9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი – „მე და ლიტერატურა“

spot_img

პროექტული სწავლება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოირჩევა შედეგზე ორიენტირებულობით. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება გვაძლვს საშუალებას სკოლებს შორის ჩამოყალიბდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა.

სწორედ ამიტომ, 2023-2024 სასწავლო წელს, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების (ხათუნა ბერაძე, ზაზა შულაია) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო პროექტს „მე და ლიტერატურა“. ის ეროვნული მასშტაბისაა და საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, კახეთი, გურია) 8 სკოლაში მიმდინარეობს. პროექტს აქვს მკაფიოდ გაწერილი მიზნები, რომელიც სრულ კორელაციაშია მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან (ზგემ). პროექტში ჩართული არიან თითოეული სკოლის დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები (მინიმუმ – ერთი კლასი, მაქსიმუმ – 7) და 11 პედაგოგი. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება (პირველი ეტაპი: 8 აპრილი – 13 ივნისი; მეორე ეტაპი: 16 სექტემბერი – 16 დეკემბერი). ამჟამად, განხორციელებულია პირველი ეტაპისთვის დაგეგმილი აქტივობები. პროექტის გეგმას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე:

https://docs.google.com/document/d/1l8kEYmnEIYO71ypjFBlHbl8caO-1LV3D/edit?usp=sharing&ouid=108607272750415437853&rtpof=true&sd=true

გთავაზობთ პროექტის შუალედურ ანგარიშს.

პროექტის ხელმძღვანელ-ორგანიზატორები:

ხათუნა ბერაძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;

ზაზა შულაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

პროექტში ჩართული პედაგოგები და სკოლები:
  1. გალინა ღვინიაშვილი – სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსა და სოფ. კუჭატნის საჯარო სკოლების ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (კახეთი);
  2. ნანა ლომაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი (სამეგრელო);
  3. მაია გოგბერაშვილი – სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (იმერეთი);
  4. ნაზი საბანიძე – სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (სვანეთი);
  5. ბელა პაპავა, ელიზა კალანდია – სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები (სამეგრელო);
  6. ეკატერინე მიქელაძე, მარიამ კვაჭაძე – სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები (გურია);
  7. ციცინო გოგოლაძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (იმერეთი).
პროექტის მხარდამჭერები:
  1. როლანდ ხოჯანაშვილი – ესგ-სა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
  2. მარიამ ჩაჩანიძე – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მოსწავლე, არაერთი კონკურსის გამარჯვებული, ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ ფინალისტი;
  3. გაზეთი „ახალი განათლება“.

პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა: 78 მოსწავლე.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანი, ნათელი, კონკრეტული და გაზომვადი, დასაწყისშივე ჩამოყალიბდა და სრულიად შეესაბამება როგორც პროექტის აქტუალობას, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებს; თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ერვნულ მიზნებთან (ზგემ). იგი გულისხმობს შემდეგს:

  • მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
  • მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ინტერესის გაღრმავება;
  • არაფორმალური განათლების მეშვეობით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესება;
  • მოსწავლეებში სამიზნე ცნებების: ჟანრი, კომპოზიცია, გრამატიკა, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები გააქტიურება;
  • გააზრებული კითხვის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება;
  • მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
  • თანატოლებთან და უფროსებთან დადებითი, კონსტრუქციული ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა და განვითარება;
  • სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობა;
  • მოსწავლეებსა და პედაგოგებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობა.
პროექტის აქტუალობა:

მსგავსი პროექტების განხორციელება მეტად აქტუალურია თანამედროვე სკოლებში, რადგან მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს არა მარტო თემატიკითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, არამედ უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ეს კი დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა წინსვლასა და მოტივაციაზე.

კონკრეტულად, ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასა და მათი ლიტერატურული გემოვნების დახვეწას. კერძოდ:

  • საღი მსჯელობა და აღქმა;
  • ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად;
  • წყვილში/ინდივიდუალურად ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  • განსხვავებული როლებისა და პასუხისმგებლობის ადაპტირება;
  • შემეცნებითი და მრავალმხრივი ინტელექტი;
  • ეროვნული ღირებულებების დაფასება, შემოქმედებითი, ტრანსფერის, მსჯელობის უნარი.
მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის მისაღწევი შედეგები ითვალისწინებს დაწყებითი (V-VI კლასი), საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას და ბავშვების აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ეს კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებას უზრუნველყოფს. გეგმაში ჩანს პროექტის შედეგების მდგრადობა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა მაღალი ინტერესი მუშაობის პერიოდში. ვთვლით, რომ შედეგი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმაც გაიაზრეს და გაითავისეს მოცემული საკითხები. პროექტი მდგრადია და მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის შუალედური მონიტორინგი და შეფასება:

მოსწავლეთა მუშაობას ყოველ ეტაპზე ვაკვირდებოდით და, საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებოდით კიდეც. ასევე, ეტაპობრივად, კონსულტაციას ვუწევდით შესაბამისი საკითხების გააზრებასა და გათვალისწინებაში. პირველი ეტაპის დასკვნით ფაზაში მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტის გეგმაში გაწერილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები.

პროექტში განსაკუთრებით გავითვალისწინეთ მონაწილეთა ასაკი, ინტერესები და გამოცდილება. ისინი შეესაბამებოდა პროექტის დასახულ მიზნებსა და განსაზღვრულ შედეგებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც იდეის განვითარებაში, ასევე დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში. მონაწილეები ითვალისწინებდნენ მასწავლებლების მითითებებს, აფასებდნენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.

მოსწავლეებმა შეისწავლეს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპები, აიმაღლეს ზოგადი ინტელექტი. პროექტის განხორციელების პროცესში საჭირო გახდა აქტივობების დამატება-მოდიფიცირება, აღნიშნული მითითებულია პროექტის გეგმაში (იხ. ლინკი სტატიის დასაწყისში). მომავალში, მსგავს პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად წინასწარ გავითვალისწინებთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა ჩართულობას, რათა მათთვისაც სასარგებლო, საინტერესო და აქტუალური გავხადოთ ეს საკითხები.

შუალედური ანგარიში გავაცანით პროექტში ჩართულ ყველა სკოლას, საბოლოოდ კი, მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებამ და პროექტის მონაწილე პედაგოგებმა პოზიტიურად შევაფასეთ ჩვენი სამთვიანი მუშაობის შედეგი. „მე და ლიტერატურა“ 16 სექტემბრიდან გაგრძელდება.

ხათუნა ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
შუალედური ანგარიშის შექმნასა და პროექტში ჩართული პედაგოგები:
მაია გოგბერაშვილი, გალინა ღვინიაშვილი, ნაზი ჭიღლაძე, ბელა პაპავა, ელიზა კალანდია, ნანა ლომაია, მარიამ კვაჭაძე, ეკატერინე მიქელაძე, ციცინო გოგოლაძე.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები