რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ამ ბმულს: https://ol-reg.naec.ge/register
⇑⇓ აირჩიეთ რეგიონი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი და სკოლა.
⇑⇓ ჩაწერეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი.
⇑⇓ გაეცანით პირობებს და მონიშნეთ – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“.
⇑⇓ გადაამოწმეთ მონაცემები და გააგრძელეთ რეგისტრაციის პროცესი.
⇑⇓ ჩაწერეთ პაროლი (მინიმუმ 6 სიმბოლო).
⇑⇓ მიუთითეთ მობილური ტელეფონის ნომერი (სივრცის გამოტოვების გარეშე).
⇑⇓ დააჭირეთ ღილაკს „ვერიფიკაცია“.
⇑⇓ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ SMS შეტყობინებას (ვერიფიკაციის კოდს).
⇑⇓ ამ კოდის შეტანის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ საგანი ან საგნები.
⇑⇓ არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ ღილაკი „დადასტურება“.
⇑⇓ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადახვალთ ავტორიზაციის გვერდზე, სადაც მითითებული იქნება, რომ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა.









