24 ნოემბერი, კვირა, 2024

„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ საკ­ვან­ძო პა­სა­ჟე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სათ­ვის

spot_img
ირმა გრიგალაშვილი
ფი­ლო­ლო­გი, სსიპ თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ საკ­ვან­ძო პა­სა­ჟე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სათ­ვის

ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა, ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბა

ქარ­თ­ველ­თა კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მწვერ­ვალს შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ წარ­მო­ად­გენს. მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში შექ­მ­ნი­ლი ეს ტექ­ს­ტი ყო­ველ დრო­სა და ეპო­ქა­ში იმ­სა­ხუ­რებ­და არამ­ხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკითხ­ვე­ლის, არა­მედ მწიგ­ნო­ბარ-მკვლე­ვარ­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას, ამი­ტო­მაც მას­ზე ბევ­რი რა­მაა თქმუ­ლი. რთუ­ლია მო­ი­ძებ­ნოს შე­უს­წავ­ლე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­სა­ჟი ან რა­ი­მე ენობ­რი­ვი თუ მხატ­ვ­რუ­ლი დე­ტა­ლი პო­ე­მი­სა, თუმ­ცა ისე­თი ღრმა და მრა­ვალ­პ­ლა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ალ­ბათ, ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კის, გან­ს­ჯი­სა და ფიქ­რის სა­გა­ნი.

ამ­ჯე­რად მსურს ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ პო­ე­მის იმ ორ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მო­მენ­ტ­ზე (ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა, ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბა), რომ­ლე­ბიც ხში­რად ბა­დე­ბენ ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ მო­საზ­რე­ბებს რო­გორც თა­ვად მკვლევ­რებს, ისე მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის და ამავ­დ­რო­უ­ლად, ყვე­ლა­ზე ცხა­დად ავ­ლე­ნენ ავ­ტო­რის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის სპე­ცი­ფი­კას, მის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას. რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლებს პო­ე­მის ასე­თი სა­გუ­ლის­ხ­მო პა­სა­ჟე­ბის სწავ­ლე­ბა გვი­წევს, ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლე გვმარ­თებს, რა­თა ნა­წარ­მო­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ანა­ლი­ზი არ გა­მო­ვი­დეს ცალ­მ­ხ­რი­ვი და ზე­და­პი­რუ­ლი. წე­რი­ლის მი­ზა­ნია გა­მოვ­კ­ვე­თო აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სა­ჟე­ბის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე, კრი­ტი­კუ­ლად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და მა­თი გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად შევ­თა­ვა­ზო მკითხ­ველს სა­კითხის ჩე­მე­უ­ლი ხედ­ვა. რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი შე­ვუწყო პო­ე­მის საკ­ვან­ძო მო­მენ­ტე­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ ნა­წარ­მო­ე­ბის აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბა ავ­ტო­რის მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და სო­ცი­ო­ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

1. ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა

მო­ცე­მუ­ლი პა­სა­ჟი ვერც ერ­თ­მა მკვლე­ვარ­მა ვერ მო­არ­გო ქრის­ტი­ა­ნულ ეთი­კას, მკვლე­ლო­ბა ხომ პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბის უმ­თავ­რეს მცნე­ბებს: „გიყ­ვარ­დეს მოყ­ვა­სი შე­ნი“, „არა კაც ჰკლა“. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყოს, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ამ, და სხვა არა­ერ­თი მო­მენ­ტის გა­მო, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ იდევ­ნე­ბო­და. კა­თა­ლი­კო­სი კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ცდი­ლობ­და, პო­ე­მა მი­სა­ღე­ბი გა­ე­ხა­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის, მაგ­რამ სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბის ეპი­ზო­დის „გა­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რე­ბა­ზე“ არც უფიქ­რია. ამ უკა­ნას­კ­ნელს იგი ბო­რო­ტე­ბის მა­გა­ლი­თად გა­ნი­ხი­ლავ­და და ფიქ­რობ­და, რომ ნეს­ტა­ნი და ტა­რი­ე­ლის ხა­ზი პო­ე­მის ბნე­ლი მხა­რეა და რომ ისი­ნი და­საგ­მობ­ნი არი­ან სა­მა­გა­ლი­თო თი­ნა­თინ­თან და ავ­თან­დილ­თან შე­და­რე­ბით. „ნეს­ტა­ნი იძ­ლე­ვა ისეთ რჩე­ვას, რო­მელ­შიც შე­ზა­ვე­ბუ­ლია ცრუ­ო­ბა, ურ­ცხ­ვო­ბა, ვე­რა­გო­ბა, მშო­ბელ­თა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, მე­ფის დამ­ცი­რე­ბა-შე­უ­რაცხ­ყო­ფა, ქვეყ­ნი­სა და სამ­შობ­ლოს გან­წირ­ვა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ თავ­მოთ­ნე­ო­ბა“. კ. ცინ­ცა­ძე, გვ.243 (კა­თა­ლი­კოს კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის მო­საზ­რე­ბას ვი­მოწ­მებთ ე. ხინ­თი­ბი­ძის მო­ნოგ­რა­ფი­ი­დან, 2009, 364). კა­თა­ლი­კო­სი არ უღ­რ­მავ­დე­ბა ქმე­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, ის მხო­ლოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას, მი­სი სიტყ­ვით, ცოდ­ვას აფა­სებს. სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა სხვა არა­ერ­თი მკვლევ­რის მი­ერ იქ­ნა გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც უპა­ტი­ე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მაგ., ზ. კიკ­ნა­ძე: „ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის ქმე­დე­ბა არ ემ­ყა­რე­ბო­და „მარ­თალ სა­მარ­თალს“, მ. კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი:  „ნეს­ტა­ნი სო­ფიზ­მით ცდი­ლობს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის მოკ­ვ­ლის და­სა­ბუ­თე­ბას“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 473).

სწო­რედ ეს არის უმ­თავ­რე­სი სირ­თუ­ლე, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლი ეპი­ზო­დის სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხში­რად პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­რა­ლით აფა­სე­ბენ და ცდი­ლო­ბენ მკვეთ­რად გა­მიჯ­ნონ მა­თი მსჯე­ლო­ბა-ქმე­დე­ბა­ნი ავ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­სა­გან. მე­ა­თე კლა­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შიც სა­კითხი მსგავ­სა­დაა დას­მუ­ლი. მოს­წავ­ლემ უნ­და უპა­სუ­ხოს კითხ­ვას: „რო­მე­ლი აფო­რიზ­მით გა­ა­მარ­თ­ლა ნეს­ტან­მა თა­ვი­სი გან­ზ­რახ­ვის სის­წო­რე? რო­გორ ფიქ­რობთ, ამარ­თ­ლებს თუ არა პო­ე­მის ავ­ტო­რი ნეს­ტა­ნის საქ­ცი­ელს (და­აკ­ვირ­დით სი­უ­ჟე­ტის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას, რა მოჰ­ყ­ვა ამ ამ­ბავს?)“ (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, 2022). სი­უ­ჟე­ტის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლია, რა­მაც გა­მო­უც­დელ მკითხ­ველს (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლეს) შე­იძ­ლე­ბა აფიქ­რე­ბი­ნოს, რომ ავ­ტო­რი კიცხავს ნეს­ტან­სა და ტა­რი­ელს, ხო­ლო ღმერ­თი სჯის მათ. სა­კითხის ასე გა­დაწყ­ვე­ტა, ვფიქ­რობ, არას­წო­რია. ერ­თი მხრივ, იმი­ტომ, რომ პო­ე­მის ტექ­ს­ტი მას მხარს არ უჭერს. არც ავ­ტო­რი და არც გმი­რე­ბი მათ­ზე მო­წე­ულ უბე­დუ­რე­ბას მომ­ხ­და­რის სა­პა­სუ­ხო სას­ჯე­ლად არ აღიქ­ვა­მენ და მით უმე­ტეს ღმერთს არ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ უბე­დუ­რე­ბა­ში. „ბედ­მან გვი­ყო ყვე­ლა­კაი, ჩე­მო, რა­ცა დაგ­ვე­მარ­თა“ – ხაზ­გას­მით შე­ნიშ­ნავს ნეს­ტა­ნი სატ­რ­ფოს­თან მი­წე­რილ წე­რილ­ში. მე­ო­რე მხრივ, ამ პა­სა­ჟის ზე­მო­მო­ცე­მუ­ლი წა­კითხ­ვა პო­ე­მას აქ­ცევს ვიწ­რო რე­ლი­გი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში და მცდარ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის ავ­ტო­რის მო­რა­ლურ-ეს­თე­ტი­კურ ორი­ენ­ტი­რებ­ზე.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბიც არ­სე­ბობს, მაგ., მკვლე­ვა­რი ლ. ხე­ცუ­რი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ თა­ვად სა­სი­ძო გა­ნა­სა­ხი­ე­რებს „ბნელ ძა­ლას“ და მას­ზე ნეს­ტა­ნის და­ქორ­წი­ნე­ბა „ღვთის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ წას­ვ­ლაა“, ხო­ლო მი­სი მკვლე­ლო­ბა არის „ერ­თა­დერ­თი გზა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის აღ­დ­გე­ნი­სა ინ­დოთ სა­მე­ფო­ში“ (ხე­ცუ­რი­ა­ნი 2014: 228). სა­სი­ძოს ბნელ ძა­ლად გა­მოცხა­დე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტექ­ს­ტ­ში პირ­და­პი­რი არ­გუ­მენ­ტი არ მო­ე­პო­ვე­ბა, მაგ­რამ ხე­ცუ­რი­ა­ნი­სე­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით სა­სი­ძო დამ­ნა­შა­ვეა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მას თვით­მ­პყ­რო­ბე­ლუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი ამოძ­რა­ვებს, რაც დამ­ღუპ­ვე­ლია და „კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ყო­ველ ეტაპ­ზე გარ­კ­ვე­ულ საფ­რ­თხეს შე­ი­ცავს“ (ხე­ცუ­რი­ა­ნი 2014: 227). ჩვე­ნი მხრივ, და­ვე­თან­ხ­მე­ბით მსჯე­ლო­ბის იმ ნა­წილს, რომ მკვლე­ლო­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის გზაა მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ სა­სი­ძოს ბო­როტ ძა­ლად გა­მოცხა­დე­ბას მხარს ვერ და­ვუ­ჭერთ.

ხვა­რაზ­მ­შას მკვლე­ლო­ბის ეპი­ზო­დის ყვე­ლა­ზე ფარ­თო და ამომ­წუ­რავ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე გვთა­ვა­ზობს. მეც­ნი­ე­რი იმ­თა­ვით­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ „ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეთი­კის თვალ­საზ­რი­სით, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ზნე­ო­ბა სა­მა­გა­ლი­თო არ არის“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 369). მი­სი­ვე შე­ნიშ­ვ­ნით, „რუს­თა­ველ­მა შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეთი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ახა­ლი სიტყ­ვა თქვა, თა­ნახ­მად აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბი­სა, თა­ვი­სი ახ­ლე­ბუ­რი პო­ზი­ცია მას უნ­და და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნა ძველ სის­ტე­მა­ზე“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 361). ეს სის­ტე­მა კი არის­ტო­ტე­ლეს ფი­ლო­სო­ფია აღ­მოჩ­ნ­და. „მარ­თა­ლი სა­მარ­თ­ლის“ ქმნით მო­ტი­ვი­რე­ბულ ქმე­დე­ბას ტა­რი­ე­ლი­სას ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე არის­ტო­ტე­ლეს „სა­შუ­ალ­საც“ უკავ­ში­რებს.

პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მეც­ნი­ე­რის მსჯე­ლო­ბა „მარ­თა­ლი სა­მარ­თ­ლის“ დე­ფი­ნი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი თქმით, არის­ტო­ტე­ლე მიჯ­ნავს ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ჩვე­უ­ლებ­რივ ზო­გად სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­სა და ἐπιεικείᾳ-ს, ე.წ. უტყუ­არ სი­მარ­თ­ლეს. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი აღე­მა­ტე­ბა ფორ­მა­ლურ სი­მარ­თ­ლეს, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას და წარ­მო­ად­გენს მის შეს­წო­რე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სათ­ვის (შდრ. ზო­გა­დად ქურ­დო­ბა ცუ­დი საქ­ცი­ე­ლია, მაგ­რამ გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში: „მდი­დარს არ­თ­მევს, ღა­რიბს აძ­ლევს“). „მარ­თა­ლი სა­მარ­თ­ლის“ ამ­გ­ვარ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­მარ­თ­ლის ძეგ­ლებ­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და თა­ვად სა­ხა­რე­ბა­მაც. მკვლე­ვა­რი იმოწ­მებს სა­თა­ნა­დო მო­ნაკ­ვე­თებს მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში „ვეფხის­ტყა­ოს­ნის იდე­ურ-მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბი­თი სამ­ყა­რო“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 449-465). მა­შა­სა­და­მე, ხინ­თი­ბი­ძის პო­ზი­ცია ასე­თია: რუს­თა­ვე­ლის გმი­რე­ბი მარ­თა­ლი სა­მარ­თ­ლის კვა­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ და ამ­დე­ნად პირ­ნა­თელ­ნი არი­ან ღვთის წი­ნა­შეც, რად­გან ერ­თი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბით თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ ულ­მო­ბელ სის­ხ­ლის­ღ­ვ­რას. ისი­ნი თავს არ მი­იჩ­ნე­ვენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, რად­გან მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა „ხე­სა შე­იქმს ხმელ­სა ნედ­ლად“.

მკვლე­ვა­რი სა­გან­გე­ბო მსჯე­ლო­ბის საგ­ნად ხდის „ხმე­ლი ხის გა­ნედ­ლე­ბის“ სიმ­ბო­ლი­კა­საც, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ბიბ­ლი­ი­დან უნ­და იღებ­დეს. „ძე­ლის აყ­ვა­ვე­ბის სას­წა­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნულ მწერ­ლო­ბა­ში მრა­ვალ წმინ­დანს მი­ე­წე­რე­ბა. წმინ­და­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით ღმერთს სათ­ნო-ეყო, შემ­ძ­ლე­ბე­ლია ხმე­ლი ხის აყ­ვა­ვე­ბი­სა“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 380). ნეს­ტა­ნის შეგ­ნე­ბით, მა­თი ქმე­დე­ბა იმ­დე­ნად სა­ჭი­რო და ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბი­თია, რომ ხმე­ლი ხის აყ­ვა­ვე­ბის მადლს უტოლ­დე­ბა.

სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა რომ ან­ტი­კუ­რი ეთი­კის პრინ­ცი­პე­ბი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი და არ არის უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი, ამის მტკი­ცე­ბას ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე არის­ტო­ტე­ლეს სა­შუ­ა­ლის თე­ო­რი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით ცდი­ლობს. არის­ტო­ტე­ლე­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლი გუ­ლის­ხ­მობს შუ­ა­ლედს ორ უკი­დუ­რე­სო­ბას შო­რის (მაგ., სი­უხ­ვე სა­შუ­ა­ლია მფლან­გ­ვე­ლო­ბა­სა და სი­ძუნ­წეს შო­რის). ხინ­თი­ბი­ძის თქმით, არის­ტო­ტე­ლე­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლის ერ­თ­გ­ვა­რი ანა­ლო­გი ბიბ­ლი­ა­შიც გვხვდე­ბა, კერ­ძოდ, „ეკ­ლე­სი­ას­ტე­ში“: „ნუ იქ­ნე­ბი ზედ­მე­ტად მარ­თა­ლი და მე­ტის­მე­ტად ნუ და­ძა­ბუნ­დე­ბი – რად გინ­და, რომ შეძ­რ­წუნ­დე? მე­ტის­მე­ტად ნუ იბო­რო­ტებ, არც გაბ­რიყ­ვ­დე – რად გინ­და, რომ უდ­რო­ოდ მოკ­ვ­დე? უმ­ჯო­ბე­სია ერ­თიც იყო და მე­ო­რეც, რად­გან ღვთის მო­ში­ში ყვე­ლაფ­რის­გან თავს აღ­წევს“ ეკლ. 7, 16-18 (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 394). სა­შუ­ა­ლის პრინ­ცი­პებს ზედ­მი­წევ­ნით მი­ე­სა­და­გე­ბა ნეს­ტა­ნის მსჯე­ლო­ბა, იგი არ არის არც „ზედ­მე­ტად მარ­თა­ლი“ (მო­საკ­ლა­ვად იმე­ტებს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს) და არც „მე­ტის­მე­ტად ბო­რო­ტი“ (თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ექო­მა­გე­ბა და­ჩაგ­რულ ტა­რი­ელს, ინ­დო­ეთს). „სა­შუ­ა­ლი, არის­ტო­ტე­ლეს სიტყ­ვე­ბით თუ ვიტყ­ვით, ორი ბო­რო­ტე­ბი­დან ნაკ­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო… ნეს­ტან­მაც სწო­რედ ეს გზა აირ­ჩია“ (ხინ­თი­ბი­ძე 2009: 410). ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძის აზ­რით, ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბა პო­ე­მის გმირ­თა ზნე­ო­ბას ლაფს კი არ სცხებს, არა­მედ პი­რი­ქით, ამაღ­ლებს მათ. მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი სა­გან­გე­ბოდ შე­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­ნა­ლი­ზო ეპი­ზო­დის ამ­გ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია მი­სი პი­რა­დი ან, ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნა­კარ­ნა­ხე­ბი არ არის და თა­ვად „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ეთი­კუ­რი სის­ტე­მის ში­ნა­გან კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს ეფუძ­ნე­ბა.

ხვა­რაზ­მე­ლი უფ­ლის­წუ­ლის ხვედ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პა­სა­ჟად მი­აჩ­ნია თა­მაზ ვა­სა­ძე­საც. ის ფაქ­ტი, რომ ნეს­ტა­ნი და ტა­რი­ე­ლი აუცი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ ხვა­რაზ­მ­შას ძის მოკ­ვ­ლას და თა­ნაც არ ნა­ნო­ბენ ამ საქ­ცი­ელს არას­დ­როს, მკვლე­ვარს აძ­ლევს შემ­დე­გი მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველს: „ცოდ­ვის და მო­ნა­ნი­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ტი­ვის… დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლი უკუგ­დე­ბა ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სია იმ ნი­შან­თა­გან, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ველს შუა სა­უ­კუ­ნე­ებს აშო­რე­ბენ და რე­ნე­სან­სის ეპო­ქას აახ­ლო­ე­ბენ, რუს­თა­ვე­ლი ყო­ველ­გ­ვა­რი ცოდ­ვა­თა მო­ნა­ნი­ე­ბის გა­რე­შე ანი­ჭებს თა­ვის გმი­რებს ბედ­ნი­ე­რე­ბას“ (ვა­სა­ძე 2014: 312). მარ­თ­ლაც „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ არ ახა­სი­ა­თებს სი­ნა­ნუ­ლის ცრემ­ლით ცოდ­ვა­თა გან­წ­მენ­დის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი ეს­თე­ტი­კა.

მკვლე­ვა­რი ასე­ვე ცდი­ლობს, დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლოს ყვე­ლა ის არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც ტა­რი­ე­ლი­სა და ნეს­ტა­ნის სი­მარ­თ­ლე­ში დაგ­ვარ­წ­მუ­ნებს:

♦ ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის­თ­ვის ხვა­რაზ­მ­შას ძე არაა კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, არ იც­ნო­ბენ მას, ის მხო­ლოდ „სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლებ­ლის სქე­მა­ტუ­რი და მკრთა­ლი სა­ხით არ­სე­ბობს“ (ვა­სა­ძე 2014: 312);

♦ ის არას­დ­როს შეხ­ვედ­რია ქალს, ნეს­ტანს, რო­მელ­საც ბედს უკავ­ში­რებს, ე.ი. მი­სი მო­ტი­ვა­ცი­ის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­შია და არა სიყ­ვა­რუ­ლი. სა­სი­ძო არაა მიჯ­ნუ­რი, რაც რუს­თა­ვე­ლი­სათ­ვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ტოლ­ფა­სია;

♦ რუს­თა­ვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ნეს­ტანს უსიყ­ვა­რუ­ლოდ უპი­რე­ბენ და­ნიშ­ვ­ნას. ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის მხა­რე­საა ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­შიც სრუ­ლად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ღვთა­ებ­რი­ო­ბა.

ვფიქ­რობ, და­მოწ­მე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მარ­თ­ლაც ექო­მა­გე­ბა ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­რიც არა­პირ­და­პი­რად მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ თა­ვა­დაც თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს თა­ვის გმი­რებს. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მო­ცე­მულ არ­გუ­მენ­ტ­თა­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ზნე­ობ­რივ პრინ­ცი­პებ­საა მი­სა­და­გე­ბუ­ლი და არა რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქი­სას. მაგ., ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხი, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და შემ­დე­გაც, უსიყ­ვა­რუ­ლო, პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ქორ­წი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო, ამი­ტომ ამის გა­მო ხვა­რაზ­მ­შას ძის გა­კიცხ­ვა არა­ბუ­ნებ­რი­ვია.

თა­მაზ ვა­სა­ძის აზ­რით, ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს ხვედ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია პო­ე­მი­სა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სწო­რედ ამ ეპი­ზოდ­ში ვლინ­დე­ბა პრო­ცე­სი ახა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა. „პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, პი­როვ­ნე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა და თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნად, მი­სი ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა… ახალ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას, უზე­ნა­ე­სო­ბას, უკი­დუ­რე­სი სიმ­კ­ვეთ­რით წარ­მო­ა­ჩენს სწო­რედ ის, რომ მათ ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლი ეწი­რე­ბა“ (ვა­სა­ძე 2014: 313). სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებთ წარ­მოდ­გე­ნილ პო­ზი­ცი­ას და ვფიქ­რობთ, რომ მკვლევ­რის მხრი­დან მსხვერ­პ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბის იდე­ის ხაზ­გას­მა რუს­თა­ვე­ლის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ერთ-ერ­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მიგ­ნე­ბა და აღ­მო­ჩე­ნაა.

ხვა­რაზ­მე­ლი უფ­ლის­წუ­ლის მკვლე­ლო­ბის პა­სა­ჟის გან­ხილ­ვა არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, თუ­კი არ მო­ვიხ­მობთ პო­ე­მი­დან კი­დევ ერთ მსგავს ეპი­ზოდს, ავ­თან­დი­ლის მი­ერ ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბას.

2. ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბა

ჭაშ­ნა­გი­რის მოკ­ვ­ლა ისე­თი კე­თილ­შო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი­სა­გან, რო­გო­რიც ავ­თან­დი­ლია, მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის ცო­ტა მო­უ­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ, რო­გორც კი ქმე­დე­ბის შე­დეგ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას ჩა­ვუკ­ვირ­დე­ბით, არა­ბი ჭა­ბუ­კის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა. ამ, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­უწყ­ნა­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გა­მო, ავ­თან­დი­ლის პერ­სო­ნაჟ­მაც და­იმ­სა­ხუ­რა ზო­გი­ერ­თი მკვლევ­რი­სა­გან გა­კიცხ­ვა, მაგ­რამ ამა­ზე აქ აღარ შევ­ჩერ­დე­ბით. ვფიქ­რობ, ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბა ავ­თან­დი­ლის სა­ხის ისე­თი შტრი­ხია, რო­მე­ლიც მას მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ, „ფარ­თო მას­შ­ტა­ბის“ პერ­სო­ნა­ჟად აქ­ცევს. „თუ კლა­სი­კუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვარ ნი­შან-თვი­სე­ბას ქარ­თულ­მა მწერ­ლო­ბამ რა­მე შე­მა­ტა, ეს ავ­თან­დი­ლის სა­ხეა“ (ბაქ­რა­ძე 2004: 53). ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და არ­სობ­რი­ვი სი­ახ­ლე ავ­თან­დი­ლის პერ­სო­ნა­ჟი­სა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ავ­თან­დი­ლი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, არის „იდე­ა­ლუ­რიც და რე­ა­ლუ­რიც“ (ვა­სა­ძე 2014), სავ­სეა, რო­გორც სუ­ლი­ე­რე­ბით, ისე ნივ­თი­ე­რე­ბით (ბაქ­რა­ძე 2004).

თა­მაზ ვა­სა­ძის აზ­რით, ავ­თან­დი­ლის მი­ერ გუ­ლან­შა­რო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხა­სი­ა­თი რუს­თა­ვე­ლის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­სა­ღე­ბია. „ძვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იდე­ა­ლიზ­მის ფონ­ზე რუს­თა­ვე­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ნამ­დ­ვი­ლის და ადა­მი­ა­ნის მხატ­ვ­რუ­ლი ამაღ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­თო­სით“ და, ამავ­დ­რო­უ­ლად, იგი „აღ­ჭურ­ვი­ლია რე­ა­ლო­ბის ძა­ლი­ან მახ­ვი­ლი გრძნო­ბით“ (ვა­სა­ძე 2014: 352). აღ­ნიშ­ნუ­ლი მსჯე­ლო­ბი­სას მკვლე­ვარს მხედ­ვე­ლო­ბა­ში აქვს შემ­დე­გი მო­მენ­ტე­ბი პო­ე­მი­დან – ავ­თან­დილ­მა ნა­ხა, რომ გუ­ლან­შა­რო­ში და­ბა­ლი ზნე­ო­ბის, უკი­დუ­რე­სად პრაგ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. გმი­რი მიხ­ვ­და, რომ მი­სი რა­ინ­დულ-იდე­ა­ლუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი ამ სამ­ყა­რო­ში გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იქ­ნე­ბო­და (მაგ., ავ­თან­დილ­მა ნა­ხა, რო­გორ დას­ცი­ნო­და ჭაშ­ნა­გი­რი მის იდე­ალს, „ხე­ლი­ღა ვრბო­დე მე ვე­ლა­დო“ რომ და­ი­ქად­ნა, ავ­თან­დილს ეტ­რ­ფოდ­ნენ გუ­ლან­შა­რო­ე­ლი ქმრი­ა­ნი ქა­ლე­ბი და სხვ.). სწო­რედ ამის გა­მო ისიც მათ­სა­ვით შე­ი­მო­სა. შე­ი­მო­სა, არამ­ხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­მო­სით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მდა­ბა­ლი სამ­ყა­როს ქცე­ვის ნორ­მებ­საც ეზი­ა­რა (მოკ­ლა ადა­მი­ა­ნი, სა­რე­ცე­ლი გა­ი­ზი­ა­რა სხვის ცოლ­თან). ავ­თან­დილ­მა კარ­გად აუღო ალ­ღო არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას, თუმ­ცა არ უღა­ლა­ტია მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ვი მის­წ­რა­ფე­ბე­ბის­თ­ვის და სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი. „იმი­სათ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა სიბ­რ­ძ­ნე და პრაქ­ტი­ციზ­მი, სერ­ვან­ტესს ორი კა­ცი დას­ჭირ­და: დონ კი­ხო­ტი და სან­ჩო პან­სა, რად­გან ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა ერთ კაც­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეს ორი­ვე უნა­რი, რუს­თა­ველ­მა წარ­მო­იდ­გი­ნა და ავ­თან­დილ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“ (ბაქ­რა­ძე 2004: 54).

ავ­თან­დი­ლის მი­ერ ჭაშ­ნა­გი­რის მოკ­ვ­ლა, ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, იმ­დე­ნად „მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლი“ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ ფაქ­ტ­ზე ყუ­რადღე­ბა არ გა­უ­მახ­ვი­ლე­ბია ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის გამ­კიცხავ კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძეს, რო­მელ­მაც ისი­ნი გა­მო­აცხა­და ავ­თან­დი­ლი­სა და თი­ნა­თი­ნის პერ­სო­ნაჟ­თა ან­ტი­პო­დე­ბად. არც რა­ინ­დუ­ლი ან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქცე­ვის ნორ­მე­ბით ავ­თან­დი­ლის მი­ერ გუ­ლან­შა­რო­ე­ლი კა­ცის მი­პარ­ვით მოკ­ვ­ლა სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლი არ არის, მაგ­რამ ავ­თან­დი­ლის „ცოდ­ვას“ ამ­სუ­ბუ­ქებს ფაქ­ტიც, რომ ჭაშ­ნა­გი­რი არ არის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ამ­ძი­მებს და ტრა­გიზ­მით ავ­სებს ტა­რი­ე­ლის ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას (ავ­ტო­რის მი­ერ არ­სად არაა მი­თი­თე­ბუ­ლი ხვა­რაზ­მე­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მე­ტიც, ის ფარ­სა­და­ნის პი­რით ამ­ბობს, რომ ხვა­რაზ­მე­ლე­ბი უბ­რა­ლო­ნი არი­ან: „ხვა­რაზ­მ­შას სის­ხ­ლი უბ­რა­ლო სახ­ლად რად და­მა­დე­ბი­ნე“ (ვეფხ. 25, 568)).

რომ არა ის „ცოდ­ვე­ბი“, რომ­ლე­ბიც ავ­თან­დილ­მა გუ­ლან­შა­რო­ში ჩა­ი­დი­ნა, იგი ვერ ამაღ­ლ­დე­ბო­და ისეთ გმი­რამ­დე, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს სუ­ლი­ერს და მა­ტე­რი­ა­ლურს (რაც რე­ა­ლუ­რად არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის არ­სი: სუ­ლი და ხორ­ცი), ავ­თან­დი­ლი, „უცოდ­ვე­ლო­ბის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წმინ­და­ნის იდე­ა­ლის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბო­და, რო­მე­ლიც ხორცს სწი­რავს სუ­ლი­სათ­ვის, მაგ­რამ „ხორ­ც­თა დაწ­ვა და სულ­თა ლხე­ნა“, რო­გორც ჩანს, აღარ არის რუს­თა­ვე­ლი­სათ­ვის უპი­რო­ბოდ მი­სა­ღე­ბი და ერ­თა­დერ­თი ნორ­მა ცხოვ­რე­ბი­სა. რუს­თა­ვე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა ხორ­ც­ზე, ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა­საც გუ­ლის­ხ­მობს. ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში კი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა გვი­სა­ხავს იდე­ალს, ხო­ლო მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მი­სი ერ­თ­გ­ვა­რი მი­ბაძ­ვაა („კმა არს მო­წა­ფი­სა მის, უკუ­ე­თუ იყოს, ვი­თარ­ცა მოძღუ­ა­რი თჳსი, და მო­ნაჲ იგი, ვი­თარ­ცა უფა­ლი თჳსი“ – მა­თე 10:25). ქრის­ტი­ა­ნო­ბა გვას­წავ­ლის „გიყ­ვარ­დეს მტე­რი შე­ნი“, მაგ­რამ აბა ვინ გვი­ნა­ხავს მტე­რი მი­სი ისე­ვე უყ­ვარ­დეს, რო­გორც მოყ­ვა­სი? თუმ­ცა ამ იდე­ა­ლის მი­ბაძ­ვა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, ალ­ბათ, ის იქ­ნე­ბა, რომ მტე­რი მი­სი არ სძულ­დეს და ებ­რა­ლე­ბო­დეს. ვფიქ­რობ, ავ­თან­დი­ლი ახერ­ხებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იდე­ა­ლის თა­ვი­სე­ბურ მი­ბაძ­ვას ისე, რომ არც სუ­ლი და­ი­ზი­ა­ნოს და არც ხორ­ცი ივ­ნოს, ალ­ბათ, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ავ­თან­დი­ლის კა­ცის კვლის ქმე­დე­ბაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეთი­კის­თ­ვის ისე­თი შე­უ­რი­გე­ბე­ლი არ უნ­და იყოს, რო­გო­რიც ეს ტა­რი­ე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შია. შე­იძ­ლე­ბა, ავ­თან­დი­ლის ქმე­დე­ბე­ბი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­რა­ლის გარ­კ­ვე­ულ გა­და­აზ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­დეს რუს­თა­ვე­ლის მხრი­დან.

„ჭაშ­ნა­გი­რის მკვლე­ლო­ბა ხვა­რაზ­მე­ლის მკვლე­ლო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი დუბ­ლი­რე­ბაა: ორი­ვე აქ­ტი ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლია ქა­ლის მი­ერ და ჩა­დე­ნი­ლია „მალ­ვით“, „მო­პარ­ვით“ – წერს თა­მაზ ვა­სა­ძე „ისი­ნი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­ცა პო­ე­მის მთა­ვარ გმირ­თა მის­წ­რა­ფე­ბე­ბი უხე­ში რე­ა­ლო­ბის ზღუ­დეს აწყ­დე­ბა, რო­ცა რუს­თა­ვე­ლის პო­ე­ტურ სამ­ყა­რო­ში პირ­და­პირ იჭ­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე თა­ვი­სი ულ­მო­ბე­ლი კა­ნო­ნე­ბით და რუს­თა­ვე­ლის გმი­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბა ამ კა­ნო­ნებს მი­უ­სა­და­გონ“ (ვა­სა­ძე 2014: 352). შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა, ვფიქ­რობთ, სა­უ­კე­თე­სო ახ­ს­ნას წარ­მო­ად­გენს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მკვლე­ლო­ბა­თა მი­ზე­ზე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად, თუმ­ცა ორი­ვე ქმე­დე­ბის ერთ დო­ნე­ზე დაყ­ვა­ნა და ერთ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ანა­ლი­ზი.

ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ავ­ტო­რი­სე­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბიც. რუს­თა­ვე­ლი გუ­ლან­შა­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ეპი­ზოდს უფ­რო ლა­ღად და დი­ნა­მი­კუ­რად გად­მოგ­ვ­ცემს, ვიდ­რე ინ­დო­ე­თის სა­მე­ფო­ში მომ­ხ­დარს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ რო­დე­საც მკვლე­ლო­ბის წინ ტა­რი­ე­ლი და­მაშ­ვ­რა­ლი და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლია, ავ­თან­დი­ლი პი­რი­ქით შე­მარ­თე­ბით სავ­სეა: „რა ესე ეს­მა ავ­თან­დილს ლაღ­სა, ბუ­ნე­ბა-ზე­არ­სა, ად­გა და ლახ­ტი აიღო, რა ტურ­ფა რა­მე მხნე არ­სა!“ (ვეფხ., 46, 118). თა­ნაც შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ ავ­ტო­რი ავ­თან­დი­ლის ამაღ­ლე­ბულ ზნე­ო­ბას კი­დევ ერ­თხელ გა­ხა­ზავს ეპი­თე­ტით „ბუ­ნე­ბა-ზე­ა­რი“ (ზოგ­ან – ბუ­ნე­ბა­ზი­ა­რი). ამ მო­მენ­ტ­შიც კი, მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გვხვდე­ბა ტა­რი­ე­ლის მო­ნათხ­რობ­ში.

ვფიქ­რობ, ხვა­რაზ­მე­ლი სა­სი­ძოს მკვლე­ლო­ბის პა­სა­ჟი დი­დი საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბის იდე­ის შემ­ც­ვე­ლი­ცაა, რაც უკ­ვე ით­ქ­ვა ზე­მოთ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად შე­ვეც­დე­ბი წარ­მო­ვა­ჩი­ნო ის დე­ტა­ლე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­სი­ძოს მსხვერ­პ­ლად აღი­ა­რე­ბას უჭერს მხარს და აღ­ნიშ­ნულ პა­საჟს ტრა­გი­კუ­ლო­ბის გან­ც­დას მა­ტებს.

„ხვა­რაზ­მ­შას შვი­ლის ინ­დო­ეთს მოს­ვ­ლა სა­ქორ­წი­ლოდ და ტა­რი­ე­ლი­სა­გან მი­სი მოკ­ვ­ლა“ – პო­ე­მის ამ თა­ვის და­საწყი­სი­დან­ვე საც­ნა­ურ­დე­ბა, რომ ტა­რი­ე­ლი (ასე­ვე ავ­ტო­რიც) ხვა­რაზ­მე­ლის ბედს ღვთის ნე­ბად აღიქ­ვამს:

– „მო­ვი­და კა­ცი, „სა­სი­ძო მო­ვაო“, მოს­ვ­ლა გვა­ხა­რა, მაგ­რა თუ ღმერ­თი რას უზამს, არა იცო­და, გლახ, არა“ – (ვეფხ., 25, 554).

ამ ფაქტს ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს თა­მაზ ვა­სა­ძეც (ვა­სა­ძე 2014). ჩე­მი მხრივ დავ­ძენ, რომ ტა­რი­ელს მოქ­მე­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მი­ზა­ნი აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ნეს­ტან­თან სა­უბ­რის შემ­დეგ და ამი­ტომ აღიქ­ვამს ღვთის ნე­ბად, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რიცხავს სი­ნა­ნუ­ლი­სა და სიბ­რა­ლუ­ლის მო­ტივს.

♦ ვფიქ­რობთ, სა­გუ­ლის­ხ­მოა სიტყ­ვა „გლახ“, რო­მელ­საც ტა­რი­ე­ლი ამ­ბობს სა­სი­ძოს გახ­სე­ნე­ბი­სას. ზუ­რაბ სარ­ჯ­ვე­ლა­ძის „ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კონ­ში“ ეს სიტყ­ვა ზმნი­ზე­დი­თაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „გლახ – ვაგ­ლა­ხად, სა­ცო­და­ვად“ (სარ­ჯ­ვე­ლა­ძე 1995: 52). ტა­რი­ე­ლის სიტყ­ვებ­შიც სიტყ­ვა „გლახ“ სი­ნა­ნუ­ლით წარ­მოთ­ქ­მულ შო­რის­დე­ბულს უდ­რის.

♦ ტა­რი­ე­ლის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გარ­კ­ვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის ის ფაქ­ტიც, რომ იგი სა­სი­ძოს მოკ­ვ­ლას არ ჩქა­რობს. „სა­უ­რავ-გა­დახ­დი­ლი“ და „და­მაშ­ვ­რა­ლი“ გმი­რი უბ­რა­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დის: „მე დავ­შ­ვერ, ვი­თა წე­სია სა­უ­რავ-გარ­დახ­დი­ლი­სა, ში­ნა წა­მო­ვე, მაშ­ვ­რალ­სა ქმნა მომ­ნ­დო­მო­და ძი­ლი­სა“ (ვეფხ. 25, 559). ტა­რი­ე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი ჭა­ბუ­კი­სათ­ვის უჩ­ვე­უ­ლოდ მშვი­დი და მო­დუ­ნე­ბუ­ლია. არაა გა­მო­რიცხუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უმ­ძიმ­დეს. ვი­ნა­ი­დან „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ეპო­ქა­ში ფსი­ქო­ლო­გიზ­მი იმ დო­ზით არაა შეჭ­რი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გორც მომ­დევ­ნო და ახა­ლი დრო­ის მხატ­ვ­რულ სივ­რ­ცე­შია. გა­სა­გე­ბია, რომ რუს­თა­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის დიდ მო­ნაკ­ვე­თებს არ უთ­მობს პერ­სო­ნაჟ­თა ში­და­სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სუ­ლი­ერ ჭი­დი­ლებს, ხან­და­ხან ამას, უბ­რა­ლოდ, დე­ტა­ლე­ბით გვიჩ­ვე­ნებს და ამის მა­გა­ლი­თია ტა­რი­ე­ლის გან­ც­დე­ბი.

♦ ტა­რი­ელს ქმე­დე­ბი­სა­კენ კი­დევ ერ­თხელ უბიძ­გებს ნეს­ტა­ნი, გმი­რი იუკად­რი­სებს ქა­ლი­სა­გან „ომ­თა წვე­ვას“„, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმ­პულ­სი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად:

„მე მეწყი­ნა, აღა­რა ვთქვი, ფიცხ­ლად გა­რე შე­მოვ­ბ­რუნ­დი,

უკუვ­ჰ­ყივ­ლე: „აწ გა­მოჩ­ნ­დეს, არ მინ­დო­დეს, ვის­ცა ვუნ­დი!

ქა­ლი ომ­სა რაგ­ვარ მაწ­ვევს, აგ­რე ვი­თა დავ­ძა­ბუნ­დი!“

ში­ნა მო­ვე, მოკ­ლ­ვა მი­სი და­ვა­პი­რე, არ დავ­ყ­მუნ­დი.“

(ვეფხ. 25, 562)

♦ ტა­რი­ელს ემ­ძი­მე­ბა მკვლე­ლო­ბის სცე­ნის გახ­სე­ნე­ბა.

„კა­რავ­სა შე­ვე, იგი ყმა ვი­თა წვა, ზარ-მაც თქმად ენით!“ (ვეფხ., 50, 563)

ძველ ქარ­თულ­ში (და არამ­ხო­ლოდ) „ზა­რის“ შემ­ც­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი ყო­ველთ­ვის დიდ გლო­ვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. „ზარ“ კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი რთუ­ლი ზმნა „ზარ-ჰხდა“ ძვე­ლი ქარ­თუ­ლის ლექ­სი­კო­ნებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რო­გორც შეძ­რ­წუ­ნე­ბა, ში­ში (აბუ­ლა­ძე 1973, სარ­ჯ­ვე­ლა­ძე 1995). „ზარ-მაც“ რთუ­ლი ზმნაც ტა­რი­ე­ლის სა­უ­ბარ­ში შეძ­რ­წუ­ნე­ბის სე­მან­ტი­კას მო­ი­აზ­რებს.

♦ სა­ყუ­რად­ღე­ბოა ის ფაქ­ტიც, რომ ტა­რი­ელს სა­ზე­ი­მოდ მორ­თუ­ლი წი­თელ­კარ­ვე­ბი­ა­ნი მო­ედ­ნის ხილ­ვა აღ­ვ­სე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ასო­ცი­ა­ცი­ას ჰგვრის.

„მო­ე­დანს დავ­დ­გი კარ­ვე­ბი წით­ლი­სა ატ­ლა­სე­ბი­სა.

მო­ვი­და სი­ძე, გარ­დახ­და, დღე, ჰგვან­და, არს//არ აღ­ვ­სე­ბი­სა“ (ვეფხ., 25, 558).

რა­ტომ ახ­სენ­დე­ბა გმირს მა­ინც და მა­ინც აღ­ვ­სე­ბა? ხომ არ უს­ვამს ხაზს ეს ფაქ­ტი იმას, რომ სა­სი­ძო სხვის ბედ­ნი­ე­რე­ბას შე­წი­რუ­ლი ზვა­რა­კია? მარ­თა­ლია სა­სი­ძო უსის­ხ­ლოდ მოკ­ვ­და, მაგ­რამ მო­ე­და­ნი მა­ინც წით­ლა­დაა „შე­ღე­ბი­ლი“, რაც აძ­ლი­ე­რებს მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. აქ­ვე სა­გუ­ლის­ხ­მოა ვ. ნო­ზა­ძის შე­ნიშ­ვ­ნაც, წი­თელ ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის სიმ­დიდ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი არაა და ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში გლო­ვას, გან­ც­დას, სის­ხ­ლის­ღ­ვ­რა­სა და სიკ­ვ­დილს უკავ­შირ­დე­ბა (ნო­ზა­ძე, 1953).

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობთ, ტა­რი­ე­ლის მი­ერ ხვა­რაზ­მე­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო სა­სი­ძოს მოკ­ვ­ლა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რუს­თა­ვე­ლის მსოფ­ლაღ­ქ­მა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შეგ­ნე­ბა დი­ა­დი საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის. ეს ერ­თ­გ­ვა­რად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ა­ცაა. რო­გორც ვი­ცით, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ გა­ა­უქ­მა ღვთი­სად­მი სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პ­ლის შე­წირ­ვის ტრა­დი­ცია და ყო­ვე­ლი­ვე ძვე­ლი აღ­თ­ქ­მი­სე­ულ შეგ­ნე­ბა­ში და­ტო­ვა, მაგ­რამ თა­ვად ქრის­ტეც ხომ მსხვერ­პ­ლია? ქრის­ტი­ა­ნო­ბა ღვთი­სად­მი ზვა­რა­კად ადა­მი­ა­ნის თავ­გან­წირ­ვას, სუ­ლი­ერ ღვწას მო­ითხოვს სის­ხ­ლის ნაც­ვ­ლად, იქ­ნებ სა­სი­ძოს უსის­ხ­ლოდ მკვლე­ლო­ბაც ამ იდე­ის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ხო­ლო სუ­ლი­ე­რი ტან­ჯ­ვის აღ­მ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ტა­რი­ე­ლია, რო­მელ­მაც ტან­ჯ­ვის ფა­სად და­იმ­სა­ხუ­რა სა­ნე­ტა­რო ბედ­ნი­ე­რე­ბა. მარ­თა­ლია ამ უკა­ნას­კ­ნელ იდე­ა­ზე ავ­ტო­რი ხაზ­გას­მით არ­სად არ გვე­სა­უბ­რე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლოა მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ მხატ­ვ­რულ ქსო­ვილ­ში სა­ა­მი­სო დე­ტა­ლე­ბი და მი­ნიშ­ნე­ბე­ბიც იმა­ლე­ბო­დეს.

„ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ტექ­ს­ტი ქარ­თ­ველ­თა კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და და­ი­ნა­ხონ, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­ხით კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ქარ­თ­ვე­ლებ­საც გვაქვს ღირ­სე­უ­ლი წვლი­ლი. ამ­დე­ნად, პო­ე­მის სწავ­ლე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, გა­ვაც­ნო მათ რუს­თა­ვე­ლი, რო­გორც ტო­ლე­რან­ტო­ბის მქა­და­გე­ბე­ლი, ფარ­თო ერუ­დი­ცი­ის მქო­ნე ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც არ იზღუ­დე­ბა ვიწ­რო ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბით. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წე­რი­ლი კი, ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მას­წავ­ლე­ბელს აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რა

აბუ­ლა­ძე 1973 – ილია აბუ­ლა­ძე, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა, თბი­ლი­სი 1973;

ბაქ­რა­ძე 2004 – აკა­კი ბაქ­რა­ძე სკო­ლას, „ავ­თან­დი­ლის სა­ხე ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა უნი­ვერ­სა­ლი, თბი­ლი­სი 2004;

ვა­სა­ძე 2014 – თა­მაზ ვა­სა­ძე, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ტექ­ს­ტი და კო­მენ­ტა­რე­ბი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა დი­ო­გე­ნე, თბი­ლი­სი 2014;

ნო­ზა­ძე 1953 – ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ფერ­თა­მეტ­ვე­ლე­ბა, ბუ­ე­ნოს-აირე­სი;

სარ­ჯ­ვე­ლა­ძე 1995 – ზუ­რაბ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ნი, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი 1995;

ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა 2022 – ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა, მოს­წავ­ლის წიგ­ნი, ავ­ტორ-შემ­დ­გენ­ლე­ბი: მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, ლა­უ­რა გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ რო­დო­ნაია, სწავ­ლა­ნი, თბი­ლი­სი, 2022;

ხე­ცუ­რი­ა­ნი 2014 – ლ. ხე­ცუ­რი­ა­ნი, „ხვა­რაზ­მ­შას შვი­ლის ინ­დო­ეთს მოს­ვ­ლა…“ მე-10 კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, თ. ცხა­დაია, დ. კვან­ჭი­ა­ნი, ნ. ღონ­ღა­ძე, თ. ღონ­ღა­ძე, ნ. კუ­ცია, ნ. მაღ­ლა­კე­ლი­ძე. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნი“ თბი­ლი­სი 2014;

ხინ­თი­ბი­ძე 2009 – ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ იდე­ურ-მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბი­თი სამ­ყა­რო, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი 2009;

http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=list&d=18&t=dict&w1=1- პო­ე­მის ტექ­ს­ტის ცი­ტი­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ერ გა­ციფ­რუ­ლე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“;

http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/mate/mate-10.htm – მა­თეს სა­ხა­რე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები