8 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ეს ჯილ­დო არის რო­გორც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზის და­საწყი­სი, ისე გზა – მე­ტი სირ­თუ­ლი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის

2025 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ. ახალ­ქა­ლა­ქის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“,  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჟა­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი გახ­და. გა­მარ­ჯ­ვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლა­რი გა­და­ე­ცა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს 2025 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლ­თან.

ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს რე­გი­ო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბას და უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ჩე­მი თე­მი­სა და სკო­ლის წი­ნა­შე

30 სექ­ტემ­ბე­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იქ­ცა დღედ, რო­ცა ულა­მა­ზე­სი და და­უ­ვიწყა­რი ის­ტო­რია და­ი­წე­რა, ის­ტო­რია სავ­სე ოც­ნე­ბე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმ შრო­მით, რო­მელ­საც დი­დი რუ­დუ­ნე­ბით ვეწეოდი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მინ­და დი­დი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა ხან­თა­ძი­სა და ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დი­რექ­ტო­რის, ქალ­ბა­ტონი თა­მარ გურ­გე­ნი­ძის მი­მართ. ასე­ვე,  ჩე­მი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა და მად­ლი­ე­რე­ბა ჟი­უ­რის თი­თო­ე­ულ წევრს ნდო­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის­თ­ვის.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გე­ნე­რა­ლურ სპონ­სორს „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდს“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, აგ­რეთ­ვე სხვა მხარ­დამ­ჭერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

იმ სა­ღა­მოს ჩემ გვერ­დით იდ­გა ოთხი გა­მოც­დი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ოთხი­ვე სხვად­ას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აკე­თებს დიდ  და ფას­და­უ­დე­ბელ საქ­მეს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

რთუ­ლია, ვი­სა­უბ­რო ჟი­უ­რის გა­და­სა­ხე­დი­დან, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ იყო რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი­სა თუ გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ისი­ნი ეძებ­დ­ნენ ის­ტო­რი­ას, სა­დაც პე­და­გო­გის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი  ჯან­საღ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­თან, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან და პრო­ფე­სი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ სკო­ლა­ში, მი­მარ­თუ­ლია იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა კი არა, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა გახ­დეს. ეს მიდ­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისეთ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იდენ­ტო­ბე­ბის თა­ნაცხოვ­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლო­ბაა. სწო­რედ აქ ვხე­დავ ჩემს როლს, ვი­ყო შუ­ა­მა­ვა­ლი, ვინც მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შო­რის ხიდს აშე­ნებს.

შე­საძ­ლოა სწო­რედ იმ  კონ­ტექ­ს­ტ­მაც ითა­მა­შა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი, რომ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ზე, არა­მედ რე­გი­ონ­ზე, სა­დაც ვმუ­შა­ობ. ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მიც – „სა­ხელ­თა ბრუ­ნე­ბა ქარ­თულ­სა და სომ­ხურ­ში“ იმის დას­ტუ­რია, რომ რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გა­ი­ზარ­დოს, მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ად­ვილ­დეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის გა­რე­შე ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა. ამი­ტო­მაც, ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ნიშ­ნავს რე­გი­ო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბას და უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ჩე­მი თე­მი­სა და სკო­ლის წი­ნა­შე.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის არა მარ­ტო სა­გა­ნია, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სკო­ლაა

მით უმე­ტეს თუ მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­გი­ონ­ში ას­წავ­ლი, ყო­ველ­დღე ხე­დავ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნა, პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ნაცხოვ­რე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. სწო­რედ ამი­ტომ, ჩე­მი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მოს­წავ­ლე­ებს შე­ვუქ­მ­ნა გა­რე­მო, სა­დაც ისი­ნი სწავ­ლო­ბენ არა მხო­ლოდ ფაქ­ტებ­სა და კა­ნო­ნებს, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბას. ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვუ­ზი­ა­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აყა­ლი­ბებს – თა­ნას­წო­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ემ­პა­თია. მათ ვას­წავ­ლი, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს სა­კუ­თა­რი ხმა და ამ ხმის გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლონ გო­ნივ­რუ­ლად, მშვი­დად და სა­მარ­თ­ლი­ა­ნად, ის­წავ­ლონ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა იწყე­ბა სა­კუ­თა­რი კლა­სი­დან – ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნით, თა­ნად­გო­მი­თა და სა­ერ­თო წე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით. რო­ცა მოს­წავ­ლემ იცის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბი­სა და სხვი­სი უფ­ლე­ბის თა­ნას­წო­რად აღ­ქ­მა, მა­შინ იწყე­ბა ნამ­დ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

დღეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კითხი დგას

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა – რე­გი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სოფ­ლებ­ში, ძა­ლი­ან ცო­ტაა პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ში ვმუ­შა­ობ­დი ტრე­ნე­რად, სა­დაც მი­წევ­და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა და მის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. ამ მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში,  რე­გი­ონ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნ­დათ. ას­წავ­ლი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, რო­მელ­ზეც თა­ვად ვერ სა­უბ­რო­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი კომ­პ­ლექ­სუ­რად დას­ტურ­დე­ბა იმით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­ხარ­ჯუ­ლი ამ­დე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სის მი­უ­ხე­და­ვად, წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­უქ­მ­ნას ისე­თი მო­ტი­ვა­ცია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი სკო­ლით და­ინ­ტე­რეს­დეს.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კითხიც. ვე­რა და ვერ მი­აღ­წია სკო­ლამ, რომ იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. სკო­ლას უნ­და მის­ცენ და­ფი­ნან­სე­ბა, სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ბი­უ­ჯე­ტის გა­მო­ყო­ფაა აუცი­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, ეს სა­კითხი ჯერ ისევ გა­მოწ­ვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში. სოფ­ლებ­ში ბევ­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ნო­ბაა, აი ისე­თი, შეს­ვ­ლა რომ შე­გე­ზა­რე­ბა. რო­დე­საც სკო­ლას არ აქვს სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად, რაც მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის დო­ნეს ფაქ­ტობ­რი­ვად აქ­რობს. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უ­მარ­თა­ო­ბა გა­მო­რიცხავს შშმ მოს­წავ­ლე­თა სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თ­ვას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. სა­სა­დი­ლო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბა სკო­ლებ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, ისე მათ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში მაქ­სი­მუ­მი არ იზო­მე­ბა მხო­ლოდ ტი­ტუ­ლე­ბი­თა და ჯილ­დო­ე­ბით

მას­წავ­ლებ­­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ა­თა შო­რის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი პრო­ფე­სიაა და მას და­ფა­სე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­და­ვენ შე­დეგს – წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, აქ­ტი­ურ სკო­ლებს, მაგ­რამ ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ იმ დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ემო­ცი­ურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შრო­მას, რაც ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა დგას. დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი „დაღ­ლი­ლი და დაბ­ნე­უ­ლია“. დაღ­ლი­ლია მუდ­მი­ვი რე­ფორ­მე­ბით. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­სე­ბუ­ლია სიტყ­ვი­ე­რად, თუმ­ცა სა­ჭი­როა, მას­წავ­ლე­ბელს შე­უქ­მ­ნა ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც რე­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას იგ­რ­ძ­ნობს – ექ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და პრო­ფე­სი­ულ გან­ვით­რე­ბას შეძ­ლებს. მხო­ლოდ ასე იქ­ნე­ბა ეს პრო­ფე­სია, ნამ­დ­ვი­ლი ღირ­სე­ბის სიმ­ბო­ლო.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში მაქ­სი­მუ­მი არ იზო­მე­ბა მხო­ლოდ ტი­ტუ­ლე­ბი­თა და ჯილ­დო­ე­ბით. თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლო მოს­წავ­ლე­ში ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბა ცოდ­ნის მი­მართ, თუ შე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბად იქ­ცე­ვა, თუ შე­ნი შრო­მით ყა­ლიბ­დე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, გრძნო­ბენ და სხვებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, თუ შენს სკო­ლა­ში შექ­მ­ნი გა­რე­მოს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან და წლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე გეტყ­ვის – „თქვე­ნი წყა­ლო­ბით, მე ახ­ლა ეს შე­მიძ­ლია“ – ეს არის „სა­უ­კე­თე­სო“ მას­წავ­ლებ­ლის მაქ­სი­მუ­მის სა­ზო­მი.

დღე­საც, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი­სა, პე­რი­ფე­რი­ებ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად უთა­ნას­წო­როდ გრძნო­ბენ თავს დე­და­ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით.

ამ გან­ც­დას იწ­ვევს პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მი­ზე­ზი – ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე შეზღუ­დუ­ლი წვდო­მა.

რე­გი­ო­ნებ­ში ბევ­რი სკო­ლა კვლავ დგას ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე, რო­გო­რი­ცაა: არა­საკ­მა­რი­სი სას­წავ­ლო სივ­რ­ცე, გათ­ბო­ბის სის­ტე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი ან სა­სა­დი­ლო. ასე­ვე, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი ვერ ღე­ბუ­ლო­ბენ სა­თა­ნა­დო არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ხში­რად ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე უფ­რო მეტ როლს თა­მა­შობს. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვე­ბი არ არი­ან ნამ­ყო­ფი თე­ატ­რ­ში, კო­ნო­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, არ იცი­ან ქცე­ვის წე­სე­ბი და ხში­რად უცხოვ­დე­ბი­ან და ემიჯ­ნე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა. დე­და­ქა­ლა­ქის მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო მარ­ტი­ვად შუძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში. თუმ­ცა, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას მე­ო­რე მხა­რეც აქვს – პე­რი­ფე­რი­ებ­ში მოღ­ვა­წე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხში­რად იმა­ზე მეტს აკე­თე­ბენ, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო აძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ისი­ნი ხდე­ბი­ან ლი­დე­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და სა­კუ­თარ თემ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი. სწო­რედ ამ პი­რო­ბებ­ში იზ­რ­დე­ბა ის პრო­ფე­სი­უ­ლი სიმ­ტ­კი­ცე და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ დი­დი ქა­ლა­ქის კომ­ფორ­ტ­ში ვერ ყა­ლიბ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დეგ, მი­ღე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ჩემს რე­გი­ონ­ში და ჩემს სკო­ლა­ში დამ­ხ­ვ­და.

მოს­წავ­ლე­ე­ბის გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი თვა­ლე­ბი, მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზა – „მას., თქვენ ამას ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­დით!“ მოქ­მე­დი თუ ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი, უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო ამ­დე­ნი წლის გულ­წ­რ­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გი სა­კუ­თა­რი საქ­მის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალს, მინ­და, გა­ვაძ­ლი­ე­რო მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­როვ­ნუ­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა ცოდ­ნას­თან ერ­თად, მათ ჰქონ­დეთ უნა­რი – იმოქ­მე­დონ, თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ აზ­რი, და­იც­ვან სა­კუ­თა­რი და სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას და­ვუთ­მობ კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბი ქმნის აქ­ტი­ურ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქეს. ასე­ვე შე­ვეც­დე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უფ­რო ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას. მინ­და ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო ათე­უ­ლის წევ­რებ­თან და მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­ვამ­დიდ­რო ჩვე­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. მა­გა­ლი­თად, პირ­ველ რიგ­ში, ვა­პი­რებ მო­ვიწ­ვიო მას­წავ­ლე­ბე­ლი და მწე­რა­ლი და­თია ბა­და­ლაშ­ვი­ლი. გა­ვაც­ნო მოს­წავ­ლე­ებს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა, ასე­ვე მო­ვიწ­ვიო შალ­ვა მინ­და­ძე და გა­ვეც­ნოთ მის  ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვებს სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში და ა.შ.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი — გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი; მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი; ოქ­როს სპონ­სო­რი – ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი; მხარ­დამ­ჭე­რი და სპონ­სო­რი — კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რი (CTC); მხარ­დამ­ჭე­რე­ბი — EPAM Georgia და ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება