15 მარტი, შაბათი, 2025

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და აპელაცია

spot_imgspot_img

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 10 მონაწილეს შორის.

 თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

შედეგები

აპელაციის განაცხადის ფორმ

მესამე ტურის ტესტები და სწორი პასუხები

აპელაციის პროცესის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 24 და 25 მარტს.

♦ ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება