27 ივლისი, შაბათი, 2024

ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

spot_img

პირველ ივნისს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში მოსწავლეთა ესეების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრების, მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე საქართველოში, ავტორები დაასახელა. პირველი ადგილის მფლობელს, მასწავლებლების თანხლებით, ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტის შესაძლებლობა ექნება, ასევე, სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ სხვა გამარჯვებულებსაც.

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. ღონისძიების დროს, პოეტმა, რატი ამაღლობელმა, ქართულ ლიტერატურაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ესეების კონკურსში მონაწილე 15-18 წლის მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები დაწერეს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ დღევანდელ საქართველოში ან/და საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამატებითი ინფორმაცია ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ დისკუსიის წარმართვის სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა.

რა არის თანასწორობა და მრავალფეროვნება?

თანასწორობა და მრავალფეროვნება განსხვავებული ადამიანების ხელშეწყობასა და მიმღებლობას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, თანასწორობის არსი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, მოქალაქეობისა, რელიგიისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, მოვეპყრათ სამართლიანად და თანასწორად. მრავალფეროვნება ამ განსხვავებულობათა აღიარება და პატივისცემაა, ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით.

განათლების სფეროში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის. მთავარი მიზანია საკლასო ოთახში შეიქმნას გარემო, სადაც მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები თავიანთი ინდივიდუალური თავისებურებების წყალობით უნიკალურები არიან და არასხვანაირები“, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით. – ვკითხულობთ კონკურსის მიზნებში.

ნამუშევრები შეფასდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლობითი ჯგუფის, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის წევრებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ესე იყო წარმოდგენილი, საქართველოს მასშტაბით, რომელთაგან საუკეთესო ათეული შეირჩა გამოსაცემად.

გამარჯვებული ნაშრომების ავტორები არიან:

  1. ბერდია ალხიძე, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა;
  2. თამარი ხვთისიაშვილი, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა;
  3. ილია დავითაძე, სსიპ ბათუმის N2 საჯარო სკოლა;
  4. ელენე დოლიძე, სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის №3 საჯარო სკოლა;
  5. ქეთი გიგინეიშვილი, სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42 საჯარო სკოლა;
  6. თინა თურმანიძე, სსიპ ბათუმის N8 საჯარო სკოლა;
  7. გიორგი ფარასტაევი, სსიპ გორის N7 საჯარო სკოლა;
  8. სალომე გუბელაძე, შპს მეექვსე საავტორო სკოლა;
  9. მანანა ბერაია, სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლა;
  10. ქრისტინა ქარჩავა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა.

ესეს თემა იყო – მე ვირჩევ თანასწორობას, იმიტომ, რომ…?

მოსწავლეებს თემა უნდა განევითარებინათ დღევანდელ საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის ირგვლივ, პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისზე ან/და საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურასა და კულტურაზე დაყრდნობით; ესეს მაქსიმალური მოცულობა – 1000 სიტყვა. 10 საუკეთესო თემა დამუშავდა კრებულად, სკოლები და ავტორები მიიღებენ გამოცემის ასლებს.

მოსწავლეების ესეების კრებული „რატომ ვირჩევ თანასწორობას?“ ხელმისაწვდომია აქ.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ეგიდითა და მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში. კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა მიერ, ევროპის საბჭოს 20162019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები