16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

ეშტიის სკოლა დედაენის დღის აღსანიშნავად ემზადება

სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №2 საჯარო სკოლა (დირექტორი ლალაზარ აროიანი) დედაენის დღის აღსანიშნავად ემზადება.

ისტ -ის მასწავლებლის რიპსიმე აროიანის ინიციატივით, სკოლის ხატვის მასწავლებელმა ჰამლეტ აროიანმა დერაფრინის ერთ კედელზე მეფე ვახტანგ გორგასალი, მეტეხის ტაძარი და  ქართული ანბანის 33-ვე ასო დახატა.

არაჩვეულებრივმა ნახატმა სკოლა გაალამაზა და მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია და ხალისი კიდევ უფრო გაუზარდა.

14 აპრილს სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება