12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ვიდეოკონკურსი  „მომავალი განათლებაშია“

spot_img

განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება:

✔️ შესარჩევი ტური – ვიდეო თემაზე: „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“

✔️ ფინალური ტური, ვიდეო თემაზე: „მომავალი განათლებაშია“.

♦ შესარჩევი ტურში  მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ნებისმიერ მსურველებს, რომლებმაც უნდა გამოაგზავნონ 15-დან 60 წამამდე ვიდეო, თემაზე – „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“. ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი მოწყობილობით, არ ხართ შეზღუდული აუდიო და გრაფიკული ეფექტების გამოყენებაში.  ჩვენ ვეძებთ ამბის საინტერესოდ მთხრობელებს, რომლებსაც შეუძლიათ თანატოლებს მოკლე ვიდეოს საშუალებით გაუზიარონ თავიანთი სათქმელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე, გამოწვევებზე და ინტერესებზე.

♦ შესარჩევ ტურში გამოვლინდება რამდენიმე ათეული კონკურსანტი, რომლებიც ფინალური ტურის მონაწილეები გახდებიან. ფინალურ ტურში გადასული მონაწილეები ვიდეოხელოვნების პრაქტიკულ ვებინარებს გაივლიან.  ვებინარების დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ დრო მოამზადონ ვიდეო მეორე ეტაპისთვის, თემაზე: „მომავალი განათლებაშია“.

შესარჩევი ტურის ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი.

✔️ გამარჯვებული მიმდინარე წლის 15 ივლისს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.

პრიზები: I ადგილი – iPhone 12 და II- III ადგილი – iPad 9th.

დარეგისტრირდი ბმულზე https://rb.gy/oisxtl და გამოგვიგზავნე ნამუშევარი ელექტრონულ მისამართზე:  efacoalition@efageorgia.ge

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს: https://rb.gy/mvvog3

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები