21 სექტემბერი, შაბათი, 2024

ეს არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტია

spot_img
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა. 81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში.
რისმაგ გორდეზიანი: „მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს. ამ პანდემიის დროს რომ გვაქვს ვაქცინები, სწორედ მეცნიერების უდიდესი მიღწევაა. არავის აქვს უფლება, უარყოს ეს მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაქვს სახარბიელო, გადავწყვიტე, რომ ავიცრა ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილის ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებისთვის, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს და ამით გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობა.
მინდა ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს სტუდენტებს მოვუწოდო, მათაც გადადგან ამგვარი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტია“.

ბლოგი

ნუ წა­არ­თ­მევ ბავ­შ­ვო­ბას!

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები