ გეგ­მას გა­და­აქ­ცე­ვენ ხოლ­მე პროგ­რა­მულ კო­დად, ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, რა­საც სა­აზ­როვ­ნო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ყა­ვართ. რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი თა­მაშს, ანი­მა­ცი­ას ან სმარტ (ჭკვი­ან) აპ­ლი­კა­ცი­ას ქმნი­ან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­რე­შე ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მუდ­გე­ნე­ლია და მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც და­ვი­სა­ხეთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიღ­წე­უ­ლია.

მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი აზ­რი, code.org-ისა და scratch-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი იყო, რად­გან პირ­და­პირ კო­დის წე­რის სწავ­ლე­ბით რომ დაგ­ვეწყო, ვთქვათ, თუნ­დაც წერ­ტი­ლის ან მძი­მის შეც­დო­მით დას­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩათ­ვ­ლიდ­ნენ, რომ ეს საქ­მე არ გა­მოს­დით და მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ეს ძა­ლი­ან ცუ­დად აისა­ხე­ბო­და. რო­დე­საც ბლო­კებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა შე­მო­ვი­ტა­ნეთ და scratch-ში და code.org-ში აკე­თე­ბენ სა­ხა­ლი­სო ანი­მა­ცი­ებს, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და რამ­დე­ნად სა­ხა­ლი­სოა მათ­თ­ვის ეს პრო­ცე­სი, თუნ­დაც school.emis.ge-ზე ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ყო­ლა რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე; რამ­დე­ნად შე­მო­ი­ტა­ნა ამ ყვე­ლა­ფერ­მა სი­ხა­ლი­სე და რო­გო­რია ბავ­შ­ვე­ბის მო­ტი­ვა­ცია?

ნ.კ.: ბავ­შ­ვე­ბის მო­ტი­ვა­ცია ნამ­დ­ვი­ლად ამაღ­ლე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა მათ­თ­ვის პროგ­რა­მი­რე­ბის შეს­წავ­ლა. code.org და scratch მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბია და ბავ­შ­ვე­ბი, ყველ­გან, დი­დი სი­ხა­რუ­ლით თა­მა­შო­ბენ და ქმნი­ან პროგ­რა­მებს, წე­რენ ვი­დე­ო­ებს, თვი­თონ უხ­ს­ნი­ან და აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნა­ტო­ლებს ამ პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და ამის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც იმი­ტომ, რომ მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან, ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დია და თა­ვი­სე­ბურ ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს.

school.emis.ge-ის რე­სურ­სე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მია იქ და­ლა­გე­ბუ­ლი, შე­გიძ­ლია გაჰ­ყ­ვე მას და გა­ივ­ლი მთელ პროგ­რა­მას, ასე ვთქვათ, ამ რე­სურ­სე­ბით. მეც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ შე­დე­გე­ბით, რო­მე­ლიც მომ­ცა school.emis.ge-ის დახ­მა­რე­ბით პროგ­რა­მის გავ­ლამ.

school.emis.ge, code.org და scratch ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლიც არი­ან – school.emis.ge-ზე ამო­ცა­ნე­ბი code.org-სა და scratch-ზეა მი­მარ­თუ­ლი  და ძალ­ზე სა­ხა­ლი­სოდ და ორ­გა­ნუ­ლად შე­მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად ხსნის პროგ­რა­მი­რე­ბის ეს ორი ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­რე­მო ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნებს, ზოგ­ჯერ მეც კი ვხა­ლი­სობ ხოლ­მე. რამ­დე­ნი ათე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე დას­ჭირ­და ადა­მი­ანს, რომ მი­სუ­ლი­ყო, მა­გა­ლი­თად, დი­ფე­რენ­ცი­ა­ლურ აღ­რიცხ­ვამ­დე და code.org-ის ზო­გი­ერთ ამო­ცა­ნას ისე სა­ხა­ლი­სოდ, მარ­ტი­ვად და თვალ­სა­ჩი­ნოდ მი­ყავს მოს­წავ­ლე ამის აღ­ქ­მამ­დე, რომ მათ­თ­ვის, ვინც მო­მა­ვალ­ში ამ პრო­ფე­სი­ას გაყ­ვე­ბა და უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლა მო­უნ­დე­ბა, ეს სა­კითხე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ორ­გა­ნუ­ლი, მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბი და შე­სას­წავ­ლი იქ­ნე­ბა. ორი­ვე გა­რე­მო (ვიწყებთ code.org-ით და გა­დავ­დი­ვართ scratch-ზე), ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ძა­ლი­ან კე­თი­ლი გა­რე­მოა, სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონთ და თა­მაშ-თა­მა­შით, ხა­ლი­სით სწავ­ლო­ბენ ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს, სწავ­ლო­ბენ შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სწავ­ლა კე­თე­ბით და ის სა­კითხე­ბიც კი, რომ­ლებ­საც სხვა საგ­ნებ­ში სწავ­ლო­ბენ, სხვა თვა­ლით და­ი­ნა­ხეს, სხვაგ­ვა­რად შე­ა­ფა­სეს და გა­ი­თა­ვი­სეს. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბიც იყო, რო­ცა ვსწავ­ლობთ (code.org-ის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, რა თქმა უნ­და, კი­დევ უფ­რო მარ­ტივ დო­ნე­ზე და scratch-ის შემ­თხ­ვე­ვა­შიც), მა­გა­ლი­თად, კო­ორ­დი­ნატ­თა სის­ტე­მას, ვთქვათ, x და y ღერ­ძი, ბავ­შ­ვებ­მა იცი­ან, მაგ­რამ თა­ვი­დან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი უყუ­რე­ბენ. მათ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მთე­ლი ეს სის­ტე­მა, თა­მა­შის შექ­მ­ნი­სას. თურ­მე სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა კი­დევ ერ­თი რამ, სა­ნამ კომ­პი­უ­ტერ­თან დავ­ჯ­დე­ბით, ჩვენს გო­ნე­ბა­ში უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ რთუ­ლი ამო­ცა­ნა, მო­ვი­ფიქ­როთ სი­უ­ჟე­ტი, შევ­ქ­მ­ნათ რა­ღაც ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც აქვს და­საწყი­სი, გან­ვი­თა­რე­ბა, და­სას­რუ­ლი. ეს ნამ­დ­ვი­ლად ავი­თა­რებს შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს  და, ამ პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისე­თი სა­ხი­თაა მი­ტა­ნი­ლი ბავ­შ­ვებ­თან, რომ ისი­ნი ამ სე­რი­ო­ზულ საქ­მეს ძა­ლი­ან დი­დი ხა­ლი­სით და მარ­ტი­ვად აკე­თე­ბენ, ნამ­დ­ვი­ლად მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით.

ო.კ.: კი, ბა­ტო­ნო. მე ხში­რად მხვდე­ბა თქვე­ნი კლა­სის ფო­ტო­ე­ბი, სხვა პე­და­გო­გე­ბი­საც და იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ხოლ­მე ბავ­შ­ვე­ბი, რო­დე­საც ამ პლატ­ფორ­მებ­თან მუ­შა­ო­ბენ, ისე­თი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ მათ მი­ერ შექ­მ­ნილ­მა კოდ­მა იმუ­შა­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო და სწო­რი შე­დე­გი და­ი­დო! რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, ამ პრო­ცეს­ში ისი­ნი ბევრ საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს სწავ­ლო­ბენ ხოლ­მე…

ნ.კ.: ძა­ლი­ან ღრმა სა­კითხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა და შე­ის­წავ­ლე­ბა…

ო.კ.: გე­თან­ხ­მე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ვ­ლი­ლიც კი არ გვქონ­დეს. მეც მქო­ნია ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც სა­კო­ორ­დი­ნა­ტო სიბ­რ­ტყე და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი არ ჰქო­ნი­ათ მა­თე­მა­ტი­კა­ში გავ­ლი­ლი, მაგ­რამ იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად ით­ვი­სე­ბენ, რო­დე­საც scratch-ში გა­და­ად­გი­ლე­ბენ ხოლ­მე სპრა­ი­ტებს, რომ მათ­თ­ვის იოლად გა­სა­აზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

ქალ­ბა­ტო­ნო ნარ­გიზ, რო­გორც ვი­ცი, თქვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ხართ, მა­თე­მა­ტი­კო­სიც ხართ, ფი­ზი­კო­სიც, ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა. რას გვეტყ­ვით ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე, რამ­დე­ნად მოს­წონთ და რამ­დე­ნად ად­ვი­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­თან. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, ზო­გა­დად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი (მთე­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ჩვენ­თ­ვის ხომ ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან მე­ო­რემ­დე სვლაა), სა­დაც ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბაა ჩარ­თუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის ხოლ­მე. ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ ისე­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­მაც კი­დევ უფ­რო და­გა­ახ­ლო­ვათ სხვა კო­ლე­გებ­თან და ბავ­შ­ვებ­საც და­ეხ­მა­რა სხვა საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხე­ბის მარ­ტი­ვად გა­აზ­რე­ბა­ში და ა.შ.

ნ.კ.: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა მორ­გე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის სა­კითხებ­ზე — გავ­ლა მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მა, თან წი­ნას­წარ და­სა­ხუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია, ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლია თვი­თონ პროგ­რა­მი­რე­ბის­თ­ვის. კომ­პ­ლექ­სუ­რად შეს­წავ­ლა თვი­თონ პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის, რო­მე­ლიც, სა­ზო­გა­დოდ, ბევრ დე­ტალს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამა­საც გან­ვი­ხი­ლავთ მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­ნამ სა­ბო­ლოო პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე მი­ვი­დო­დეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს, ამის შე­სა­ხებ ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. სამ­ყა­რო ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ, რომ­ლის ნა­წი­ლიც ვართ, ერ­თი­ა­ნია, მაგ­რამ რთუ­ლი, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ ის და­ყო სხვა­დას­ხ­ვა მეც­ნი­ე­რე­ბე­ბად და შე­ის­წავ­ლის მა­თე­მა­ტი­კის, ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, მე­დი­ცი­ნის, ას­ტ­რო­ნო­მი­ის, ქი­მი­ი­სა და სხვა­დას­ხ­ვა მეც­ნი­ე­რე­ბის კუთხით, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ანს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რად, მას უნ­და შე­ეძ­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლად აღ­ქ­მა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­­ვა­ნია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. პროგ­რა­მი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად და ისე­თი­ვე ხა­ლი­სით ხდე­ბა, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ამ პროგ­რა­მებს. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ზე მე­ტი კითხ­ვა, რაც მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ ის­მე­ბა და არა მარ­ტო ჩემს სკო­ლა­ში (პროგ­რა­მი­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ), მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, ზოგ­ჯერ – მშობ­ლე­ბის­გა­ნაც, ეს არის – ვის­წავ­ლით თუ არა მო­მა­ვალ წელს პროგ­რა­მი­რე­ბას, მეშ­ვი­დე, მერ­ვე, მეცხ­რე კლა­სებ­ში? ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში შე­მო­ვა, რად­გან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში… მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბი სულ ჩემ გვერ­დით არი­ან და ხში­რად მე­კითხე­ბი­ან, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ერ­თხელ კი­დევ თუ ჩაგ­ვი­ტა­რებთ ასეთ გაკ­ვე­თილს? ასეთ ბავ­შ­ვებ­თან ვმუ­შა­ობ პრო­ექ­ტე­ბით, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით, ჩარ­თუ­ლი არი­ან სხვა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და მათ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, ვქმნით სცე­ნა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში და მე­რე ბავ­შ­ვე­ბი ამას პროგ­რა­მულ კო­დე­ბად აქ­ცე­ვენ. ძა­ლი­ან ვცდი­ლობ, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნო სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე…

ო.კ.: მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ,  თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი მახ­სოვს მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, რო­გორ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი წა­რად­გენ­დ­ნენ საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სურ და რთულ პრო­ექ­ტებს. ასე­ვე, თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უამ­რავ არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში, რაც თქვენს მოს­წავ­ლე­ებს კი­დევ და­მა­ტე­ბით სტი­მულს აძ­ლევს. მი­ხა­რია, რომ მშობ­ლებ­საც ძა­ლი­ან სწო­რად აწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არ არის ამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი, ეგო­ნოს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­შია, გარ­თო­ბა. რე­ა­ლუ­რად კი, ამის უკან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მარ­თ­ლაც კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხე­ბი დგას.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები