27 ივლისი, შაბათი, 2024

„ეუდა­ი­მო­ნია“ – სწორ მო­მენ­ტ­ში სწო­რი მო­ტი­ვით, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიღება

spot_img

ნაზიბროლა თოდუა
სსიპ ზუგ­დი­დის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლასების
მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

„ეუდა­ი­მო­ნია“ ესაა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი მუდ­მივ პროგ­რესს გა­ნიც­დის და მუ­შა­ობს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. „ეუდა­ი­მო­ნი­ის“ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი ოქ­როს შუ­ა­ლე­დია. არის­ტო­ტე­ლე ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, იცო­დეს სწორ მო­მენ­ტ­ში სწო­რი მო­ტი­ვით, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამას­თან, იგი არ გა­მო­რიცხავს, რომ უამ­რა­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა მიდ­გო­მა შე­ე­ფე­რე­ბა, ამი­ტო­მაც ყო­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის დროს მან სწო­რად უნ­და გან­საზღ­ვ­როს, რა იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ამით არის­ტო­ტე­ლე ზო­მი­ე­რე­ბას აძ­ლევს დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. რა გან­ც­დაც უნ­და გა­აჩ­ნ­დეს ადა­მი­ანს (ში­ში, სირ­ცხ­ვი­ლი, გუ­ლის­წყ­რო­მა), ოქ­როს შუ­ა­ლედ­ში მოქ­ცე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ში­შის და­საძ­ლე­ვად სი­მა­მა­ცეს მივ­მარ­თავთ, თუმ­ცა ეს არ გუ­ლის­ხ­მობს უგუ­ნურ და წინ­და­უ­ხე­დავ ქმე­დე­ბას. იმის გან­საზღ­ვ­რაა სა­ჭი­რო, მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში სი­მა­მა­ცე რას მო­ი­აზ­რებს.

ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­აქვს. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, იპო­ვოს, რა ანი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს. მა­გა­ლი­თად, მე­ვი­ო­ლი­ნემ, პირ­ველ რიგ­ში, ის უნ­და და­უკ­რას, რაც მო­ე­სურ­ვე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა კი არ არის მი­სი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საზ­რუ­ნა­ვი.

ადა­მი­ანს, შე­საძ­ლოა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნებ­დეს, რი­თიც ის, ამავ­დ­რო­უ­ლად, თა­ვად ვი­თარ­დე­ბა და არის­ტო­ტე­ლეს მი­ერ მი­ნი­ჭე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ა­საც ას­რუ­ლებს. იმა­ვე მე­ვი­ო­ლი­ნეს, შე­საძ­ლოა, მუ­სი­კა­ლუ­რი წინ­ს­ვ­ლა და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბა ანი­ჭებ­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას.

არის­ტო­ტე­ლეს აზ­რით, მი­ზა­ნი მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე ადა­მი­ან­თათ­ვის. არის­ტო­ტე­ლე ადა­მი­ა­ნებს სხვა ცოცხალ არ­სე­ბებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს, მხო­ლოდ ერ­თი მი­ზე­ზით – ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ არა მხო­ლოდ ინ­ს­ტინ­ქ­ტე­ბით, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლად. ეს იმ­დე­ნად დიდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას გვა­ნახ­ვებს ადა­მი­ა­ნებ­სა და სხვა არ­სე­ბებს შო­რის, რომ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ: ადა­მი­ა­ნებს ცუ­დი­სა და კარ­გის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის უნა­რი შეს­წევთ. რა არის კარ­გი და რა – ცუ­დი, ამის გარ­ჩე­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცდი­ლო­ბენ და სწავ­ლო­ბენ. ცდი­ლო­ბენ გა­ი­გონ, არის თუ არა მათ მო­რა­ლურ თუ ამო­რა­ლურ საქ­ცი­ელ­სა და მიზ­ნამ­დე მი­სას­ვ­ლელ გზას შო­რის კავ­ში­რი. ამ ცუ­დი­სა და კარ­გის გა­მიჯ­ვ­ნის უნა­რი გვეხ­მა­რე­ბა იმა­შიც, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და­ვი­ნა­ხოთ კარ­გ­სა და უკე­თესს შო­რის.

ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა მიდ­რე­კი­ლია გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ აკე­თონ რა­ღაც საქ­მე კარ­გად, მაგ­რამ, შე­საძ­ლოა, ეს საკ­მა­რი­სი არ იყოს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ბედ­ნი­ე­რე­ბის, ანუ, მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თ­ვის ამ საქ­მის სრულ­ყო­ფაა სა­ჭი­რო.

მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ხში­რად, ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მი­სი მი­ზე­ზი კარ­გია თუ ცუ­დი. მაგ­რამ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში კარ­გ­მა საქ­ცი­ელ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

რაც უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს ადა­მი­ა­ნი იმის გა­აზ­რე­ბას რა არის კარ­გი და რა ცუ­დი, მით უფ­რო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა სა­ბო­ლოო მი­ზან­ზე.

გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა საკ­ლა­სო პრო­ექ­ტი – კარ­ლო კო­ლო­დის „პი­ნო­ქი­ოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი (ხის თო­ჯი­ნას ამ­ბა­ვი)“, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი – პი­ნო­ქიო, ხის თო­ჯი­ნა, ცდი­ლობს, ნამ­დ­ვილ ბი­ჭუ­ნად გა­და­იქ­ცეს. ეს არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რო­მელ­საც პი­ნო­ქიო და­ი­სა­ხავს.

მას ყვე­ლა­ფე­რი აქვს იმის­თ­ვის, რომ ხის თო­ჯი­ნა­დაც ბედ­ნი­ე­რი იყოს (სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს მა­მა ჯე­პე­ტოს, მის­თ­ვის წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად ერ­თა­დერთ ქურ­თუკს გა­ყი­დის და სი­ცი­ვეს არც კი და­გი­დევთ). ბი­ჭად გახ­დო­მის­თ­ვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო: მან არ უნ­და იც­რუ­ოს, უნ­და იყოს მა­მა­ცი და უან­გა­რო. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი ნამ­დ­ვილ ბი­ჭად გახ­დო­მის ოც­ნე­ბა მხო­ლოდ ოც­ნე­ბად დარ­ჩე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, პი­ნო­ქიო იწყებს კარ­გ­სა და ცუდ­ზე ფიქრს, მათ გა­მიჯ­ვ­ნას და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის სწო­რედ ამ ორი ცნე­ბით გან­საზღ­ვ­რას. მი­სი სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ, დი­დი შრო­მის შე­დე­გად, სა­სურ­ველ მი­ზანს მი­აღ­წევს და ნამ­დ­ვილ ბი­ჭად იქ­ცე­ვა.

პი­ნო­ქიო ხვდე­ბა, რომ მი­სი ამ­გ­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ცუ­დი სუ­ლაც არ არის, ის ყვე­ლას უყ­ვარს, ცხოვ­რობს, რო­გორც ნამ­დ­ვი­ლი ბი­ჭი, თუმ­ცა კარ­გი ცხოვ­რე­ბა სრულ­ყო­ფილს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. სრულ­ყო­ფის­თ­ვის პი­ნო­ქი­ოს ნამ­დ­ვილ ბი­ჭად გახ­დო­მა სჭირ­დე­ბო­და, რაც მი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მიზ­ნად იქ­ცა. ამ გზა­ზე კი მან კარ­გი­სა და ცუ­დის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, კომ­პ­რო­მი­სებ­ზე წას­ვ­ლა ის­წავ­ლა, რაც მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გა­მოდ­გა ბი­ჭად გახ­დო­მის საქ­მე­ში.

ვცდი­ლობ­დი, და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა წუ­თი­ერ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა (სი­ა­მოვ­ნე­ბას) და სა­ბო­ლოო მი­ზანს (ნამ­დ­ვილ ბი­ჭად გა­დაქ­ცე­ვა) შო­რის. ამ მი­ზან­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა. რო­გორც ხე­დავთ, კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე სა­უ­კე­თე­სოს არ ნიშ­ნავს, ხო­ლო ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მხო­ლოდ მა­შინ გა­ნიც­დის, რო­ცა კონ­კ­რე­ტულ საქ­მე­ში უმაღ­ლეს ნიშ­ნულს მი­აღ­წევს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები