13 ივლისი, შაბათი, 2024

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა

spot_img

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ეროვნული გმირის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა.

კედლის გახსნას გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები ესწრებოდნენ.

„ეროვნულ ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გავხსენით გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, რომელსაც მალე ჩვენი ოსტატი თენგიზ მოდუ გააფორმებს,“ – დაწერა ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუქგვერდზე გიორგი კეკელიძემ.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას ინახავს და აცნობს დარბაზის დამთვალიერებლებს. აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა კედელს, სადაც საქართველოს მავთულხლართებით დაფარული რუკაა განთავსებული.

 

🇬🇪 2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი; 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის „სამშობლოსთვის თავდადებულის“ მედლით დააჯილდოვა; 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა; 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა; 2017 წელს თავდაცვის მინისტრმა უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 18 აგვისტოს 39 წლის გახდებოდა.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები