1 ივლისი, პარასკევი, 2022

ეს­ტო­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა – კა­ხა­ბერ ერა­ძე ვი­ზი­ტის დე­ტა­ლე­ბით

spot_img
დას­რულ­და ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი – „ეს­ტო­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ვი­ზი­ტის მიზ­ნებ­სა და შე­დე­გებ­ზე თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ ერა­ძე.

 

ვი­ზი­ტი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი თხოვ­ნით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს მი­ეძღ­ვ­ნა, მით უმე­ტეს, ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ახ­ლა რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტის – სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­შია. ამი­ტო­მაც ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ სა­კითხით მინ­და და­ვიწყო.

კა­ნო­ნი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ავალ­დე­ბუ­ლებს სის­ტე­მას, 2026-2027 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც 6 აპ­რილს შე­ვი­და ძა­ლა­ში. ამ დღი­დან ჩვენ გვაქვს 6-თვი­ა­ნი ვა­და იმი­სათ­ვის, რომ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კა­ნო­ნი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­სა და სტან­დარ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გან­საზღ­ვ­რავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, და­ნარ­ჩე­ნი დე­ლე­გი­რე­ბუ­ლია კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. პო­ლი­ტი­კის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი­სა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბის დო­ნე­ზე, ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­ში, შე­იქ­მ­ნა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შე­დი­ან ცენ­ტ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, სხვა­დას­ხ­ვა სსიპ-ები­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აქ­ვე მინ­და აუცი­ლებ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ არ­სე­ბი­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რო და მის სტრუქ­ტუ­რა­ში შე­მა­ვა­ლი უწყე­ბე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე, რო­გო­რიც სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ციაა, რაც აისა­ხა კი­დეც არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვა­ში. მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ვართ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია, რო­გორც ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და მე­ქა­ნიზ­მი, იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი ღერ­ძი სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ხო­ლო ჩონ­ჩხი, სტრუქ­ტუ­რუ­ლად, იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი, ანუ სკო­ლის ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, იმი­ტომ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ცე­სი, სტან­დარ­ტე­ბი არის სა­მიზ­ნე, სა­ი­თაც მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სკო­ლა უნ­და წა­ვი­დეს. ჩვენ კი ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ სკო­ლე­ბის მის­წ­რა­ფე­ბას სტან­დარ­ტებ­თან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის მიღ­წე­ვა­ში. ამი­ტომ ვა­ნი­ჭებთ ამ დო­კუ­მენტს ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რო­გორც ამო­სა­ვალს და ფუნ­და­მენ­ტურს. შე­სა­ბა­მი­სად, ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, მი­სი შე­მუ­შა­ვე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სწო­რედ სტან­დარ­ტე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს რე­ფორ­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­მაც ერ­თ­გ­ვა­რი სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხე მის­ცა სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ძა­ლის­ხ­მე­ვას რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ეროვ­ნულ დო­ნე­ზე გა­წე­ულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – ეს იქ­ნე­ბა სკო­ლის ლი­დერ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბის სქე­მა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი/სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, მოს­წავ­ლე­თა სერ­ვი­სე­ბი, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი… ყვე­ლა­ფე­რი უნ­და მი­ე­მარ­თე­ბო­დეს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას. აი, ამ კუთხით შე­ხე­და სის­ტე­მამ ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ცესს და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა ეს­ტო­ნელ კო­ლე­გებს, რო­მელ­თაც ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბით ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვთ.

რა­ტომ ეს­ტო­ნე­თი? ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და აშშ-ის პრაქ­ტი­კაც. ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ, მათ­გან შექ­მ­ნი­ლი ოპ­ტი­მა­ლუ­რი ნა­ზა­ვია ეროვ­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, ეს­ტო­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­თაც იყო ჩვენ­თ­ვის, რომ წი­ნა თვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ხა­რის­ხის ნა­წილ­ში, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პარ­ტ­ნი­ო­რი იყო, გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან ერ­თად, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მ­ნა­ში; გარ­და ამი­სა, ეს­ტო­ნე­თი ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი იყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში. ჩვენ, რო­გორც პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­მა, ერ­თ­ნა­ი­რი წი­ნა­რე პი­რო­ბე­ბით და­ვიწყეთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, თუმ­ცა ეს­ტო­ნეთ­მა ეს უფ­რო სწრა­ფად გა­ა­კე­თა და, PIZA-ს შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პა­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამი­ტო­მაც არის ასე სა­შუ­რი ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ახ­ლა, რო­ცა 6 თვე­ში ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი და სწო­რად გა­მოვ­კ­ვე­თოთ ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მე­ბი, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, რომ­ლის მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი. ეს­ტო­ნურ­მა მხა­რემ უყოყ­მა­ნოდ მი­ი­ღო ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა. მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი საბ­ჭო გახ­ლ­დათ, რომ­ლის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ეს­ტო­ნუ­რი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბაა. ჩვენ წი­ნას­წარ შევ­თან­ხ­მ­დით იმ სა­კითხებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გვა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს­ტო­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. მად­ლი­ე­რე­ბით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­კითხე­ბის სიმ­რავ­ლი­სა მცი­რე­დი კო­რექ­ტი­ვიც არ შე­უ­ტა­ნი­ათ ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბა­ში. ინ­ტე­რე­სი კი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი იყო – ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა, შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა, მოს­წავ­ლე­თა კვე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ლო­კა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი (ამ სა­კითხ­ში ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი ერ­თ­ნა­ი­რია). მათ კარ­გად გა­ი­გეს ვი­ზი­ტის კონ­ტექ­ს­ტი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, და­გეგ­მეს ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და უშურ­ვე­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რეს მთე­ლი ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რი­სი ინ­ტე­რე­სიც გვქონ­და.

გად­მო­ვი­ტანთ თუ არა ეს­ტო­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? საქ­მე ისაა, რომ ამ ეტაპ­ზე ამ ორი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და პი­რო­ბე­ბი გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ეს­ტო­ნეთ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან აიღო ორი­ენ­ტა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­მაც დიდ­წი­ლად შე­უწყო ხე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის დაჩ­ქა­რე­ბულ ტემ­პ­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. დღეს იგი ცნო­ბი­ლია რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ქვე­ყა­ნა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტს მო­ი­ცავს, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა­ში ეს­ტო­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ხედ­ვას, სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ გა­თა­ვი­სე­ბას, სა­კითხე­ბი­სად­მი სწორ მიდ­გო­მა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც ეკუთ­ვ­ნის.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­ნათ­ქ­ვა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს­ტო­ნურ მო­დელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერ და­ვა­კო­პი­რებთ, თუმ­ცა, რი­სი მზა­ო­ბაც ამ ეტაპ­ზე აქვს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

და მა­ინც, რა არის ამ ორი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის მიდ­გო­მებს შო­რის ძი­რი­თა­დი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი? ესაა სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი! სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში, იღებს დი­რექ­ტო­რი. ცენ­ტ­რა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცია ჩარ­ჩო რე­გუ­ლა­ციაა და მხო­ლოდ პრინ­ცი­პულ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბით მოქ­მე­დებს. ცხა­დია, ჩვენ­თა­ნაც აქვთ სკო­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, რომ­ლის ხა­რის­ხის ზრდაც ეტა­პობ­რი­ვად უნ­და მოხ­დეს. თუ სკო­ლის ლი­დე­რი კარ­გად გა­ი­აზ­რებს, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა. თუმ­ცა, სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხის ზრდა გარ­და­უ­ვა­ლი აუცი­ლებ­ლო­ბაა, რად­გან იგი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და ეს ათ­წ­ლი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეს­ტო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ვი­ნა­ხე, ეს არის თე­მის აქ­ტი­უ­რი და ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლის მარ­თ­ვა­ში. ამ მხრივ, წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს აქვთ – სკო­ლე­ბი და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მარ­თ­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. წლის და­საწყის­ში სწო­რედ მათ წა­რუდ­გე­ნენ სკო­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლიც სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტს მო­ი­ცავს და მის აღ­ს­რუ­ლე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მხო­ლოდ პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სე­ბი გა­ი­ცე­მა ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან. სკო­ლა აღ­ქ­მუ­ლია, რო­გორც სა­კუ­თა­რი მუ­ნი­ცი­ა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი, ეს მხო­ლოდ ის ად­გი­ლი არ არის, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, ეს სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოა. ჩვენ ვი­ყა­ვით რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში და ვნა­ხეთ, რომ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა რე­გი­ო­ნის, თე­მის ბიბ­ლი­ო­თე­კაა, მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის იქ ტარ­დე­ბა; ერთ-ერთ სკო­ლა­ში ცეკ­ვის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბიც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, დღის ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის­თ­ვის; ეწყო­ბა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იუბი­ლე­ე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა და ა.შ. იმის თქმა მინ­და, რომ სკო­ლა სო­ცი­უ­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუნ­ქ­ცი­ა­საც წარ­მა­ტე­ბით ითავ­სებს, ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას კარ­გად აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ამ ფუნ­ქ­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ამი­ტო­მაც მი­მარ­თავს სე­რი­ო­ზულ რე­სურ­სებს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, სწავ­ლე­ბის ეს­ტო­ნურ სის­ტე­მას­თან, კუ­რი­კუ­ლუმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გვაქვს, თუმ­ცა მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ სკო­ლას ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­ს­ნის – გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი, რა თქმა უნ­და, გან­საზღ­ვ­რუ­ლია, მაგ­რამ ში­და პრო­ცე­სე­ბი, მე­თო­დე­ბი, მოქ­ნი­ლო­ბა, სწავ­ლე­ბა და ა.შ. სკო­ლის მი­ე­რაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე და­ა­დას­ტუ­რონ.

ზე­მოთ ეს­ტო­ნე­თის სკო­ლებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ ხა­რის­ხ­ზე ვი­სა­უბ­რე, ინ­ტერ­ნეტ­თან თუ კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას­თან წვდო­მა დღის წეს­რიგ­ში არ დგას, ეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. თვალ­ში­სა­ცე­მია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. მა­გა­ლი­თად, შე­კითხ­ვა­ზე – აქვთ თუ არა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სი, გვი­პა­სუ­ხეს, რომ აქვთ, მაგ­რამ იქ არა­ვინ აღარ შე­დის. მა­შინ სად ის­წავ­ლე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გიე­ბი? ის­წავ­ლე­ბა გამ­ჭო­ლად, ყვე­ლა სა­გან­ში, იმი­ტომ რომ, სკო­ლაა გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, ჩვენ ხომ აქ პრო­ფე­სი­ას არ ვას­წავ­ლით, ვას­წავ­ლით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და ვუ­ვი­თა­რებთ ისეთ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, რაც ცხოვ­რე­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბათ, ვუქ­მ­ნით მზა­ო­ბას მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბი­სათ­ვის. ჩვე­ნი ახა­ლი თა­ო­ბის ესგ-ც იზი­ა­რებს და ეყ­რ­დ­ნო­ბა ამ პრინ­ციპს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს სწო­რად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ესგ-ს დე­პარ­ტა­მენ­ტი დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას წე­ვენ მი­სი წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სიც ამის ერთ-ერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა.

ეს­ტო­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნაც გა­ვა­კე­თეთ – არის თე­მე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო. ერ­თი დღე და­ეთ­მო ჩვე­ნი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლი სის­ტე­მის ვა­ლი­და­ცი­ას. პრე­ზენ­ტა­ცია საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ხა­რის­ხის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­ს­პერ­ტ­თა წრე. ვი­სა­უბ­რეთ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით. უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რი იყო ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი. სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ისი­ნიც ახ­ლა იწყე­ბენ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის შე­ტა­ნას და ჩვენ­სა­ვით სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან.

გარ­და ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ორ­მა თე­მამ გა­მო­იწ­ვია. ერ­თია სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი – თვით­შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (312-მა სკო­ლამ და­ას­რუ­ლა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, წლის ბო­ლოს­თ­ვის ყვე­ლა სკო­ლა გა­ივ­ლის ამ პრო­ცესს). სი­ახ­ლე ისაა, რომ მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­ერ და­წე­რი­ლი რე­პორ­ტი წარ­სულს ჩა­ბარ­და. თვით­შე­ფა­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს მშობ­ლის, მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ერ­თობ­ლივ ჩარ­თუ­ლო­ბას, ყვე­ლა მხა­რე აფა­სებს სკო­ლას, ერ­თი და იმა­ვე სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბით და ეს ხდე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, შემ­დეგ, პლატ­ფორ­მა აკე­თებს ანა­ლიზს და ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაქ­მ­ნის ვი­ზუ­ა­ლურ დი­აგ­რა­მებ­ში, ცხრი­ლებ­ში, რაც, წლი­დან წლამ­დე, პროგ­რე­სის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს. ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და სა­კითხი, შევ­თან­ხ­მ­დით, რომ აუცი­ლებ­ლად გვეწ­ვე­ვი­ან პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საც­ნო­ბად.

მე­ო­რე თე­მა, ეს იყო გა­რე შემ­ფა­სე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა – ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტის სტა­ტუ­სის შექ­მ­ნა, რაც ჯერ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში დავ­ნერ­გეთ, შემ­დეგ კი – ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში. კან­დი­და­ტე­ბი გა­დი­ან შერ­ჩე­ვის ეტაპს, შემ­დეგ – ტრე­ნინ­გე­ბის ციკლს და ბო­ლოს ხდე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბა რე­ა­ლუ­რი ქე­ი­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ასე იქ­მ­ნე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი. ეს პრო­ცე­სი შარ­შან და­ვიწყეთ და წელს და­ვას­რუ­ლეთ – უკ­ვე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის 140 სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს, რო­მელ­თაც სკო­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა­ში მხარ­დამ­ჭე­რე­ბად ვი­ყე­ნებთ. სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს მათ, ჩა­ერ­თონ უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბოდ­ნენ მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­სა და სი­ახ­ლე­ებს, თი­თო­ე­უ­ლის ექ­ს­პერ­ტუ­ლი მზა­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებ­თან. რო­გორც გითხა­რით, ეს ექ­ს­პერ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მაგ­რამ ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბით, მა­სა­ლე­ბი­თა და რე­სურ­სე­ბით. ეს სის­ტე­მა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აქვს აწყო­ბი­ლი. ამ დღე­ებ­ში, პირ­ვე­ლად ქვე­ყა­ნა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა. იმ­ს­ჯე­ლე­ბენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც 2020 წელს შე­ვი­და ძა­ლა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რა გვიჩ­ვე­ნა პრაქ­ტი­კამ, შე­ფას­დე­ბა გან­ვ­ლი­ლი ორი წლის შე­დე­გე­ბი და შე­საძ­ლოა, რა­ი­მე ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც გა­მო­იკ­ვე­თოს. ეს კონ­ფე­რენ­ცია ერ­თ­გ­ვარ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ­ლის მსგავსს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ვუ­ტა­რებთ ხოლ­მე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფს, ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით.

აი, ეს ორი თე­მა იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის. ჩვენ­თ­ვის კი ბევ­რი რა­მაა სა­გუ­ლის­ხ­მო და გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ამი­ტომ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ორ­მ­ხ­რი­ვად სა­სარ­გებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზი­ტი იყო.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები