27 ივლისი, შაბათი, 2024

ვიზუალური და კოგნიტური სქემების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში

spot_img

გვანცა ბიღიაშვილი
სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

 

დაწყებით კლასებში ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება და გაანალიზება. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემის გამომწვევი მიზეზების სწორად დადგენა, რათა დავეხმაროთ მოსწავლეს ტექსტებთან მუშაობისას ბარიერის გადალახვაში. მოსწავლეებს შეუძლიათ წაკითხული ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის აღქმა, მაგრამ უჭირთ ტექსტის სიღრმისეული გაგება-გააზრება, მსჯელობა, დასკვნების გამოტანა.

ტექსტის გაგება – გააზრება პრობლემას წარმოადგენდა ჩემს კლასებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი სხვადასხვა მეთოდებითა და სტრატეგიებით მის მოგვარებას. შედეგი მაინც არ იყო სახარბიელო, მანამ სანამ საგაკვეთილო პროცესში მიზნობრივად არ დავნერგე კოგნიტური სქემებისა და გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.

ბოლო წლებში, სკოლებში, აქტიურად გამოიყენება სწავლების უახლესი  მეთოდები და სტრატეგიები. მათი უმრავლესობა ორიენტირებულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე და ხელს უწყობს ინფორმაციის არა მხოლოდ მიღებას,არამედ მის გამომუშავებას და ცოდნის კონსტრუირებას.მათი მიზანია აქტიურად ჩართოს მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში.

კოგნიტური სქემების ჩართვა სწავლების პროცესში ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლის აზროვნების განვითარებას, არამედ, მეცნიერული ცოდნის დაუფლებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას, ინტუიციური და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, შინაგანი მოტივების წინ წამოწევას. ცნობისმოყვარეობას,კომპეტენტურობისადმი სწრაფვას,ჯგუფური უნარების უნარ-ჩვევების შეძენას. მათი გამოყენება მნიშვნელოვანია:

♦ ახალი მასალის გაცნობის დროს;

♦ ტექსტის კითხვისას;

♦ ტექსტის დამუშავებისას;

♦ საშინაო და საკლასო დავალებების შესრულებისას;

♦ ჯგუფური მუშაობისას.

უნდა აღვნიშნოთ,რომ ეს მეთოდები ეხმარება,როგორც მოსწავლეს,ასევე მასწავლებელს.

მოსწავლეს:ინფორმაციის ორგანიზებაში;ინფორმაციის გაანალიზებაში,ვიზუალიზაციაში,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.

მასწავლებელს: ვიზუალური სქემების გამოყენებისას,მასწავლებელი მოსწავლეს საშუალებას აძლევს გაააქტიუროს წინარე ცოდნა;მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მასწავლებელს ახალი მასალის ახსნაში.

განვიხილავ რამდენიმე მათგანს:

♦ „ვარაუდების სქემა“

მოსწავლეები ტექსტის კითხვის დროს  გზადაგზა ავსებენ სქემას.

♦ „მზე და მთვარე

სქემა ეხმარება მოსწავლეებს წაკითხულის უკეთ გააზრებაში, მოძიებული ინფორმაციის დახარისხებაში, გამოყონ ნათელი და ბუნდოვანი საკითხები. იგი ასევე ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარს.

♦ „ზღაპრის რუკა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.თემის ირგვლივ არსებული ცოდნა „ამოატივტივოს“ და შესასწავლი მასალა სიღრმისეულად დაამუშაოს.

♦ „შეკითხვების კალეიდოსკოპი

„შეკითხვების კალეიდოსკოპი“ საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოუმუშავდეს ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ასევე,  ხელს უწყობს მსჯელობის, გააზრების უნარს, აზრის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებას.

♦ „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი

♦ „პერსონაჟის რუკა

„პერსონაჟის რუკის“ შევსება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გამოხატოს პირადი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ, ამოიცნოს მისი თვისებები და შესაბამისი თვისება დაასაბუთოს არგუმენტით, ტექსტიდან.

♦ „ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება

აღნიშნული აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმასა და გააზრებაში ეხმარება. საშუალება აქვთ ტექსტიდან გამოყონ მათთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი და შემდეგ  დახატონ,რაც ასევე შემოქმედებით უნარ-ჩვევებს უვითარებს მათ.

მოსწავლეები ხალისითა და სიამოვნებით მუშაობენ სააზროვნო სქემებზე. სქემაზე მუშაობის დროს ყურადღებით კითხულობენ ტექსტს, იაზრებენ სქემის შესრულების პირობებს, ფიქრობენ, აზროვნებენ, რამდენჯერმე უბრუნდებიან ტექსტს არგუმენტების, ფაქტების, თვისებების დასაზუსტებლად და ყოველგვარი სირთულეების გარეშე იაზრებენ ტექსტს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები