2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის „ჩემი გალაკტიონი“ დაჯილდოების ცერემონია გახსნა, გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და პრიზები გადასცა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდების წახალისების კუთხით  სასკოლო კონკურსების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების, მათ შორის, შემეცნებითი და სახელოვნებო კონკურსების შეთავაზება.

დაჯილდოების ცერემონიაზე საკონკურსო კომისიამ, ქვეყნის მასშტაბით, სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ჯიქია გახდა, მეორე ადგილი შპს ,,თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლეებმა – ლიზი კუპრაშვილმა, მანანა ბებიამ და ლიზი შარიქაძემ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ლიზი შარაძემ, ხატია ბერიძემ და მარი ბეჟანიძემ დაიმსახურეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული ფინალისტები. მათ შორის, იყვნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩინარა ნაბიევა; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჯორბენაძე; შპს „სადუნის“ მოსწავლეები – სანდრო კასაბური, ანასტასია ბერიშვილი და თამარ ცხელიშვილი; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები – ლუკა სამაშვილი, ზურაბ ირემაშვილი და თამაზ ჯაჭვაძე; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გენგაშვილი; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები – მარიამ კოკოლაძე, გიგა ჩულაშვილი და სოსო ქიზიყურაშვილი; ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ონიანი.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური პრიზები, ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა „უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში  შექმნილი მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართულ-უკრაინული გუნდი, რომელმაც ქართული და უკრაინული სიმღერები შეასრულა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კონკურსი „ჩემი გალაკტიონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან  დაკავშირებით გამოცხადდა და მის მიზანს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებში შემოქმედებითი, კრიტიკული თუ ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება წარმოადგენდა.

კონკურსში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X, XI, XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჟიურის გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებების მიხედვით  შექმნილი ორიგინალური ილუსტრაციები და ვიდეოკოლაჟები წარმოუდგინეს.

 

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები