15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის პრინ­ცი­პი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში

spot_img
მა­რი­ნე ბიგ­ვა­ვა
სსიპ ზუგ­დი­დის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„სჯობს ერ­თხელ ნა­ხო, ვიდ­რე ას­ჯერ მო­ის­მი­ნო.“

ცნო­ბი­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი გა­რე სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის, და­ახ­ლო­ე­ბით, 80%-ს იღებს ხედ­ვით. მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­დე­საც სას­წავ­ლო მა­სა­ლას ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ახ­ლავს, აღ­ქ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა და ათ­ვი­სე­ბის დო­ნე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იზ­რ­დე­ბა.

გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ნის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა იყოს ცნო­ბი­ე­რი და არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ობი­ექ­ტუ­რად ასა­ხავ­დეს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მათ შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლა კი, მეტ­წი­ლად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ხით უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რა არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა? ეს ისე­თი სწავ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია არა აბ­ს­ტ­რაქ­ტულ იდე­ებ­სა და სიტყ­ვებ­ზე, არა­მედ კონ­კ­რე­ტულ სუ­რა­თებ­ზე. „მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც სურს მტკი­ცედ ჩა­წე­როს რა­ღაც მოს­წავ­ლე­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, უნ­და იზ­რუ­ნოს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გრძნო­ბის ორ­გა­ნო მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს და­მახ­სოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში. ბავ­შ­ვი ფიქ­რობს სუ­რა­თე­ბით, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით. ეს არის ზუს­ტად ის, რაც გან­საზღ­ვ­რავს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ძი­რი­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას უმ­ც­როს­კ­ლა­სელ­თა სწავ­ლე­ბის დროს, რად­გან ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია მათ გა­ნათ­ლე­ბა­ში ემ­ყა­რე­ბა არა წარ­მოდ­გე­ნებს ან ლექ­სი­კას, არა­მედ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას“ (კონ­ს­ტან­ტი­ნე უშინ­ს­კი).

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა ეფუძ­ნე­ბა მთელ რიგ დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის პრინ­ცი­პი. მი­სი ფუ­ძემ­დებ­ლის, იან ამოს კო­მენ­ს­კის დი­დი დი­დაქ­ტი­კის „ოქ­როს წე­სის“ მი­ხედ­ვით, სწავ­ლის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა გრძნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. „თუ ჩვენ გან­ზ­რა­ხუ­ლი გვაქვს მოს­წავ­ლე­ებ­ში ჭეშ­მა­რი­ტი, სან­დო ცოდ­ნის ჩა­ნერ­გ­ვა, მა­შინ ზო­გა­დად უნ­და ვე­ცა­დოთ ვას­წავ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით“.

„ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ცოდ­ნის სა­ფუძ­ვე­ლია. სწავ­ლე­ბა­ში მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვებ­ში გა­რე­მომ­ც­ვე­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ სწო­რი იდე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; აზ­როვ­ნე­ბის და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვი­ზუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, შექ­მ­ნათ ცოდ­ნის მა­რა­გი, გა­ნა­ვი­თა­როთ მოს­წავ­ლე­თა გო­ნებ­რი­ვი და მეტყ­ვე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“ (იოჰან ჰა­ინ­რიხ პეს­ტა­ლო­ცი).

ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, რო­გორც შე­უც­ვ­ლე­ლი „თა­ნამ­შ­რო­მე­ლი“, გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებს დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ის მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა ხდე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზა­ტო­რის მი­ერ და ხელს უწყობს აღ­ქ­მის ეფექ­ტუ­რო­ბის ზრდას.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­გე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რო­ბას და ამით ხელს უწყობს: ცოდ­ნის უფ­რო ძლი­ერ ასი­მი­ლა­ცი­ას; ცნე­ბე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­ქ­მას, მათ გა­აზ­რე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას; სას­წავ­ლო მა­სა­ლის ოპ­ტი­მა­ლურ ათ­ვი­სე­ბას და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში კონ­სო­ლი­და­ცი­ას.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მოთხოვ­ნებს, მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­ში აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბე­ბის, გან­ზო­გა­დე­ბე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის უფ­რო დიდ­ხანს უნ­და გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს საგ­ნის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ი­სა და გან­ზო­გა­დე­ბის პრო­ცე­სე­ბი მკვეთ­რად დარ­ღ­ვე­უ­ლია, მათ­თ­ვის რთუ­ლია და­შორ­დ­ნენ კონ­კ­რე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და გა­მო­ი­ტა­ნონ აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი დას­კ­ვ­ნა. მათ აღ­ქ­მას, თავ­და­პირ­ვე­ლად, არა­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, უჭირთ ობი­ექ­ტის ძი­რი­თა­დი, არ­სე­ბი­თი ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბა; საგ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა მათ გო­ნე­ბა­ში, ბუნ­დო­ვა­ნი, არას­რუ­ლი და ხში­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლია; მეტყ­ვე­ლე­ბას, ხში­რად, აკ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის თვი­სე­ბე­ბის სწო­რად ასახ­ვის­თ­ვის. ამი­ტომ, ასეთ ბავ­შ­ვებ­თან ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აღ­ქ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბა და ზო­გა­დი წე­სე­ბის დაც­ვა.

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და:

♦ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა-თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კი და დო­ნე;

♦ მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­როს ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზა­ნი;

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლო მიზ­ნის­თ­ვის ეფექ­ტუ­რია;

♦ გა­მო­ი­ყე­ნოს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტაპ­ზე;

♦ მო­ახ­დი­ნოს თვალ­სა­ჩი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა;

♦ მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის დი­ზა­ი­ნის ში­ნა­არსს და ეს­თე­ტი­კას;

♦ დარ­წ­მუნ­დეს, რომ მოს­წავ­ლე­თა დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მი­ზეზ­თან და შე­დეგ­თან;

♦ გა­მო­ი­ყე­ნოს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, რო­გორც ცოდ­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო და არა რო­გორც თვით­მი­ზა­ნი!

ჩე­მი პრაქ­ტი­კა – წლე­ბია, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ რო­გორც დიდ, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნულ წიგ­ნებს, ვი­ზუ­ა­ლურ ელექ­ტ­რო­ნულ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­სა და სა­ვარ­ჯი­შო­ებს. თუმ­ცა ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმა­საც, რომ ერ­თი და იმა­ვე მე­თოდ-აქ­ტი­ვო­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სოც უნ­და იყოს, მოს­წავ­ლის­თ­ვის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბით შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ში ხე­ლი შე­უწყო:

მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას – სი­ხა­რუ­ლით ელი­ან ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლის წარ­დ­გე­ნა-გაც­ნო­ბას;

ტექ­ს­ტის აღ­ქ­მა-გა­გე­ბას – პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უჭირთ ტექ­ს­ტის გა­გე­ბა, წა­კითხუ­ლის ში­ნა­არ­სის/ამ­ბის გო­ნე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნა-გა­ცოცხ­ლე­ბა. ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი კი ეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის/მოვ­ლე­ნის ნი­უ­ან­სე­ბის სრუ­ლად აღ­ქ­მა­ში;

დაკ­ვირ­ვე­ბის, ფან­ტა­ზი­ის, ანა­ლი­ზის, მსჯე­ლო­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის, თხრო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას – ტექ­ს­ტის გაც­ნო­ბამ­დე, აანა­ლი­ზე­ბენ ილუს­ტ­რა­ცი­ას, აკ­ვირ­დე­ბი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ებს და გად­მოს­ცე­მენ/ვა­რა­უ­დო­ბენ მათ გან­წყო­ბა-ემო­ცი­ებს, გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს; აღ­წე­რენ სი­უ­ჟე­ტებს და ამ­ყა­რე­ბენ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებს სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ას, წი­ნა და მომ­დევ­ნო ილუს­ტ­რა­ცი­ებს შო­რის; ქმნი­ან და გად­მოს­ცე­მენ მცი­რე ზო­მის ამ­ბავს, მო­ცე­მუ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე; ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად აღად­გე­ნენ და ალა­გე­ბენ წა­კითხუ­ლის ში­ნა­არსს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ეფექ­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს-შე­დე­გის­თ­ვის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები