30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური  6 დეკემბერს იწყება

spot_img

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.

„წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 31 900-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ოდნავ უფრო მეტმა ვიდრე 2020 წელს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პანდემიიდან გამომდინარე, მეორე წელია პირველ ტურს დისტანციურად ატარებს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს და მაქსიმალურად მივცეთ საშუალება, ჩაერთონ ოლიმპიადაში. ოლიმპიადის მიზანიც ხომ სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა, ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას“. განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ.

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

🔷▶ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.

🔷▶ მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია, ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელს თითოეულ საგანში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.

ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  შემდეგ საგნებში ატარებს: მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის; ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები