9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ეს ჩე­მი გზაა

spot_img

ნი­ნო წიკ­ლა­უ­რი
სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კურ­ტ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ჩე­მი ამ­ბა­ვი იწყე­ბა 2010 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, რო­ცა პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დი კურ­ტ­ლა­რე­ლებს…

არა, უფ­რო ად­რე, 2007 წელს ჩა­ტარ­და კვლე­ვა, იყო თუ არა მზად, ერ­თი მხრივ, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა და, მე­ო­რე მხრივ, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის. ამ კვლე­ვა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ე­რად. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და მხიბ­ლავ­და მთე­ლი ქვე­მო ქარ­თ­ლის სოფ­ლე­ბის შე­მორ­ბე­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა.

შემ­დეგ რუ­მი­ნეთ­ში წა­ვე­დი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი პროგ­რა­მით, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და ახალ­გაზ­რ­დებს, გვე­მუ­შა­ვა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბად.

მე­რე იყო რუს­თა­ვის ერთ-ერთ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან უწყ­ვე­ტი კავ­ში­რი.

2010 წელს გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ეტა­პი, ტრე­ნინ­გე­ბიც – რთუ­ლი და მღელ­ვა­რე წუ­თე­ბი და მოვ­ხ­ვ­დი სოფ. კურ­ტ­ლა­რის სკო­ლა­ში. გა­და­ვი­ა­რე იაღ­ლუ­ჯას მთა და ჩა­ვე­დი სო­ფელ­ში…

სკო­ლა იყო პა­ტა­რა, ავა­რი­ულ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი… მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­პა­ტიო დამ­ს­წ­რე­ე­ბად, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე თაგ­ვე­ბიც მეს­წ­რე­ბოდ­ნენ ზოგ­ჯერ…

პირ­ველ სას­წავ­ლო დღეს მა­მა გამ­ყ­ვა სკო­ლა­ში. მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი მა­მას შე­პირ­და, რომ შვი­ლი­ვით გა­მიფ­რ­თხილ­დე­ბო­და და იქ არა­ფე­რი გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. დღე­საც დი­დი სით­ბო­თი და პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნე­ბენ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი იმ დღეს. ახ­ლა უფ­რო მე­ტად თბი­ლი და ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს კო­ლე­გებ­თან, ახალ დი­რექ­ცი­ას­თან და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. რო­დე­საც ტრან­ს­პორტს ვე­ლო­დე­ბი, ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­პა­ტი­ჟე­ბა შინ, ბევ­რი მხვდე­ბა დი­დი სით­ბო­თი და მო­წი­წე­ბით.

რა­ტომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა? ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში… ეს ჩე­მი გზაა.

ჩემს ამ­ბავს, ალ­ბათ, დიდ მად­ლი­ე­რე­ბას და­ვარ­ქ­მევ­დი – მად­ლო­ბე­ლია ყვე­ლა ის სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შედ­გა პი­როვ­ნე­ბად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად და ახ­ლა სწორ გზა­ზე დგას; მად­ლი­ე­რია მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­უ­ვიწყა­რი გაკ­ვე­თი­ლი­სა და აქ­ტი­ვო­ბი­სათ­ვის; ცალ­კე გა­მოვ­ყოფ იმ პე­და­გო­გებს, რო­მელ­თაც ის­წავ­ლეს ქარ­თუ­ლი ენა ბ1 დო­ნე­ზე, გა­ი­ა­რეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი ეტა­პე­ბი და გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი… და მე ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ – კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი­საც და პი­რი­ქი­თაც. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა გამ­ზარ­და და და­მა­ფიქ­რა ბევრ რა­მე­ზე… სხვა­თა შო­რის, რო­ცა ღი­ად გა­და­ვუ­ხა­დე მად­ლო­ბა ერთ და­მამ­თავ­რე­ბელ კლასს, ბავ­შ­ვე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი შე­მომ­ყუ­რებ­დ­ნენ – მათ პირ­ვე­ლად უხ­დი­და მად­ლო­ბას მას­წავ­ლე­ბე­ლი (ასე მითხ­რეს). მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ სტრუქ­ტუ­რის თუ ადა­მი­ა­ნის, ვინც მე სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ ად­გი­ლას სა­ჭი­რო დროს.

ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, სი­ამ­ტ­კ­ბი­ლო­ბი­თა და ია-ვარ­დე­ბით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. კაც­ნი ვართ. მაგ­რამ, მე მინ­და, მხო­ლოდ კარ­გ­ზე და გან­სა­ვი­თა­რებ­ელ­ზე, სა­სურ­ველ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა.

კარ­გია ის, რომ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის ნაც­ვ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­ნო­ბა­ში ვართ. ისიც ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იკ­ლებს ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სულ უფ­რო მე­ტი გო­გო­ნა აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას კო­ლეჯ­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მე­ტი ოჯა­ხის­თ­ვის იქ­ცა გო­გო­ნა­თა გა­ნათ­ლე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი. და ეს გო­გო­ნე­ბიც დი­დი სი­ხა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან გზა­ზე – ქა­ლაქ­ში, სო­ფელ­ში… და უშურ­ვე­ლად მი­ზი­ა­რე­ბენ ემო­ცი­ებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს…

ვა­ჟებ­ზე რა ვთქვა?

ვფიქ­რობ, არა­ფორ­მა­რულ­მა გა­ნათ­ლე­ბა­მაც უნ­და იტ­ვირ­თოს თა­ვი­სი წი­ლი ყმაწ­ვილ­თა სა­აზ­როვ­ნო კურ­სის გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე­ში. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, იკ­ლებს სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის ისე­დაც სა­ვა­ლა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა და ეს უკ­ვე სა­გან­გა­შოა.

ჩე­მი ამ­ბი­დან სა­სი­ხა­რუ­ლო კი­დევ ისაა, რომ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას აღარ უშინ­დე­ბი­ან დღე­ვან­დე­ლი მო­ზარ­დე­ბი: ერ­თად ვუ­ყუ­რებთ და შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავთ ქარ­თულ ან ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბულ ფილ­მებს, ვკითხუ­ლობთ ორი­გი­ნალ თუ ნა­თარგმნ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ვუს­მენთ ქარ­თულ მუ­სი­კას ჟან­რ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით… ვცეკ­ვავთ ქარ­თულს, ვმღე­რით ქარ­თუ­ლად და გვი­ხა­რია. მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლე­ბით, ცხა­დია, არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა.

რთუ­ლია ბევ­რი რამ – გზაც, უტ­რან­ს­პორ­ტო­ბაც, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­თავ­სე­ბა ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის, ხა­სი­ა­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და კი­დევ ბევ­რი რამ… ამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გა­მოკ­რ­თე­ბა ხოლ­მე სა­ინ­ტე­რე­სო კად­რი და ვცდი­ლობ, ხე­ლი­დან არ გა­მექ­ცეს. ასეა ჩე­მი ბევ­რი კო­ლე­გა – ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი­თა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. მე მარ­ტო არ ვარ.

მარ­ტო არ ვარ მა­ში­ნაც, რო­ცა ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მი­ერ და­წე­რილ-შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ვმუ­შა­ობ ამა­ყად; არც მა­შინ, რო­ცა ცენ­ტ­რის თუ დი­რექ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას ვხე­დავ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის თუ სხვა­დას­ხ­ვა წა­მოწყე­ბის საქ­მე­ში; არც მა­შინ, რო­ცა რა­მე გვჭირ­დე­ბა და ერ­თ­მა­ნეთს ვუდ­გა­ვართ მხარ­ში კო­ლე­გე­ბი, რო­გორც ერ­თი დი­დი ოჯა­ხი…

ერ­თი დი­დი ოჯა­ხი ვართ ერ­თი მუ­ჭა ქვე­ყა­ნა – ერ­თ­მა­ნე­თის იმე­დად, გზად და ხი­დად.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები